Top 10 similar words or synonyms for დამამძიმებელ

ამსრულებელი    0.864091

ცენტურიული    0.859285

ხარედი    0.858374

სკოშის    0.857428

შარეულის    0.856242

მოსწავლეებით    0.855607

კარტებს    0.854809

kobairi    0.853582

სხეულებრივი    0.852481

აიაბაკას    0.852455

Top 30 analogous words or synonyms for დამამძიმებელ

Article Example
ევთანასია თუ პაციენტი განსაკუთრებულ ან დამამძიმებელ სამედიცინო მკურნალობაზე უარის თქმის შედეგად გარდაიცვალა, ეს ევთანასიის შემთხვევა არ არის.
ანდიჟანის ხოცვა-ჟლეტა დამნაშავეების სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა 20 სექტემბრიდან 12 დეკემბრამდე. პროცესი ღია იყო და მას ესწრებოდნენ გაეროს, ეუთოს, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატისა და შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წარმომადგენლები. გაასამართლეს 121 დამნაშავე, რომლებიც დაადანაშაულეს დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობაში, კონსტიტუციური წესრიგის ხელყოფაში და ა. შ. მათ მიესაჯათ 14-დან 20-წლამდე თავისუფლების აღკვეთა.
კატების მეფის საქმე ბრალდებულების პ.-ისა და ჰ.-ის ქმედებანი დაკვალიფიცირდა არა როგორც წაქეზება, არამედ როგორც დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობის მცდელობის შუალობითი ამსრულებლობა. სასამართლოს განმარტებით, მათ ქმედება "სხვისი საშუალებით" აღასრულეს. ამავე დროს მათ რ.-ისაგან განსხვავებით შეერაცხათ არა ვერაგობა, არამედ ქვენაგრძნობითი მოტივი და ორივეს სასჯელად უვადო თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ.
ექვთიმე მთაწმიდელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ექვთიმე მთაწმიდლის მოძღვრება დანაშაულის სუბიექტური მხარის შესახებ, რაც მან თავისი თარგმანის განმარტებითს ნაწილში მკვლელობის სხვადასხვა შემთხვევის განხილვისას ჩამოაყალიბა. ბრალის ძირითად ფორმად ექვთიმე მთწმინდელს განზრახვა ესახება და მისთვის დამახასიათებლად მიაჩნია "ნებსითი" დამოკიდებულება ქმედობისადმი. ზოგი მკვლელობა "განზრახვითია", ზოგი "უნებელი", მაგრამ მათი გრადაციები ბევრნაირია. ექვთიმე მთაწმიდელთან უკვე ვხვდებით გაუფრთხილებობისა და შემთხვევის ცნებათა ჩანასახს. ზოგადად დანაშაულის სუბიექტური მხარის დახასიათებისას ექვთიმე მთაწმიდელი განიხილავს ქმედობის მოტივებსაც, სახავს ბრალის შემამსუქებელსა და დამამძიმებელ გარემოებებს და ა. შ. იგი უფრო მცირე ასაკიდან აკისრებს პირს ჩადენილი დანაშაულისათვის პასუხისმგებლობას, ვიდრე ბიზანტიური სამართალი.
მცირე სჯულისკანონი მცირე სჯულისკანონი (ძვ. ქართ. მცირე რჩულისკანონი ან მცირედი რჩულისკანონი) — XI საუკუნის ქართული საეკლესიო სამართლის ძეგლი. ნათარგმნია ბერძნულიდან ექვთიმე მთაწმინდელის მიერ, თუმცა ეს არაა ზუსტი თარგმანი და მისი ბერძნული დედანი არ არსებობს. ძეგლში მოცემულია სამართლის მრავალი დარგის შესასწავლი მასალა. წარმოდგენილია სისიხლის სამართლის არაერთი ინსტიტუტი; საუბარია სხვადასხვა სახის დანაშაულზე, სასჯელზე, ბრალის დადების დამამძიმებელ და შემამსუბუქებელ გარემოებებზე და სხვა. ამ საკითხებთან დაკავშირებთ ექვთიმე მთაწმინდელი საკუტარ ახსნა–განმარტებასაც იძლევა. არ მოიპოვება ცნობები იმის შესახებ, თუ როგორ გამოიყენებოდა მცირე სჯულისკანონი საქართველოს სასამართლო პრაქტიკაში.
გერში გერში, ჭრილობა და ჭრილობის საზღაური ძველ ქართულ სამართალში. საზღაურის ოდენობა განისაზღვრებოდა ჭრილობის ხარისხის მიხედვით (მსუბუქი იყო ჭრილობა თუ მძიმე - დამაშავებელი) და დაზარალებულის "სისხლით" (ქონებრივი სასჯელით, რომელიც ინიშნებოდა დაზარალებულის სოციალური მდგომარეობის, ასაკის, სქესისა სახვა გარემოებათა გათვალისწინებით). ამის შესაბამისად გერში დამნაშავეს გადახდებოდა ან სრული "სისხლის" ან მისი ნაწილის - ნახევრის, მესამედის, მეოთხედის ან მეხუთედის ოდენობით. მხედველობაში მიიღებოდა აგრეთვე ჭრილობის ადგილი (უჩინარი და თვალსაჩინო ჭრილობა). დანაშაულის დამამძიმებელ გარემოებად ითვლებოდა და საზღაურის გადიდებას იწვევდა დაზარალებულის დაჭრა მალვით ან თავდასხმის დროს. გერში გათვალისწინებულია ბაგრატ კურაპალატის, გიორგი ბრწყინვალისა და ბექას და აღბუღას სამართლის წიგნებში.
ორსულობა საბჭოთა კანონმდებლობა ორსულ ქალებს დამატებით შეღავათებს ანიჭებს. დაუშვებელია ორსული ქალის შრომის გამოყენება ღამის და ზეგანაკვეთურ სამუშაოებზე, დასვენებისა და უქმე დღეებში, აგრეთვე მისი მორიგეობა და მივლინებაში გაგზავნა. თუ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება მავნებელია ორსული ქალის ჯანმრთელობისთვის, იგი საექიმო დასკვნის საფუძველზე უნდა გადაიყვანონ უფრო მსუბუქ სამუშაოზე და შეუნარჩუნონ წინანდელი საშუალო ხელფასი. ქალებს ორსულობის გამო ეძლევათ შვებულება 56 კალენდარული დღის ხანგრძლოვობით. ორსული ქალის სამუშაოდან დათხოვნა საერთოდ აკრძალულია; სამუშაოდან დათხოვნა დაშვებულია მხოლოდ დაწესებულების, საწარმოს, ორგანიზაციის სრული ლიკვიდაციის დროს და მაშინაც მხოლოდ ქალის სავალდებულო შრომითი მოწყობით. ორსული ქალის სამუშაოდ მიღებაზე უარის თქმა ან მისი სამუშაოდან დათხოვნა ორსულობის მოტივით დანაშაულია და ისჯება სისხლის სამართლის წესით. ორსულობა პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად ითვლება, თუ დანაშაული ჩადენილია ორსული ქალის მიმართ და, პირიქით, ორსულობა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, თუკი დანაშაულს ქალი ჩაიდენს ორსულობის დროს.
სისხლი (სამართალი) საზღაურის ოდენობა დაზარალებულის სოციალური-წოდებრივი მდგომარეობით („გვარობის სისხლი“) და დანაშაულის სიმძიმით განისაზღვრებოდა. წოდებებისა თი სოციალური ჯგუფების წარმომადგენელთა „სისხლის ფასი“ წინასწარ იყო გათვალისწინებული ჩვეულებით თუ კანონმდებლობაში. მაგ., „ძველად დადებული“ და ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნში შეტანილი „სისხლის განაჩენების“ მიხედვით, დიდებული თავადის „მთელი სიკუდილის სისხლი“ 1536, „გადიდებულის აზნაურისა“ — 192, მსახურისა — 24, გლეხკაცისა კი 12 თუმანს შეადგენდა. საერთოდ, „სისხლს“ იხდიდნენ გვარისა და ღირსების, ფეოდალურ-წოდებრივ იერაარქიაში დაკავებული ადგილის კვალობაზე — შესაბამისად „ჩინებისა მათისა... ზეიდან ქუეით ნახევრად, ანუ ქუეიდამ ზევით ერთორად“ (ვახუშტი ბატონიშვილი). „სისხლის დაურვების“ სისტემა კაზუისტიკურ პრინციპზე იყო აგებული. დანაშაულის ჩადენა შემამსუბუქებელ ან დამამძიმებელ გარემოებებში შესაბამისად ამცირებდა ან ადიდებდა საზღაურის რაოდენობას, სახელდობრ, გიორგი V ბრწყინვალის „ძეგლის დადებაში“ ვითარებისდა მიხედვით დადგენილია ორმაგი, 1, 1/2, !73, 1/4, 1/5 და 1/6 „სისხლის დაურვება“. სასაფლაოზე თავდასხმით მკვლელობისათვის დამნაშავე „სისხლს“ სამკეცად იხდიდა (ვახტანგ VI-ის სამართალი, მ. 50). ხელმწიფის მოხელის მკვლელობისა თუ დაჭრისათვის დამნაშავეს დამატებით„საჴელოს სისხლიც“ უნდა გადაეხადა. სამართლის ძეგლებში საგანგებოდაა განსაზღვრული „კაცის აგებულობის სისხლი“ ანუ ცალკეული ორგანოს დაშავების საზღაური.ორთავ თვალის (ასევე ხელების ან ფეხების) სრულიად წახდენა კაცის სიკვდილად მიიჩნეოდა და დამნაშავე „მთელ სისხლს“ იხდიდა. ფათერაკის საზღაურს „საფათერაკო სისხლი“ ერქვა. „სისხლი“, მართალია, ფულადი სახით განისაზღვრებოდა, მაგრამ მისი გადახდა პირუტყვით, სხვადასხვანაირი ნივთეულობითა და ყმა-მამულითაც შეიძლებოდა. „სისხლის“ ანგარიშში აღებულ ქონებას „ნასისხლი“ („ნასისხარი“) ეწოდებოდა. საზღაურად დაზარალებულს ზოგჯერ თვით დამნაშავეც გადაეცემოდა („ჴელთა მიცემა“).