Top 10 similar words or synonyms for ეცნობებინა

დაემტკიცებინა    0.738258

დაიმუქრა    0.722581

ეჩვენებინა    0.721885

იცოდეს    0.715299

გაანალიზა    0.712091

დაეხმარებოდა    0.707963

მოელოდა    0.705855

აღიაროს    0.704870

მოელოდნენ    0.703480

დარწმუნდეს    0.698022

Top 30 analogous words or synonyms for ეცნობებინა

Article Example
ჰიროსიმისა და ნაგასაკის ატომური დაბომბვა 9 აგვისტომდე იაპონიის სამხედრო საბჭო კაპიტულაციის ისევ ძველ ოთხ პირობებს განიხილავდა. იმავე დღეს იმპერატორმა ჰიროჰიტომ უბრძანა კიდოს რომ ”სწრაფად მიეხედა სიტუაციისთვის” ”რადგან საბჭოთა კავშირმა ომი გამოუცხადა იაპონიას”. მოგვიანებით მან მოიწვია საიმპერიო კონფერენცია სადაც მან მითითება მისცა მინისტრ ტოგოს რომ მას ეცნობებინა მოკავშირეებისათვის რომ იაპონია იღებდა მათ პირობებს ”მაგრამ არ წავიდოდა არავითარ კომპრომისზე რომელიც ეჭვქვეშ დააყენებდა იმპერატორის ძალაუფლებას”
ჯემი (შეჰზადე) 1481 წელს გარდაიცვალა მეჰმედ II, ოსმალეთის დიდმა ვეზირმა ორივე შეჰზადესთან შიკრიკი გაგზავნა, რათა მათთვის ეცნობებინა მამის გარდაცვალების ამბავი. დიდი ვეზირი, ქარამანლი მეჰმედ-ფაშა თვლიდა, რომ მაცნე პირველად ჯემთან ჩავიდოდა, დედაქალაქში პირველად ის ჩამოვიდოდა და სულთნის ტახტს დაიკავებდა. მაგრამ ასე არ მოხდა: შეჰზადე ბაიაზიდის მომხრეებმა გზაში მაცნე შეაფერხეს, რის შედეგადაც პირველად მამის გარდაცვალების ამბავი ბაიაზიდმა გაიგო და ჯემს დედაქალაქში ჩაასწრო.
ხუან დე გრიხალვა გრიჰალვამ იუკატანიდან დასავლეთით, სანაპიროს გასწვრივ გააგრძელა გზა და მიაღწია მექსიკის ნაპირს, რომელსაც დაარქვა "Nueva España" (ახალი ესპანეთი). მან აღმოაჩინა მდინარე ტაბასკო. შემდეგ შეხვდა აცტეკების იმპერატორს, რომლამდეც უკვე მიაღწია ცნობებმა მექსიკის ნაპირებთან მოსული ესპანელების შესახებ. გრიჰალვა მას საკმაოდ მეგობრულად დაშორდა. მან ინდიელებისგან ბევრი ძვირფასი ქვა და ოქრო იყიდა და გაგზავნა ერთ-ერთი თავისი თანამგზავრი, რათა ეცნობებინა ველასკესისთვის თავისი აღმოჩენა, რის შემდეგაც გზა განაგრძო.
ალექტრიონი ალექტრიონი (ბერძნ. Άλεκτρυών — მამალი) — არესის მოსამსახურე ყმაწვილი. გადმოცემის თანახმად, იგი დარაჯობდა ხოლმე არესაა და აფროდიტეს, როდესაც ისინი დროს ატარებდნენ. იგი ვალდებული იყო შეყვარებულთათვის დღის მოახლოება ეცნობებინა, რათა "ყოვლისმხილველ" ჰელიოსს ისინი ერთად არ დაენახა. ერთხელ ალაქრიონს ჩაეძინა, შეყვარებულებს დღის დადგომა ვერ აცნობა, ტრფიალებით გართული წყვილი ჰელიოსმა დაინახა და ამის შესახებ აფროდიტეს ქმარს — ჰეფესტოს უამბო. ჰეფესტომ მაშინვე რკინის ბადე გააკეთა, ერთიმეორეს ჩახვეული შეყვარებულები დაიჭირა და შესარცხვენად ყველას წინაშე წარადგინა. გაჯავრებულმა არესმა ალექრიონი მამლად აქცია.
სიტიგრუპ ცენტრი მიუხედავად იმისა, რომ ამ საინჟინრო ლაფსუსის გამო ფაქტობრივად არაფერი მომხდარა, კრიზისი საზოგადოებისგან თითქმის 20 წელი დამალეს. შემთხვევა მხოლოდ 1995 წელს გამოქვეყნდა ვრცელ წერილში ჟურნალ ნიუ-იორკერში. ლემესურიეს გადაწყვეტილება სიტიკორპისთვის ეცნობებინა მისი საკუთარ პროექტთან დაკავშირებული შეცდომის შესახებ ამჟამად ეთიკური ქცევის ნიმუშად არის გამოყენებული რამდენიმე საინჟინრო სახელმძღვანელოში. ერთ-ერთ სტატიაში ლემესურიე გაკრიტიკებულ იქნა არასაკმარისი დაკვირვებისთვის, რომელიც აღნიშნული პრობლების საბაბი გახდა და საინჟინრო დეტალების კოლეგებისგან ორი ათწლეულის განმავლობაში დამალვის გამო.
ჰანიბალი ტრაზიმენის ტბასთან გამარჯვების შემდეგ ჰანიბალი ისე მოიქცა, რომ არავინ ელოდა. იმის ნაცვლად, მეორე კონსულს შებმოდა ან პირდაპირ რომზე გაელაშქრა, ქალაქს გვერდი აუქცია და აღმოსავლეთის მიმართულებით ადრიატიკის ზღვის სანაპიროსკენ გაემართა. გაიარა უმბრებისა და პიცენების მხარე, მოაოხრა მთელი უმბრია და აურაცხელი სიმდიდრე იგდო ხელთ. მისი ნაკვალევი ნახანძრალს გავდა. ადრიატიკის ზღვაზე გასვლის შემდეგ ჰანიბალმა არმია დაასვენა და, გარდა ამისა, სამშობლოსთანაც დაამყარა კავშირი, რათა თავისი წარმატებები ეცნობებინა. არმიის დასვენების შემდეგ ჰანიბალმა დალაშქრა ცენტრალური იტალიის ტომები: მარსები, მარუცინები, პელიგნები და შეიჭრა აპულიაში. საგულდაგულოდ ააოხრა აპულია და სალაშქროდაც იქ დაიბანაკა.
სოლომონ I ოსმალეთთან დაწყებული ომის (1768-1774) პირობებში, რუსეთის მთავრობამ ქუთაისის მიტროპოლიტის ჩამოსვლა დროულად მიიჩნია, რადგან შესაძლებლობა ეძლეოდათ, გამოეყენებინათ იმერეთის მეფე ოსმალეთის წინააღმდეგ. სწორედ ამიტომ, მაქსიმე ყიზლარიდან სასწრაფოდ მიიწვიეს პეტერბურგში. ამავე დროს პეტრბურგიდან აცნობეს ყიზლარის კომენდატს, რომ უკან გაებრუნებინათ მაქსიმეს თანმხლები არქიმანდრიტი, რათა მას ეცნობებინა სოლომონ მეფისათვის რუსეთის მთავრობის მზადყოფნა დახმარებისათვის; ამასთანვე გაეტანებინათ არქიმანდრიტისათვის საიდუმლო მრჩევლის, გრაფ პანინის წერილი, რომელშიც ის გამოხატავდა რუსეთის მთავრობის სურვილს, სოლომონს ახლავე დაეწყო დივერსიული მოქმედებები თურქების წინააღმდეგ. წერილში ნათქვამი იყო ისიც, რომ სასურველი იქნებოდა, რომ სოლომონი ერეკლესთან ჩასულიყო თბილისში და ცდილიყო მის დაყოლიებას თურქთა წინააღმდეგ ერთობლივ მოქმედებაზე . ასეთი იყო რუსეთის გეგმა მიმდინარე მომენტისათვის. თავად სოლომონს კი თავისი ქვეყნის საამომავლო პერსპექტივა აწუხებდა და ამიტომ იმედის თვალით შეჰყურებდა ერთმორწმუნე ძლიერ სახელმწიფოს.
დიმიტრი კანტემირი კანტემირს სურვილი ჰქონდა გადაერჩინა თავისი ქვეყანა ოსმალეთის ბატონობისაგან. ის ვალდებული იყო ეცნობებინა პეტრესათვის თურქეთის საქმიანობის შესახებ. ხელშეკრულება შედგებოდა 17 პუნქტისაგან და მთავარი დებულებები მიტროპოლიტ გედეონის მიერ 1686 წელს ხელმოწერილი ხელშეკრულების ტექსტის მიხედვით მეორდებოდა. მოლდოვეთის ხელისუფლებას უნდა ეღიარებინა მოსკოვის გავლენა, შეენარჩუნებინა დამოუკიდებელი სახელმწიფოს სტატუსი. შეუნარჩუნდა პრივილეგიები მოლდოვეთის ბოიარებს. სამეფო ტახტი გადავიდა კანტემირების დინასტიის ხელში. მოლდოვეთს უნდა დაბრუნებოდა ოსმალების მიერ წართმეული მიწა და განთავისუფლებულიყო ხარკისგან. ქვეყანა უნდა გათავისუფლებულიყო თურქების ზეგავლენისგან. ხელშეკრულებამ გამოქვეყნებისთანავე მოიპოვა მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერა, მაგრამ ზოგიერთი თავადი ოსმალეთთან დაპირისპირების წინააღმდეგი იყო. ხელშეკრულება ხელსაყრელი იყო მოლდოვეთისთვის. ამ ყველაფრის განხორციელების შემთხვევაში თურქეთის გავლენა შემცირდებოდა მოლდოვეთზე, ხოლო რუსეთის გავლენა უფრო გაიზრდებოდა.
ლუცკის ხელშეკრულება კანტემირს სურვილი ჰქონდა გადაერჩინა თავისი ქვეყანა ოსმალეთის ბატონობისაგან. ის ვალდებული იყო ეცნობებინა პეტრესათვის თურქეთის საქმიანობის შესახებ. ხელშეკრულება შედგებოდა 17 პუნქტისაგან და მთავარი დებულებები მიტროპოლიტ გედეონის მიერ 1686 წელს ხელმოწერილი ხელშეკრულების ტექსტის მიხედვით მეორდებოდა. მოლდოვეთის ხელისუფლებას უნდა ეღიარებინა მოსკოვის გავლენა, შეენარჩუნებინა დამოუკიდებელი სახელმწიფოს სტატუსი. შეუნარჩუნდა პრივილეგიები მოლდოვეთის ბოიარებს. სამეფო ტახტი გადავიდა კანტემირების დინასტიის ხელში. მოლდოვეთს უნდა დაბრუნებოდა ოსმალების მიერ წართმეული მიწა და განთავისუფლებულიყო ხარკისგან. ქვეყანა უნდა გათავისუფლებულიყო თურქების ზეგავლენისგან. ხელშეკრულებამ გამოქვეყნებისთანავე მოიპოვა მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერა, მაგრამ ზოგიერთი თავადი ოსმალეთთან დაპირისპირების წინააღმდეგი იყო. ხელშეკრულება ხელსაყრელი იყო მოლდოვეთისთვის. ამ ყველაფრის განხორციელების შემთხვევაში თურქეთის გავლენა შემცირდებოდა მოლდოვეთზე, ხოლო რუსეთის გავლენა უფრო გაიზრდებოდა.
მამასახლისი სოფლის მამასახლისი უმრავლეს შემთხვევაში გლეხთა წრეს ეკუთვნოდა. იგი იყი ადმინისტრაციული ფუნქციების მქონე დაბალი მოხელე, რომელსაც ევალებოდა ეცნობებინა სოფლისათვის ცენტრალური ორგანოების ბრძანება-განკარგულებანი, გაერჩია სისხლისა და სამოქალაქო სამართლის წვრილი საქმეები, დახმარებოდა სათანადო მოხელეებს გადასახადების გაწერა-აკრეფაში და სხვა. გლეხები მამასახლისის სასარგებლოდ გადასახადს იხდიდნენ, თვით მამასახლისი კი გადასახადებისაგან განთავისუფლებული იყო. ვახტანგ VI-ის დასტურლამალის მიხედვით, სახასო მამულებში მამასახლისს მეფე ნიშნავდა. თავიანთი მამასახლისები ჰყავდათ აგრეთვე მსხვილ ფეოდალებს. ქალაქის მამასახლისს მოურავთან, მელიქსა და ნაცვალთან ერთად ბაზრის, ვაჭრობის საქმეები ექვემდებარებოდა. იგი ახორციელებდა ადმინისტრაციულ ფუნქციებს ქალაქის მოსახლეობის მიმართ, მონაწილეობდა სასამართლო საქმეების გარჩევაში სხვა. თბილისის მამასახლისისა და მელიქის სახელოები XVIII საუკუნეში ერთი პირის ხელში გაერთიანდა.