Top 10 similar words or synonyms for დიდაქტიკურ

ლირიზმით    0.870942

ეთიკაში    0.866072

გამომსახველობით    0.865914

ბჰაკტი    0.859017

სადევგმირო    0.855797

ფრაზეოლოგიური    0.855036

თემატიკური    0.854068

ნააზრევის    0.846739

კატეგორიათა    0.845044

მოძღვრებები    0.842451

Top 30 analogous words or synonyms for დიდაქტიკურ

Article Example
სენტენცია სენტენცია (ლათ. sententia - აზრი, მსჯელობა) - ზნეობრივი ხასიათის სხარტი გამოთქმა, დამრიგებლური შინაარსის მოკლე შეგონება; სენტენციები დამახასიათებელია დიდაქტიკურ-აღმზრდელობითი და იგავარაკული ხასიათის ნაწარმოებებისათვის. ხშირად იყენებენ ასევე ორატორულ ხელოვნებასა და ცოცხალ, სასაუბრო ენაში. სენტენციებით მდიდარია შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსანი და დავით გურამიშვილის სწავლა მოსწავლეთა
დედა ენა „დედა ენას“ საფუძვლად უდევს მაღალი დიდაქტიკურ-მეთოდიკური პრინციპები, გამსჭვალულია ხალხურობის სულისკვეთებით. ავტორის სიცოცხლეში (1912 წლამდე) იგი 33-ჯერ გამოიცა. ი. გოგებაშვილის გარდაცვალების შემდეგ „დედა ენის“ გამოეცემა მიენდო სპეციალურ კომისიას, რომელსაც ლ. ბოცვაძე ხელმძღვანელობდა. 1876-1925 წლებში „დედა ენა“ 45-ჯერ გამოიცა. ძირითადად ი. გოგებაშვილის ბგერითი ანალიზურ-სინთეზური მეთოდია მომარჯვებული ვ. ძიძიგურისა და ა. გვახარიას „დედა ენის“ 1935-1943 წლების გამოცემებში.
ანბანთქება ანბანთქება — აკროსტიქის ნაირსახეობა, ანბანის რიგის, თანმიმდევრობის მიხედვით გაწყობილი ლექსი. უაღრესად პოპულარული იყო XVII-XVIII საუკუნეებში, ნაწილობრივ მეცხრამეტეშიც. შინაარსობრივად ამ ყაიდის ლექსები ზოგჯერ საგანმანათლებლო, სამოძღვრო, დიდაქტიკურ მიზნებს ემსახურებოდა. ანბანთქებანი ჰქონდათ თეიმურაზ I-ს, არჩილს, ვახტანგ მეექვსეს, თეიმურაზ მეორეს, ბესიკს და ზოგიერთ სხვა პოეტს. დავით გურამიშვილმაც კი მოუხადა ხარკი ამ მოდურ გატაცებას.
მეფეთა სალარო „მეფეთა სალარო“ — ქართული მწერლობის ანონიმური ძეგლი. დიდაქტიკურ-მორალური ხასიათის იგავ-არაკების კრებული, რომელიც მოგვითხრობს მეფეთა და მმართველთა მაღალ დანიშნულებაზე, მათ უფლება-მოვალეობაზე. ავტორი სახელმწიფოს მართვისა და ქვეშევრდომთა მოვლაპატრონობის იდეალურ სურათს გვიხატავს. 28 თავისაგან შემდგარი თხზულება ერთადერთი ნაკლული ხელნაწერით არის მოღწეული (A — 617). „მეფეთა სალარო“ სპარსულიდან უნდა იყოს ნათარგმნი არა უგვიანეს XVII საუკუნისა, თხზულების წყარო უცნობია.
კარლ მიკაელ ბელმანი კარლ მიკაელ ბელმანი (; დ. 4 თებერვალი, 1740, სტოკჰოლმი — გ. 11 თებერვალი, 1795, სტოკჰოლმი) — შვედი პოეტი. წერდა პოლიტიკურ სატირებს, დიდაქტიკურ პოემებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი სიმღერები( კრებულები „ფრედმანის ეპისტოლენი“ 1790; „ფრედმანის სიმღერები“, 1791), რომლებსაც თვითონვე საჯაროდ ასრულებდა. თანამედროვენი „შვედ ანაკრეონტს“ უწოდებდნენ. 1791 წელს მიენიჭა შვედეთის აკადემიის პრემია.
ბუკოლიკა ბუკოლიკა, ბუკოლიკური პოეზია (ბერძნ. boucolos - მწყემსი > boucolikos - მწყემსური, სოფლური, ta bukolika - მწყემსური სიმღერები), ანტიკური პოეზიის ჟანრი. აღმოცენდა ალექსანდრიული პოეზიის წიაღში. ბუკოლიკის მეტრული საზომია დიქტილური ჰექტამეტრი, რომელშიც დამატებულია მეორე ცენზურა (ე.წ. ბუკოლიკური ცენზურა). დროთა განმავლობაში ბუკოლიკის ძირითად თემად იქცა სიყვარული. შემდგომ იძენს პოლიტიკურ და დიდაქტიკურ ხასიათსაც.
პედაგოგიური ფურცელი პედაგოგიური ფურცელი — ქართული პროგრესული პედაგოგიური ჟურნალი. გამოდიოდა 1904-1906. რედაქტორები იყვნენ: ე. ერისთავი, ნ. ზურაბაშვილი (1904-1905), მ. დემურია (1906). გამოვიდა 8 ნომერი. ჟურნალი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის პოზიციებიდან აშუქებდა, უმთავრესად, ოჯახში აღზრდის, ზოგადადპედაგოგიურ და დიდაქტიკურ საკითხებს: ქართული ეროვნული სკოლის ცხოვრებასთან და პოლიტიკასთან კავშირს, მასწავლებლისა და აღმზრდელის, სკოლისა და ოჯახის როლს, ბავშვის ფიზიკური, ზნეობრივი, სქესობრივი აღზრდის საკითხებს და სხვა. თანამშრობლობდნენ:შ. ჩიტაძე, პ. სურგულაძე, ა. მიქაბერიძე, ე. ხრამელაშვილი, ი. ბალარჯიშვილი, ლ ელიავა და სხვები.
ვახტანგ VI საგანგებოდ აღსანიშნავია ვახტანგ VI-ის მთარგმნელობითი მოღვაწეობა. „აღორძინების ხანის“ მწერლებს ღრმად სწამდათ, რომ ქვეყნის განადგურება და დაცემა განპირობებული იყო ერის ზნეობრივი გადაგვარებით. მათთვის პიროვნების მორალური სრულქმნა ერის კეთილდღეობის მტკიცე საწინდარი იყო, ამიტომაც მათ შემოქმედებაში მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა დიდაქტიკურ მოძღვრებას. ვახტანგმა არა მარტო საკუთარ პოეზიაში შემოიტანა დიდაქტიკური მოტივები, არამედ თარგმნა დიდაქტიკური ეპოსის ისეთი მნიშვნელოვანი ძეგლები, როგორებიცაა XI საუკუნის სპარსული ლიტერატურის შედევრი „ამირნასარიანი“ („ყაბუს-ნამე“) და „ქილილა და დამანა“.
მამუკა ბარათაშვილი 1724 წელს რუსეთში გახიზნულ, ვახტანგ VI-ს გაჰყვა ამალაში, ერთხანს ასტრახანში იყო, 1728 მონაწილეობდა რუსეთის მთავრობის მიერ შაჰ-თამაზთან წარგზავნილ დიპლომატიურ მისიაში. 1730-იან წლებში ბარათაშვილი იყო მოსკოვში, სადაც 1731 დაწერა პოეტიკური ტრაქტატი „ლექსის სწავლის წიგნი“ („ჭაშნიკი“). ეს თხზულება ქართული ლექსის შესწავლის პირველი ცდაა. ავტორი განიხილავს მხატვრული ნაწარმოების ფორმისა და შინაარსის ურთიერთობას, არკვევს ქართული ლექსის საზომებსა და აგებულებას. ბარათაშვილი ეხება პოეზიის დიდაქტიკურ ფუნქციასაც, განსაზღვრავს მის თემატიკას. ბარათაშვილის ესთეტიკური შეხედულებანი პოეზიის უტილიტარული ხასიათის აღიარებითაა გაპირობებული.
გნომა გნომა (ბერძნ. gnōmē - აზრი), ბრძნული გამონათქვამი, დიდაქტიკური შეგონება, გადმოცემული ლექსად ან რიტმული პროზით. გავრცელებულია ძირითადად აღმოსავლეთ ლიტერატურაში, პოპულარული იყო ძველ საბერძნეთში, ქართულ ლიტერატურაში ღნომებს უწოდებდნენ ქართულ მასალაზე შედგენილ ან უცხო ენიდან თარგმნილ სენტენცია-აფორტიზმებისა და მოსწრებულ კითხვა-მიგებათა კრებულებს. ცნობილია ნილოს სინელის "ღნომანი სწავლათანი სარგებლად სულისა" და "ღნომანი განმაყენებელნი გახრწნადთაგან და შემაერთებელნი უხრწნელთა თანა". უამრავ ღნომას შეიცავს აპოფთეგმური კრებულები "სიტყვანი და სწავლანი სამეცნიერონი", "სიბრძნისაგან მრავალთა ფილოსოფოსთაჲსა", "სწავლანი ახიკარ ბრძნისანი", "სიტყვა-აგება სოგრატისი", "დამაკვირდი", "აკაკის ნაკვესები" და სხვა. ღნომებს დიდაქტიკურ-აღმზრდელობითი მნიშვნელობა აქვთ: ისინი მკითხველს ზნეობრივად ამაღლებენ, აცნობენ ცხოვრების ავ-კარგს, აჩვევენ ფილოსოფიურ აზროვნებას, უყალიბებენ მეტყველებასა და ლაკონიურად წერის სტილს.