Top 10 similar words or synonyms for დიგენეზური

მწოველები    0.930993

კონებად    0.926226

ერთთესლიანი    0.924256

კენწრულ    0.923310

ლაყუჩებით    0.923270

ეკლები    0.922254

ხაზურ    0.921903

ვაკუოლი    0.921426

მსუსხავი    0.918397

მრავალჯაგრიანი    0.917685

Top 30 analogous words or synonyms for დიგენეზური

Article Example
დიგენეზური მწოველები დიგენეზური მწოველები, "დიგენეზური ტრემატოდები" (Trematoda, Digenea) — ბრტყელი ჭიების კლასი. 0,1-იდან 10 მმ-მდე (ზოგჯერ 1,5 მ-მდე) სიგრძის, ზურგ-მუცლის მიმართულებით გაბრტყელებული სხეული ქმნის კან-კუნთოვან პარკს. დიგენეზური მწოველებს აქვთ მისაწოვარი. მომნელებელი სისტემა მარტივადაა აგებული. სისხლის მიმოქცევისა და სუნთქვის ორგანოები არა აქვთ. ნერვული სისტემა შედგება 1 წყვილი თავის კვანძისა და 1-3 წყვილი გვერდითი ღეროსაგან. მცირე გამონაკლისის გარდა დიგენეზური მწოველები ჰერმაფროდიტებია. როგორც წესი, ენდოპარაზიტები პარაზიტობენ ცხოველისა და ადამიანის თითქმის ყველა ორგანოში. მრავლდებიან თვითგანაყოფიერებითა და ჯვარედინი განაყოფიერებით. სქესმწიფე ფორმა საბოლოო — დეფინიტიური მასპინძლის სხეულში ცხოვრობს, ლარვა — შუამავალი მასპინძლის (ძირითადად მოლუსკის) ორგანიზმში. დიგენეზური მწოველები განვითარების მეტად რთულ ციკლს გადიან: კვერცხიდან იჩეკება მირაციდიუმი, რომელიც რამდენიმე ხანს თავისუფლად ცურავს წყალში, შემდეგ იჭრება შუამავალი მასპინძლის ორგანიზმში და გარდაიქმნება სპოროცისტად. პართენოგენეზული გამრავლებით იგი იძლევა რედიებს, რედიები კი ცერკარიებს. ცერკარიები შუამავალი მასპინძლის ორგანიზმიდან გამოდიან წყალში, ინცისტირებენ და გარდაიქმნებიან ადოლესკარიებად, რომლებიც სქესობრივ სიმწიფეს აღწევენ დეფინიტიური მასპინძლის ორგანიზმში. ამრიგად, დიგენეზური მწოველების განვითარებისათვის დამახასიათებელია თაობათა მორიგეობა, კერძოდ, ჰეტეროგონია, მასპინძლის ცვლა. დიგენეზური მწოველების უმთავრესი წარმომადგენლებია: ღვიძლის პეპელა, ლანცეტისებრი ორპირა, კატის ანუ ციმბირული ორპირა, ჩინური ორპირა, სისხლის ორპირა და სხვა.
რედია რედია — დიგენეზური მწოველების (ტრემატოდების) ერთ-ერთი პართენოგენეზური თაობა, რომელიც პარაზიტობს შორისულ მასპინძელში (მოლუსკში). რედია ვითარდება ჭიის პირველი პართენოგენეზური თაობის — სპოროცისტის — სხეულის ღრუში და თავის მხრივ წარმოქმნის სქესმწიფე მწოველების მატლებს — ცერკარიებს. სპოროცისტისაგან განსხვავებით, რედიას აქვს პირის ხვრელი, ხახა, ნაწლავი და გამოსაჩეკი ხვრელი.
ღვიძლის პეპელა ღვიძლის პეპელა (Fasciola hepatica), პარაზიტული ჭია დიგენეზური მწოველების კლასისა. აქვთ ფოთლის მსგავსო სხეული, რომლის სიგრძეა 2-5 სმ. აქვს 2 მისაწოვარი (პირისა და მეცლის). ბინადრობს უმთავრესად ბალახის მჭამელი ძუძუმწოვრების, იშვიათად — ადამიანის ღვიძლში, ნაღვლის სადინარებში, ბაღვლის ბუშტში. ღვიძლის პეპლის კვერცხები ვითარდება წყალში, მატლები და მათი პართენოგენეზური თაობა — შორისულ მასპინძელში (უმთავრესად მცირე ტბორულაში). აქედან გამოსული მატლი (ცერკარია) ცურავს, შემდეგ ემაგრება წყლისა და სანაპირო მცენარეებს, იკეთებს ცისტას და გარდაიქმნება ადოლესკარიად. საბოლოო მასპინძელში მოხვედრილი ადოლესკარია აღწევს მის ღვიძლში, იზრდება, მწიფდება და იწვევს ფასციოლოზმს.
ბრტყელი ჭიები ბრტყელი ჭიები () — პარაზიტი ან თავისუფალი მცხოვრები უხერხემლო ცხოველების ტიპი. სიგრძე 0,1 მმ-იდან რამდენიმე მ აღწევს. სხეული ფოთლის ან ლენტისმაგვარია. ორგანოებს შორის არსებული შუალედები ამოვსებულია პარენქიმით, რის გამოც მათ "პარენქიმულ ჭიებს" უწოდებენ. ბრტყელ ჭიებს სხეულის ღრუ არა აქვთ, არც სისხლის მიმოქცევისა და სუნთწვის ორგანოები გააჩნიათ. გამოყოფის ორგანოები პროტონეფრიდიებია. ნერვული სისტემა განგლიური ტიპისაა. უმრავლეს შემთხვევაში ჰერმაფროდიტები არიან. პარაზიტული ფორმების განვითარების ციკლი მეტად რთულია და შუამავალი მასპინძლის მონაწილეობით მიმდინარეობს. თავისუფლად მცხოვრები ფორმები კი (წამწამიანი ჭიები) პირდაპირ ან მეტამორფოზით ვითარდებიან. ამ შემთხვევაში ჩნდება თავისუფლად მცურავი მიულერის ლარვა. ბრტყელ ჭიებს განეკუთვნება ოთხი კლასი: წამწამიანი ჭიები, დიგენეზური მწოველები, მონოგენეზური მწოველები, თასმისებური ჭიები. წამწამიანი ჭიები, ზოგი გამონაკლისის გარდა, თავისუფლად მცხოვრები ფორმებია, ხოლო დანარჩენი — ადამიანისა და ცხოველების პარაზიტები. საქართველოში ცნობილია სავეტერინარო და სამედიცინო მნიშვნელობის ბრტყელი ჭიები. ღვიძლის პეპელა, ღორის სოლიტერი, ხარის სოლიტერი, ექინოკოკი და სხვა.