Top 10 similar words or synonyms for ელენთის

სეკრეცია    0.914672

კუნთებში    0.912468

საყლაპავის    0.910999

ლიზოციმი    0.902981

ელენთაში    0.902225

სისხლძარღვებში    0.901778

სახამებელი    0.901677

აორთქლებას    0.901360

ფაშვის    0.899805

ვენები    0.899359

Top 30 analogous words or synonyms for ელენთის

Article Example
ელენთის წმინდა გიორგის ეკლესია ელენთის წმინდა გიორგის ეკლესია – ეკლესია შიდა ქართლში გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სკრის სამხრეთით, მდინარე სკრის ხეობის ბოლოში. თარიღდება XVIII საუკუნის ბოლოთი და XIX საუკუნის დასაწყისით.
ელენთის წმინდა გიორგის ეკლესია ეკლესია დარბაზულია (6,6 X 5,25 მ), ნაგებია მცირე ზომის ქვებით. შენობის კამარა, კონქი და კედლების ზედა ნაწილი ჩამონგრეულია, არ არის შემორჩენილი სამხრეთ-აღმოსავლეთ კედლის კუთხე. ეკლესიას შესასვლელი სამხრეთით აქვს, სარკმლები - აღმოსავლეთით და დასავლეთით.
პარენქიმა ზოგჯერ პარენქიმას უწოდებენ ღვიძლის, ელენთის, ფილტვების, ჯირკვლების ან განივზოლიანი კუნთის მთავარ ფუნქციონალურ ქსოვილს.
ჰემატომა ჰემატომის ადგილზე დამწოლი ნახვევი, პირველ დღე-ღამეს სიცივე, შემდეგ – სითბო; ღვიძლისა და ელენთის ჰემატომის გახეთქვისას, აგრეთვე ჰემატომის დაჩირქებისას აუცილებელია ქირურგიული ჩარევა.
ელენთა ადამიანის ელენთა წაგრძელებული ოვალური ფორმისაა, ზემო გარეთა ზედაპირი გამოდრეკილია, ქვემო შიგნითა — შედრეკილი. ქვემო ზედაპირზე ღარია (ელენთის კარი), რომლითაც ელენთაში სისხლძარღვები და ნერვები შედის. მოზრდილი ადამიანის ელენთის წონაა 150–200 გრამი, სიგრძე — 12 სმ, სიგანე 7–8 სმ. ელენთა მარცხენა ფერდქვეშა მიდამოში მდებარეობს. ზოგიერთი დაავადების დროს (მალარია, შებრუნებითი ტიფი, ანემია და სხვა) ელენთა გადიდებულია. გარედან ელენთა დაფარულია მუცლის სეროზული გარსით — პერიტონიუმით, რომელიც გადადის შუაძგიდეზე და კუჭზე და ელენთის დამაფიქსირებელ იოგებს ქმნის. პერიტონიუმის ქვეშ კუნთოვანი და ელასტიური ბოჭკოების შემცველი შემაერთებელქსოვილოვანი გარსია, მას ფიბროზული კაფსულა ეწოდება. კაფსულა სიღრმეში გრძელდება ხარიხებად, რომლებიც ელენთას წილაკებად ყოფს. ხარიხებს შორის შუალედები ამოვსებულია რეტიკულური ქსოვილით, რომელშიც დიდი რაოდენობითაა ლიმფოციტები და ერითროციტები (წითელი პულპა). ცალკეული უბნები, სადაც ლიმფოციტების ინტენსიური წარმოქმნა ხდება (ლიმფური ფოლიკული), ერითროციტებს არ შეიცავს და თეთრ პულპას შეადგენს. სამკურნალო მიზნით ელენთის ამოცლა ან თანდაყოლილი უქონლობა ლიმფური კვანძების მოქმედებით კომპენსირდება.
ელენთა ელენთის მთავარ მასას შეადგენს რეტიკულური ქსოვილი, რომლის უჯრედებიდან ვითარდება სისხლის უჯრედები — ჰემოციტები. უმდაბლეს ხერხემლიანებს და უმაღლესი ხერხემლიანების ემბრიონებს ელენთაში ყველა სახის ჰემოციტი წარმოექმნებათ. ამ ფუნქციას ზოგი უმაღლესი ხერხემლიანის ელენთა პოსტემბრიონულ პერიოდშიც ინარჩუნებს, უმეტესად კი მასში მხოლოდ უმარცვლო ლევკოციტები (უმთავრესად ლიმფოციტები) წარმოიქმნება. გარკვეულ პირობებში ერითროციტებისა და გრანულოციტების წარმოქმნის უნარი შენარჩუნებული აქვს ადამიანის და ზოგი ძუძუმწოვრის (კატა, ძაღლი) ელენთასაც. ელენთას დაცვითი ფუნქცია მისი უჯრედების მიერ ანტისხეულების წარმოქმნა და დაშლილი ერითროციტებისა და სისხლში მოხვედრილი მიკროორგანიზმების ფაგოციტოზია. ელენთა მნიშვნელოვანი „სისხლის დეპოა“ — მასში გროვდება სისხლის მარაგი, რომელიც ზოგ შემთხვევაში (სისხლდენა, ტკივილი, ფიზიკური დატვირთვა და ა.შ.) ელენთის შეკუმშვის შედეგად სისხლძარღვებში გადადის, შესაბამისად საგრძნობლად იცვლება ელენთის მოცულობაც (ეს თვისება განსაკუთრებით გამოხატული აქვთ ჩლიქოსნებსა და მტაცებლებს, რომელთა ელენთის გარსში კარგადაა განვითარებული კუნთები). ელენთაში მიმდინარე ბიოქიმიური პროცესები ცხიმოვანი მჟავებისა და ნაწილობრივ ამინომჟავების ცვლასთანაა დაკავშირებული.
ვარდკაჭაჭა გამოიყენება ღვიძლის დაავადებისას, სიყვითლისას, როგორც შარდმდენი საშუალება, ელენთის გადიდებისას და ნაღვლის ბუშტში ქვების დაგროვებისას, თირკმლების დაავადებისას. ვარდკაჭაჭა ითვლება კარგ სისხლგამწმენდ და ნივთიერებათა ცვლის გამაუმჯობესებელ საშუალებად, ვარდკაჭაჭას ფესვი — ნატურალური ყავის შესანიშნავი შემცველია ან შესაძლებელია მისი ყავაში დანამატის სახით გამოყენება. ნაზი და სურნელოვანი მწვანილის მიღებისათვის სარგებლობენ ვარდკაჭაჭას სასალათე ხარისხით, ბალახს ყვავილებთან ერთად ამზადებენ ივლის-სექტემბერში და სწრაფად ახმობენ.
ნაწლავები მსხვილი ნაწლავის სიგრძე საშუალოდ შეადგენს 1,5 მეტრს, დიამეტრი მის პროქსიმალურ ნაწილში – 7–14სმ, კაუდალურში – 4–6 სმ. იგი იყოფა 6 ნაწილად: ბრმა ნაწლავი, აღმავალი, განივი, დაღმავალი, სიგმური კოლინჯი და სწორი ნაწლავი. ბრმა ნაწლავიდან გამოდის ჭიაყელა დამანატი (აპენდიქსი), რომელიც წარმოადგენს რუდიმენტულ ორგანოს, რომელსაც, ზოგიერთი ავტორი აზრით, როგორც ლიმფოიდურ ორგანოს, გააჩნია მნიშვნელოვანი ფუნქციური დანიშნულება. აღმავალი კოლინჯის განივში გადასვლის ადგილს ეწოდება კოლინჯის მარჯვენა ანუ ღვიძლის კუთხე, ხოლო განივი კოლინჯის დაღმავალში გადასვლის ადგილს – კოლინჯის მარცხენა ანუ ელენთის კუთხე.
მალარია მალარია () — მწვავე პროტოზოული დაავადება, რომელიც ხასიათდება ცხელების შეტევებით, ანემიით, ღვიძლისა და ელენთის გადიდებით; შესაძლებელია რეციდივები. მალარიას იწვევს ერთუჯრედიანი ორგანიზმი — პლაზმოდიუმი, რომელიც გადააქვს მალარიის კოღოს — ანოფელესს. მალარია გავრცელებულია აფრიკის, აზიისა და სამხრეთ ამერიკის ზოგიერთი რაიონის ჭაობიან ადგილებში. ადამიანებში აღრიცხულია მალარიის 4 ფორმა: სამდღიანი (იწვევს Plasmodium vivax), ოთხდღიანი (Plasmodium malariae), ტროპიკული (Plasmodium falciparum) და მალარია-ოვალე (Plasmodium ovale), რომელიც მხოლოდ დასავლეთ ტროპიკული აფრიკის ქვეყნებში გვხვდება. ყველაზე მძიმედ მიმდინარეობს მალარიის ტროპიკული ფორმა, რომელიც მაღალი ლეტალობით ხასიათდება და ენდემურია ტროპიკული და სუბტროპიკული ქვეყნებისათვის. პარაზიტის სასიცოცხლო ციკლი მიმდინარეობს უსქესო და სქესობრივი გამრავლების მონაცვლეობით და მასპინძელთა ცვლით. უსქესო გამრავლება მიმდინარეობს ადამიანში (შუალედური მასპინძელი), ხოლო სქესობრივი — ანოფელესის გვარის კოღოს მდედრში (ძირითადი, საბოლოო მასპინძელი). დაავადება მიეკუთვნება განსაკუთრებით საშიში ინფექციების რიცხვს.
უილსონის დაავადება ღვიძლის დაავადება შესაძლოა გამოვლინდეს დაღლილობაში, გახშირებულ სისხლდენასა ან დაბნეულობაში (ღვიძლის ენცეფალოპათის გამო) და პორტულ ჰიპერტენზიაში. მოგვიანებით, კარის ვენაზე მომატებული წნევა იწვევს საყლაპავის ვენების ვარიკოზულ გაგანიერებას, რომელთა სისხლდენაც სიცოცხლისთვის მეტად საზიანოა, ისევე როგორც ელენთის გადიდება (სპენომეგალია) და მუცლის ღრუში სითხის დაგროვება (ასციტი). გამოკვლევისას შესაძლოა აღინიშნოს ქრონიკული ღვიძლის დაავადების ნიშნები, როგორიცაა ობობის მსგავსი ანგიომა (პატარა შებერილი სისხლძარღვები, როგორც წესი, გულმკერდზე). ქრონიკულად აქტიურ ჰეპატიტს შეუძლია სიმპტომების გამოვლენამდე გამოიწვიოს ღვიძლის ციროზი. მიუხედავად ციროზის დროს ჰეპატოცელულურ კარცინომას არსებობის დიდი ალბათობისა (ღვიძლის სიმსივნე), ამის რისკი უილსონის დაავადების დროს შედარებით მცირდება.