Top 10 similar words or synonyms for დაიჭრება

დაჭრის    0.844035

დააპატიმრებენ    0.817254

ოტონის    0.813965

ხოზეს    0.810127

მომაკვდინებელ    0.809467

იხედება    0.808898

დაიღუპება    0.805548

მარცხდება    0.804747

გამოხსნას    0.798935

ახრჩობს    0.798221

Top 30 analogous words or synonyms for დაიჭრება

Article Example
დეჟა ვუ (ფილმი) დაგი სწრაფად დატოვებს კლინიკას და გაიტაცებს საწრაფო დახმარების ავტომობილს. მიდის ტერორისტის სახლში და ცდილობს გადაარჩინოს კლერს. ტერორისტი ესვრის მათ, დაგი მხარში დაიჭრება. ორმხრივი სროლისას ბუნებრივი აირის ბალონები ფეთქდება. ტერორისტი ჩათვლის, რომ დაგი და კლერი დაიღუპა და მიდის ბორნის ასაფეთქებლად.
გიიომ აპოლინერი 1916 წლის 17 მარტს იგი თავში დაიჭრება ტრანშეაში ლექსების კითხვისას და პარიზში დააბრუნებენ, სადაც ის 10 მაისამდე სამხედრო ლაზარეთში იმყოფება. ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, აპოლინერი კვლავ უბრუნდება შემოქმედებას. 1917 წელს წერს პიესას „Les Mamelles de Tirésias“ (ქვესათაურით სიურრეალისტური დრამა), ხოლო 1918 წელს კალიგრამებს აქვეყნებს.
შეშლილი მაქსი: მრისხანების გზა უკანა გზაზე, ჯოს არმიასთან დაპირისპირებაში, ფურიოსა მძიმედ დაიჭრება. ჯოს მანქანა სატვირთოს წინაა, რათა მისი სვლა შეანელოს. ფურიოსა ახერხებს ჯოს მოკვლას, რიქტუს ერექტუსი ტყუვდება ჯოს ერთ-ერთი ცოლის დახმარებისას. უკან დაბრუნებისას იღუპება ნუქსი, რომელიც სატვირთოთი ავარიას აწყობს, რათა მდევრებისთვის კანიონის გზა დაბლოკოს. მაქსი ფურიოსას მოსულიერებას სისხლის გადასხმით ცდილობს.
პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი (მიუზიკლი) კლოპინი თავისი ხალხით მიადგა პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს. ფროლო ფოებუსს უბრძანებს თავისი ხალხით იერიში მიიტანოს ტაძარზე, რათა განდევნოს იქიდან უსახლკაროთა ბრბო („L’Attaque de Notre Dame“). კლოპინის ხალხი მედგარ წინააღმდეგობას სწევს, თუმცა ვერაფერს გააწყობენ შეიარაღებულ მეომრებთან. კლოპინი სასიკვდილოდ დაიჭრება და მომაკვდავი ესმერალდას გადააბარებს თავისი რაზმის მეთაურობას. გადამწყვეტ ბრძოლაში ესმერალა თავისი მეომრებითურთ მარცხდება. დატყვევებულ ესმერალდას ფოებუსი დაუნანებლად ჩამოახრჩობინებს („Deportes“).
გლადიატორი (2000 წლის ფილმი) ამ დროისათვის რომაელების ბანაკებში მივლენ მარკუს ავრელიუსის შვილები კომოდუსი და ლუცილა. კომოდუსი ფირობს, რომ მის მოხუც მამას სურს მეფობა მას გადასცეს. არადა მარკუს ავრელიუსს სურს მეფობა მაქსიმუსს გადასცეს, რადგან მას შეუძლია დაუბრუნოს რომს ძველი დიდება. მაქსიმუსს არ სურს მეფობა მას უბრალოდ თავის ოჯხში დაბრუნება უნდა, მაგრამ მეფას პირდაპირ პასუხს არ ეტყვის და მოსაფიქრებლად დროს ითხოვს. ამ ამბის გაგების შემდაგ კომოდუსი ბალიშით გაგუდავს მამამისს და მეომრებს უბრძანებს მაქსიმუსის მოკვლას, მაგრამ გენერალი გაქცევას შესძლებს, თუმცა დაიჭრება.
ხანგრძლივი ნიშნობა მატილდე და მანეკი დანიშნულები არიან. მანეკი შეგნებულად დაიჭრება ხელში, რათა სამხედრო სამსახურისგან გათავისუფლდეს და საცოლესთან დაბრუნდეს. სავარაუდოდ სომის ბრძოლაში დაიღუპა. მის საცოლე მატილდეს მშობლები ადრე დაეღუპა და თავად კოჭლია. მატილდე ცრუმორწმუნეა და მანეკის სიცოცხლე სხვადასხვა გარემოებებზე დამოკიდებული ჰგონია. ის საქრმოს ძებნას დაიწყებს. მატილდე გაიცნობს ტინა ლომბარდის შურს იძიებს საკუთარი საყვარელის მკვლელზე. ასევე ელოდი გორდეს, რომელიც ქრმის დაჟინებული მოთხოვნით მეექვსე შვილზე სხვა კაცისგან ორსულდება, რადგან ექვსი შვილის მშობლებს ჯარიდან ათავისუფლებენ. მატილდეს ოჯახს სელესტინ პუ ეწვევა, რომელიც ფრონტზე დაღუპულების ამბავს უყვება მათ და ყველაფერს უამბობს, რაც მანეკის შესახებ იცის. საბოლოოდ მანეკი ცოცხალი აღმოჩნდება და მატილდე მას შეხვდება.
უილიამ უოლკერი უილიამმა თოთხმეტი წლის ასაკში დაასრულა ნეშვილის უნივერსიტეტი და სასწავლებლად გაემგზავრა ევროპაში. ედინბურგის, ჰაიდელბერგის, გიოტინგენისა და პარიზის უნივერსიტეტებში სწავლობდა მედიცინას. უოლკეირს ევროპაში ყოფნის დროს მოხდა 1848 წლის რევოლუცია. ამ დროის პოლიტიკურმა მოღვაწეებმა გარიბალდიმ, მაძინიმ, ფოიერბახმა, მარქსმა და ბლანკმა დიდი გავლენა მოახდინეს მისი ავანტიურისტული მისწრაფებების გაღვივებაზე. 19 წლისა იგი უკვე ფლობს პენსილვანიის უნივერსიტეტის მედიცინის ხარისხს და მცირე სამედიცინო პრაქტიკის მიღების შემდეგ ჩადის ახალ ორლეანში სამართლის შესასწავლად. ვექილად მუშაობის შემდეგ იგი ხდება თანამფლობელი და რედაქტორი გაზეთისა "ნიუ პრეანს კრესცენტ". 1949 ჩადის სან-ფრანცისკოში და მუშაობს ჟურნალისტად. მიიღებს მონაწილეობას ოთხ დუელში, ორ მათგანში კი დაიჭრება. ამ პერიოდში მოიფიქრებს გეგმას თუ როგორ დაეპყრო ლათინური ამერიკის ქვეყნები და დაეარსებინა სახელმწიფო, რომელშიც იბატონებდნენ ინგლისურად მოლაპარაკე თეთრკანიანები.
შარლ დე გოლი შარლ დე გოლი დაიბადა მორწმუნე კათოლიკეთა ოჯახში. 1912 წელს დაამთავრა სან-სიროს სამხედრო კოლეჯი. პირველი მსოფლიო ომის დაწყებისას იგი მონაწილეობს საბრძოლო მოქმედებებში და ძალიან მალე, 1914 წლის 15 აგვისტოს იგი პირველ საბრძოლო ჭრილობას იღებს და მხოლოდ ოქტომბერში ბრუნდება მწყობრში. 1915 წლის 10 მარტს იგი კვლავ დაიჭრება და გამოჯანმრთელების შემდეგ, ახალგაზრდა დე გოლი კვლავ უბრუნდება ბრძოლის ველს. 1916 წელს იგი მესამედ დაიჭრება. ამ დროისათვის ოფიციალურ პარიზს იგი უკვე გარდაცვლილად მიაჩნია, მაგრამ დე გოლი სიცოცხლეს გერმანელების ტყვეობაში აგრძელებს. 1918 წლის 11 ნოემბერს მას ტყვეობიდან ათავისუფლებენ. მეორე მსოფლიო ომის დაწყებას დე გოლი პოლკოვნიკის რანგში ხვდება. 1940 წლის 15 ივნისს იგი ემიგრაციაში მიდის დიდ ბრიტანეთში, რისი მიზეზიც გახდა მისი უთანხმოება მთავრობის წარმომადგენლებთან. დიდ ბრიტანეთში ის აყალიბებს ლეგენდარულ ორგანიზაციას "თავისუფალ საფრანგეთს". 1958 წლის 21 დეკემბერს, მრავალწლიანი უკომპრომისო პოლიტიკური ბრძოლის შემდეგ, ფრანგი ერი გენერალ შარლ დე გოლს საკუთარ ლიდერად აღიარებს და საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი ქვეყნის ბედს ანდობს ადამიანს, რომელმაც არაერთი წელი შესწირა საკუთარი ქვეყნის ინტერესებს. მისი ძალისხმევით მრავალი ფრანგული კოლონია გათავისუფლდა და მოიპოვა დამოუკიდებლობა. 1965 წელს მას ხელმეორედ ირჩევენ საფრანგეთის პრეზიდენტად. 1966 წლის 21 თებერვალს დე გოლის გადაწყვეტილებით, საფრანგეთი გამოდის ნატოს სამხედრო სტრუქტურებიდან (მაგრამ დარჩა ორგანიზაციის შემადგენლობაში) და ამ მომენტიდან ოფიციალური პარიზი აღარ ერიდება საკუთარი ანტიამერიკული პოზიციის გამოხატვას. 1968 წლის 2 მაისს საფრანგეთში იფეთქა სტუდენტთა ამბოხებამ, რომელიც ძალიან მალე სერიოზულ უწესრიგობაში გადაიზარდა. ამბოხებულებს უერთდება პროფკავშირები და საფრანგეთის მოსახლეობის გარკვეული, არც თუ მცირე რაოდენობა. 1969 წლის 28 აპრილს დე გოლი იძულებული გახდა გადამდგარიყო პრეზიდენტის პოსტიდან. შარლ დე გოლი გარდაიცვალა 1970 წლის 9 ნოემბერს.
Fallout "Fallout: New Vegas" გამოვიდა 2010 წლის 19 ნოემბერს. შემქმნელია Obsidian Entertainment-ის მიერ. თამაშის შექმნაში ასევე მონაწილეობდნენ Fallout და Fallout 2-ის შემქმნელებიც. "New Vegas" არ არის პირდაპირი გაგრძელება "Fallot 3"-სა. ის უფრო მეატად არის განცალკევებული პროდუქტი. თამაშში მოქმედება ვითარდება "Fallout 3"-ში მომხდარი მოვლენებიდან 4 წლის შემდეგ. მაგარამ "Fallout 3"-ის არცერთი პერსონაჟი არ ფიგურირებს. მთავარი პერსონაჟი არის კურიერი, რომელიც მოგზაურობს პოსტაპოკალიფტურ მოჰავეს უდაბნოში. თამაშის დაწყებისთანავე მოვლენები ვითარდება შემდეგნაირად: კურირერი დაიჭრება მაფიის ბანდის მიერ. მკვდრად მიჩნეულ კურიერს იპოვის ქალაქ გუდსპრინგსის მცველი რობოტი ვიქტორი. ვიქტორს კურიერი მიყავს ექიმ მითჩელთან, რომელიც გადაარჩენს მას. ამის შემდეგ იწყება კურიერის თავგადასავალი. იგი იწყებს იმათ ძებნას, ვინც მისი მკვლელობის მცდელობაში მიიღო მონაწილეობა. ქალაქი New Vegas არის ლას ვეგასი პოსტპოკალიფტური ინტერპრეტაცია, სადაც განთავსებულია მხოლოდ და მხოლოდ ოთხი კაზინო: "Gomorrah", "The Atomic Wrangler," "The Tops," და "Ultra-Luxe"
ტყის კაცი ტყის მცველ პავლეს ავადმყოფობით ცოლი დაეღუბა. ამის შემდეგ თავის ორ შვილთან ერთად სოფლიდან მოშორებით ტყეში დასახლდება და მუშაობას ახალი ძალებით იწყებს.დრო გადის. მისი უფროსი ვაჟი ნიკა 15 წლისაა, ხოლო გოგია - 4-ის. პავლე ერთ-ერთ ნადირობისას დათვს მოკლავს. მის ორ ბელს კი გასაზრდელად წამოიყვანს. ერთხელ გოგია გაცივდება და პავლე ნიკას ქალაქში წააყვანინებს სამკურნალოდ.გოგიას ექიმი უმკურნალებს, მაგრამ უკან დაბრუნებისას უბედურებას შეეყრებიან. გზაზე ბუღა დაედევნებათ და ნიკას დაჭრის. გოგია კი გაიქცევა, მაგრამ სიბნელეში ქვევრს ვერ დაინახავს და ჩავარდება. ნიკას ეკლესიის დარაჯი მათე ნარიკაშვილი იპოვის. პავლე ამ ამბავს მალე გაიგებს. ჩამოვა და თავის შვილს დაიტირებს, თუმცა როდესაც ბუღას დაინახავს თოფს მოიმარჯვებს და სროლას შეეცდება. იქ მყოფნი ხელს შეუშლიან და მაშინ ხანჯალს ამოიღებს და ცხოველისკენ გაექანება.ბრძოლის შემდეგ პავლე დაიჭრება, თუმცა ბუღას მაინც მოკლავს.