Top 10 similar words or synonyms for ვაითუ

დააბარა    0.873131

დაუპირეს    0.872772

გამხეცებულმა    0.870919

მოწამემ    0.870820

თევდოსიმ    0.870267

მიუგზავნეს    0.869616

თვალცრემლიანი    0.866945

ითაკაში    0.866807

სიმტკიცემ    0.866732

ჯვრიდან    0.866321

Top 30 analogous words or synonyms for ვაითუ

Article Example
ეგნატე ანტიოქიელი ეგნატე ღმერთშემოსილი ხედავდა, თუ როგორ თანაუგრძნობდნენ მას მართლმორწმუნეები, როგორ წუხდნენ მისი მოახლოებული აღსასრულის გამო და შიში შეეპარა, ვაითუ რომაელმა ქრისტიანებმა ჩემი გამოხსნა მოისურვონო. ამიტომ წმიდანმა მათ ეპისტოლით მიმართა, სადაც წერდა:
ჰერაკლე – ძვირფასო სტუმარო, – უთხრა ფოლოსმა. – ჩემს გამოქვაბულში მთელი კასრი გაუხსნელი ღვინოა, დიონისეს ნაჩუქარი, მაგრამ ის ყველა კენტავრის საკუთრებაა და მეშინია, ვაითუ ერთი ამბავი ატეხონ. მოგეხსენებათ, კენტავრებს სტუმრები მაინცდამაინც არ უყვართ.
წმინდა მართა (სვიმეონ მესვეტე უმცროსის დედა) უამრავი სნეული მიჰყავდათ წმინდა სვიმეონის სვეტთან, რომლებიც ღირსი მამის ლოცვით იკურნებოდნენ. ამდენი სასწაულის მნახველ წმინდა მართას გულში შიში უჩნდებოდა, ვაითუ ჩემი შვილი ხიბლში ჩავარდესო. ევედრებოდა ღმერთს და სვიმეონის ეშმაკთაგან დაცვას სთხოვდა, ხოლო ამავე დროს თავის ვაჟს ეუბნებოდა: "შვილო, ყველაფრისთვის განადიდე ღმერთი, რომელიც შენს მიერ მოქმედებს. გახსოვდეს შენი უძლურება და დიდი ყურადღებით დაიცავი გულიო".
ჰერაკლე მაგრამ ჰერაკლეს ცხოვრება მაინც შეიცვალა. ამფიტრიონს შეეშინდა, ვაითუ ასეთი რამ კიდევ ჩაიდინოსო, და საარაკო ღონის პატრონი ყმაწვილი ჯოგში გაგზავნა, იალაღებზე, სადაც ხარები დაუდიოდა. აქ გაიზარდა და დავაჟკაცდა ჰერაკლე, ტოლი არ ჰყავდა. ზევსის შვილი იყო და ვინც შეხედავდა, თავზარი ეცემოდა. ოთხი ადლი სიმაღლის ბუმბერაზს თვალები ნაღვერდლებივით უბრიალებდა. არასოდეს ისარს და შუბს მიზანს არ ააცდენდა. თვრამეტი წლისა მთელს საბერძნეთში სწორუპოვარი ვაჟკაცი იყო, უღონიერესი და უმშვენიერესი. ახლა დრო დადგა, რომ გადაეწყვიტა, ამ ღონეს სიკეთისათვის მოიხმარდა თუ სიავისთვის.
დანიელი როდესაც ნაბუქოდონოსორი შეიჭრა იუდეაში და დაანგრია წმინდა ქალაქი იერუსალიმი, ქალაქში დარჩენილი მოსახლეობა ტყვედ წაიყვანა ბაბილონში. მეფემ საჭურისთა მთავარს უბრძანა, ტყვეთა შორის გამოერჩია სამეფო მოდგმიდან და დიდებულთაგან უნაკლო, შესახედავად მშვენიერი, ყველა სიბრძნეში დახელოვნებული, ნიჭიერი და სწავლის უნარიანი ყმაწვილები, რომელთაც შეეძლებოდათ მეფის კარზე სამსახურის გაწევა და ქალდეველთა მწიგნობრობისა და ენის შესწავლა. მეფის ბრძანება შეასრულეს. მეფემ ყმაწვილებს განუწესა ულუფა თავისი სუფრიდან და ის ღვინო, თავად რომ სვამდა. მან ბრძანა სამი წელიწადი ეწვრთნათ ისინი და ისე წარედგინათ მის წინაშე. ამ ყმაწვილებში იუდაელთაგან იყვნენ: დანიელი, (ხ)ანანია, (ყ)აზარია და მისაელი. სასახლეში მათ სახელები შეუცვალეს: დანიელს - ბელტეშაცარი უწოდეს, ხანანიას - შადრაქი, მისაელს - მეშაქი, ყაზარიას - ყაბედ-ნეგო. დანიელმა გადაწყვიტა არ გაუწმინდურებულიყო სამეფო ულუფითა და ღვინით, ვინაიდან ეს ულუფა იმ ცხოველთა და ფრინველთა ხორცით მზადდებოდა, რომლის ჭამაც აკრძალული იყო მოსეს რჯულით და ამასთან ის ხორცი ბაბილონის ღმერთის შესაწირიდან იყო. მან საჭურისთა მთავარს სთხოვა მისთვის და მისი სამი მეგობრისთვის ეძლიათ მხოლოდ ბოსტნეული და წყალი. საჭურისთა მთავარს პირველად შეეშინდა, ვაითუ ყმაწვილები გახდნენ და მეფე გამირისხდესო, მაგრამ დანიელმა სთხოვა, რომ ათი დღე გამოეცადა ისინი. ათი დღის შემდეგ ყმაწვილებს სახე უფრო გაულამაზდათ და ტანადაც უფრო სრულად გამოიყურებოდნენ, ვიდრე ის ჭაბუკები, სამეფო სუფრიდან რომ იღებდნენ ულუფას.
თეიმურაზ I 1642 წელს ზაალ ერისთავმა, იოთამ ამილახვარმა, ნოდარ ციციშვილმა, დათუნას სიმამრმა ევდემოს დიასამიძემ და სხვებმა აჯანყება ჩაიფიქრეს როსტომის წინააღმდეგ და თეიმურაზის ქართლში გამეფება გადაწყვიტეს. თავადებს პატარა ჯავახიშვილისთვისაც შეუთვლიათ „ბატონს თეიმურაზს გაბატონებას უპირებთ და შემოგვეყარენითო“, მაგრამ იგი როსტომს მიმხრობია, რისთვისაც საჯილდოოდ „იის ციხე და ავკეთი“ უბოძებია. შეთქმულება გაცემული იქნა და როსტომმა სასტიკად დასაჯა მონაწილენი, შაჰ-აბას II-ს აცნობა, რომელმაც როსტომის დისშვილი ადამ სულტან ანდრონიკაშვილი გამოგზავნა კახეთზე გასაბატონებლად. თეიმურაზის მომხრე თავადები როსტომს შეურიგდნენ, ადამ-სულთან უკან გაბრუნდა. თეიმურაზი და როსტომი მაინც არ ცხრებოდნენ. „მიუხდა როსტომ მეფე სპითა დიდითა მაღაროს მყოფს მცირესპოსანს, თვინიერ ქიზიყელტაგან, ბატონს თეიმურაზსო“, — გვიამბობს ვახუშტი. მაგრამ კახელებმა გაიმარჯვეს, როსტომი დამარცხებული დაბრუნდა. ამის შემდეგ როსტომი თავს დაესხა თეიმურაზს თიანეთს, ჯარის ნაწილი კი ქიზიყისაკენ გაგზავნა. რუსეთის მეფის ალექსი მიხეილის ძისადმი 1649 წლის 13 აგვისტოს გაგზავნილ წერილში თეიმურაზი აღნიშნავდა — მტერი მრავალრიცხოვანი იყო, ჩვენ კი ცოტანიო. თეიმურაზი დამარცხდა. ამ ომში მოკლეს თეიმურაზის უკანასკნელი ვაჟი ბატონიშვილი დავითი, ქართლ-კახეთის ტახტის ერთადერთი კანონიერი მემკვიდრე, რომლის თავი სხვა მასთან დახოცილ თავადაზნაურთა თავებთან ერთად როსტომმა ყაენს გაუგზავნა და გამარჯვება მიულოცა. თეიმურაზი უნუგეშო მდგომარეობაში ჩავარდა. ფარსადან გორგიჯანიძე გვიამბობს: „ბატონს თეიმურაზს ყოველგნიტ ღონე მოეღო, აღარც სთმე მშველი და არარც სახიზარი ალაგი, აღარც წასასვლელი გზა, არც ასაყრელათ ცხენი და ყორი, აღარც მოხელე და მოსამსახურენი, კახნიც ქართველთ მისვლოდეს და მეფეს როსტომს ბატონის თეიმურაზის დაჭირვას ეპატიჯებოდნენ“. სხვა ღონე არარ იყო, თეიმურაზმა თავისი ბიძაშვილი დედოფალი ხორეშანი მიუგზავნა. დედოფალმა ჯერ დათუნას სიკვდილი არ იცოდა, დატყვევებული ეგონა და როსტომს მოაგონა ბიძა თქვენის სიმონისა და კახთაბატონის ლევანისაგან დათუნას მეტი არავინ დარჩენილა და მოგვეხმარეთ ეგების რამე უშველოთო. როსტომმაც ზომები მიიღო, რომ დედოფლისთვის დათუნას სიკვდილი არ ეთქვათ და დახმარებას დაპირდა. შემდეგ ხორეშანმა მამაპაპეულ საფლავებთან ახლოს ალავერდის მიდამოებში დარჩენა ითხოვა, მაგრამ უარი მიიღო. ვაითუ მერე ყაენმა მოგითხოვოთო, — უპასუხა როსტომმა. მაშინ ხორეშანმა იმერეთისკენ გზა და სამგზავრო ცხენი და ჯორი სთხოვა. როსტომ მეფემან რა ცნა მოსვლა მისი, სცა პატივი დიდი და აღუსრულა სათხოვარი: დაანება გზა, გაუმძღვარნა კათალიკოსი ქრისტეფორე წინა და ბარგიცა ამან გადაუტანა იმერეთს.
ჯონ მილტონი ამ დროისთვის უკვე კარგა დიდი სიმდიდრის პატრონმა მამამ თავი დაანება მუშაობას და სოფლად დასახლდა, ჰორტონში. სწორედ ამ მყუდრო სოფელში გაატარა მილტონმა ოთხი თუ ხუთი წელი. გარეშე ხალხისათვის ეს მეტად უცნაური მოვლენა იყო – უნივერსიტეტდამთავრებულ ახალგაზრდას, ჩვეულებისამებრ, მაშინვე სამსახურისათვის უნდა მოეკიდა ხელი, მამის ხელობას გაჰყოლოდა ან არადა მღვდლად კურთხებულიყო, როგორც ეს თავიდანვე ჰქონდათ გათვალისწინებული. მღვდლობა მილტონმა არ ისურვა, არც მამის ხელობას გაჰყვა. მისი მოწოდება სულ სხვა რამ იყო და ამისთვის ემზადებოდა. მაგრამ 5 წლის „უქმად“ ყოფნამ დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია, მეზობლები და ნათესავ-მეგობრები სიზარმაცეს უკიჟინებდნენ ახალგაზრდა პოეტს, სიზარმაცეს სწამებდნენ მას, ვინც დილის რიჟრაჟიდან შუაღამამდე თავაუღებლად მუშაობდა, ჯანის სიმრთელეს ინადგურებდა, თვალის სინათლეს იშრეტდა. თითქოს წინასწარ გრძონბდა დიდ ცხოვრებისეულ ტრაგედიას – სრულ სიბრმავეს – რაც რამდენიმე წლის შემდეგ დაატყდა თავს და ეშურებოდა, რათა მეტი წაეკითხა და განეცადა, რადგან დიდ პოემებზე მუშაობის დროს, რაც აქვე უნდა ითქვას, ადრევე ჰქონდა ჩაფიქრებული, ყველაფერი ზეპირად სცოდნოდა. ავი წინათგრძნობით შეპყრობილი, თითქმის ხარბათ ეწაფებოდა ბუნების მომხიბლაობას, რათა ეს შთაბეჭდილებები ცოცხლად გაჰყოლოდა სიბრმავეში და ბევრი მომხიბლავი სურათი ახლადნანახივით, ახლად მიღებული შთაბეჭდილებით გადაეტანა ქაღალდზე. ბიოგრაფიების გადმოცემით, სოფელი, სადაც ოთხი თუ ხუთი წელი გაატარა მილტონმა, მართლაც მომხიბლავი ადგილი იყო, გაშენებული მომაღლო გორაკზე, იქვე სწრაფი მდინარე ჩამოუდიოდა, ერთი მხრივ ტყე ერტყა, აქეთ-იქით – ბაღ-ვენახები, უფრო მოშორებით – გაშლილი მინდვრები, საძოვრებზე შეფენილი ნახირი. სოფელში გატარებული წლები ნაყოფიერი იყო შემოქმედებითადაც. ამ დროს შექმნა მან პიესა-ნიღაბი "კომუსი", ორი პოემა – "L'Allego (მხიარული)" და "Il Penseroso (დაღვრემილი)", აგრეთვე რამდენიმე ლექსი, რომელთაგან საინტერესოა ელეგია "ლისიდასი", რაც მეგობრის დაღუპვამ დააწერინა. პოეტი მისტირის მეგობარს, რომელიც ზღვაში დაიხრჩო, გაუელვებდა ფიქრი, ვაითუ მეც ასე უდროოდ დავიღუპო და ვერ მოვახერხო იმის გაკეთება, რისთვისაც მოწოდებული ვარო. როგორც ვხედავთ, ფიქრი იმისა, რომ იგი რაღაც დიდისათვის არის მოწოდებული, არასოდეს არ ასვენებს.