Top 10 similar words or synonyms for დეზდემონა

ჩენჩი    0.935355

ტრავიატა    0.933752

ჭირვეულის    0.931854

სტელან    0.926677

გრესერი    0.924420

სალვატორი    0.921769

ფარაგო    0.918355

იაგო    0.916672

ტრუბადური    0.916136

მაკბეთი    0.915870

Top 30 analogous words or synonyms for დეზდემონა

Article Example
ალექსანდრა თოიძე დაიბადა ცნობილი მხატვრის მოსე თოიძის ოჯახში. 1924 წელს დაამთავრა თბილისის ქალთა გიმნაზია და სწავლა განაგრძო გ. პერინის საბალეტო სტუდიაში. ნ. შენგელაიას რეკომენდაციით 1929 წელს მიიწვიეს რეჟისორ ი. ჟელიაბუჟსკის ფილმ დინა-ზაზუში მთავარი როლის შემსრულებლად. 28 წლის მანძილზე რუსთაველის თეატრის სცენაზე მსახიობმა 40-მდე როლი განასახიერა. მათ შორის აღსანიშნავია კნეინა ჩიტუნია შ. დადიანის „გუშინდელნი“, გაიანე ა. სუმბათაშვილის „ღალატი“, ირინე გოდუნოვა ვ. სოლოვიოვის „დიდი ხელმწიფე“, ოტრადინა ა. ოსტროვსკის „უდანაშაულო დამნაშავე“, ეკატერინე ჭავჭავაძე მ. მრევლიშვილის „ბარათაშვილი“, დეზდემონა უ. შექსპირის „ოტელო“ და სხვა. ა. თოიძის მიერ შესრულებული დეზდემონა სამართილანადაა მიჩნეული მის შემოქმედებით მწვერვალად. იგი ღირსეულ პარტნიორობას უწევდა სცენის ისეთ დიდოსტატებს, როგორებიც იყვნენ ა. ხორავა და ა. ვასაძე.
ცისანა ტატიშვილი ცისანა ტატიშვილი პარტიები: ეთერი, მარო (ზაქარია ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“, „დაისი“), ლიზა (პეტრე ჩაიკოვსკის „პიკის ქალი“), ლეონორა, აიდა, ამნერისი, დეზდემონა, ამელია (ჯუზეპე ვერდის „ტრუბადური“, „აიდა“, „ოტელო“, „ბალ-მასკარადი“), ტოსკა (ჯაკომო პუჩინის „ტოსკა“), სანტუცა (პიეტრო მასკანის „სოფლის პატიოსნება“) ელიზავეტა, ებოლი (ჯუზეპე ვერდის „დონ კარლოსი“), სენტა, ჰერტრუდა (რიხარდ ვაგნერის „მფრინავი ჰოლანდიელი“, „ლოენგრინი“), ჯუზეპე ვერდი „რეკვიემი“, ლაურეტა (ჯაკომო პუჩინი „ჯანის კიკი“), სალომეა (რიხარდ შტრაუსის „სალომეა“) და სხვა.
გოჰარ გასპარიანი განათლება მიიღო კაიროში. 1948 წლიდან ცხოვრობს ერევანში. 1949 წლიდან ერევნის ოპერისა და ბალეტის აკადემიური თეატრის სოლისტია. ნატიფი გემოვნებით ასრულებს განსხვავებული სტილის პარტიებს, რომელთაგან აღსანიშნავია: ანუში, შუშანი (ტიგრანიანის „ანუში“, „დავით-ბეგი“), გოჰარი (სტეფანიანის „გმირი ქალი“, სსრკ სახელმწიფო პრემია, 1951), ლუჩია (დონიცეტის „ლუჩია დი ლამერმური“), ლაკმე (დელიბის „ლაკმე“), ვიოლეტა და დეზდემონა (ვერდის „ტრავიატა“, „ოტელო“), როზინა (როსინის „სევილიელი დალაქი“) და სხვა. გოჰარ გასპარიანისაკონცერტო მომღერალიც არის, გასტროლებით აქვს მოვლილი მრავალი ქვეყანა. სსრკ VII-VIII მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. სომხეთის სახელმწიფო პრემია (1964).
სერიკ შეკოიანი სწავლობდა თბილისის კინოსტუდიის კინომსახიობთა სტუდიაში. 1946 წლიდან თბილისის შაუმიანის სახელობის სომხური თეატრის მსახიობია. ამ თეატრის სცენაზე შეასრულა 100-ზე მეტი როლი, მათ შორის დეზდემონა (შექსპირის „ოტლო“), რუსუდანი (მისაშვილის „ჩაძირული ქვები“), კატარინა (შექსპირის „ჭირვეულის მორჯულება“), აქსიუმა (ოსტროვსკის „ტყე“), თამრო „გლახის ნაამბობი“ (ი. ჭავჭავაძის მიხედვით), ნინო (მ. ბარათაშვილის „ჩემი ყვავილეთი“), ანა (ავჩიანის „საიათნოვა“), თამარი (ბაბაიანის „გული გვიხმობს“), პარასკა (გალანის „სიყვარული გარიჟრაჟზე“), ელენე (ჩიჯავაძის „ვაჟიშვილები“) და სხვა როლი. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1998).
ვერა წიგნაძე იგი პირველი ინტერპრეტატორია შემდეგი პარტიებისა: კეთილი ფერია (გ. კილაძის „სინათლე“; სახელმწიფო პრემია, 1948), ირემა (დ. თორაძის „გორდა“; სახელმწიფო პრემია, 1951), ნატაშა (თორაძის „მშვიდობისათვის“), დეზდემონა (ა. მაჭავარიანის „ოტელო“), თამარი (ს. ცინცაძის „დემონი“). წიგნაძის ცეკვისათვის დამახასიათებელი იყო პოეტურობა, რომანტიკული მღელვარება, დახვეწილი ოსტატობა. მაღალი, ჰაეროვანი ნახტომი, მოძრაობის სიმსუბუქე და გამომსახველობა, კარგი სცენური გარეგნობა, რაც განსაზღვრავდა მოცეკვავის ფართო საშემსრულებლო დიაპაზონს ლირიკული, დრამატული და გმირული ხასიათის როლებში: ჟიზელი (ადანის „ჟიზელი“), ლაურენსია (კრეინის „ლაურენსია“), ოდეტა-ოდილია (ჩაიკოვსკის „გედის ტბა“), ნიკია (მინკუსის „ბაიადერა“), ავრორა (ჩაიკოვსკის „მძინარე მზეთუნახავი“), ტაო-ხოა (გლიერის „წითელი ყაყაჩო“).
ვერიკო ანჯაფარიძე ანჯაფარიძესთვის დამახასიათებელი იყო საოცარი სცენური მომხიბვლელობა, კულტურა, მგზნებარება, გულწრფელობა, მეტყველების მელოდიურობა, მაღალი პროფესიონალიზმი, გემოვნება, ღრმა ინტელექტი, ვირტუოზული ტექნიკა. ანჯაფარიძის შემოქმედებაში განვითარება ჰპოვა ქართული თეატრის რეალისტურმა და რომანტიკულმა ტრადიციებმა. ანჯაფარიძის სახელთან არის დაკავშირებული კ. მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მრავალი დადგმა. ამ თეატრში მუშაობის 60 წლის მანძილზე ანჯაფარიძემ განსაკუთრებული სცენური სახეების მთელი გალერეა შექმნა. მათ შორის: ოფელია (უ. შექსპირის „ჰამლეტი (პიესა)“), ივდითი (კ. გუცკოვის „ურიელ აკოსტა"), დეზდემონა (უ. შექსპირის „ოტელო"), ლიზი (ნ. შიუკაშვილის „სულელი"), გინატრე (შ. დადიანის „ნინოშვილის გურია"), მარგარიტა (ა.დიუმას „მარგარიტა გოტიე"), ცაბუ (შ. დადიანის „ნაპერწკლიდან"), აიშე (ი. ვაკელის „შური"), ლარისა (ა. ოსტროვსკის „უმზითვო"), ჯავარა (ვაჟა-ფშაველას „მოკვეთილი"), მაყვალა (ა. ყაზბეგის „მოძღვარი"), კლეოპატრა ( უ. შექსპირის „ანტონიოს და კლეოპატრა"), დარეჯანი (ი. მოსაშვილის „მისი ვარსკვლავი", სსრკ სახელმწიფო პრემია, 1952), გრაფინია (პ. ბომარშეს „ფიგაროს ქორწინება"), შეჰმენე ბანუ (ნ. ჰიქმეთის „ლეგენდა სიყვარულზე"), მარიამ სტიუარტი (ფ. შილერის „მარიამ სტიუარტი"), მედეა (ევრიპიდეს „მედეა"), ბებია (ა. კასონას „ხეები ზეზეურად კვდებიან"), ზეინაბი (ა. სუმბათაშვილის „ღალატი"), ფრუ ალვინგი (ჰ. იბსენის „მოჩვენებანი"), ფატი გურიელი (ა. ჩხაიძის „შთამომავლობა"), ნენი (პ. ზინდელის „გვირილა"), ლედი მაკბეთი (უ. შექსპირის „მაკბეთი"), დედოფალი (მ. მრევლიშვილის „წამება დედოფლისა"), მისის ჰიგინზი (ბ. შოუს „პიგმალიონი“) და სხვა.