Top 10 similar words or synonyms for გაწეულმა

წამოწყებულმა    0.862907

გაჩაღებულმა    0.844976

დახურვით    0.824448

ნაკისრ    0.815933

მოვაჭრეების    0.812424

კირბის    0.811244

მოწყობილმა    0.810494

მოანდერძის    0.807734

dargaud    0.799458

გატარებულმა    0.796495

Top 30 analogous words or synonyms for გაწეულმა

Article Example
კამილუსი ამ პერიოდში ალპებიდან მოხდა გალების გადმოსახლება, მათ დაიკავეს ეტრუსკების ქალაქები. თავდაპირველად ისინი არ გეგმავდნენ რომაელებთან ომს, მაგრამ ამ უკანასკნელების მიერ ეტრუსკებისთვის გაწეულმა დახმარებამ განარისხა გალთა ბელადები.
სუდანი გაუდაბნოება მნიშვნელოვანი ეკოლოგიური პრობლემაა სუდანისათვის. შეშფოთებას იწვევს, ასევე, ნიადაგის ეროზია. სოფლის მეურნეობის გაფართოებისათვის, როგორც კერძო, ისე სახელმწიფოს მიერ გაწეულმა ღონისძიებებმა შედეგი არ გამოიღო. ეკოლოგიურ პრობლემებს შორისაა ტყის ჩეხვა და წყლის საფარის შემცირებაც.
Microsoft Mobile Microsoft-ის მე-3 ფინანსური კვარტლის ანგარიშში კომპანიაში განაცხადეს, რომ მათი გაყიდვები წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 6.5%-ით გაიზარდა. ამ წელს სულ 8.6 მილიონი Lumia-ს ტელეფონი (წინა წელთან შედარებით 18%-ით გაიზარდა) და 25.7 მილიონი არა-Lumia-ს ტელეფონი (რომლის რაოდენობაც ყოველწლიურად კლებულობს) გაიყიდა. მიუხედავად ბოლო კვარტლებში გაყიდვების ზრდისა, კვლევებსა და განვითარებაზე გაწეულმა ხარჯებმა გაყიდვებს 4 მილიონი აშშ დოლარით გადააჭარბა და Microsoft-მა თითოეულ გაყიდულ ტელეფონზე 12 ცენტის ზარალი ნახა.
აიაქსი ამსტერდამი (საფეხბურთო კლუბი) 1971 წლის 2 ივნისი. „აიაქსის“ წინაშე იდგა უალტერნატივო ამოცანა - „უემბლი“. სასწორზე იდო „აიაქსის“ და ამსტერდამის ღირსება. მეორე ფინალის წაგება და „ფეინოორდის“ დაფიქსირება ერთადერთ ჰოლანდიურ გუნდად, რომელმაც მოიგო ჩემპიონთა თასი იყო დაუშვებელი. გუნდი განიცდიდა ძალიან დიდ ფსიქოლოგიურ ზეწოლას. თუმცა მიუხედავად ყველაფრისა „აიაქსმა“ ბრწყინვალედ შეასრულა დასახული მიზანი და ფინალში დაამარცხა ათენის „პანათინაიკოსი“ ანგარიშით 2:0. თამაშის მეორე დღეს თასი უკვე წარმოდგენილი იყო ლეინდსპლეინზე და მთელი ქალაქი ზეიმობდა ამ უდიდეს წარმატებას. ამ ტრიუმფის შემდეგ „ბარსელონაში“ წავიდა ლეგენდარული რინუს მიხელსი, მაგრამ მის მიერ გაწეულმა შეუფასებელმა სამუშაომ შედეგები მას შემდეგაც გამოიღო. „აიაქსში“ მოვიდა შტეფან კოვაჩი. მას პრინციპში ერთადერთი მისია ჰქონდა - არ შეეშალა ხელი ამ ბრწყინვალე კოლექტივისთვის. შედეგად: ორი ევროპის ჩემპიონთა თასი და ორი ჰოლანდიის ჩემპიონის ტიტული.
კრედიტინფო საქართველო 2002 წლის სექტემბერ-ოქტომბერში USAID-ის ხელშეწყობით ჩატარდა ტრეინინგი რომელშიც 4 ქართული ბანკის (თიბისი ბანკი, საქართველოს ბანკი, ბანკი რესპუბლიკა, თბილუნივერსალ ბანკი) და ეროვნული ბანკის წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას. ტრეინიგის მიზანი მიზანი იყო შექმნილიყო ე. წ. „საპროექტო კომიტეტი“, რომელიც მოამზადებდა ნიადაგს და შექმნიდა წინაპირობას საკრედიტო ბიუროს დაარსებისათვის საქართველოში. ტრეინინგს უძღვებოდა ამერიკული კომპანიის წარმომადგენელი (Laarry Ulrich, LDU Enterpises LLC), რომელმაც განუმარტა ტრეინინგის მონაწილეებს საკრედიტო ბიუროს დადებითი როლი საფინანსო სექტორის განვითარებაში, ასევე, ბიუროს ფუნქციონირების თავისებურებანი. თუმცა, გაწეულმა სამუშაომ კონკრეტული შედეგი ვერ გამოიღო რიგი დამაბრკოლებელი ფაქტორების გამო, მაგალითად: - კომერციული ბანკების შესახებ კანონის თანახმად, ბანკს კლიენტის შესახებ ინფორმაციის გაცემა მხოლოდ მისი თანხმობის ან სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე შეეძლო. შესაბამისად, იმ შემთხვევაში თუ არაკეთილსინდისიერი ან გადახდისუუნარო მსესხებელი მისი საკრედიტო ისტორიის გავრცელების წინააღმდეგი იქნებოდა, ბანკი მის შესახებ ინფორმაციას ბიუროს ვერ გადასცემდა. ამავდროულად, კომერციულ ბანკებს შორის არსებული მძაფრი კონკურენციის გამო, ბევრ მათგანს საერთოდ არ სურდა გამოეყო შესაბამისი ადმინისტრაციული რესურსი, გაეცვალა საფინანსო ინფორმაცია და მითუმეტეს ინფორმაცია „კარგი მსესხებლების“ შესახებ. ბუნდოვანი იყო მომავალი საკრედიტო ბიუროს პროგრამული უზრუნველყოფის და მასთან დაკავშირებული ფინანსური დანახარჯების საკითხებიც.
საპირფარეშოები იაპონიაში ბევრ იაპონელ ქალბატონს ეხამუშებოდა ის, რომ ვიღაცას შეიძლება გაეგონა მის მიერ საპირფარეშოს გამოყენებისას გამოცემული სპეციფიური ხმები და ამ მიზეზის გამო სხეულის ფუნქციის ხმების ჩასახშობად ერთ ხერხს მიმართავდნენ ; ისინი გამუდმებით ხელს აჭერდნენ საპირფარეშოს ჩასარეცხ მექანიზმს. ყოველივემ კი ფრიად გაზარდა წყლის მარაგის დიდი რაოდენობით მოხმარება. გაწეულმა სპეციალურმა ახსნა-განმარტებითმა სამუშაოებმა დიდი ვერაფერი შედეგი გამოიღო და ამიტომაც [[1980]] წლიდან დაინერგა ახალი მოწყობილობა, რომელიც წყლის ჩარეცხვის მსგავს ხმას გამოსცემდა, ამან კი ისევ მნიშვნელოვანწილად შეამცირა წყლის არარაციონალური მომხმარება. ამ მხრივ ერთ-ერთი ცნობილი სამარკო ნიშანია ოტოჰიმე (音姫 ["Otohime"]), რომელიც სიტყვა-სიტყვით, იაპონური [[ღმერთქალი]]ს ამავე სახელის მიხედვით შეურჩევიათ და „ხმაურიან პრინცესას“ ნიშნავს. ღმერთქალის ეს სახელი [[კანჯი]]თ იწერებოდა – 乙姫. ოტოჰიმე იყო ზღვის მეფის [[რჲუჯინი]]ს ["Ryūjin"] ქალი.
გიორგი სააკაძე 1619 შაჰ-აბას I-მა სააკაძე დანიშნა ქართლის ხანის სიმონ II-ის ვექილად (რწმუნებული). საქართველოში ჩამოსვლისთანავე იგი შეუდგა აჯანყებისათვის მზადებას. შეურიგდა თავის ყოფილ მტრებს - ფარსადან ციციშვილს, ქაიხოსრო ჯავახიშვილს; "ერთგულების ფიცის წიგნები" მიიღო მროველი ეპისკოპოსის დომენტისა და ბარძიმ ამილახვრისაგან; დაუკავშირდა იმერთა მეფეს გიორგი III-ს და გამარჯვების შემთხვევაში ქართლის ტახტი აღუთქვა; დაუმოყვრდა ოსმალთა დიდმოხელეს, სამცხის ათაბაგთა ჩამომავალს ფარად-ფაშას, რომელსაც შეეძლო აჯანყების შემთხვევაში სააკაძე ოსმალეთის მთავრობასთან დაეკავშირებინა დახმარების მიღების მიზნით; შეაკეთეს ციხეები, ხიდები და გზები, აშენებდნენ სოფლებსა და სხვა. მოსალოდნელი აჯანყების თავიდან ასაცილებლად შაჰ-აბას I-მა 1625 ადრიან გაზაფხულზე დიდი არმია გამოგზავნა საქართველოში ყარჩიხა-ხანის სარდლობით. მისი მიზანი იყო კახელების მთლიანად გაწყვეტა და ქართველთა ირანში გადასახლება. სააკაძის მიერ გაწეულმა დიდმა სამზადისმა განაპირობა აჯანყების წარმატება. 1625 წლის 25 მარტს აჯანყებულებმა სააკაძის მეთაურობით თითქმის მთლიანად გაწყვიტეს მტრის მთავარი ძალები სოფ. მარტყოფთან. აჯანყების გამარჯვების შემდეგ ქართლ-კახეთის მეფედ მიიწვიეს თეიმურაზ I. მარაბდის ბრძოლაში (1625) ქართველთა დამარცხების შემდეგ სააკაძე მთელი ზაფხულის განმავლობაში განაგრძობდა პარტიზანულ ბრძოლებს. ერთ-ერთ ბრძოლაში ქსნის ხეობაში სააკაძემ და მისმა მომხრეებმა ირანელთა 12 ათასიანი ლაშქარი გაანადგურეს. ქართლ-კახეთის 1625 აჯანყების დროს სპარსელებმა საქართველოში სულ დაახლოებით 60 ათასამდე მოლაშქრე დაკარგეს, რაც მთელი სპარსეთის სამხედრო ძალების ნახევარს შეადგენდა. შაჰ-აბას I ფაქტობრივად დამარცხდა და იძულებული გახდა ხელი აეღო თავისი მიზნების განხორციელებაზე. ქართველებმა კი დიდი მსხვერპლის ფასად გაიმარჯვეს და შეინარჩუნეს ფიზიკური არსებობა. თუმცა მალე განხეთქილება მოხდა სააკაძესა და თეიმურაზ I-ს შორის, რასაც მოჰყვა ბაზალეთის ბრძოლა (1626). გამარჯვების შემთხვევაში სააკაძე აპირებდა ქართლ-კახეთის ტახტზე იმერეთის მეფის მემკვიდრის, ალექსანდრეს, დასმას, რასაც უნდა მოჰყოლოდა სამი სამეფოს (ქართლი, კახეთი, იმერეთი) ერთ სახელმწიფოდ გაერთიანება. ამ ბრძოლაში სააკაძე დამარცხდა და იძულებული გახდა ოსმალეთში გადახვეწილიყო, სადაც კონიის ვილაიეთის მმართველად დანიშნეს. სააკაძე ოსმალეთის მხარეზე იბრძოდა სპარსეთის წინააღმდეგ.