Top 10 similar words or synonyms for გამოხსნას

ფეხებში    0.853336

აწამა    0.845536

ისტუმრა    0.840444

დაიფანტნენ    0.836479

გრიმას    0.833743

ღვთისადმი    0.832680

სარუმანი    0.831662

მიუხვდა    0.831649

მხნედ    0.831129

გვემეს    0.829107

Top 30 analogous words or synonyms for გამოხსნას

Article Example
ნაგატო ნაგატო შეძლებს კონანის გამოხსნას, თუმცა ჰანზოს ძიუცუ მას ორივე ფეხს დაუზიანებს. დემონური ქანდაკების გამოძახებით იგი ხელის ერთი მოსმით გაანადგურებს ჰანზოს მთელ არმიას, მოგვიანებით კი მასაც მოკლავს. მეგობრის უსიცოცხლო სხეულთან ჩაკეცილი ნაგატო, კუნაის მეშვეობით, თავის შუბლსაკრავზე გამოსახულ ამეგაკურეს სიმბოლოს ჰანზოს რეჟიმის დამხობის ნიშნად გადახაზავს, რაც მოგვიანებით ამეგაკურეს ყოველი მკვიდრის, მათ შორის, კონანისა და პეინის ექვსი გზის შუბლსაკრავთა სიმბოლოდ იქცევა.
ოტო სკორცენი ოტო სკორცენი (Otto Skorzeny; დ. 12 ივნისი, 1908, ვენა – გ. 6 ივლისი, 1975, მადრიდი) იყო ობერშტურბანფიურერი გერმანულ ვაფენ სს-ში მეორე მსოფლიო ომის დროს. აღმოსავლეთის ფრონტზე ბრძოლის შემდეგ მან ჰიტლერის პირადი დავალებით უხელმძღვანელა იტალიელი დიქტატორი ბენიტო მუსოლინის გამოხსნას ტყვეობიდან. სკორცენი ასევე ხელმძღვანელობდა ოპერაცია გრეიფს, რითაც გერმანელ ჯარისკაცებს უნდა შეეღწიათ მოწინააღმდეგის რიგებში მოწინააღმდეგეების უნიფორმებით და აღჭურვილობით. ომის მიწურულს ის იყო ვეჰრვოლფის პარტიზანული მოძრაობის ნაწილი.
იახსრის ხატი იახსარი წარმართული ღვთაებაა. საკულტო ცენტრი ფშავში იყო. ფშავ-ხევსურთა წარმოდგენით, იგი ავსულებთან (დევები, ქაჯები, ეშმაკები) შეურიგებელი მებრძოლია, საკუთარი საყმოს წევრებისა და მისი მავედრებელი უცხო მლოცველების მფარველი. იახსრის დროშით ხევისბერები ცდილობდნენ სულით ავადმყოფისგან ბოროტი ძალის განდევნას, არაბუნებრივი სიკვდილით გარდაცვლილის (ზვავში დაღუპული, მეხდაცემული, წყალში დამხრჩვალი) „სულის გამოხსნას“ და ასე შემდეგ.
მითრიდატე VI მითრიდატე VI, "მირდატი" — ქართლის (იბერიის) მეფე V საუკუნის 10-20-იან წლებში, მეფე ფარსმან IV-ის ძმა. "ქართლის ცხოვრება" მას ახასიათებს როგორც გულად მეომარს, რომელიც ნაკლებ ზრუნავდა ეკლესიებსა და საღმრთო საქმეებზე და უფრო მეტად გარეშე მტრებთან — ბერძნებთან და სპარსელებთან — ომით იყო გართული. სპარსელებს მან შეუწყვიტა ხარკის მიცემა, ხოლო ბერძნებთაგან (ბიზალტიელთაგან) კლარჯეთის გამოხსნას ცდილობდა. სპარსელთა დამსჯელმა ლაშქარმა გარდაბანთან დაამარცხა მითრიდატე VI. იგი დაატყვევეს და თან წაიყვანეს. გარდაიცვალა ტყვეობაში.
ფესახი ფესახი (ივრითი, იდიში: ) ანუ ქართ. პასექი არის უდიდესი ებრაული და სამარიული დღესასწაული, რომელიც აღინიშნება ყოველწლიურად ებრაული კალენდარის ნისანის თვის მე-15-ე დღიდან 21-ე (22-ე) დღის ჩათვლით. დღესასწაულის თარიღი თანამედროვე საერთაშორისო კალენდარით მოძრავია და მარტში ან აპრილში აღინიშნება. ფესახი არის ერთ-ერთი სამი პილიგრიმული დღესასწაულიდან. იგი ეძღვნება უფლის მიერ ებრაელთა გამოხსნას ეგვიპტელთა მონობიდან, პირველშობილ ყრმების გადარჩენას (რასაც წინ უძღვოდა ღვთის რისხვა ეგვიპტელთა მიმართ) და ანტიკური ევიპტიდან ებრაელთა გამოსვლას. საუფლო დღესასწაულზე (ისრაელში შვიდ და ისრაელის გარეთ რვა დღის მანძილზე) ებრაელები იცავენ მარხვას უფუარი პურის კვერით .