Top 10 similar words or synonyms for დავაკავშიროთ

demotique    0.864492

არაკოდირებადი    0.862735

ფრთოსან    0.855844

მოსწავლეებით    0.854656

იიდამი    0.854364

ტანტრულ    0.854052

ხოსროიანი    0.853503

ავალოკიტეშვარა    0.853095

თავმდაბლობას    0.853082

პიკოტის    0.851837

Top 30 analogous words or synonyms for დავაკავშიროთ

Article Example
Paranthropus robustus ვინაიდან COB 101 გაურკვეველი წარმომავლობის ნიმუშია მკვლევართა აზრით, მცდარი იქნება რომ მას პარანთროპუსების რომელიმე ინდივიდი ვუწოდოთ ან დავაკავშიროთ ავსტრალოპითეკ აფრიკანუსთან და რომელიმე ჰომოსთან.
რელიგია პრეისტორიულ ხანაში ზედა პალეოლითიდან სამარხებში უფრო მდიდრული ნივთები და ინვენტარი ჩნდება. მაგრამ ეს არ გვაძლევს იმის საფუძველს ვივარაუდოთ, რომ პალეოლითის ადამიანის რელიგიური შეხედულებები შეიცვალა. იგივე შიძლება ითქვას დაკრძალვის სხვა პრაქტიკებზეც, როგორიცაა, მეორადი დაკრძალვები, როდესაც ჯერ სხეული მთლიანად გაიხრწნებოდა და შემდეგ ძვლების დაკრძალვა ხდებოდა, ან სხეულების დაწვით დაკრძალვის პრაქტიკაში, რომელიც ნეოლითის პერიოდიდან არის შესამჩნევი. ამ ფაქტებზე დაყრდნობით შეუძლებელია დავასკვნათ სულის არსებობის რწმენის გაჩენა. ასევე შეუძლებელია სულის არსებობის რწმენის გაჩენაზე დასკვნა გავაკეთოთ არქეოლოგიური არტეფაქტების საშუალებით: სამარხებში ნივთების მრავალფეროვნების მატება და დაკრძალვის ჩვეულებების გამრავალფეროვნება რელიგიური შეხედულებების შეცვლის ნიშანი კი არ არის, არამედ ეკონომიკური მდგომარეობაში ცვლილების, ესე იგი იმ პერიოდის ადამიანის წარმოდგენით მიცვალებულს მეტი მოთხოვნილება უჩნდებოდა სიკვდილის შემდეგ, ეს მოთხოვნილებები აგრეთვე დამოკიდებულია მიცვალებულის სოციალურ სტატუსზეც სიცოცხლეში. ანალოგიები დღევანდელ ფენომენთან გვიჩვენებს, რომ შეუძლებელია გარკვეული დამარხვის რიტუალები იმქვეყნიურ წარმოდგენებთან დავაკავშიროთ, ან სხვა რელიგიურ კონცეფციასთან. მთელი სხეულის დაკრძალვის გარდა, მნიშვნელოვანი იყო სამარხში სხეულის სხვადასხვა ნაწილების განთავსება, განსაკუთრებით კი თავის ქალის. შუა პალეოლითში დადასტურებულია თავის ქალის რიტუალური განლაგება სამარხში. თუმცა უფრო ადრინდელ პერიოდშიც უნახავთ ადამიანის თავის ქალისა და კიდურების ძვლების რიტუალური ნამარხები (მაგალითად, პეკინელი ადამიანების ნამარხში). შეუძლებელია ამ ფაქტის ერთგვაროვნად ინტერპრეტირება ეს თავის ქალის კულტის შედეგია თუ თავის ქალებზე მონადირეების კვალი. დღესაც კი შემგროვებელ და მონადირეთა საზოგადოებებს აქვთ ჩვეულება მიცვალებულთა სხეულის ნაწილების (თავის ქალების) შენახვისა, დროის საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში და ზოგჯერ ამ ნაწილების გადატანისა ტომის გადაადგილებასთან ერთად. როგორც შეიმჩნევა ასეთივე პრაქტიკა არსებობდა ზედა პალეოლითსა და უფრო გვიანდელ პერიოდში, თუმცა ეს ფაქტიც კი არ გვაძლევს საშუალებას, ვივარაუდოთ, რომ ამ დროს უკვე არსებობდა წინაპართა კულტი.
ლაკანდონები ღვთაებებს, როგორიცაა კ’აკოჩი, ღმერთი რომელსაც მიაწერენ დედამიწის შექმნას, მზე და სხვა ღმერთებს (რომლებიც მოდიან ბაკ ნიკტე’-დან ან ყვავილიდან სახელად პლუმერია რუბრა), არაფერი არ აქვთ საერთო რაიმე ადამიანურთან. სუკუნკიუმი ღმერთია, რომელმაც თქვა რომ იგი პირველია, ვინც პლუმერიის ყვავილიდან გადმოვიდა, დაკისრებული აქვს როგორც ადამიანთა სულების განსჯა, აგრეთვე მზეზე ზრუნვა (როდესაც იგი დასავლეთში ჩავა და გაქრება) და მთვარეზე ზრუნვა მთელი დღის განმავლობაში. ჰაჩაკიუმი საკუნკიუმის უმცროსი ძმაა და ამავდროულად ყველაზე მნიშვნელოვანი ღვთაებაც, რადგან სწორედ მან შექმნა ჯუნგლები, ცხოველები ქალი და კაცი (ამისთვის მას თავისი ცოლის დახმარებაც დასჭირდა). ჰაჩაკიუმის შემდგომ თაობაში იყვნენ სხვადასხვა მედიტირებადი ღმერთები, როგორიცაა მისი შვილი ტუუბი და მისი სიძე აჰ კინ ჩობი. მენსაბაკი არის წვიმის ღმერთი და როგორც ჯუნგლებში მცხოვრები ხალხისთვის ლაკანონთათვის იგი ძალიან მნიშვნელოვანია. მენსაბაკი შეგვიძლია დავაკავშიროთ მაიას ტომის ღმერთთან იუმ ჩაკ-თან, აგრეთვე წვიმის ღმერთთან. აღსანიშნავია, რომ ამ ტომში არ გვხვდება სიმინდის ღმერთი, რომელიც თითქმის ყველა მაიას წარმომავლობის ჯგუფშია. აგრეთვე არიან ღმერთები რომლებიც დაკავშირებულნი არიან ჭექა-ქუხილთან და ელვასთან (ჰაჰანუკ’უჰ), მიწისძვრებთან (კისინი), ომთან და დაავადებებთან (აკ კ’აკ’-ი) და შედარებით გვიან გაჩენილი აკიანთო, უცხოელების ღმერთი. ეს ღმერთი აღწერილია როგორც ღია ფერის კანის ღმერთი, რომელსაც ქუდი ახურავს და თან დააქვს ცეცხლსასროლი იარაღი. აკიანთო პასუხისმგებელია ვაჭრობაზე, მედიცინაზე, დაავადებებზე, ზოგიერთ ცხოველზე (მაგალითად ცხენებზე), მეტალის ნივთებზე და აგრეთვე ჰყავს შვილი სახელად ჰესუკლისტოსი (იესო ქრისტე) რომელიც უცხოელების ღმერთია. ამით კარგადაა გამოხატული ლაკანდონების კულტურული ადაპტაციის შესაძლებლობა, თუ როგორ უდგებიან ისინი რაიმე ახალს, თუნდაც ახალ ღმერთებს და მსოფლმხედველობას. ისინი აღიარებენ, რომ ჰესუკლისტოსი ღმერთია, თუმცა არ თვლიან მას თაყვანისცემის ღირსად, რადგან იგი მეორეხარისხოვან ღმერთად მიაჩნიათ.