Top 10 similar words or synonyms for დუტუ

მეგრელის    0.946993

წეროძე    0.946290

ჩიტოლია    0.940845

გოგინავა    0.937995

შანშიაშვილი    0.936886

ქოქრაშვილი    0.936511

ხაფავა    0.935248

კვანტალიანი    0.934890

ჯაში    0.934883

ეგუტია    0.933781

Top 30 analogous words or synonyms for დუტუ

Article Example
დუტუ მეგრელი ოდესის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, 1893 წელს დიმიტრი ხოშტარია დაბრუნდა სამშობლოში, მაგრამ აქ სამუშაო არ მისცეს და იძულებული გახდა ემსახურნა გადასახადთა ინსპექტორად და საგუბერნიო საგლეხო საქმეთა საკრებულოს წევრად ყარსის ოლქსა და ერევნისა და განჯის გუბერნიებში.
დუტუ მეგრელი აზერბაიჯანსა და სომხეთში იგი იცავს მთავრობის მოხელეებისგან მშრომელი მოსახლეობის ინტერესებს, განსაკურთრებით ღარიბ გლეხობას. ამ ნიადაგზე მას 1900-1902 წლებში სამსახურიდან დათხოვნითაც კი ემუქრებოდნენ.
დუტუ მეგრელი დიმიტრი ხოშტარია დაიბადა სოფლის ღარიბი დიაკვნის თომა ხოშტარიას ოჯახში. იგი მალე გარდაიცვალა, ხოლო დედა, მარიამი, პატარა დიმიტრითურთ ძიძად შევიდა დავით აბაშიძის ოჯახში (ხარაგაული). ამის შემდეგ მან თავი შეაფარა ნიკო დადიანს (შალვა დადიანის მამას). აქ მომავალ პოეტს შთაუნერგეს მშობლიური ენისა და მწერლობის სიყვარული.
დუტუ მეგრელი დუტუ მეგრელმა ლექსების წერა ჯერ კიდევ გიმნაზიაში სწავლის დროს დაიწყო. მისი პირველი ლექსი გამოქვეყნდა 1888 წელს სალიტერატურო და სამხატვრო გაზეთ „თეატრში“; 1891 წელს ქუთაისის კრებულმა „ცდამ“ დუტუ მეგრელის ხელმოწერით დაბეჭდა „შვილი და დედა“ (ამბავი). მალე მწერალმა, ახალი ლექსებისა და მოთხრობების პარალელურად, გამოაქვეყნა პუბლიცისტური და თეორიულ-ლიტერატურული ხასიათის წერილები. შექმნა დრამატული პოემები და პიესები. 1892 წელს გამოქვეყნდა მწერლის პირველი წიგნი „სურათები ჩვენი ცხოვრებიდან“, ხოლო 1893 წელს — მისი ლექსების კრებული „ცრემლები“, რომლის სალიტერატურო კრიტიკამ და მკითხველმა საზოგადოებრიობამ გულთბილად მიიღო.
დუტუ მეგრელი მისი პოპულარული ლექსი „მე პატარა ქართველი ვარ“ (1902) და მოთხრობა „ქინაქინა“ შესულია ი. გოგებაშვილის „დედაენაში“ და „ბუნების კარში“.
დუტუ მეგრელი დუტუ მეგრელი (ნამდვილი სახელი — "დიმიტრი თომას ძე ხოშტარია") (დ. 26 ოქტომბერი, 1867, სუჯუნა, ახლანდელი აბაშის მუნიციპალიტეტი — გ. 13 მარტი, 1938, თბილისი) — ქართველი მწერალი, პოეტი და საზოგადო მოღვაწე. ანასტასია ერისთავი-ხოშტარიას მეუღლე.
დუტუ მეგრელი ქუთაისის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ დიმიტრი ხოშტარია სახელმწიფო ხარჯზე სწავლას განაგრძობს ნოვოროსიის (ოდესის) უნივერსიტეტში იურიდიული განხრით. აქ იგი, სხვა ქართველ სტუდენტებთან ერთად, მძიმე მატერიალურ პირობებში იმყოფებოდა.
დუტუ მეგრელი 1917 წლიდან დიმიტრი ხოშტარია სამუდამოდ გადმოდის თბილისში, სადაც მუშაობას იწყებს მეხუთე კლასის საგანგებო საქმეთა მოხელედ ამიერკავკასიის განსაკუთრებული კომიტეტის სამმართველოში. შემდეგ მსახურობს საქართველოს დამფუძნებელი კრების საქმეთა სამმართველოში და თბილისის ოლქის სასამარლთოს წევრად. ამ პეროდში დუტუ მეგრელის მრავალრიცხოვანი ოჯახი კვლავ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაშია.
დუტუ მეგრელი საბჭოთა ხელისუფლების მოსვლის პერიოდში ხანდაზმულმა პოეტმა სამსახური დაიწყო საფინანსო კომისარიატში ჯერ განსაკუთრებული საგადასახადო საბჭოს წევრად, ხოლო შემდეგ გადაყვანილ იქნა უფროს რევიზორ-ინსტრუქტორად.
დუტუ მეგრელი დუტუ მეგრელი გარდაიცვალა თბილისში, 1938 წელს, 18 მარტს. დაკრძალეს ვაკის სასაფლაოზე. 1968 წელს გადაასვენეს დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.