Top 10 similar words or synonyms for ემპათიის

სტრესთან    0.879355

თვისებრივ    0.877928

ტოლედუს    0.875922

პანკრეასული    0.874429

ტაბაკინის    0.872898

პერფორირებული    0.870154

ვირთხას    0.869220

pap    0.869009

პირიტუ    0.868845

პროტონული    0.868609

Top 30 analogous words or synonyms for ემპათიის

Article Example
პიროვნების აშლილობა ნარცისული პიროვნების აშლილობის მქონე ადამიანი ხასიათდება გრანდიოზულობის განცდით, მითი აღტაცების მოთხონვილებით და ემპათიის დეფიციტით.
ემპათია უნარი იმისა, რომ გაგებულ იქნეს სხვა ადამიანთა ქცევა და დამოკიდებულება, რამდენადაც ისინი საკუთარ გამოცდილებაში შეიძლება არსებობდეს. სიმბოლისტ-ინტერაქციონისტები (ჯორჯ მიდი და სხვ.) ემპათიას განიხილავენ, როგორც სხვათა როლების ათვისების პროცესს, რაც სოციალიზაციის არსს შეადგენს. ემპათიის შინაარსი ვებერთან მოიაზრება ცნებაში „ფერშტეენ“ (verstehen), რომელიც ნიშნავს გაგებას და თანაგანცდის მეშვეობით უზრუნველყოფს სხვათა ემოციური (არარაციონალური) ქმედებების საზრისთა ადეკვატურ წვდომას. ინტერაქციონისტებს სჯერათ, რომ ემპათიის განხორციელება თვისობრივი კვლევის მეთოდების გამოყენებითაა შესაძლებელი. თუმცა, ოპონენტები ამტკიცებენ, რომ ემპათია სხვათა ქმედებებზე ობიექტური დაკვირვების შესაძლებლობას ამცირებს.
ნარცისული პიროვნების აშლილობა ნარცისული პიროვნების აშლილობის მქონე ადამიანების თავის ტვინზე ჩატარებული კვლევები ძალიან ცოტაა. ერთმა კვლევამ გამოავლინა რუხი ნივთიერების სიმცირე მარცხენა წინა კუნძულში (თავის ტვინის რეგიონი:  left anterior insula). მეორე კვლევის თანახმად გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს შუბლის წილის ქერქში (prefrontal cortex) რუხი ნივთიერების ნაკლებობა. თავის ტვინის ეს რეგიონები კავშირშია ემპათიის, თანაგრძნობის, ემოციური რეგულაციის და კოგნიტური ფუნქციონირების უნარებთან. ამ კვლევების თანახმად ნარცისულ პიროვნების აშლილობის მქონე ადამიენბს გარკვეული სირთულეები აქვთ ემოციურ ემპათიასთან და ემოციურ რეგულაციასთან.
ნარცისული პიროვნების აშლილობა ნარცისული პიროვნების პათოლოგიის მქონე ადამიანებს ახასიათებთ მდგრადი გრანდიოზულობის განცდა, აღტაცების გადაჭარბებული მოთხოვნილება, ქედმაღლობა და ემპათიის ნაკლებობა. ეს ადამიანები ხშირად გამოხატავენ ამპარტავნობას, აქვთ უპირატესობის განცდა და ძალაუფლების მოპოვებაზე ორიენტირებულ ქცევებს. ნარცისული პიროვნების აშლილობა განსხვავდება თავდაჯერებულობის განცდისგან; ნპა-ს მქონე ადამიანები ჩვეულებრივ აფასებენ საკუთარ თავს როგორც სხვებზე უფრო მეტი ამიტომ, იგი უარყოფს სხვების სურვილებსა თუ გრძნობებს და მოელის, რომ მას მოექცევიან როგორც რაიმე ნიშნით უპირატეს მიუხედავად მისი მიღწევებისა, თუ სტატუსისა. გარდა ამისა, ნპა-ს მქონე ადამიანები შეიძლება გამოავლიონ სუსტი ეგო, ვერ იტანენ კრიტიკას და აქვთ ტენდენცია დააკნინონ სხვები თავიანთი უპირატესობის გამოსავლენად.
რორშახის ტესტი კინესთეტიკური მაჩვენებლების ინტერპრეტაცია რორშახის ტესტის ერთ-ერთი ყველაზე რთული და წინააღმდეგობრივი ნაწილია. მიჩნეულია, რომ სწორედ ეს მაჩვენებელი აღწერს ყველაზე კარგად ადამიანის შინაგან სამყაროს. მკვლევართა უმეტესობა მოძრაობების აღქმას განიხილავს როგორც პიროვნების მიერ არაცნობიერი სიღრმეების პროექციას ცხოვრების განმავლობაში მიღებული გამოცდილებიდან გამომდინარე, რადგან, განსხვავებით ფერისა და ფორმისგან, კინესთეტიკური აღქმა თავად სუბიექტისგან მომდინარეობს. ამიტომაც, კინესთეტიკას აკავშირებენ მაღალ ინტელექტთან, შემოქმედებით და წარმოსახვის უნართან. თავად რორშახი კინესთეტიკას აკავშირებდა ადამიანის საკუთარ თავში ჩაღრმავების მიდრეკილებასთან, აგრეთვე მის მიერ აფექტური კონფლიქტების შემოქმედებითი გზით გადაჭრისა და შესაბამისად, შინაგანი სტაბილურობის მიღწევის უნართან. მსგავს მოსაზრებებს ამტკიცებდა ხელოვნებასთან დაკავშირებული პირების კვლევაც, თუმცა შემდგომში ისიც გამოვლინდა, რომ აუცილებელია სხვა ისეთ ფაქტორთა ზემოქმედების გათვალისწინება, როგორიცაა ადამიანის ადაპტაციის უნარი, საკუთარი ’’მე’’-ს დიფერენციაცია, აფექტურ გამღიზიანებლებზე გარეგანად რეაგირება. კინესთეტიკა კავშირშია ადამიანის მიერ საკუთარი თავისა და გარშემომყოფების აღქმასთან, ინტერპერსონალურ ურთიერთობებთან, ემპათიის უნართან და ა.შ. ზოგიერთი მეცნიერი მიიჩნევს, რომ ადამიანის კინესთეზიის აღქმა მეტყველებს პიროვნების მიერ საკუთარი მოთხოვნილებების, ფანტაზიისა და თვითშეფასების გაცნობიერებაზე, შინაგანი მდგომარეობის კარგ კონტროლზე.