Top 30 analogous words or synonyms for გილდიები

Article Example
ფრანგული სამზარეულო გილდიათა ორი ძირითადი ჯგუფი არსებობდა: პირველში იყვნენ ნედლეულის მომწოდებლები, ყასბები, თევზეულის და ხორბლეულის ვაჭრები და მებაღეები. მეორე ჯგუფში მზა საჭმლის მომწოდებლები იყვნენ: მეპურეები, მენამცხვრეები, სოუსის ოსტატები, ფრინველის გამყიდველები და საბანკეტო სამსახურები. ასევე არსებობდა გილდიები, რომლებიც დახელოვნებული იყო როგორც ნედლ, ისე მზა საკვებში, როგორებიც იყო "შარკუტერიები" და "როტისერები" (შემწვარი ხორცის კერძების დამმზადებლები). ეს პრობლემებს ქმნიდა ყაზბებსა და მეფრინველეებთან, რომლებიც იგივე ნედლ მასალას ყიდდნენ. გილდიები საკუთარი ინდუსტრიის ფარგლებში დახელოვნების საშუალებას იძლეოდნენ. ისინი გასცემდნენ მზარეული თანაშემწის, სრულუფლებიანი მზარეულისა და შეფ-მზარეულის ხარისხებს. ისინი, ვინც შეფ-მზარეულის დონეს აღწევდნენ მათ ინდივიდუალურ სფეროში მნიშვნელოვან რანგში იყვნენ, რაც მაღალ შემოსავალსა და ეკონომიკურ უსაფრთხოებას ნიშნავდა. დროდადრო ისინი, ვინც სამეფო სამზარეულოში იყვნენ, გილდიის იერარქიაში ხვდებოდნენ. ეს იშვიათი მოვლენა არ იყო, ვინაიდან პარიზის მზარეულთა გილდიის რეგულაცია ამ გადანაცვლების საშუალებას იძლეოდა.
ფრანგული სამზარეულო საფრანგეთის რევოლუცია განუყოფელია ფრანგული სამზარეულოს ექსპანსიისთვის, ვინაიდან მან ეფექტურად გააუქმა გილდიები. რაც იმას ნიშნავდა, რომ ნებისმიერ მზარეულს შეეძლო ნებისმიერი კულინარული კერძი მოემზადებინა და გაეყიდა. მარი-ანტუან კარემი 1784 წელს დაიბადა, რევოლუციის დაწყებამდე ხუთი წლით ადრე. ახალგაზრდობა ერთ-ერთ პატისერიაში მუშაობდა, სანამ შარლ-მორის დე ტაიერან-პერიგორმა არ აღმოაჩინა, რომელიც მოგვიანებით საფრანგეთის იმპერატორი ნაპოლეონ ბონაპარტის მზარეული გახდა. ტაიერანთან სამსახურის დაწყებამდე კარემი ცნობილი გახდა მისი "pièces montèes"-თი, რაც ნამცხვრისა და შაქრის არქიტექტურის ექსტრავაგანტული კონსტრუქციები იყო.
მინამოტო მინამოტო () — შუა საუკუნეების იაპონიის სამხედრო ფეოდალ-გამგებელი, სიოგუნების პირველი დინასტია (1192-1333). დააარსა იორიტომო მინამოტომ. მინამოტოს სიოგუნატის სამხედრო-ფეოდალური წოდება დაუპირისპირდა ძველ არისტოკრატიას (იმპერატორის მეთაურობით), რომლის მიწების მნიშვნელოვანი ნაწილი იორიტომო მინამოტომ დაურიგა თავის მომხრეებს ლენის სახით. ფორმალურად იმპერატორის ხელისუფლება არ იყო გაუქმებული, სიოგუნები ნომინალურად იმპერატორის სახელით მოქმედებდნენ. მინამოტოს სიოგუნატის დროს თანდათან წარმოიშვა სახელოსნო ამქრები და სავაჭრო გილდიები (ძა), შეიქმნა ბაზრები, შემოიღეს ერთიანი ფულადი სისტემა. XIV საუკუნის 30-იან წლებში მინამოტოს სიოგუნები შეცვალა ასიკაგას სიოგუნების დინასტიამ.