Top 10 similar words or synonyms for დადაბლებას

არაჰომოლოგიურ    0.859176

გორკისა    0.848481

ბილიკებს    0.844236

თიმინს    0.841685

ფიქლებს    0.841475

ამოწეულ    0.836143

ქვიშებს    0.835865

პრიმატებს    0.832536

განსხვავებაც    0.832409

ნშანის    0.828843

Top 30 analogous words or synonyms for დადაბლებას

Your secret weapon. Online courses as low as $11.99

Article Example
ბემოლი (მუსიკა) ბემოლი (), ნიშანი formula_1 , რომელიც მიუთითებს მუსიკალური ბგერის სიმაღლის ნახევარი ტონით დადაბლებას (ალტერაცია).
უღელტეხილი უღელტეხილი — ქედის ან მთის მასივის გადასასვლელად მოხერხებული ყველაზე დაბალი ადგილი. წარმოადგენს თხემის დადაბლებას, რომელიც ემსახურება ერთი პუნქტიდან (მაგ., ხეობიდან) მეორე პუნქტზე (მაგ., მეზობელ ხეობაში) გადასვლას. უღელტეხილზე შეიძლება გადიოდეს: საფეხთმავლო, საავტომობილო და იშვიათად სარკინიგზო გზები. საფეხთმავლოს მიეკუთვნება სასაპალნე და საჭაპანო გზები.
რელიეფი ტექტონიკური მოძრაობა ორგვარია — დადებითი და უარყოფითი. დადებითი მოძრაობების (აზევების) სიჭარბე, გარეგანი ძალების მოქმედებასთან შედარებით, იწვევს რელიეფის ამაღლებას და დენუდაციის გაძლიერებას. ასეთ მოძრაობას უმთავრესად განიცდიან ახალგაზრდა მთები (მაგ.: კავკასიონი, ჰიმალაი, პამირი). ნგრევითი პროცესის სიჭარბე იწვევს რელიეფის დადაბლებას, ეროზიული და დენუდაციური პროცესების შენელებას. უარყოფითი მოძრაობის (ტექტონიკური დაძირვის) დროს ძლიერდება ჩამორეცხილი მასალის დალექვა, აკუმულაცია. რელიეფის ფორმირებაში აქტიურად მონაწილეობს აგრეთვე ადამიანი (ანთროპოგენური რელიეფი).
ულან-უდე ულან-უდე () — ქალაქი რუსეთში. ბურიატეთის დედაქალაქი. აღმოსავლეთ ციმბირის მსხვილი სამრეწველო ცენტრი. 2012 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქში ცხოვრობს 411 646 ადამიანი. მდებარეობს მთათაშორის ქვაბულში, მდინარე სელენგის მარჯვენა ნაპირზე, მდინარე უდის შესართავთან, ბაიკალის ტბიდან 130 კილომეტრში. ქვაბული წარმოადგენს ფართო დადაბლებას, რომელიც გადაჭიმულია სამხრეთ-დასავლეთიდან ჩრდილოეთ-აღმოსავლეთისაკენ და ჩრდილოეთ-დასავლეთიდან შემოსაზღრულია ხამარ-დაბანისა და ულან-ბურგასის შტოქედებით, ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთიდან — ცაგან-დაბანის ქედით. ხამარ-დაბანის მთისწინა მთები შემოგარენში 1114 მ აბსოლუტურ სიმაღლეს აღწევს. ულან-ბურგასისთვის დამახასიათებელია საშუალომთიანი რელიეფი (800-1000 მ). ქალაქის სიმაღლებრივი ნიშნულები 500-800 მ ფარგლებში მერყეობს. მრავალგვარია ნიადაგური საფარი. ქალაქის ტერიტორია მოქცეულია ზომიერ კლიმატურ ზონაში. ჰავა მკვეთრად კონტინენტურია. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა −0,1 °C უდრის. წლის ყველაზე თბილი თვეა ივლისი (+35,8 °C), ყველაზე ცივი — იანვარი (−35,4 °C).
შუა დუნაის დაბლობი წარმოადგენს მთათაშორის ტექტონიკურ დადაბლებას, რომელსაც გარს აკრავს ალპები, კარპატები, დინარის მთები და აღმოსავლეთ სერბეთის მთები. აგებულია ნეოგენური კირქვებით, ქვიშაქვებითა და თიხებით, რომლებიც პლეისტოცენში ლიოსებით, ლიოსური თიხნარებით, ეოლური ქვიშებითა და ალუვიური ნალექებით დაიფარა. სიმაღლე 100-200 მ. ზედაპირი ბრტყელია (ალფელდი, დუნაის აღმოსავლეთით) ან ოდნავ ბორცვიანი (დუნანტული, დუნაის დასავლეთით), სადაც აღმართულია ცალკეული იზოლირებული საშუალო სიმაღლის მთები (სიმაღლე 757 მ-მდე). ჩრდილოეთ-დასავლეთ ნაწილია კიშალფელდი. შუა დუნაის ვაკეში შედის აგრეთვე ზაგრების აუზი და სავისა და დრავის ხეობები. შუა დუნაის ვაკეზე მდებარეობს ბალატონის ტბა. არის ბოქსიტების, ნავთობის, ბუნებრივი აირის, მურა ნახშირის საბადოები. ჰავა ზომიერად კონტინენტურია. იანვრის საშუალო ტემპერატურა -1, -2 °C, ივლისის 20-22 °C, ნალექები 500-600 მმ წელიწადში, მთაში 900 მმ-მდე. განვითარებულია შავმიწები და ალუვიური ნიადაგები.
შავი ზღვა შავი ზღვის დონე საშუალოდ 53 სმ-ით მაღალია მარმარილოს ზღვის დონეზე. გაზაფხულზე როდესაც მოედინება მდინარეული წყლების მნიშვნელოვანი რაოდენობა შავი ზღვის დონე მატულობს, კლებულობს მარილიანობა, იზრდება შავი ზღვის წყლების ჩამონადენი მარმარილოს ზღვაში. საპირისპირო ეფექტი აღინიშნება შემოდგომის ბოლოს, როდესაც კლებულობს დუნაის ჩამონადენი. პირდაპირი დამოკიდებულება დუნაისა და შავი ზღვის დონეებს შორის დრო და დრო ირღვევა, როდესაც ქრის ხანგრძლივი ქარი. ზღვაზე დონის დიდი რყევა ხდება ერთკვანძიანი და ორკვანძიანი ვერტიკალური ტალღების შედეგად. შავი ზღვის სადღეღამისო დონის რყევა მეტაც მცირეა. მზის მოქცევის სიმაღლე საშუალოდ შეადგენს 4 სმ, მზისა და მთვარისა — დაახლოებით 9 სმ. ზაფხულში დონის სადღეღამისო რყევა ბრიზების გავლენის გამო საკმაოდ დიდია. სანაპირო სადგურებზე დაკვირვებებმა უჩვენა, რომ შავი ზღვის დონეს აქვს მატების საერთო ტენდენცია. ვარნის ყურის რაიონში დონის მატება მრავაწლიურ ასპექტში შეადგენს დაახლოებით 2 მმ წელიწადში. ასეთი ტენდენცია გამოხატავს შავი ზღვის ნაპირების მნიშვნელოვანი ნაწილის საერთო დადაბლებას, თუმცა განსაზღვრული მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს პოლარული ყინულების დნობის შედეგად გამოწვეულ მსოფლიო ოკეანის დონის მატებასაც.
ჩერსკის მთაგრეხილი ჩერსკის მთაგრეხილი — მთათა სისტემა აზიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, რუსეთის ფედერაციის იაკუტიის რესპუბლიკაში და მაგადანის ოლქში. გადაჭიმულია 1500 კმ-ზე. მდებარეობს იანა-ოიმიაკონის მთიანეთსა და მომა-სელენიახის მთათაშორის დადაბლებას შორის. მთავარი ქედებია:ხადარნაია, ტას-ხაიახტახი, ჩემალგინის, კურუნდია, ჩიბაგალახის, ბორონგი და სხვა. უმაღლესი წერტილია პობედა, 3147 მ (ულახან-ჩისტაის ქედზე). ჩერსკის მთაგრეხილი მეზოზოური დანაოჭების მთაგრეხილია:აგებულია პალეოზოური კარბონატული ქანებით, კიდეები - პერმული, ტრიასული და იურული ფიქლებით, ქვიშებითა და ალევროლიტებით. გვხვდება დიდი ინტრუზივებიც, რომლებთანაც დაკავშირებულია ოქროს, კალისა და სხვა წიაღისეულის საბადოები. ჰორსტული ქედები ერთმანეთისაგან გამოყოფილია გრაბენული ღრმულებით. წარბობს საშუალო სიმაღლის მთები, რომელთა თხემურ ნაწილში ალპური რელიეფია. არის თანამედროვე გამყინვარება (ფართობი 157 კმ). ჰავა მკვეთრად კონტინენტურია, მკაცრი. იანვრის საშუალო ტემპერატურა -34-40°-მდეა. ჩადაბლებულ ადგილებში -60°-მდე. ზაფხული ხანმოკლეა და გრილი. ივლისის საშუალო ტემპერატურა მთაში 3°, ბარში კი 12-13°. ნალექები 300-700 მმ-მდე წელიწადში. ნალექები მეტწილად ზაფხულში მოდის. განვითარებულია მარადი მზრალობა. მდინარეები აჩენენ ვიწროანტეცედენტურ ხეობებს. მთათაშუა ქვაბულებში ხეობები განივრდება და ადგილ-ადგილ დაჭაობებულია. ხეობების ძირზე ხარობს ჭალის ტყეები - ალვის ხე, ჩოზენი, მთის კალთებზე 250-300 მეტრამდე (ჩრდილოეთით) და 700-1100 მეტრამდე (სამხრეთით) ლარიქსის მეჩხერი ტყეებია. ტერიტორიის თითქმის 80 % უჭირავს ქვის, მღიერეებიან და ბუჩქოვან ტუნდრას, ქონდარა ფიჭვის რაყებს. მაღალი მთის თხემურ ნაწილში ცივი, ქვიანი უდაბნოა. 1926 წელს აღმოაჩინა ი. ობრუჩევმა. სახელი ეწოდა ციმბირის ცნობილი მკვლევარის ივანე ჩერსკის პატივსაცემად.