Top 10 similar words or synonyms for ეკვადორი

პარაგვაი    0.930136

ჰონდურასი    0.928820

ლიბერია    0.927779

ჩილე    0.919393

ბოლივია    0.918841

ვენესუელა    0.917043

ტოგო    0.915633

სენეგალი    0.914406

ფილიპინები    0.913010

გვატემალა    0.912599

Top 30 analogous words or synonyms for ეკვადორი

Article Example
ეკვადორი ეკვადორი საპრეზიდენტო რესპუბლიკაა. დამოუკიდებელი გახდა 1830 წელს, მას შემდეგ რაც ის ესპანეთის კოლონიურ იმპერიას გამოეყო და მცირე ხნით დიდი კოლუმბიის რესპუბლიკის შემადგენლობაში შედიოდა. მიეკუთვნება საშუალო შემოსავლების ქვეყანას; ადამიანური განვითარების ინდექსია 0,720 (2011).
ეკვადორი გალაპაგოსის არქიპელაგი მდებარეობს თითქმის 1000 კილომეტრის დაშორებით ქვეყნის კონტინენტური ნაწილიდან დასავლეთით. არქიპელაგი შედგება 12 ძირითადი კუნძულისაგან, რომელთაგან 5 დასახლებულია. კუნძულების საერთო ფართობია 7,9 ათ. კმ². ცივი ოკეანური დინებამ, სიახლოვემ ეკვატორთან და კონტინენტისაგან იზოლაციამ გამოიწვია უნიკალური ფლორისა და ფაუნის ჩამოყალიბება, რომელთა უმრავლესობა — ენდემურია. კუნძულები ეროვნულ პარკადაა გამოცხადებული, რაც ხელს უწყობს ტურიზმის განვითარებას. ჰაერის ტემპერატურა დღისით შეადგენს დაახლოებით 30 °C.
ეკვადორი ერთადერთი მსხვილი მდინარე სანაპიროზე — ესმერალდასია. ანდები წარმოადგენს წყალგამყოფს წყნარი და ატლანტის ოკეანეებისას. ორიენტეს მთავარი მდინარეებია — გუაიასი, პასტასა, პუტუმაიო, ნაპო, აგუარიკო. ყველა მათგანი მიეკუთვნებ ამაზონის აუზს.
ეკვადორი ანდების აღმოსავლეთით მდებარეობს ამაზონის ტენიანი (ნალექები— 6000 მმ/წ) დაბლობის ნაწილი. სადაც ცხოვრობენ ინდიელები. რეგიონი შეადგენს ქვეყნის ფართობის 40 %-ს, რომელიც პრაქტიკულად ჯუნგლებს მოიცავს მრავალრიცხოვანი მდინარეებით. საშუალო წლიური ტემპერატურა შეადგენს 30 °C -ს.
ეკვადორი ეკვადორი, ოფიციალურად ეკვადორის რესპუბლიკა ( – ითარგმნება როგორც "„ეკვატორის რესპუბლიკა“") — წარმომადგენლობითი დემოკრატიული წყობის რესპუბლიკა სამხრეთ ამერიკაში. ჩრდილოეთით ესაზღვრება კოლუმბია, აღმოსავლეთით და სამხრეთით — პერუ, დასავლეთით — წყნარი ოკეანე. ჩილესთან ერთად იგი სამხრეთ ამერიკის იმ ორ ქვეყანას მიეკუთვნება, რომლებსაც საზღვარი არ აქვთ ბრაზილიასთან. ქვეყანას ასევე ეკუთვნის კონტინენტური ნაწილისგან 1 000 კმ–ით დაშორებული, წყნარ ოკეანეში მდებარე გალაპაგოსის კუნძულები.
ეკვადორი ეკვადორის ფართობია 283 560 კმ², საიდანაც — 6 720 კმ² წყალია. ესაზღვრება კოლუმბია (590 კმ) და პერუ (1420 კმ). სანაპირო ზოლის სიგრძეა 2237 კმ.
ეკვადორი ეკვადორის ძირითადი სალაპარაკო ენაა ესპანური (მოსახლეობის 94%). ოფიციალური ენის სტატუსი აქვს ასევე ადგილობრივ საზოგადოებათა ენებს — კეჩუას, სუარს და სხვა 11 ენას. ეკვადორის ფართობი 275 830 კმ²–ია. დედაქალაქია კიტო, რომელიც 1970–იან წლებში იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანა, რადგან მას გააჩნია საუკეთესოდ შემონახული და უმნიშვნელოდ შეცვლილი ისტორიული ცენტრი მთელს ლათინურ ამერიკაში. ქვეყნის უდიდესი ქალაქია გუაიაკილი. ეკვადორის ეკონომიკისთვის მესამე უმნიშვნელოვანესი ქალაქია მანტა, რომელიც ფლობს საერთაშორისო პორტსა და თინუსის ინდუსტრიას. ქვეყნის მესამე უდიდესი ქალაქია კუენკა, რომლის ისტორიული ცენტრიც 1999 იუნესკომ ასევე შეიტანა მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში, რადგან იგი თვალსაჩინო მაგალითია ინდიელთა და ესპანური გეგმარებითი კოლონიური ქალაქისა მთელს ამერიკაში. ეკვადორში გავრცელებულია ფლორისა და ფაუნის მრავალი სახეობა, რომელთაგამ ბევრი ენდემურია, განსაკუთრებით გალაპაგოსის კუნძულებზე. შედეგად, ეკვადორი მსოფლიოს 17 ეკოლოგიურად მეგამრავალფეროვან ქვეყანათა სიაში შედის. 2008 წელს მიღებული ახალი კონსტიტუციით, ეკვადორი პირველი სახელმწიოფა მსოფლიოში, რომელმაც აღიარა და კანონით უზრუნველყო ბუნების უფლებები, იგივე ეკოსისტემის უფლებები.
ეკვადორი რესპუბლიკას კვეთს და ორ ნაწილად ყოფს ეკვატორი. გეოგრაფიულად, გეოლოგიურად, ბიოლოგიურად და კლმატის მიხედვით ეკვადორი იყოფა ოთხ ნაწილად: "კოსტა" (სანაპირო), "სიერა" (მთიანეთი), "ორიენტე" (ამაზონისპირა დაბლობი) და "გალაპაგოსის არქიპელაგი".
ეკვადორი ეკვადორის დედაქალაქ კიტოდან ჩრილოეთით, 25 კილომეტრში, ქვეყანას კვეთს ეკვატორი, საიდანაც წარმოსდგება ქვეყნის სახელწოდება.
ეკვადორი ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ გადაჭიმულია ანდების მთები, რომლებიც შედგება ორი პარალელური ქედისაგან - დასავლეთი და აღმოსავლეთი კორდილიერა ( სადაც მდებარეობს ჩამქრალი ვულკანი ჩიმბორასო, 6267 მ., ქვეყნის უმაღლესი მწვერვალი და მოქმედი ვულკანი კოტოპახი, 5896 მ). კლიმატი მთელი წელიწადი ცივია, მკვეთრი ყოველდღიური ამპლიტუდით. საშუალო თვიური ტემპერატურა კიტოში (ზღ. დონიდან 2800 მ) შეადგენს 13-14 °C, ხოლო დღიური ამპლიტუდა 15-20°С.