Top 10 similar words or synonyms for დომიციანემ

ნერონმა    0.830861

ადრიანემ    0.813614

დიოკლეტიანემ    0.808273

ლუციუსმა    0.803379

კარლმა    0.796182

კონსულებმა    0.792415

ტარკვინიუსმა    0.791250

ანტიოპე    0.791034

ვალერიუსმა    0.790024

კომოდუსის    0.789789

Top 30 analogous words or synonyms for დომიციანემ

Article Example
დომიციანე როდესაც ცერიალისის მიერ ცივილისზე მოპოვებული გამარჯვების შესახებ შეიტყო, მუციანუსმა ტაქტიანად გადაათქმევინა დომიციანეს დევნის გაგრძელების მცდელობის განზრახვა. ამის შემდეგ დომიციანემ ცერიალისს წერილი მისწერა, რომლითაც აცნობებდა, რომ არმიას ის მეთაურობდა, თუმცა ამჯერადაც საყვედური მიიღო. სექტემბრის ბოლოს ვესპასიანეს დაბრუნების შემდეგ დომიციანემ პოლიტიკა დატოვა და საკუთარი დრო ხელოვნებასა და ლიტერატურას მიუძღვნა.
წმინდა ხარიტინა სამსჯავროზე მსაჯულმა დომიციანემ ხარიტინას ამპარტავანი და სხვების გამხრწნელი კერპი ქრისტიანი უწოდა. ამაზე ქალწულმა მიუგო: დომიციანემ რისხვა დაიოკა და ქრისტეს მხევალს მოსთხოვა, მისი განდგომით შეურაცხყოფილი ღვთაებების გული მოელბო; თან წყალობა აღუთქვა. მაშინ მარტვილმა ზეცად აღაპყრო თვალები და წარმოთქვა: . მოთმინებიდან გამოსულმა მსაჯულმა ქალწულის აბუჩად აგდება დაიწყო - თმები მოაკვეცა, მაგრამ ნეტარს იგი იმავ წამს კვლავ წამოეზარდა; შემდეგ წმიდანი ცეცხლითა და მახვილით აწამეს, ზღვაშიც ჩააგდეს, მაგრამ უვნებლად გადარჩა. ბოლოს ქრისტეს ტარიგმა ილოცა და მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს (სავარაუდოა, რომ ეს მოხდა 304 წელს).
დეცებალუსი 86 წელს დაიპყრო მეზია. რომის იმპერატორმა დომიციანემ 87 წელს ტავისი არმია გააგზავნა დაკიაში. დეცებალუსმა იმპერატორის არმია დაამარცხა. 88 წელს რომის იმპერიის ახალი რაზმები დაიძრნენ დაკიისკენ. გადამწყვეტი ბრძოლა გაიმართა ტრანსილვანიაში. დეცებალუსთან რომის იმპერატორმა დადო საზავო ხელშეკრულება, რომელიც საკმაოდ დამამცირებელი იყო რომაელთათვის.
ტიტუსი ტიტუსი იმპერიას ორ წელზე ცოტა მეტი ხნის განმავლობაში მართავდა. 79 წელს მამამისის გარდაცვალებიდან 81 წლის 13 სექტემბერს საკუთარ სიკვდილამდე. საიმპერატორო ტახტზე იგი ძმამ, დომიციანემ შეცვალა, რომლის პირველი ქმედებაც ამ თანამდებობაზე ძმის გაღმერთება იყო.
დომიციანე დომიციანემ სწრაფად დაიწყო კონტრშეტევა და პირადად გაემგზავრა რეგიონში მრავალრიცხოვან არმიასთან ერთად, რომელსაც მისი პრეტორიანელების პრეფექტი, კორნელიუს ფუსკუსი მეთაურობდა. ფუსკუსმა წარმატებით შეძლო დაკიელების უკუგდება საზღვართან 85 წლის შუა ხანებში, რამაც იმპერატორს საშუალება მისცა რომში დაბრუნებულიყო და თავისი მეორე ტრიუმფი ეზეიმა.
დომიციანე დომიციანემ თავისი ახალგაზრდობა და ადრეული კარიერა ძმის, ტიტუსის ჩრდილქვეშ გაატარა, რომელმაც სამხედრო სახელი იუდეველთა პირველი ომის დროს მოიპოვა. ასეთი მდგომარეობა მამამისის, ვესპასიანეს, მმართველობის დროსაც გაგრძელდა, რომელიც იმპერატორი ოთხი იმპერატორის წლის სახელით ცნობილი სამოქალაქო ომის შემდეგ, 69 წელს გახდა. სანამ ტიტუსმა მრავალი თანამდებობა გამოიცვალა, დომიციანემ მართალია პატივი მიიღო, მაგრამ რაიმე პასუხისმგებლობა არ ჰქონია. ვესპასიანე 79 წელს გარდაიცვალა და იმპერატორი ტიტუსი გახდა, რომლის ზეობასაც მოულოდნელად დაესვა წერტილი 81 წელს, როდესაც იგი უეცარი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა. მომდევნო დღეს პრეტორიანელთა გვარდიამ დომიციანე იმპერატორად გამოაცხადა, რამაც დასაბამი მისცა მის თხუთმეტწლიან მმართველობას. აღსანიშნავია, რომ იმპერატორის თანამდებობა ტიბერიუსის შემდეგ ამდენი ხნით არავის ჰქონია დაკავებული.
დომიციანე იმპერატორობისას დომიციანემ გააძლიერა რომის ეკონომიკა მონეტარული სისტემის გადაფასებით, გააფართოვა იმპერიის საზღვრების თავდაცვა და ქალაქ რომის დაზიანებული ნაწილების აღდგენის მიზნით გრანდიოზული სამშენებლო პროგრამის წამოწყების ინიციატივით გამოვიდა. მნიშვნელოვანი ომები მიმდინარეობდა ბრიტანეთში, სადაც რომის მხედართმთავარმა აგრიკოლამ სცადა კალედონიის (შოტლანდია) დაპყრობა და დაკიაში, სადაც დომიციანემ ვერ შეძლო მეფე დეკებალუსის წინააღმდეგ გადამწყვეტი გამარჯვების მოპოვება. დომიციანეს ხელისუფლება ავლენდა ტოტალიტარულ ნიშნებს. იგი საკუთარ თავს ახალ ავგუსტუსად მიიჩნევდა, განათლებულ დესპოტად, რომლის ბედისწერასაც წარმოადგენდა რომის იმპერიის გაძღოლა ბრწყინვალების ახალ ერაში. რელიგიურმა, სამხედრო და კულტურულმა პროპაგანდამ ხელი შეუწყო პიროვნების კულტის ჩამოყალიბებას. საკუთარი თავის სამუდამო ცენზორად გამოცხადებით, დომიციანე შეეცადა მოსახლეობის საჯარო და პიროვნული მორალის გაკონტროლებას. შედეგად, იმპერატორი ხალხსა და არმიაში პოპულარობით სარგებლობდა, თუმცა სენატი მას ტირანად მიიჩნევდა.
დომიციანე 85 წელს დომიციანემ აგრიკოლა რომში გამოიძახა. ამ უკანასკნელს ბრიტანეთის მმართველად ექვს თვეზე მეტი ჰქონდა ნამსახური, რაც აღემატებოდა კონსულის ლეგატების ვადას ფლავიუსების ეპოქაში. ტაციტუსის მტკიცებით, დომიციანემ იმიტომ გამოიწვია იგი, რომ აგრიკოლას წარმატებებმა დაჩრდილეს თავად იმპერატორის მიერ გერმანიაში მოპოვებული მოკრძალებული გამარჯვებები. ურთიერთობა აგრიკოლასა და იმპერატორს შორის ბუნდოვანია. ერთი მხრივ, წარმატებული სარდალი ტრიუმფითა და ქანდაკებით დააჯილდოვეს, მეორე მხრივ კი მას აღარასოდეს დაუკავებია სამოქალაქო ან სამხედრო თანამდებობა თავისი გამოცდილებისა და სახელის მიუხედავად. მას აფრიკის პროვინციის მმართველობა შესთავაზეს, თუმცა აგრიკოლამ უარი განაცხადა რაც ან ავადმყოფობით იყო გამოწვეული ან, როგორც ტაციტუსი ამტკიცებს, დომიციანეს მაქინაციებით.
დომიციანე დომიციანემ აღადგინა საიმპერატორო კულტის პრაქტიკაც, რომელიც გამოყენებიდან ვესპასიანეს ზეობის დროს ამოვარდა. მრავლისმთქმელია ის ფაქტიც, რომ მისი, როგორც იმპერატორის პირველი ქმედება ძმის, ტიტუსის გაღმერთება იყო. სავარაუდოდ, გარდაცვალების შემდეგ ღმერთებად შერაცხეს დომიციანეს ჩვილი ვაჟი და ძმისშვილი, იულია ფლავია. იმპერატორის ფიგურის რელიგიურ მხარესთან დაკავშირებით, როგორც სვეტონიუსი და დიონ კასიუსი ამტკიცებენ, დომიციანემ საკუთარ თავს ოფიციალურად მიანიჭა ტიტული "ბატონი და ღმერთი" (Dominus et Deus — "დომინუს ეტ დეუს"). თუმცაღა მან არა მხოლოდ უარყო ტიტული "ბატონი" (Dominus — "დომინუს") თავისი ზეობისას, არამედ რამდენადაც ეს მოვლენა არც რაიმე ოფიციალურ დოკუმენტში ასახულა და არც მის მიერ მოჭრილ მონეტებზე, ზოგიერთი ისტორიკოსი (მაგ. ბრაიან ჯონსი) აცხადებს, რომ ამგვარად დომიციანეს მლიქვნელები მიმართავდნენ, რომელთაც იმპერატორის გულის მოგება სურდათ.
დომიციანე საიმპერატორო ოჯახისადმი თაყვანისცემის წასახალისებლად, დომიციანემ ვესპასიანეს ძველი სახლის ადგილას კვირინალის ბორცვზე დინასტიური მავზოლეუმი ააგო და დაასრულა ვესპასიანესა და ტიტუსის ტაძრის მშენებლობა, რომელიც გაღმერთებული მამისა და ძმის თაყვანისცემისათვის განკუთვნილ სალოცავს წარმოადგენდა. ფლავიუსების ოჯახის სამხედრო ტრიუმფების უკვდავსაყოფად, ბრძანა ტემპლუმ დივორუმისა და ტემპლუმ ფორტუნა რედუქსის მშენებლობა და დაასრულა ტიტუსის თაღი.