Top 10 similar words or synonyms for დურანტი

მაკჰეილი    0.938542

მიკელსენი    0.934395

ანსელდი    0.934383

მაკლინი    0.927969

მაკინი    0.925941

უესტბრუკი    0.924537

ვინგფუტსი    0.923037

დრექსლერი    0.922629

გუდიეარ    0.921669

აკრონ    0.920871

Top 30 analogous words or synonyms for დურანტი

Article Example
კევინ დურანტი კევინ უეინ დურანტი ( (დ. 29 სექტემბერი, 1988) — პროფესიონალი ამერიკელი კალათბურთელი გოლდენ სტეიტ უორიორსის მოთამაშე ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA). 4 სეზონის განმავლობაში ლიდერობდა ქულებით ლიგაში, 2013-14 წლის სეზონის NBA MVP
ოკლაჰომა-სიტი თანდერი ლოკაუტის დროს, თანდერის მოთამაშეები (კევინ დურანტი, ჯეიმზ ჰარდენი, თაბო სეფოლოშა და სერჯ იბაკა) თამაშობდნენ როგორც აშშ-ში, ასევე სხვა ქვეყნებში გამოსაჩენად, რომ ყოფილიყვნენ ფორმაში. როდესაც გუნდი უკვე სავარჯიშოდ შეიკრიბა, გუნდის შემადგელობა ყველა ჯანმრთელად და საბრძოლველად მზად იყო, გამონაკლისი მხოლოდ რასელ ვესტბრუკი გახდლდათ, რომელსაც კონტრაქტთან დაკავშირებით ჰქონდა პრობლემები. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ლოკაუტის განმავლობაში კერი პერკინსმა 15 კგ-მდე დაიკლო. თანდერმა ლოკაუტის შემდეგ პირველი 2 შეხვედრა მევერიქსის წინააღმდეგ ჩაატარა, სადაც 2 თამაშის მოგება შეძლო პრე-სასეზონო მატჩებში. რეგულარული სეზონის პირველი მატჩი მოიგეს ორლანდოს წინააღმდეგ და ასევე 5 თამაშიანი გამარჯვების სერიაც მიაყოლეს. კევინ დურანტი გახდა NBA ისტორიაში მე-6 კალათბურთელი, რომელმაც შეძლო და 30 ან მეტი ქულა დააგროვა რეგულარული სეზონის პირველ 4 თამაშში. ოკლაჰომა წარმატებით აგრძელებდა რეგულარულ სეზონში ასპარეზობას, რის გამოც NBA All Star-ის არჩევისას იმყოფებოდნენ კევინ დურანტი, რასელ ვესტბრუკი, ჯეიმზ ჰარდენი, პერკინსი და იბაკა. მას შემდეგ რაც თანდერმა შეძლო 2012 წლის 11 თებერვალს ჯაზთან მოგება, სკოტ ბრუკსი დასახელებული იქნა All Star-ზე დასავლეთ კონფერენციის მთავარ მწვრთნელად, რომელიც ორლანდოში, ფლორიდის შტატში ტარდებოდა.
ოკლაჰომა-სიტი თანდერი გუნდი უკვე ნელნელა ივსებოდა ახალგაზრდა მოთამაშეებით, სადაც ლიდერობას ასევე ახალგაზრდა კევინ დურანტი ითავსებდა. 2009-10 წლის თანდერის სეზონი, რომელშიც ასევე შევიდა რამდენიმე NBA ელიტური გუნდებზე გამარჯვება, მათ შორის 16 ქულიანი უპირატესობით გამარჯვება მოქმედ NBA ჩემპიონ ლეიკერსზე და 28 ქულიანი გამარჯვება აღმოსავლეთ კონფერენციის ჩემპიონ ორლანდო მეჯიქზე. გასვლით შეხვედრებში გამარჯვება სან-ანტონიო სპურსის, იუტა ჯაზის, მაიამი ჰიტის, ბოსტონ სელტიკსის და დალას მევერიქსის წინააღმდეგ, მალევე მოუხვეჭა გუნდს რეპუტაცია. პირველი ნახევარი გუნდმა .500 დაამთავრა, შემდეგ კი 9 თამაშიანი მოგებების სერია მიაყოლა, რამაც პლეი-ოფის ერთ-ერთი ფავორიტად ჩამოაყალივა. კევინ დურანტი გახდა ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე ლიგის ისტორიაში, რომელმაც მოიგო მექულის ტიტული. დურანტს საშუალო 30.1 ქულა ჰქონდა თითო თამაშში, მაშინ როდესაც მან 82 თამაში ჩაატარა.
ოკლაჰომა-სიტი თანდერი მე-4 ადგილით გასულებს, დასავლეთ კონფერენციის პლეი-ოფში გუნდს მე-5 ადგილით გასული დენვერ ნაგეტსი შეხვდა. პირველ თამაშში კევინ დურანტმა 41 ქულა დააგროვა, რომელიც მისთვის ყველაზე უმაღლესი ქულა გამოდგა პლეი-ოფის კარიერაში. სერიის ბოლო თამაშში, მან კვლავ შეძლო 41 ქულის დაგროვება, ხოლო სერჯ იბაკა კი თითქმის გაუთანაბრდა ყველაზე მეტი დაბლოკვით პლეი-ოფში (10, რომელიც ასევე მარკ იტონს, ჰაკიმ ოლეიუონს და ენდრიუ ბაინამს ჰქონდა), რომელმაც 9 მოახერხა. სერია კი თანდერმა 4-1 მოიგო და შემდეგ ეტაპზე გასულებს, მემფის გრიზლი შეხვდათ, რომლებიც გასული იყვნენ მე-8 ადგილით და რამდენიმე დღით ადრე შეძლეს პირველი ადგილით გასული სპურსის გამოთიშვა პლეი-ოფიდან. სერია კი მეტისმეტად დაძაბული გამოდგა და საბოლოოდ გამარჯვებული მაინც თანდერი გამოვიდა, როდესაც სერია მე-7 თამაშში 4-3 მოიგო. დურანტი კიდევ ერთხელ იყო გამორჩეული ვარსკვლავი თამაშში, როდესაც 39 ქულა დააგროვა, ვესტბრუკმა კი ტრიპლ-დაბლი. მიუხედავად დიდი მონდომებისა, თანდერი დასავლეთ კონფერენციის ფინალში მომავალ ჩემპიონ - დალას მევერიქსს დაუპირისპირდა, სადაც შეეძლო სერიის გათანაბრება, მაშინ როდესაც 2-1 აგებდა და მე-4 თამაშში 15 ქულიანი უპირატესობა ჰქონდა თამაშის დასრულებამდე 15 წუთით ადრე. საბოლოოდ თამაში დამატებით დროში 112-105 წააგო, სერია კი 4-1 დათმო.