Top 10 similar words or synonyms for ეფსილიონ

იზომეტრული    0.878506

ეგზალტირებულია    0.874480

ერიდანი    0.867880

პროტონული    0.867429

ბერენიკეს    0.864751

ოორტის    0.864407

ორძაფიანი    0.858922

დეტექტორი    0.858372

დაცემულია    0.857550

სპირალურ    0.854127

Top 30 analogous words or synonyms for ეფსილიონ

Article Example
ეგზოპლანეტა თავდაპირველად ყველაზე ცნობილი ეგზოპლანეტები იყო მასიური პლანეტები, რომლებიც თავიანთი დედავარსკვლავის გარშემო ძალიან ახლოს ბრუნავდა. ასტრონომები გაოცებულები იყვნენ ამ „ცხელი იუპიტერებით“, რადგან პლანეტის ფორმირების თეორიები მიუთითებდა, რომ პლანეტები უნდა წარმოქმნილიყო ვარსკვლავიდან ძალიან შორ მანძილზე. მაგრმ საბოლოოდ სხვა ტიპის უფრო მეტი პლანეტა აღმოაჩინეს. ახლა უკვე ცნობილია, რომ ცხელი იუპიტერები ეგზოპლანეტების უმცირესობაა. 1999 წელს ეფსილიონ ანდრომედა გახდა პირველი მთავარი მიმდევრობის ვარსკვლავი, რომელსაც რამდენიმე პლანეტა ჰყავდა. სხვა მრავალპლანეტური სისტემები შემდეგ აღმოაჩინეს.
მზის სისტემა მზის გარშემო, 10 სინათლის წლის მანძილზე (95 ტრილიონი კილომეტრი) შედარებით ცოტა ვარსკვლავია. მზის უახლოესი მეზობელი არის სამმაგი სისტემა „ალფა კენტავრი,“ რომელიც ჩვენს მნათობს 4,4 სინათლის წლითაა დაშორებული. „ალფა კენტავრი A“ და „ალფა კენტავრი B“ ძალიან ახლოს მდებარეობს ერთმანეთთან. ისინი მზის მსგავსი ვარსკვლავებია. წითელი ჯუჯა „ალფა კენტავრი C“ (ასევე ცნობილია, როგორც „პროქსიმა კენტავრი“) წყვილ ვარსკვლავებს 0,2 სინათლის წლის დაშორებით უვლის გარშემო. მზის შემდეგი უახლოესი ვარსკვალვებია: წითელი ჯუჯა „ბარნარდის ვარსკვლავი“ (5,9 სინათლის წელი), „ვულფ 359“ (7,8 სინათლის წელი) და „ლალანდ 21185“ (8,3 სინათლის წელი). უდიდესი ვარსკვლავი 10 სინათლის წლის რადიუსზე არის „სირიუსი“ — მთავარი მიმდევრობის კაშკაშა ვარსკვლავი, რომელიც მზეს, დაახლოებით, 2-ჯერ აჭარბებს მასით. მის ორბიტაზე თეთრი ჯუჯა „სირიუს B“ მოძრაობს. ეს სისტემა 8,6 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს. დანარჩენი სისტემებია (10 სინათლის წლის რადიუსზე): ორმაგი სისტემა „ლუიტენ 726-8“ (8,7 სინათლის წელი, წითელი ჯუჯა) და ეული წითელი ჯუჯა „როზ 154“ (9,7 სინათლის წელი). მზის სისტემის უახლოესი მზის მსგავსი ეული ვარსკვლავი არის „ვეშაპის ტაუ,“ რომელიც 11,9 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს. მისი მასა დაახლოებით მზის მასის 80%-ს მოიცავს, ხოლო სიკაშკაშე 60%-ს უტოლდება. მზესთან მდებარე უახლოესი ეგზოპლანეტა ბრუნავს ვარსკვლავ „ეფსილიონ ერიდანის“ გარშემო — ვარსკვლავისა, რომელიც მზეზე ოდნავ მკრთალი და უფრო წითელია. ის 10,5 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს. მისი ერთი დადასტურებული პლანეტა არის „ეფსილიონ ერიდანი b,“ რომლის მასა იუპიტერისას 1,5-ჯერ აჭარბებს. მისი ორბიტალური პერიოდი კი 6,9 დღეა. უახლოესი „თავისუფლად მოტივტივე პლანეტა“ მზესთან არის WISE 0855-0714, - ობიექტი, რომელიც 10 იუპიტერის მასისაა და 7 სინათლის წლის მოშორებითაა.
ეგზოპლანეტა თუ პლანეტას [[ექსცენტრისიტეტი|ექსცენტრიული]] ორბიტა აქვს, მაშინ მიქცევა-მოქცევის შედეგად გათბობას შეუძლია [[ენერგია|ენერგიის]] ახალი წყარო წარმოქმნას. ეს ნიშნავს, რომ ექსცენტრიული პლანეტები რადიაციულ [[სასიცოცხლო ზონა]]ში შეიძლება თხევადი წყლისთვის ზედმეტად ცხელი იყოს. მიქცევა-მოქცევები ასევე ორბიტების ცირკულარიზაციას ახდენს დროთა განმავლობაში, ამიტომ შესაძლოა სასიცოცხლო ზონაში არსებობდეს პლანეტები წრიულ ორბიტებზე, რომელთაც არ აქვს თხევადი წყალი, რადგან მათ წარსულში ჰქონდათ ექსცენტრიული ორბიტები. რადიაციულ სასიცოცხლო ზონაში მდებარე ექსცენტრიულ პლანეტებს მაინც ექნებათ გაყინული ზედაპირი, მაგრამ მიქცევა-მოქცევის შედეგად გათბობას შუძლია წარმოქმნას ზედაპირქვეშა ოკეანე, როგორც [[ევროპა (თანამგზავრი|ევროპას]] აქვს. ზოგიერთ [[პლანეტური სისტემა|პლანეტურ სისტემაში]], როგორიცაა, [[ეფსილიონ ანდრომედა]]ს სისტემა, ორბიტების ექსცენტრისიტეტი შენარჩუნებულია ან პერიოდულად იცვლება სისტემაში მდებარე სხვა პლანეტების მიერ გამოწვეული შეშფოთებებით. მიქცევა-მოქცევების შედეგად გათბობას შეუძლია გამოიწვიოს მანტიიდან დეგაზაცია, ამას კი წვლილი შეაქვს ატმოსფეროს წარმოქმნასა და შევსებაში.
ურანი უილიამ ჰერშელმა ურანის გარშემო სავარაუდოდ არსებული რგოლები ჯერ კიდევ 1789 წელს აღწერა. მისი ეს აღმოჩენა საეჭვოა, რადგან რგოლები საკმაოდ მკრთალია და მომდევნო ორ საუკუნეში არც ერთ სხვა დამკვირვებელს არ შეუნიშნავს. და მაინც, ჰერშელმა ზუსტად აღწერა ეფსილიონ რგოლის ზომა, მისი კუთხე დედამიწის მიმართ, მისი წითელი ფერი და მისი ხილული ცვლილებები, როდესაც ის მზის გარშემო ბრუნავდა. რგოლების სისტემა საბოლოოდ 1977 წლის 10 მარტს აღმოაჩინეს ჯეიმს ელიოტმა, ედუარდ დანჰემმა და დუგლას მინკმა კოიპერის საჰაერო ობსერვატორიის გამოყენებით. აღმოჩენა წინასწარ იყო დაგეგმილი: მათ დაგეგმეს, რომ გამოეყენებინათ ურანის ატმოსფეროს მიერ ვარსკვლავ SAO 158687-ის დაბნელება, რის შემდეგაც მის ატმოსფეროს გამოიკვლევდნენ. როდესაც მათი დაკვირვებების ანალიზი გაკეთდა, მათ აღმოაჩინეს, რომ ვარსკვლავი მცირე ხნით გაუჩინარდა თვალთახედვიდან 5-ჯერ, სანამ ურანის უკან დაიმალებოდა. აქედან მათ დაასკვნეს, რომ ურანის გარშემო უნდა ყოფილიყო რგოლური სისტემა. მოგვიანებით მათ 4 სხვა რგოლი აღმოაჩინეს. ეს რგოლები პირდაპირ დაფიქსირდა, როდესაც „ვოიაჯერ 2-მა“ ჩაუფრინა ურანს 1986 წელს. „ვოიაჯერ 2-მა“ ასევე აღმოაჩინა 2 სხვა მკრთალი რგოლი, საერთო ჯამში კი რგოლთა რაოდენობამ 11-ს მიაღწია.