Top 10 similar words or synonyms for გოგოლაშვილი

ინწკირველი    0.947765

გეწაძე    0.944879

მოდებაძე    0.942089

თოხაძე    0.939946

დობორჯგინიძე    0.939535

ზაუტაშვილი    0.939470

ჯინორია    0.938822

ხუსკივაძე    0.937820

ტაკიძე    0.937409

გველესიანი    0.937351

Top 30 analogous words or synonyms for გოგოლაშვილი

Article Example
შოთა გოგოლაშვილი 1956 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია.
შოთა გოგოლაშვილი შოთა გოგოლაშვილი (დ. 28 მაისი, 1927, თბილისი; გ. 28 იანვარი, 2007) — ქართველი მხატვარი, კინოს მხატვარი, ფერმწერი, გრაფიკოსი.
შოთა გოგოლაშვილი 1970 წელს მიანიჭეს საქართველოს დამსახურებული მხატვრის წოდება.
შოთა გოგოლაშვილი 1957 წლიდან იყო კონოსტუდია „ქართული ფილმის“ მხატვარი; გააფორმა ფილმები: „ხევსურული ბალადა“ (1965), „მალე გაზაფული მოვა“ (1967), „დიდოსტატის მარჯვენა“ (კ. ხუციშვილთან ერთად, 1969), „წუთისოფელი“ (1971), „ივანე კოტორაშვილის ამბავი“ (1974), „მოხეტიალე რაინდები“ (1975), „წინაპართა მიწა“ (1979); „ფესვები“ (1986). მისი დაზგური ნამუშევრებია: „წისქვილი“ (1986, საქართველოს ეროვნული გალერეა), „გზა“ (1985, ა. პუშკინის სახელობის სახელმწიფო ხელოვნების მუზეუმი, მოსკოვი), „სვანეთი“ (1986, ა. პუშკინის სახელობის სახელმწიფო ხელოვნების მუზეუმი, მოსკოვი).
სენაკის სათავადაზნაურო სასწავლებელი სენაკის სათავადაზნაურო სასწავლებელი — „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ მიერ 1884 წელს დაარსებული ქუთაისის ქართველ სათავადაზნაურო სკოლის ფილიალი. შემდეგ დამოუკიდებელი ქართული 2-კლასიანი მოსამზადებელი სასწავლებელი გახდა. სასწავლებლის დაარსების იდეა 1873 წელს წამოაყენა აკაკი წერეთელმა. სკოლას დამხარებასა და ინსპექციას უწევდნენ ი. გოგებაშვილი, ლ. ბოცვაძე, ნ. ცხვედაძე, ე. თაყაიშვილი, გ. იოსელიანი და სხვები.პირველი გამგე იყო ს. ყიფიანი.სხვადასხვა დროს მოღვაწეობდნენ ცნობილი პედაგოგები: ა. წითლაძე, დ. ოყრეშიძე-თომაშვილი, პ. ლორთქიფანიძე, გ. ბოკერია, ი. გოგოლაშვილი, ი. ნიკოლაიშვილი, ნ. ჯანაშია, ი. რამიშვილი, ი.გომელაური, ა. შუბლაძე, რ. გამსახურდია და სხვები.
ქართული ენის ეროვნული კორპუსი აღნიშნული პროექტების განხორციელებაში მონაწილეობას იღებდა 200-ზე მეტი ქართველი მეცნიერი და ახალგაზრდა თაობის წარმომადგენელი საქართველოს სხვადასხვა კვლევითი და სასწავლო დაწესებულებებიდან. მათ შორის იყვნენ მზ. შანიძე, თ. გამყრელიძე, ზ. ალექსიძე, ზ. სარჯველაძე, ვ. იმნაიშვილი, დ. მელიქიშვილი, თ. უთურგაიძე, ი. ჩანტლაძე, გ. გოგოლაშვილი, დ. თვალთვაძე, ა. ხარანაული, ქ. დათუკიშვილი, ნ. ჭუმბურიძე, ნ. ლოლაძე, მ. ბაბუხადია, ნ. დობორჯგინიძე, მ. მაჩხანელი, ნ. შარაშენიძე, კ. გაბუნია, ჭ. ქირია, ლ. ეზუგბაია, რ. ქურდაძე, მ. მანჯგალაძე, მ. საღლიანი, რ. იოსელიანი, ქ. მარგიანი, ე. გიუნაშვილი, მ. მაჩხანელი, ტ. სიხარულიძე, რ. აბაშია, ლ. ქაროსანიძე, თ. ლომთაძე, დ. ჩიტუნაშვილი, თ. აბაშიძე, ხ. თოდუა, ბ. თოფურია, ვ. კვანტრიშვილი, გ. ალექსიძე, გ. შაბაშვილი, ლ. ციხელაშვილი, ნ. დანელია და სხვ.
ბედი ქართლისა (ჟურნალი) ჟურნალი გამოდიოდა საფრანგეთის სამეცნიერო კვლევის ეროვნული ცენტრის დახმარებით. „ბედი ქართლისამ“ თავის გარშემო შემოიკრიბა უცხოეთში მოღვაწე ქართველოლოგები; „ბედი ქართლისაში“ იბეჭდებოდა აგრეთვე ქართველი, აზერბაიჯანელი და ჩრდილოეთკავკასიელი საბჭოთა მეცნიერების სტატიები. ჟურნალი მნიშვნელოვან როლს ასრულებდა უცხოეთში ქართული კულტურის პოპულარიზაციის საქმეში. დამაარსებელი ნ. სალია (ქურციკაშვილი), დირექტორ-რედაქტორი - პროფ. კ. სალია, მდივანი - გ. გოგოლაშვილი. ჟურნალის სამეცნიერო საბჭოში, რომლის თავმჯდომარე იყო კ. სალია, შედიოდნენ: ი. ასფალგი (მიუნხენი), ჟ. დიუმეზილი (პარიზი), რ. ლაფონი (ბორდო), დ. ლენგი (ლონდონი), ი. მელიქოვი (სტრასბურგი), შ. მერსიე (პარიზი), ი. მოლიტორი (ბამბერგი), ბ. უტიე (საბლე-სიურ-სართი), კ. პარი (პარიზი), გ. პეჩი (იენა), კ. ჰ. შმიდტი (ბონი), მ. ვან ესბროკი (ბრიუსელი), ჰ. ფოგტი (ოსლო), მ. წერეთელი (მიუნხენი).
ნაძალადევის სახალხო თეატრი ნაძალადევის სახალხო თეატრი — თეატრი. გაიხსნა ნაძალადევში მწიგნობარ გ. ჩარკვიანის თაოსნობით. პირველ წარმოდგენად 1896 წელს უჩვენეს ალექსანდრე ყაზბეგის „არსენა“. სპექტაკლში მონაწილეობდნენ სცენისმოყვარე მსახიობები: ს. ციციშვილი, ო. ხავთასი, ს. ყალაბეგაშვილი, გ. გაბინაშვილი, გ. ჯაბაური და სხვები; რეჟისორი ბ. საფაროვი. შემდგომ წლებში ნაძალადევის სახალხო თეატრი რევოლუციური იდეების პროპაგანდის კერად გადაიქცა. რეპერტუარსაც ამავე მიზნით არჩევდნენ. რევოლუციურ პერიოდში დაიდგა: ი. გომართელის „ქოხში“, ტ. რამიშვილის „მეზობლები“, პ. ირეთელის „დამარცხებულნი“ და სხვა წარმოდგენები. 1912 წლის 12 იანვარს საზეიმოდ გაიხსნა თეატრის ახალი შენობა და ჩამოყალიბდა სცენისმოყვარეთა მუდმივი წრე; რეჟისორად დაინიშნა მსახიობი ს. სვიმონიძე (გოგოლაშვილი). სპექტაკლებში პროფესიონალი მსახიობებიც მონაწილეობენ (ლ. მესხიშვილი, ვ. აბაშიძე, გ. არადელი-იშხნელი, მ. საფაროვა-აბაშიძე, ნ. გაბუნია-ცაგარელი და სხვები). სხვადასხვა დროს წრეს ხელმძღვანელობდნენ: შ. ბერიშვილი, პ. ფრანგიშვილი, ვ. ნინიძე, გ. სულიაშვილი. წრის წევრები იყვნენ გ. პავლიაშვილი, ვასო კუდუხაშვილი, ვერა კუდუხაშვილი, გ. გაბინაშვილი, ა. ჩიტაძე, ქ. კამკამიძე, ს. გოგაშვილი. წრე განაგრძობდა მაშაობას პლეხანოვის სახელობის კულტურის სახლში.