Top 10 similar words or synonyms for ეპისტემოლოგიური

eeeeee    0.893647

პირიტუ    0.886609

    0.886142

alsi    0.885508

spinoza    0.883178

ფორმირდა    0.882973

პირველადია    0.882500

პაჰირ    0.880855

battlefields    0.878899

სანვიტორესი    0.878599

Top 30 analogous words or synonyms for ეპისტემოლოგიური

Article Example
საერთაშორისო ურთიერთობები თეორიას ჰყავს კრიტიკოსები ეპისტემოლოგიური დაყოფის ორივე ბანაკიდან. პოსტპოზიტივისტები მიიჩნევენ,რომ კონსტრუქტივიზმის მიერ სახელმწიფოზე ფოკუსირება ეთნიკურობის/რასის/კლასის/გენდერის ინტერესების შეწირვით, ერთგვარი პოზიტივიზმია. ვენდტის მიერ რაციონალური არჩევანის თეორიის შეფარული გამოყენება მის კრიტიკოსებს, მაგალითად სტივენ სმითს, ახალ საბაბს აძლევს. პოზივისტი ნეორეალისტი/ნეოლიბერალისტი მკვლევარები მიიჩნევენ, რომ სოციალური კონსტრუქტივიზმი შეიცავს საკმარის პოზიტივისტურ ელემენტებს, იმისათვის, რომ ჩაითვალოს პოზიტივისტურ თეორიად.
ათეიზმი ეპისტემოლოგიური ათეიზმი ასკვნის, რომ ხალხს არ შეუძლია გაიგოს ღმერთი ან მისი არსებობა. ეპისტემოლოგიური ათეიზმის საძირკველია აგნოსტიციზმი, რომელიც სხვადასხვა ფორმებს იღებს. მუდმივობის ფილოსოფიაში, ღვთაებრიობა განუყოფელია თავად მსოფლიოსგან, მოიცავს პიროვნების გონებას და თითოეული პიროვნების ცნობიერება ჩაკეტილია სუბიექტში. აგნოსტიციზმის ამ ფორმის მიხედვით, ეს შეზღუდვა პერსპექტივაში თავს არიდებს ნებისმიერ ობიექტურ ვარაუდს ღმერთის რწმენიდან და მისი არსებობის მტკიცებიდან. კანტისა და განმანათლებლობის ეპოქის რაციონალისტური აგნოსტიციზმი ეთანხმება მხოლოდ ადამიანის რაციონალურობიდან გამოტანილ ცოდნას; ათეიზმის ეს ფორმა აღიარებს, რომ ღმერთები არ არიან ისეთი ხილვადი, როგორც პრინციპული საკითხები და აქედან გამომდინარე, არ შეიძლება ცნობილი იყოს, რომ არსებობს. შოტლანდიელი ფილოსოფოსის, დევიდ იუმის იდეებზე დაფუძნებული სკეპტიციზმი ამტკიცებს, რომ რაიმეს უდავოობა შეუძლებელია, შესაბამისად, არასოდეს არავის შეუძლია იმის დარწმუნებით ცოდნა, არსებობს თუ არა ღმერთი. იუმი აღიარებდა, რომ ასეთი დაუკვირვებადი მეტაფიზიკური წარმოდგენები უნდა უარყოფილ იქნას როგორც „სოფისტიკა და ილუზია“. ათეიზმიდან აგნოსტიციზმის გამოყოფა სადავო საკითხია; შესაძლოა ის ცალკე, დამოუკიდებელ მსოფლმხედველობადაც იქნეს აღქმული.
ათეიზმი ათეიზმის სხვა არგუმენტები, რომლებიც შესაძლებელია კლასიფიცირდეს როგორც ეპისტემოლოგიური ან ონტოლოგიური, მოიცავს ლოგიკურ პოზიტივიზმსა და იგნოზტიციზმს, რომლებიც ამტკიცებს ისეთი საბაზისო ტერმინების უგუნურებასა და არაგონივრულობას, როგორებიცაა „ღმერთი“ ან ისეთი წინადადების, როგორიცაა „ღმერთი ყოვლისძემძლეა“. თეოლოგიური ნონკოგნიტივიზმი აღიარებს, რომ წინადადება „ღმერთი არსებობს“, არ გამოხატავს მტკიცებას, მაგრამ უაზრო და შემეცნებითი თვალსაზრისით უგუნურია. დამტკიცებულია, რომ ასეთი ინდივიდები შესაძლებელია კლასიფიცირდნენ ათეიზმის ან აგნოსტიციზმის ზოგიერთ ფორმებში. ფილოსოფოსები ალფრედ ჯულუს აიერი და თეოდორ დრანჟი ორივე კატეგორიას უარყოფდა და აცხადებდნენ, რომ ორივე ბანაკი თანხმდება ღმერთის არსებობაზე, როგორც მტკიცებულებაზე. ამის სანაცვლოდ, ისინი ნონკოგნიტივიზმს ცალკე კატეგორიად აყალიბებდნენ.
ათეიზმი ლოგიკურმა პოზიტივიზმმა და საიენტიზმა გზები მოასწორა ნეოპოზიტივიზმის, ანალიტიკური ფილოსოფიის, სტრუქტურალიზმის და ნატურალიზმისათვის. ანალიტიკური ფილოსოფია არ ეთანხმება კლასიკურ რაზიონალიზმს და მეტაფიზიკას მკაცრი ემპირიზმისა და ეპისტემოლოგიური ნომინალიზმის სასარგებლოდ. მისი დამცველები, მაგალითად ბერტრან რასელი დამაჯერებლად უარყოფს ღმერთისადმი რწმენას. თავის ადრეულ ნაშრომში, ლუდვიგ ვიტგენშტაინი ცდილობს განაცალკევოს მეტაფიზიკური და ზებუნებრივი ენა რაციონალური მსჯელობისგან. ალფრედ ჯუს აიერი ამტკიცებდა რელიგიური განცხადებების უგუნურებას და იმოწმებდა თავის ერთგულებას ემპირიული მეცნიერებებისსადმი. სამხრეთ აფრიკელი ფილოსოფისი ჯონ ნეიმარ ფინდლი და ავსტრალიელი ფილოსოფოსი ჯონ სმარტი ამტკიცებდნენ, რომ ღმერთის არსებობის ლოგიკური აუცილებლობა არ არსებობს. ისეთი ნატურალისტები და მატერიალისტური მონისტები, რომელთა შორის იყო მაგალითად, ამერიკელი ფილოსოფოსი ჯონ დიუი, მიიჩნევდნენ, რომ ყველაფრის საწყისი იყო ბუნებრივი სამყარო და უარყოფდნენ ღმერთის ან უკვდავების არსებობას.
მფრინავი სპაგეტის მონსტრი ჯასტინ პოუპმა მფრინავი სპაგეტის მონსტრი შერაცხა გონივრულ და ეფექტურ არგუმენტად. საიმონ საინმა "The Daily Telegraph|The Daily Telegraph"-დან მფრინავ სპაგეტის მონსტრს უწოდა „ოსტატური შეტევა“, რომელმაც ხაზი გაუსვა გონივრული ჩანაფიქრის თეორიას და მიესალმა ჰენდერსონის გადაწყვეტილებას დაეცვა მეცნიერება ასეთი გზით. სარა ბოქსერმა ნიუ-იორკ ტაიმსიდან თქვა, რომ საღი აზრი ბობი ჰენდერსონის მხარეს იყო. ასევე მფრინავი სპაგეტის მონსტრი მოიხსენიეს „ჰარვარდის სამოქალაქო უფლებათა და თავისუფლებათა მიმოხილვის“ შენიშვნებში როგორც ევოლუციის საზოგადოებასთან ხელჩართულ ბრძოლაში ჩართვის მაგალითი, რაც ავტორის აზრით საჭირო იყო რადგან ევოლუციისა და კრეაციონიზმის ჭიდილში ევოლუციას გაემარჯვა. მფრინავი სპაგეტის მონსტრის რელიგიური პაროდია აღწერს პასტას როგორც პოტენციურ მაგალითს იმისა თუ როგორ შეიძლება იუმორით გაიმარჯვო გავრცელებული მოსაზრებაზე. მისმა ავტორმა შეაქო პასტაფარიანიზმი თავისი „ეპისტემოლოგიური მოურიდებლობისათვის“. ჰენდერსონის ვებსაიტზე განთავსებულია სამეცნიერო საზოგადოების რამდენიმე წერილი. ჯეკ სკოფილდმა "The Guardian"-იდან იხუმრა რომ ეს თეორია უფრო რაციონალურია ვიდრე გონივრული ჩანაფიქრის.