Top 10 similar words or synonyms for დელიბის

მუნჯები    0.915302

ელიოზიშვილის    0.910394

კოპელია    0.907923

მაკფერსონი    0.904644

ნიკორა    0.899084

ბერენსონი    0.897882

სუხოვო    0.891193

ესკამილიო    0.886973

იპოლიტოვ    0.886430

რახმანინოვის    0.885631

Top 30 analogous words or synonyms for დელიბის

Article Example
ჩარდაში ჩარდაში — უნგრული ხალხური ცეკვა. შეიქმნა XIX საუკუნეში. იგი შედგება როგორც ნელი (პათეტიკური), ისე სწრაფი ნაწილებისგან. ჩარდაშს იმპროვიზაციულობა და სინკოპირებული რიტმი ახასიათებს. ჩარდაში დაამუშავა ფ. ლისტმა თავის უნგრულ რაფსოდიებში, ასევე იოჰან ბრამსმა „უნგრულ ცეკვებში“. გვხვდება დელიბის ბალეტში -„კოპელია“ და ჩაიკოვსკის ბალეტში - „გედების ტბა“. ჩარდაში საფუძვლად დაედო XX საუკუნეში რუსეთში გავრცელებულ ცეკვას - „ვანგერკას“.
ერნსტ თეოდორ ჰოფმანი ჰოფმანი ავტორია ორი ოპერისა „ავრორა“ (1812), „უნდინე“, სიმფონიებისა და კამერული ნაწარმოებებისა. მისი ნაწარმოებების „ოსტატი მარტინი და მისი შეგირდები“, „ცინობერად წოდებული პატარა ცახესის“, „პრინცი ქალი ბრამბილას“ სიუჟეტებზე შეიქმნა ოპერები. ჰოფმანის პოეტური სახეები გამოიკვეთა რ. შუმანის („კრაისლერიანა“), რ. ვაგნერის („მფრინავი ჰოლანდიელი“), პ. ჩაიკოვსკის („მაკნატუნა“), ა. შ. ადანის („ჟიზელი“), ლ. დელიბის („კოპელია“) და სხვა. ჰოფმანის შემოქმედებამ დიდი გავლენა მოახდინა კ. მ. ვებერზე, რ. შუმანზე, რ. ვაგნერზე და სხვა. ჰოფმანი გახდა ჟ. ოფენბახის („ჰოფმანის ზღაპრები“) და გ. ლაჩეტის („ჰოფმანი“) ოპერების გმირი.
გოჰარ გასპარიანი განათლება მიიღო კაიროში. 1948 წლიდან ცხოვრობს ერევანში. 1949 წლიდან ერევნის ოპერისა და ბალეტის აკადემიური თეატრის სოლისტია. ნატიფი გემოვნებით ასრულებს განსხვავებული სტილის პარტიებს, რომელთაგან აღსანიშნავია: ანუში, შუშანი (ტიგრანიანის „ანუში“, „დავით-ბეგი“), გოჰარი (სტეფანიანის „გმირი ქალი“, სსრკ სახელმწიფო პრემია, 1951), ლუჩია (დონიცეტის „ლუჩია დი ლამერმური“), ლაკმე (დელიბის „ლაკმე“), ვიოლეტა და დეზდემონა (ვერდის „ტრავიატა“, „ოტელო“), როზინა (როსინის „სევილიელი დალაქი“) და სხვა. გოჰარ გასპარიანისაკონცერტო მომღერალიც არის, გასტროლებით აქვს მოვლილი მრავალი ქვეყანა. სსრკ VII-VIII მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. სომხეთის სახელმწიფო პრემია (1964).
დავით ბადრიძე ბადრიძეს ჰქონდა ლამაზი ტემბრის, სრული დიაპაზონის ხმა, მაღალი ვოკალურ-სცენური კულტურა. შესრულებული აქვს ქართული და კლასიკური საოპერო რეპერტუარის მრავალი წამყვანი პარტია, რომელთაგან აღსანიშნავია: მალხაზი (ზ. ფალიაშვილის "დაისი"), მეურმე (დ. არაყიშვილის "თქმულება შოთა რუსთაველზე"), ერეკლე ( ი. გოკიელის "პატარა კახი"), კოტე (ვ. დოლიძის "ქეთო და კოტე"), ჰერცოგი და ალფრედი (ჯ. ვერდის "რიგოლეტო" და "ტრავიატა"), ფაუსტი (შ. გუნოს "ფაუსტი"), ჯერალდი (ლ. დელიბის "ჰოდმანის ზღაპრები"), ვერთერი (ჟ. მასნეს "ვერთერი"), ლენსკი (პ. ჩაიკოვსკის "ევგენი ონეგინი"), სალოსი (მ. მუსორგსკის "ბორის გოდუნოვი") და სხვა. ეწეოდა საკონცერტო მოღვაწეობასაც, გამოდიოდა ყოფილ სსრკ ქალაქებში (უპირატესად ქართული რეპერტუარით). გადაღებულია კინოფილმში "ჯურღაის ფარი" (ლეიტენანტი, ესპანელი სტუმარი, 1944; სსრკ სახელმწიფო პრემია, 1950).
მარია პერინი ჰენრიკ გრინევსკიმ, წარმოშობით პოლონელმა, სამხატვრო განათლება ფლორენციაში მიიღო. საქართველოში დაბრუნების შემდეგ ის დ. ჩუბინაშვილთან, ი. ნიკოლაძესთან, ე. ლანსერესთან, ა. კალგინთან და სხვებთან ერთად, თბილისის სამხატვრო აკადემიის ერთ-ერთი ფუძემდებელი გახდა. გრინევსკის მეუღლემ - მარია პერინიმ 1916 წელს, თბილისში კლასიკური ცეკვების პირველი ქორეოგრაფიული სტუდია გახსნა, სადაც დაიდგა საინტერესო საბალეტო წარმოდგენები: დელიბის „კოპელია“, საცეკვაო აქტი მეტერლინკის „ლურჯი ფრინველიდან“. პერინის სტუდიაში აღიზარდა ქართული საბალეტო ხელოვნების მრავალი გამოჩენილი ოსტატი: დიმიტრი და ირინა ალექსიძეები, მარია ბაუერი, სოლომონ (სოლიკო) ვირსალაძე, ნინო რამიშვილი, ვახტანგ ჭაბუკიანი, ილიკო სუხიშვილი, ელენე ჩიკვაიძე, მარია კაზინეცი, ელენე გვარამაძე და სხვები.
მარიამ ბაუერი 1923 წელს თბილისში დაამთავრა მ. პერინის ქორეოგრაფიული სტუდია. იმავე წელს ჩაირიცხა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში. 1929-1930 წლებში სწავლობდა ლენინგრადის საბალეტო ტექნიკუმში. 1930-1960 წლებში კვლავ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტია. 1936-1942 წლებში მუშაობდა პედაგოგად თბილისის ქორეოგრაფიულ სტუდიაში. 1960 წლიდან თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ბალეტმაისტერ-რეპეტიტორია. ბაუერს ახასიათბდა ექსპრესია, ცეცხლოვანი გრნობა, მდიდარი ტექნიკა და მიმიკა. შეასრულა პარტიები: გულნარა (პუნის „კორსარი“), ზარემა (ასაფიევის „ბახჩისარაის შადრევანი“), თოჯინა (დელიბის „კოპელია“), ოდეტა (ჩაიკოვსკის „გედის ტბა“), ტაო-ხოა (გლიერის „წითლი ზვავილი“) და სხვა. ბაუერის ნიჭის თავისებურებანი განსაკუთრებით მკაფიოდ გამოვლინდა სახასიათო პარტიებში: ქუჩის მოცეკვავე (მინკუსის „დონ კიხოტი“), ესპანური ცეკვა (ჩაიკოვსკის „გედის ტბა“), ინდური ცეკვა (თორაძის „გორდა“, სსრკ სახელმწიფო პრემია, 1951) და სხვა.
მერი ნაკაშიძე მერი ნაზარის ასული ნაკაშიძე (დ. 1 აპრილი/14 აპრილი 1914, სიღნაღი — გ. 27 ივლისი 1986, თბილისი) — ქართველი მომღერალი (ლირიკულ–კოლორატურული სოპრანო). საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1955). 1936 წელს დაამთავრა თბილისის კონსერვატორია (პროფ. ი. ბახუტაშვილი-შულგინას კლასი). 1935-1960 წლებში თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი. ფაქიზი, ლამაზი ხმისა და შესანიშნავი სცენური გარეგნობის მქონე მსახიობმა შექმნა მრავალი საინტერესო ვოკალურ-სცენური სახე, რომელთაგან ნატიფი ლირიზმითა და პოეტურობით გამოირჩევა: მარო (ზ. ფალიაშვილის „დაისი“), ქეთო (ვ. დოლიძის „ქეთო და კოტე“), ცირა (მ. ბალანჩივაძის „დარეჯან ცბიერი“), მზია, ბულბული (ა. ანდრიაშვილის „კაკო ყაჩაღი“, „ჩხიკვთა ქორწილი“), ლატავრა (ზ. ფალიაშვილის „ლატავრა“), ლაკმე (დელიბის „ლაკმე“), ვიოლეტა, ჯილდა (ჯ. ვერდის „ტრავიატა“, „რიგოლეტო“), მარფა (ნ. რიმსკი-კორსაკოვის „მეფის საცოლე“), როზინა (ჯ. როსინის „სევილიელი დალაქი“) და სხვა. ეწეოდა ნაყოფიერ საკონცერტო მოღვაწობას, გასტროლებს მართავდა სსრკ ქალაქებში, იყო პოლონეთში, გდრ-ში. დიდი ოსტატობოთ ასრულებდა ე. ბრუსილოვსკის „ორ მერცხალს“, შტრაუსის „ვალსს“ (ვენის ტყის ზღაპარი), უკრაინულ ხალხურ სიმღერას „სოლოვეიკოს“ და სხვა. ვოკალისტთა რესპუბლიკური (1951) და საკავშირო (1957) კონკურსების ლაურეატი. დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშისა და საპატიო ნიშნის ორდენებით.