Top 10 similar words or synonyms for გრანიკოსის

ბრუსილოვის    0.826162

ჩალდირანის    0.813865

აზაზის    0.808140

სიმბას    0.805039

კავალერიამ    0.800256

ავარაირის    0.798864

ისოსის    0.798338

თერმოპილეს    0.796766

ერწუხის    0.795430

ანგორის    0.794960

Top 30 analogous words or synonyms for გრანიკოსის

Article Example
გრანიკოსის ბრძოლა მაკედონელების შემდეგი შეტევა ისევ მარჯვენა ფლანგიდან დაიწყო. ამჯერად შეტევას ალექსანდრე თვითონ წარუძღვა. მან მთელი მარჯვენა ფლანგით სპარსელების მარცხენა ფრთაზე მიიტანა შეტევა, სადაც იმ დროს თავმოყრილნი იყვნენ სპარსელი მეთაურების და სატრაპების უმეტესობა.მოწინააღმდეგეთა შორის ხელჩართული, პოზიციური ბრძოლა გაიმართა და იმის მიუხედავად, რომ ერთმანეთს მხედრები ებრძოდნენ, შეტაკება ქვეითებისას უფრო გავდა. მაკედონელები ცდილობდნენ, რაც შეიძლება შორს შესულიყვნენ სანაპიროზე და დანარჩენებისთვის გაეადვილებინათ მდინარის ფონზე გადმოსვლა. სპარსელები პირიქით ცდილობდნენ მაკედონელები უკუეგდოთ და მდინარეში გადაეყარათ. ამ ბრძოლის დროს ალექსანდრემ დახოცა სპარსელი მეთაურები:მითრიდატე და როსაკესი. ამ უკანასკნელის ძმა, სპითრიდატესი კი კლიტოს შავმა გამოასალმა სიცოცხლეს მაშინ, როდესაც მას უკვე აღმართული ჰქონდა მახვილი ალექსანდრეზე.↑
გრანიკოსის ბრძოლა სპარსელების მარჯვენა ფრთამ იერიში მიიტანა პარმენიონის კავალერიაზე, რომელიც მაკედონელების მარცხენა ფლანგზე იყო განლაგებული, თუმცა ბერძენმა და თესალიელმა მხედრებმა შეტევა უკუაგდეს და საპასუხოდ თვითონ დაიწყეს მდინარის გადალახვა.
გრანიკოსის ბრძოლა 5,000-იანი ბერძნული შენაერთი მთლიანად განადგურდა, რადგან ალექსანდრემ მათი გარშემორტყმა შეძლო და გასაქცევი არ დაუტოვა. 3,000 მებრძოლი დაიღუპა ან მძიმედ დაიჭრა, 2,000 კი დაატყვევეს.
გრანიკოსის ბრძოლა თავდაპირველად ალექსანდრემ მცირე აზიაში ბერძნული ქალაქების განთავისუფლება დაიწყო. სპარსელები დიდი ხანი იგნორირებას უწევდნენ მაკედონიის არმიის მოქმედებას, თუმცა შემდეგ სასწრაფოდ შეიკრიბა საბჭო საბრძოლო გეგმის შესადგენად ქალაქ ზელეაში. კრებას ესწრებოდნენ არსამესი, რეომითრესი, პეტინესი, ნიფატესი, სპითრიდატესი, მემნონ როდოსელი და სხვა მეთაურები. მათ შორის საუკეთესო იყო დაქირავებული ბერძენის, მემნონ როდოსელის გეგმა. მისი გეგმის მიხედვით, სპარსელებს გადამწყვეტი ბრძოლისთვის თავი უნდა აერიდებინათ და ომი უნდა გაეჭიანურებინათ, უკანდახევისას კი მტრისთვის არმიის მომარაგება გაერთულებინათ. ამავე დროს თავიანთი სახმელეთო და საზღვაო ძალები მაკედონიისკენ უნდა გადაესროლათ და ომი აზიიდან ევროპაში გადაეტანათ. თუმცა სპარსელმა მეთაურებმა ეს გეგმა არ მოიწონეს. მათ გადაწყვიტეს ალექსანდრესთან ბრძოლა გაემართათ. ორი არმია ერთმანეთს მდინარე გრანიკოსთან შეხვდა.
გრანიკოსის ბრძოლა მემნონ როდოსელი და სატრაპი არსამესი თავიანთი კავალერიით სათავეში ჩაუდგნენ მარცხენა ფლანგს. მათ გვერდით განლაგებული იყვნენ პაფლაგონიელი მხედრები არსიტესის მეთაურობით. შემდეგ მოდიოდა იონიის სატრაპი სპითრობატესი, რომლის განკარგულებაშიც იყვნენ ჰირკანიელი კავალერისტები. მარჯვენა ფლანგზე განლაგებულები იყვნენ 1,000 მედელი, რეომითრესის 2,000 კავალერისტი და დაახლოებით ამდენივე ბახტრიელი. ცენტრი კი დაკავებული ჰქონდათ სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლებს. კავალერიის უკან განლაგებული იყვნენ დაქირავებული ბერძნები, რომელსაც სპარსი მეთაური ომარი მეთაურობდა