Top 10 similar words or synonyms for ენერგია

მუხტი    0.861944

კინეტიკური    0.851767

სისწრაფე    0.846895

სიჩქარე    0.844276

სიჩქარის    0.842558

სიდიდე    0.841563

გამოსხივების    0.838705

სითბო    0.838153

სითბური    0.836753

მუხტის    0.836747

Top 30 analogous words or synonyms for ენერგია

Article Example
ენერგია ფიზიკაში ენერგია ( — მოძრაობა) — სიდიდე, რომელიც შეიძლება მიეკუთვნოს ნებისმიერ ნაწილაკს, სხეულს ან სხეულების ერთობლობას და წარმოადგენს მოძრაობის და ურთიერთქმედების რაოდენობრივი ზომს. ენერგიის სხვადასხვა ფორმები მოიცავს კინეტიკურ ენერგიას, პოტენციურ ენერგიას, სითბურ ენერგიას, გრავიტაციულ ენერგიას, დრეკადობის ენერგიას, და სხვა. ენერგიის სხვადასხვა ფორმებს ხშირად სახელი ეწოდებად მასთან დაკავშირებული (ასოცირებული) ძალის მიხედვით. გერმანელმა ფიზიკოსმა "ჰერმან ფონ ჰელმჰოლცმა" დაადგინა, რომ ენერგიის ყველა ფორმა ექვივალენტურია — ერთი ფორმის ენერგია შეიძლება გაქრეს, მაგრამ ენერგიის იგივე რაოდენობა წარომოიქმნება სხვა ფორით. ენერგია შენახვადი და სკალარული ფიზიკური სიდიდეა. SI სისტემაში ენერგიის ერთეული არის ჯოული, ხოლო გაუსის ერთეულთა სისტემაში ერგი. ზოგიერთ სხვა დარგებში ენერგიის ერთეულად გამოიყენება აგრეთვე კილოვატ-საათი და კალორია.
კინეტიკური ენერგია ის პრინციპი, რომ მოძრაობის ენერგია პროპორციულია მასისა და სიჩქარის კვადრატისა, პირველად გოტფრიდ ლაიბნიცისა და იოჰან ბერნულის მიერ იქნა ფორმულირებული. ისინი კინეტიკურ ენერგიას უწოდებდნენ ცოცხალ ძალას, ლათინურად —vis viva. ჰოლანდიელმა უილემ გრავეზანდმა ამ დამოკიდებულების ექსპერიმენტული მტკიცებები მოგვაწოდა. იგი სიმძიმეებს სხვადასხვა სიმაღლიდან აგდებდა თიხის ბლოკებზე. მან განსაზღვრა, რომ რბილ თიხაში სიმძიმის მიერ დატოვებული კვალი პროპორციული იყო დარტყმისას ამ საგნების სიჩქარისა. ემილი დიუ შატლემ ამ ექსპერიმენტის შედეგები გააანალიზა და მათი ახსნა-განმარტებებიც გამოაქვეყნა.
კინეტიკური ენერგია კინეტიკური ენერგია — დამატებითი ენერგია, რომელსაც ობიექტი (სხეული) იძენს მისი მოძრაობის გამო. სიდიდეს, რომელიც ტოლია სხეულის მასისა და სიჩქარის კვადრატის ნახევრისა, ეწოდება კინეტიკური ენერგია. იგი აღინიშნება ფორმულით E=mv²/2. M მასის უძრავ სხეულს, რომ მიენიჭოს V სიჩქარე, საჭიროა რაღაც ენერგია. გარკვეული სიჩქარით მოძრავი სხეულის კინეტიკური ენერგია ტოლია იმ მუშაობისა, რომელიც უნდა შესრულდეს, რომ უძრავ სხეულს ესმიენიჭოს ეს სიჩქარე. ბურთის გასაგორებლად აუცილებელია ბიძგი, ე.ი. მას უნდა გადაეცეს კინეტიკური ენერგია. ეს ენერგია მით მეტია, რაც მეტი იქნება ბურთის სიჩქარე. ყველა მოძრავ სხეულს გააჩნია კინეტიკური ენერგია. რაც მეტია სხეულის სიჩქარე მით მეტია მისი კინეტიკური ენერგია.
კინეტიკური ენერგია სხეულზე მოქმედი ძალის მუშაობა სხეულის კინეტიკური ენერგიის ცვლილების ტოლია A=Eკ2-Eკ1. დედამიწის ზედაპირზე დავარდნილი სხეულის კინეტიკური ენერგია მით უფრო მეტია, რაც მეტია ამ სხეულის მასა და ვარდნის სიმაღლე. მაგალითად, ვარდნილი წყალს აქვს კინეტიკური ენერგია, რადგან კაშხალში არსებული წყლის პოტენციური ვარდნისას გარდაიქმნება კინეტიკურ ენერგიად, რომელსაც იყენებენ ელექტროენერგიის მისაღებად. ვარდნილი წყალი ეცემა ტურბინას და იწვევს ელექტროგენერატორის ამოძრავებას, რის შედეგადაც წარმოიქმნება ელექტრული დენი.
განახლებადი ენერგია დედამიწაზე ენერგია ამ პირველადი წყაროებიდან წარმოგვიდგება ქარის ენერგიის, ჰიდროენერგიის, მოქცევის და უკუქცევის, მზის სინათლის, გეოთერმული ენერგიის და ბიოენერგიის ფორმით.