Top 10 similar words or synonyms for დოგმატიკური

ნართული    0.879715

ეგზეგეტიკური    0.866232

აბდულმესიანი    0.861865

წერეთლისეული    0.855703

მეტაფრასული    0.852013

ბეგთაბეგისეული    0.847818

კურთხევანი    0.846509

ვისრამიანის    0.845008

აპოკრიფული    0.844547

პოეტიკა    0.842994

Top 30 analogous words or synonyms for დოგმატიკური

Article Example
ფოტიოს I ფოტიოს ეკუთვნის ეგზეგეტიკური და დოგმატიკური ხასიათის 324 ტრაქტატისაგან შემდგარი თეოლოგიური ნაშრომი „ამფილოქია“. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფოტიოსის 2 თხზულება: „ბიბლიოთეკა“ ანუ „მირიობიბლიონი“ და „ლექსიკონი“. „ბიბლიოთეკა“ 280 თავისაგან შედგება და შეიცავს ანტიკური ეპოქის თხზულებათა შესახებ ცნობებსა და ექსცერპტებს ამ თხზულებათაგან. „ლექსიკონი“ განმარტებითი ხასიათისაა. მისი სრული ტექსტი აღმოჩნდა 1959 წელს.
კარგარეთელები კარგარეთელები — ქართველი კალიგრაფები. სვიმონი (XVI ს.) იღვწოდა სამხრეთ საქართველოს სავანეებში. მისი სახელი იხსენიება 1233-ით დათარიღებული ხელნაწერის (საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, ხელნაწერთა ინსტიტუტი A-85) ერთ ანდერძში. როგორც ჩანს, მას აღუდგენია ეს ხელნაწერი. 1541 გადაუწერია პოლემიკურ-დოგმატიკური და სამეცნიერო კრებული (S-312). ეს 108-ფურცლიანი მცირე ზომის წიგნი (22,8x16,8 სმ) გადაწერილია ნუსხურით, შავი მელნით, ერთ სვეტად, არაჩვეულებრივად წვრილი ასოებით. წიგნი მაღალი კალიგრაფიული ოსტატობის ნიმუშია. ასევე მაღალმხატვრულ დონეზე დგას სვიმონის მიერ გადაწერილი დიდი ფორმატის (2 ტომად შეკრული) გულანი (ხელნაწერთა ინსტიტუტი, A-197).
მონოფიზიტობა მონოფიზიტობა (ბერძნ. მონოს – ერთი, ფიზის – ბუნება), დოგმატიკური თვალსაზრისი, რომლის მიხედვითაც ქრისტეს აქვს ერთი, ღვთაებრივი ბუნება და უარყოფილია მეორე – ადამიანური, რასაც არ აღიარებენ დიოფიზიტები (ორბუნებიანობა). ამ ღვთისმეტყველური თვალსაზრისის მამამთავარია კონსტანტინოპოლის არქიმანდრიტი ევტიქი. V ს. ბიზანტიაში ჩასახული მონოფიზიტობა, რაც ორთოდოქსიას უპირისპირდება, ქალკედონის საეკლესიო ყრილობაზე (451 წ.) დაგმეს,და მიიღეს განსაკუთრებული დოგმატი - "ქრისტეს ორბუნებოვანობისა და ერთსახეობის შესახებ". მის მიმდევრებს დევნა დაუწყეს, როგორც ერეტიკოსებს. დავა დასრულდა სირიის, პალესტინის (იერუსალიმის), ანტიოქიის ქრისტიანთა ამბოხებით და განდგომით (457–468 წწ.).
ამბროსი ნეკრესელი ამბროსი ნეკრესელი (ერისკაცობაში თავადი "ზაქარია მიქაძე"; დ. 1728 — გ. 1812) — ქართველი სასულიერო მოღვაწე, მქადაგებელი, პოეტი და კალიგრაფი. ნიკოლაოზის უმცროსი ძმა. ბერად აღიკვეცა 1777 წლის შემდეგ. 1794-1812 წლებში იყო ნეკრესის ეპისკოპოსი. ამბროსი ნეკრესელის დოგმატიკური ქადაგებებს ანტონ კათოლიკოსის სკოლის გავლენა ეტყობა. მისი ქადაგებების მეორე ნაწილი ერის ცხოვრებაში მომხდარ ისტორიულ ამბებს ეხმაურება, ასახავს საქართველოში შექმნილ მძიმე მდგომარეობას და მრევლს სამშობლოს სამსახურისაკენ მოუწოდებს. ამბროსი ნეკრესელი წერდა აგრეთვე როგორც საერო, ისე სასულიერო შინაარსის ლექსებს. მაღალი წოდების პირთა დაკვეთებს ასრულებდა. მრავალი სასულიერო წიგნის გარდა გადაუწერია საქართველოს ისტორია (ხელნაწერთა ინსტიტუტი, A-756). თავისი დროის ერთი საუკუთესო კალიგრაფთაგანი იყო. წერდა ნუსხურითა და მხედრულით.
ვარლაამი და იოასაფი „ვარლაამი და იოასაფი“, "„ვარლამი და იოსაფატი“" („Barlaam kai Joasaph“) — შუა საუკუნეების ბიზანტიური რომანი, ბერძნულ ენაზე მოღწეული ჰაგიოგრაფიული თხზულება. მისი სიუჟეტი ბუდა ლეგენდის სანსკრიტულ რედაქციას უკავშირდება. გადმოსცემს ინდოეთის მეფის ვაჟის იოასაფის გაქრისტიანების, ტახტზე ხელის აღებისა და თავის მოძღვართან, ვარლამთან, უდაბნოში წასვლის ამბავს. თხზულებაში ჩართულია აღმოსავლური წარმოშობის და სახარებიდან გადმოღებული იგავები, ქრისტიანული პოლემიკური დოგმატიკური ლიტერატურიდან ნასესხები ადგილები. მსუბუქი თხრობითი სტილი ოსტატურადაა შეზავებული „წმიდა მამათა“ თეოლოგიასთან. XI საუკუნეში შესრულებული ლათინური თარგმანის მეშვეობით რომანი ფართოდ გავრცელდა ევროპაში. XII საუკუნიდან მოყოლებული (სარაინდო რომანი „პარციფალი“), თვალსაჩინოა მისი გავლენა ევროპული ლიტერატურის ბევრ თხზულებასა და მწერალზე (უ. შექსპირისა და ლ. ტოლსტოის ჩათვლით).
არსენ იყალთოელი არსენ იყალთოელი თარგმანებს ურთავდა ფილოლოგიურ და ფილოსოფიური თვალსაზრისით საინტერესო სქოლიოებს. აღსანიშნავია, რომ არსენ იყალთოელს მოიხსენიებენ ანატომიის მცოდნედ — „ანატომიკოსად“ (ანტონ I, იოანე ბაგრატიონი). მასვე ეკუთვნის სასულიერო შინაარსის იამბიკოები, დავით აღმაშენებლის ეპიტაფია „ვინ ნაჭარმაგევს მეფენი“. არსენ იყალთოელს შეუდგენია ფიზიკის სახელმძღვანელო, რომლითაც ასწავლიდა გელათისა და იყალთოს აკადემიებში. ამ სახელმძღვანელოს იხსენიებს ანტონ I. არსენ იყალთოელი შუა საუკუნეების ქართული ფილოსოფიურ-თეოლოგიური აზრის მნიშვნელოვანი წარმომადგენელია. მონაწილეობდა დავით აღმაშენებლის მიერ მოწვეულ კრებაში, რომელიც მიზნად ისახავდა რელიგიურ-დოგმატიკური საკითხების გადაწყვეტას. არსენ იყალთოელის პოზიცია ერეტიკოსების მიმართ შეურიგებელი და მკაცრი იყო. მისი თეორიული მეთოდი დოგმატიკურია. ფილოსოფიაში სქოლასტიკის არისტოტელიზმის მიმდევარია.
თეოფილე ხუცესმონაზონი თეოფილე ხუცესმონაზონს მეტად ნაყოფიერად უმოღვაწია სასულიერო მწერლობის მრავალ დარგში. მას დიდი წვლილი მიუძღვის მეტაფრასული მწერლობის განვითარებაში. თარგმნა მეტაფრასული ხასიათის ჰაგიოგრაფიული და ჰომილეტიკური თხზულებანი, მ.შ. აღსანიშნავია სვიმეონ მეტაფრასტის საკითხავები (სექტემბრის, ნოემბრის და დეკემბრის თვეთა), აგრეთვე ეპიფანე კვიპრელის, ანასტასი სინელის, კირილე ალექსანდრიელის, იოანე ოქროპირის თხზულებანი. მასვე ეკუთვნის თეოდორიტე კვირელისა და ეპიფანე კვიპრელის დოგმატიკური თხზულებათა ტარგმანები. ეგზეტიკურ თხზულებათაგან მისი თარგმნილია იოანე ოქროპირისეული კომენტარები ძველი აღქმის წიგნებისა. თეოფილე ხუცესმონაზონის მთარგნელობით მოღვაწეობას დიდი მნიშვნელობა აქვს ქართულ-ბიზანტიური ლიტერატურის ურთიერთობის ისტორიისათვის. ზოგი მისი ნათარგმნი თხზულების ბერძნულ დედანს ჩვენამდე არ მოუღწევია, მ.შ. უნდა აღინიშნოს თეოდორიტე კვირელის „აღსარება მართლისა სარწმუნოებისა“ და ილარიონ ქართველის „ცხოვრების“ მეტაფრასული რედაქცია.
თედორე დოსტოევსკი სამხედრო აკადემიის ერთ-ერთი ოფიცერის თანახმად, დოსტოევსკი უკიდურესად რელიგიური იყო, მისდევდა მართლმადიდებელი ეკლესიის პრინციპებს და რეგულარულად კითხულობდა სახარებასა და ჰენრიხ შოკეს "Die Stunden der Andacht"-ს („ღვთისმოსაობის საათები“), რომელიც ქადაგებდა „ქრისტიანობის სენტიმენტალურ ვერსიას, დოგმატიკური შინაარსისგან სრულიად თავისუფალს, განსაკუთრებით უსვამდა ხაზს ქრისტიანულ სიყვარულსა და სოციალურ გულმოდგინეობას“. შესაძლოა სწორედ ამ წიგნმა მისცა ბიძგი მის შემდგომ დაინტერესებას ქრისტიანული სოციალიზმით. ჰოფმანის, ბალზაკის, სიუესა და გოეთეს ლიტერატურის მეშვეობით დოსტოევსკიმ შექმნა საკუთარი რწმენათა სისტემა, რაც წააგავდა რუსულ სექტარიანიზმსა და ძველ რწმენებს. მისი დაპატიმრების შემდეგ, როდესაც ის ჯერ სიკვდილმისჯილი იყო, შემდეგ კი გააციმბირეს, მნიშვნელოვნად ჩაუღრმავდა ქრისტეს ფიგურასა და ახალ აღთქმას — ერთადერთ წიგნს, რომელიც ციხეში მისთვის ხელმისწავდომი იყო. 1854 წლის იანვარში დოსტოევსკიმ წერილი მისწერა იმ ქალს, რომელმაც მას სახარება გაუგზავნა, რომელშიც წერდა, რომ ის იყო „ურწმუნოების პირმშო და შერყეული ამ მომენტამდე, ეს მე საფლავამდე არ დამავიწყდება“. ასევე აღნიშნავდა, რომ „თუ მოიძებნება ვინმე, რომ დამიმტკოცოს, თითქოს ჭეშმარიტება ქრისტეში არაა, მე მაინც ქრისტესთან დავრჩები და არა იმ ჭეშმარიტებასთან“.
ბესარიონი (ბარათაშვილ-ორბელიშვილი) ბესარიონი (ბარათაშვილ-ორბელიშვილი) (გ. 1737) — აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1723 და 1725-1737 წლებში, სასულიერო მწერალი. 1680-1723 წლებში იყო დავით-გარეჯის იოანე ნათლისმცემლის მონასტრის მღვდელი. როდესაც თბილისში ოსმალები შემოვიდნენ და კათოლიკოსი დომენტი ლორეს ციხეში გაიხიზნა, ქართლის გამგებელმა იესემ კათოლიკოსად დასვა (1723). ოსმალებმა მალე დააბრუნეს დომენტი, მაგრამ ის ოსმალეთში გაემგზავრა და კათოლიკოსად ისევ ბესარიონი დადგა. იგი ენერგიულად ეძებდა ოსმალთა უღლისაგან საქართველოს გათავისუფლების გზას, სთხოვდა ასტრახანში მყოფ ვახტანგ VI-ს საქართველოში ჩამოსულიყო და სათავეში ჩასდგომოდა ქვეყანას. ბესარიონი გარეჯის ლიტერატურული სკოლის ერთ-ერთი აქტიური მოღვაწე იყო. მას მიეწერება ქართული „ჰაგიოგრაფიული კრებული“-ს II რედაქცია: დომენტი კათოლიკოსის ინიციატივით შედგენილი ადრინდელი კრებული ბესარიონმა შეავსო ახალი თხზულებებით (რაჟდენ პირველმოწამის, ლუარსაბ მეფის, ბიძინა ჩოლოყაშვილის, შალვა და ელიზბარ ერისთავების ცხოვრებანი). ბესარიონს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ქართული ლიტურგიკული და პოლემიკური მწერლობის განვითარებაშიც. სლავურ-რუსულ პროლოგ-სვინაქსარების მიხედვით მან შეადგინა „სადღესასწაულო“-ს ახალი რედაქცია. საქართველოში მართლმადიდებლური რწმენის დასაცავად კათოლიკობისა და კათოლიკური ეკლესიის წინააღმდეგ დაწერა პოლემიკურ-დოგმატიკური თხზულება „გრდემლი“.