Top 10 similar words or synonyms for დაგომისის

ვერენინგის    0.851244

გრინჰატი    0.843254

ჰელეტი    0.840745

veto    0.836746

შინდაგორიძე    0.833109

ღოღეთის    0.832163

ნაცუმე    0.831581

სტრესთან    0.831566

linderhof    0.830564

მაჩაკა    0.830181

Top 30 analogous words or synonyms for დაგომისის

Article Example
დაგომისის შეთანხმება დაგომისის შეთანხმება, "სოჭის შეთანხმება" — შეთანხმება ქართულ-ოსური კონფლიქტის მოწესრიგების პრინციპების შესახებ. მიირეს 1992 წლის 24 ივნისს სოჭში. შედგება შესავლისა და 6 მუხლისაგან. დაგომისის შეთანხმება მიღწეულ იქნა საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის, ედუარდ შევარდნაძისა და რუსეთის ფედერციის პრეზიდენტის ბორის ელცინის დაგომისში სამუშაო შეხვედრის შედეგად. შეთანხმების დადების მომენტიდან მხარეები კისრულობდნენ ვალდებულებას, განეხორციელებინათ ყველა ღონისძიება, რათა 1992 წლის 28 ივნისისათვის შეწყვეტილიყო შეიარაღებული შეტაკებები და ცეცხლის შეწყვეტის მომენტიდან 3 დღე-ღამის განმავლობაში გაეყვანათ შეიარაღებული ფორმირებანი შეხების ხაზის მიმდებარე დერეფნის შექმნის მიზნით.
დაგომისის შეთანხმება კონფლიქტში რუსეთის შეიარარებული ძალების ჩართვის გამორიცხვის მიზნით, რუსეთის მხარეს 20 დღის განმავლობაში უნდა გაეყვანა ცხინვალის რაიონში დისლოცირებული 37-ე ინჟინერ-მესანგრეთა და 292-ე საბრძოლო ვერტმფრენთა პოლკები.
დაგომისის შეთანხმება აღნიშნულ ზონაში კონფლიქიტის მხარეების მონაწილეობით უნდა შექმნილიყო შერეული საკონტროლო კომისია, კომისიასთან კი - მეთვალყურეთა შერეული ჯგუფები. საკონტროლო კომისიასთან შეიქმნა შერეული ძალები მშვიდობის დამყარების და მართლწესრიგის დაცვის მიზნით.
დაგომისის შეთანხმება დაგომისის შეთანხმება ძალაში შევიდა ხელმოწერის მომენტიდან. 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიის შედეგად იმავე წლის 1 სექტემბერს საქართველომ შეწყვიტა დაგომისის შეთანხმების მოქმედება.