Top 10 similar words or synonyms for გოგორიშვილი

ქუჩუკაშვილი    0.966767

ბალაძე    0.966123

კორძაძე    0.962251

ნატრიაშვილი    0.961514

ჩადუნელი    0.959148

ჩუგუაშვილი    0.955624

ფილფანი    0.954314

დუგლაძე    0.953522

გიგოლა    0.952587

ჩრდილელი    0.952307

Top 30 analogous words or synonyms for გოგორიშვილი

Article Example
დაუთბეგ გოგორიშვილი დაუთბეგ გოგორიშვილი (გ. 1626), სამცხის ფეოდალი, გიორგი სააკაძის მომხრე. მასთან ერთად იყო ბაზალეთის ბრძოლაში. ვინაიდან სააკაძეს არ უნდოდა პირადი მონაწილეობა მიეღო ძმათა შორის სისხლისღვრაში, გოგორიშვილმა ჩაიცვა მისი კურტაკი, შეჯდა მისსავე ცხენზე და სააკაძის სახელით ბრძოლაში შეიჭრა. მან არევ-დარევა შეიტანა მოწინააღმდეგის რაზმში, მაგრამ თვითონაც დაიღუპა - ზურაბ არაგვის ერისთავმა მოკლა ორთაბრძოლაში.
თავისუფალი თეატრი „თავისუფალი თეატრის“ მსახიობები არიან: სლავა ნათენაძე, აპოლონ კუბლაშვილი, კახა მიქიაშვილი, ბუბა გოგორიშვილი, თიკო კორძაძე, ჯაბა კილაძე, მაია დობორჯგინიძე, მამუკა მუმლაძე, ქეთა ლორთქიფანიძე, მიხეილ არჯევანიძე, სანდრო მარგალიტაშვილი, თამუნა ნიკოლაძე და სხვები. თეატრის ერთ-ერთი ცნობილი მსახიობი იყო ნიკო გომელაური.
კალისტრატე (კათოლიკოს-პატრიარქი) კალისტრატე (ბიჭიკო) მიხეილის ძე ცინცაძე 1866 წლის 12 აპრილს ქუთაისის გუბერნიის სოფელ ტობანიერში (ამჟამინდელი ვანის მუნიციპალიტეტი), სასულიერო პირის ოჯახში დაიბადა. მისი მშობლები იყვნენ: მამა — მღვდელი მიხეილი და დედა — ეკატერინე გოგორიშვილი. მიხეილ ცინცაძეს განათლება მიღებული ჰქონდა ჯრუჭის მონასტერში მიტროპოლიტ დავით წერეთლის კარზე.
გურიის აჯანყება აგვისტოში, აჯანყების აღმავლობის პერიოდში თავადაზნაურობა აქტიურად ჩაება მოძრაობაში და ცდილობდა იგი საკუთარი მიზნებისათვის გამოეყენებინა. აჯანყების საერთო ხელმძღვანელები გახდნენ თავადები ამბაკო შალიკაშვილი და დავით გუგუნავა. აჯანყებაში მონაწილეობდნენ აგრეთვე აზნაურები: აბესა ბოლქვაძე, სიმონ გოგორიშვილი, ქაიხოსრო გუგუნავა, ათარმიზა თოიძე, ლევან, გოჯასპირ და სიმონ ჭყონიები, სიმონ და გოგია ქარცივაძეები და სხვა. ბრძოლებში დაიღუპნენ სიმონ ჭყონია, ქაიხოსრო გუგუნავა და აბესა ბოლქვაძე. გურიის აჯანყებაში ჩართული იყო ქობულეთის ყოფილი ბეგი, ოსმალეთის იმპერიის ქვეშევრდომი ჰასან-ბეგ თავდგირიძეც, რომელიც ვერ ურიგდებოდა გურიაში რუსეთის გაბატონებას და მის წინააღმდეგ მიმართულ ყოველგვარ მოძრაობას აქტიურად ეხმარებოდა. იგი აჯანყებულებს ეხმარებოდა ტყვია-წამლის შოვნაში, მაგრამ კავკასიის მმართველობის კატეგორიული მოთხოვნით იძულებული გახდა ადრეულ ეტაპზევე ჩამოშორებოდა აჯანყებას და არ მიეღო მასში უშუალო მონაწილეობა. როდესაც აჯანყებამ აშკარად ანტიბატონყმური ხასიათი მიიღო, თავადების უმრავლესობა მთავრობას მიემხრო (დ. გუგუნავა და სხვა) და მხოლოდ მცირე ნაწილი დარჩა აჯანყების ერთგული (ა. შალიკაშვილი და სხვა).
ბაზალეთის ბრძოლა ბაზალეთის ბრძოლა 1626 — ბრძოლა ქართლ-კახეთის მეფის თეიმურაზ I-ისა და გიორგი სააკაძის ლაშქარს შორის. სააკაძის მისწრაფებამ ქვეყნის გაერთიანებისა და თავადთა თვითნებობის ალაგმვისაკენ, ამ უკანასკნელთა უკმაყოფილება გამოიწვია. მათ შეძლეს მტრობა ჩამოეგდოთ გიორგი სააკაძესა და თეიმურაზ I-ს შორის, რომელსაც არ მოსწონდა დიდი მოურავის დამოუკიდებელი ურთიერთობა ოსმალეთის სულთანთან და დასავლეთ საქართველოს მეფე-მთავრებთან. ქართლში მომხდარი განხეთქილების გამოყენება სცადა ირანის შაჰმა აბას I-მა და თეიმურაზ I-ს შერიგება შესთავაზა. ამ გარემოებამ კიდევ უფრო გაამწვავა ურთიერთობა თეიმურაზსა და სააკაძეს შორის. 1626 წლის ზაფხულის დამლევს თეიმურაზი კახეთში გადავიდა, მას თან გადაჰყვა ქართლის დიდ ფეოდალთა ერთი ნაწილი, მათ შორის სააკაძის ცოლისძმა ზურაბ არაგვის ერისთავი და იოთამ ამილახვარი. სააკაძის მხარეზე დარჩნენ ქართლის გამგებელი ქაიხოსრო მუხრანბატონი, სააკაძის სიძე იესე ქსნის ერისთავი და ქართლის სამეფო აზნაურების დიდი ნაწილი. ქართლის ფეოდალთა ერთი ჯგუფი, რომელიც სიმონ II-ს ერთგულობდა, ბრძოლაში არ მონაწილეობდა. სააკაძემ იმერეთის მეფე გიორგი III-ს შესთავაზა მისი ვაჟიშვილის ალექსანდრე III-ის ქართლში გამეფება. გამარჯვების შემთხვევაში ალექსანდრე ქართლ-კახეთის მეფე და იმერეთის ტახტის მემკვიდრე იქნებოდა. ეს საქართველოს გაერთიანების საფუძველს შექმნიდა. გიორგი III-მ წინადადება მიიღო და დამხმარე ჯარიც გამოუგზავნა. სააკაძეს ოსმალეთის სულთნის ნებართვით სამცხედანაც მოუვიდა დამხმარე ჯარი. ბრძოლა გვიან შემოდგომაზე, ბაზალეთის ტბასთან გაიმართა. ცუდ ამინდში შორი გზით მოსულ სააკაძის ჯარს არახელსაყრელ პირობებში მოუხდა ბრძოლა. სააკაძემ ერთხანს ბრძოლაში პირადი მონაწილეობა არ მიიღო. გიორგის ცხენზე დავით (დაუთ-ბეგი) გოგორიშვილი შეჯდა და მისი სახელით ბრძოლაში შეიჭრა. იგი ზურაბ ერისთავმა მოკლა. ხმა გავარდა, სააკაძე მოკლესო. გიორგი იძულებული გახდა ბრძოლაში ჩაბმულიყო. სასტიკ შეტაკებაში მრავალი დაიხოცა და დაიჭრა (დაჭრილებს შორის იყვნენ გ. სააკაძე, თეიმურაზ I და ზურაბ ერისთავი). ბრძოლა თეიმურაზ I-სა და ზურაბის გამარჯვებით დამთავრდა, რაც დიდ ფეოდალთა გამარჯვებას მოასწავებდა.