Top 10 similar words or synonyms for ეგზეგეტიკური

აპოკრიფული    0.870694

დოგმატიკური    0.866232

აბდულმესიანი    0.857432

კურთხევანი    0.854594

გალობანი    0.850057

ath    0.848704

ვისრამიანის    0.847532

საძიებლები    0.845966

ხოსროვი    0.845888

arac    0.845194

Top 30 analogous words or synonyms for ეგზეგეტიკური

Article Example
ტბეთის მრავალთავი შინაარსობრივად ხელნაწერი ჰომილეტიკური, აგიოგრაფიული, ეგზეგეტიკური და აპოკრიფული 74 თხზულების ადრეული, პალესტინური ტექსტების თარგმანს წარმოადგენს.
შატბერდის კრებული "შატბერდის კრებული" წარმოადგენს სხვადასხვა წიგნებიდან ამოკრეფილ ეგზეგეტიკური, აგიოგრაფიული და საისტორიო ხასიათის თხზულებების კრებულს. კრებულის შედგენილობა ასეთია:
ფოტიოს I ფოტიოს ეკუთვნის ეგზეგეტიკური და დოგმატიკური ხასიათის 324 ტრაქტატისაგან შემდგარი თეოლოგიური ნაშრომი „ამფილოქია“. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფოტიოსის 2 თხზულება: „ბიბლიოთეკა“ ანუ „მირიობიბლიონი“ და „ლექსიკონი“. „ბიბლიოთეკა“ 280 თავისაგან შედგება და შეიცავს ანტიკური ეპოქის თხზულებათა შესახებ ცნობებსა და ექსცერპტებს ამ თხზულებათაგან. „ლექსიკონი“ განმარტებითი ხასიათისაა. მისი სრული ტექსტი აღმოჩნდა 1959 წელს.
ბიბლია გელათის ბიბლია განსხვავებულია ოშკის ბიბლიისაგან იმით, რომ მასში წიგნები განმარტებებითურთაა წარმოდგენილი. ეს თარგმანი საშუალებას იძლევა ვივარაუდოთ, რომ განზრახული ყოფილა ყველა ბიბლიური წიგნის (ძველი აღთქმა, ახალი აღთქმა) თარგმნა ბიზანტიელ ავტორთა განმარტებითურთ და სრული ბიბლიური ეგზეგეტიკური კრებულის შედგენა. ჩვენამდე მხოლოდ ნაწილმა მოაღწია. გელათური ბიბლია განეკუთვნება XI საუკუნის ბოლო წლებს, წარმოდგენილი ორი ხელნაწერით, რომელიც ენობრივი თვალსაზრისით პეტრიწონულ სკოლას განეკუთვნება. ზოგიერთი მკვლევარი მის მთარგმნელად იოანე პეტრიწს მიიჩნევს. ზოგი მხოლოდ რედაქტორად თვლის მას. რაც შეეხება მასში არსებული თარგმანის წყაროს, არსებობს რამდენიმე მოსაზრება, ნაწილნი –
ქუთაისის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი ხელნაწერთა ფონდში, ძირითადად, დასავლეთ საქართველოს ეკლესია-მონასტრებიდან შემოსული 800-მდე წიგნია დაცული. აღსანიშნავია XI ს. დასაწყისის ეტრატზე შესრულებული სახარება-სამოციქულო; იოანე ქსიფილინოსის ხუთტომიანი მეტაფრასული ჰაგიოგრაფიული კრებულის (XI ს.) ქართული თარგმანი, გადაწერილი XV ს.-ში; იოანე ოქროპირის ეგზეგეტიკური ნაშრომების ექვთიმე ათონელისეული თარგმანი, 1047-1053 წწ-ში გადაწერილი კაცხის მოასტრისათვის გაბრიელი კოტაის მიერ; XIII ს-ში ეტრატზე შესრულებული კრებული, რომელშიც შესულია XI ს-ში ეფრემ მცირეს მიერ ბერძნულიდან თარგმნილი "ასმუხლედი" და იოანე შაველის "გალობანი ვარძიის ღვთისმშობლისადმი" (XII ს.); XII ს-ში არსენ იყალთოელის მიერ გელათში ბერძნულიდან გადმოთარგმნილი "დიდი სჯული კანონის" XIII-XIV სს-ში გადაწერილი ოთხი ხელნაწერი და მის მიერვე შედგენილი და XII-XIII სს-ში გადაწერილი "დოგმატიკონი"; XII ს-ში იოანე პეტრიწის მიერ ნათარგმნი იოსებ გლავიოსის "წიგნი პურისაჲ"-ს ყველაზე ძეველი, XVI ს-ში გადაწერილი ნუსხა. მუზეუმში ინახება "ვეფხიტყაოსნის" 8 ხელნაწერი, სულხან-საბა ორბელიანისა და მეფე ვახტანგ VI-ის თხზულებათა ხელნაწერები, აქ ინახება ძველიგეჯრები და არაერთი დასურათებული წიგნი თუ სიგელი.
ექვთიმე მთაწმიდელი ექვთიმე მთაწმიდელმა დიდი წვლილი შეიტანა ბიზანტიური კულტურის გაცნობისა და ათვისების საქმეში. მან ქართული მწერლობა გაამდიდრა ბიზანტიელი მოღვაწეების თხზულებათა თარგმანებით. არ დარჩენილა არც ერთი დარგი სასულიერო მწერლობისა, რომელშიც ექვთიმე მთაწმიდელს განსაკუთრებული დამსახურება არ მიუძღოდეს. ძველი და ახალი აღთქმის წიგნთაგან ექვთიმე მთაწმიდელმა თარგმნა სახარება-ოთხთავი, იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადება (აპოკალიფსი) და დავითნი; მის მიერ თარგმნილ ეგზეგეტიკურ თხზულებათაგან აღსანიშნავია ანდრია კრეტელის "თარგმანი იოანე მახარებლის ხილვისაჲ", იოანე ოქროპირის "თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ", "თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ", ბასილი კესარიელის "თარგმანებაჲ ფსალმუნისაჲ" და "ითიკა", გრიგოლ ნოსელის, გრიგოლ ნაზიანზელის, მაქსიმე აღმსარებლისა და სხვათს ეგზეგეტიკური თხზულებანი. მანვე თარგმნა ასკეტურ-მისტიკური ხასიათის მრავალი ძეგლი, მ. შ. გრიგოლ ნაზიანზელის, გრიგოლ ნოსელის, იოანე ოქროპირის, მაქსიმე აღმსარებლის და ეფრემ ასურის თხზულებები "სწავლანი სულიერნი", გრიგოლ I დიდის დიალოგები, იოანე სინელის "კლემაქსი", ანდრია კრეტელის "ამაოებისას კაცობრივთა საქმეთა და შესუენებულთათჳს" და სხვ. ექვთიმე მთაწმიდელმა თარგმნა მრავალი ჰომილეტიკური ძეგლი, მ. შ. იოანე ოქროპირის ჰომილეტიკური კრებული "მარგალიტი". ექვთიმე მთაწმიდელმა ჰაგიოგრაფიაშიც დატოვა ღრმა კვალი, თარგმნა კიმენური და მეტაფრასული ჰაგიოგრაფიული ძეგლები. სიმეონ მეტაფრასტის ნაწარმოებთაგან ექვთიმე მთაწმიდლის თარგმნილია რომის პაპის კლიმენტის და პროკოპი დუქსის წამებანი და სხვა. ნაყოფირად იღვწოდა ლიტურგიკის დარგშიც. ათონის ივერთა სავანეს შეუქმნა სამონასტრო წესი, თარგმნა "მცირე სჳნაქსარი", ანდრია კრეტელის "დიდი კანონი", წმინდანთა "გალობანი" და სხვა.
ქართული ენის ეროვნული კორპუსი ქართული ენისათვის პირველი ელექტრონული რესურსების შექმნა და ქართული დამწერლობის უმნიშვნელოვანესი ძეგლების გაციფრება დაკავშირებულია გერმანელი ქართველოლოგის პროფ. იოსტ გიპერტის სახელთან. ინდოევროპული ენების ისტორიული კორპუსის TITUS (Thesaurus Indogermanischer Text- und Sprachmaterialien) შემქმნელი გერმანელი მეცნიერი ქართველური ენებით ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80-იან წლებში დაინტერესდა და სწორედ ამ პერიოდში დაიწყო ქართული ხელნაწერების ბეჭდური გამოცემების პირველი ციფრული ვერსიის შექმნა ქართული ენის თანამედროვე ტექნოლოგიებით კვლევის მიზნით. ამ პერიოდში იოსტ გიპერტი ახორციელებს ძველი ქართული ენის ძეგლების გაციფრებას და იწყებს ქართული ენის ისტორიული კორპუსისათვის საფუძვლის მომზადებას. პირველი ციფრული კორპუსი ძველი ქართული ენისათვის მოიცავდა ძველ ქართულ ბიბლიურ ტექსტებს, აპოკრიფებსა და კომენტარებს, აგიოგრაფიულ და ჰომილეტიკურ ტექსტებს, როგორიცაა ძველი აღთქმის ოშკისა და იერუსალიმის რედაქცია, ფსალმუნნი (A რედაქცია), პარიზის ლექციონარი, ახალი აღთქმის აპოკრიფები და სხვ. ასევე, წამებაჲ წმიდისა შუშანიკისი, მარტვილობაჲ და მოთმინებაჲ წმიდისა ევსტათი მცხეთელისაჲ, წამებაჲ წმიდისა და ნეტარისი მოწამისა ქრისტესა ჰაბოჲსი, მოქცევაჲ ქართლისაჲ, ცხოვრებაჲ და წამებაჲ წმიდისა მოწამისა კოსტანტინისი ქართველისაჲ, წამებაჲ ყრმათა წმიდათაჲ რიცხვით ცხრათაჲ, ცხოვრებაჲ წმიდისა მამისა ჩუენისა იოვანე ზედაზნელისაჲ (A და B რედაქციები), ცხოვრებაჲ და მოქალაქობაჲ მამისა ჩუენისაჲ დავით გარესჯელისაჲ, მოქალაქობაჲ და წამებაჲ წმიდისა აბიბოს ნეკრესელ ეპისკოპოსისაჲ (A და B რედაქციები), ცხოვრებაჲ და მოქალაქობაჲ და ღუაწლი წმიდისა და ღირსისა დედისა ჩუენისა ნინოჲსი და მრავალი სხვა; ასევე ძეგლები ნათარგმნი აგიოგრაფიული, ჰომილეტიკური და ეგზეგეტიკური ტექსტები S-1141 და Ath-8. (57) ხელნაწერებიდან და სხვ.
ორიგენე ორიგენე იზიარებს პატრისტიკულ შეხედულებას, რომ ბიბლია თვითონვე განმარტავს, ხსნის, თავის თავს. ეს იდეა წარმართული ტრადიციიდან იღებს სათავეს. ძვ. წ. მე-3 საუკუნის დიდი ალექსანდრიელი გრამატიკოსი არისტარქე სამოთრაკიელი წერს:„ჰომეროსის ტექსტებს ნათელი მოეფინება ჰომეროსისავე განმარტებებით.“ ამ წესს რაბინულ ტრადიციაშიც მოეძებნება პარალელები, რომლის თანახმადაც „თორა განმარტავს თორას“. საფიქრებელია, რომ ეს ძირეული ეგზეგეტიკური პრინციპი ნოეს პერიოდზეც ვრცელდებოდეს. ფილონისა და იოსებ ფლავიუსის ნაწერებშიც ტექსტი განმარტავს ტექსტს. მაგალითად, ორიგენესთან შესაქმეს შესავალი სიტყვები (დაბ. 1:1) მიემართება იგავებს: „უფალმან დამამტკიცა მე დასაბამად გზათა მისთა. საქმეთა შინა მისთა უწინარეს დასაბამისა დამამტკიცა მე“ (იგავ. 8:22), „სიტყჳთა უფლისაჲთა ცანი დაემტკიცნეს და სულითა პირისა მისისათა - ყოველი ძალი მათი“ (ფასალმ. 32:6) და იოანეს სახარება: „პირველითგან იყო სიტყუაჲ, და სიტყუაჲ იგი იყო ღმრთისა თანა, და ღმერთი იყო სიტყუაჲ იგი“ (იო. 1:1). ასე რომ,  დაბადების I:I ნიშნავს: სიტყვა „დასაწყისში“ („დასაბამში“), რომელიც თავისთავად არის სიბრძნეში — ღმერთის სიტყვაა, თვით ქრისტეა („პირველსაწყისთა შესახებ“ 1.2.1-3, 1.3.3, 7). წარმართული ტრადიცია ასევე აღიარებს, რომ ჰომეროსისა და პლატონის ნაწერები იყო კოჰერენტული და რომ ის ელემენტები, რომლებიც ქმნიდნენ მათ თხზულებებს, წარმოადგენდა ლოგიკურ გრძლივობას, ხოლო როგორც მთლიანობა - ფორმობრივ ჰარმონიასა და შინაარსობრივ სისრულეს. ეს ასევე ინტერპრეტაციული ტექნიკის, აკოლუთიის ტექნიკაცაა: ერთი მხრივ, ეგზეგეტი უნდა გაერკვეს და დაწვრილებით შეისწავლოს განსამარტავი ტექსტის ლოგიკური მდინარება, ხოლო მეორე მხრივ - ნათელი მოჰფინოს შესაბამისობებს (კოჰერენციებს) სხვა ნაწილებთან მიმართებით. თავის კომენტარებში ორიგენე თავის პრინციპებს პრაქიკულ დანიშნულებას აძლევს: თავდაპირველად ის გვიჩვენებს ბიბლიური პასაჟის ყველა არსებულ ინტერპრეტაციას, რაც კი შესრულებულა მანამდე. შემდეგ კი განმარტავს  ბიბლიურ პასაჟს აბზაც-აბზაც, სიტყვა-სიტყვა. ამისი კარგი მაგალითებია მათ. 17:15 და 17:17. დღესდღეობით ამგვარი განმარტება შეიძლება ზედმეტად ჩაითვალოს, რამდენადაც თანამედროვე ტექნიკით ჯერ დასაწყისში გვეძლევა კონკრეტული, დეტალური განმარტებები და ამის მერე ხდება თემის საგნის გაფართოება. თუმცა კი, ყველა ძველი კომენტატორი, იქნება ის ქრისტიანი თუ წარმართი, მისდევს ორიგენეს პრაქტიკას.