Top 10 similar words or synonyms for გამოვარდნის

წაგების    0.789269

ასპარეზობის    0.740975

სკუდეტოს    0.725200

პაუზის    0.723596

როსონერი    0.711018

უთამაშებლობის    0.710692

რონიმ    0.708162

მესის    0.707733

ჩაწოდების    0.705944

თრიკის    0.704742

Top 30 analogous words or synonyms for გამოვარდნის

Your secret weapon. Online courses as low as $11.99

Article Example
მსოფლიო ჩემპიონატი სნუკერში 1969 წელს მსოფლიო ჩემპიონატის ფორმატი შეიცვალა, მიიღეს თამაშიდან გამოვარდნის სისტემა. პირველი გამარჯვებული გახდა ჯონ სპენსერი, თუმცა შემდგომი ათწლეულის განმავლობაში ჩემპიონატზე დომინირებდა სხვა მოთამაშე, უელსელი რეი რიარდონი, რომელმაც 1970 წლიდან 1978 წლამდე ექვსი ტიტული მოიგო.
რონი ო’სალივანი 12 იანვარს მასტერსზე სტივენ მაგუაიერმა ო'სალივანი უკანასკნელ ფრეიმში დაამარცხა და მოიგო პირველი რაუნდის მატჩი უემბლიზე. წინასწარი მსოფლიო რეიტინგის ორი საუკეთესო მოთამაშის ბრძოლაში ო'სალივანმა, რომელიც თავიდან 1:4-ს აგებდა, ანგარიში 5:5 გახადა და მატჩი გადამწყვეტ, მეთერტმეტე ფრეიმამდე მიიყვანა. რონიმ უკანასკნელი ლურჯი ბურთი ააცილა, რამაც მაგუაიერს მეოთხეფდინალში გასვლის შესაძლებლობა მისცა. მოწვევითი მალტის თასიდან გამოვარდნის შემდეგ, თებერვალში, ო'სალივანი დაბრუნდა Welsh Open-ზე. კარგი თამაშის წყალობით, მან ტურნირის ფინალს მიაღწია. მიუხედავად იმისა, რომ რონი 8:5-ს იგებდა, მარკ სელბიმ უკანასკნელი ოთხი ფრეიმი მოიგო და ო'სალივანი 9:8 დაამარცხა. China Open-ზე, პეკინში, ო'სალივანმა პირველივე რაუნდი წააგო მარკო ფუსთან 4:5. მიუხედავად ამისა, მატჩისშემდგომ კონფერენციაზე რონიმ რამდენიმე უხამსი კომენტარი გააკეთა პრესის წევრის მიმართ. 2008 წლის ივნისში პროფესიონალური ბილიარდისა და სნუკერის მსოფლიო ასოციაციამ ამ მოქმედებისთვის მას ჩამოაჭრა ტურნირის დროს დაგროვებული რეიტინგული ქულები და გამოსვლებით მოპოვებული თანხა.
სან-ანტონიო სპურსი როდესაც პლეი-ოფი დაიწყო, სპურსმა შეძლო დენვერ ნაგეტსის დამარცხება 5 თამაშში. როდესაც სპურსი ამარცხებდა ნაგეტს, ამ დროს NBA-ის საუკეთესო 67-15 შედეგიანი მევერიქსი დამარცხდა პირველივე ეტაპზე გოლდენ-სტეიტ უორიორსის წინააღმდეგ 6 თამაშში. მევერიქსის გამოვარდნის შემდეგ, სპურსი მეორე რაუნდშI დაუპირისპირდა ფინიქს სანსს, რომელიც NBA პლეი-ოფის გადამწყვეტი სერია აღმოჩნდა, რადგან ამ ორივე გუნდს საუკეთესო შედეგი ჰქონდათ დასავლეთ კონფერენციაში. დაძაბულ სერიაში გამარჯვებული სპურსი გამოვიდა, რომელმაც სანსის დამარცხება 6 მატჩში შეძლო. სერიაში ასევე შევიდა რობერტ ჰორის ჯარიმა სტივ ნეშზე, რომელიც მეოთხე მატჩში მოხდა, რის შედეგადაც ჰორის მომდევნო 2 თამაშის გამოტოვება მოუწია. ის, ვინც მეორე რაუნდის სერია სპურსი და სანს შორის აღიარა როგორც NBA ფინალური სერია, აღმოჩნდა მართალი, რადგან კონფერენციის ფინალში გუნდმა ადვილად დაამარცხდა იუტა ჯაზი 5 მატჩში. 2007 წლის NBA ფინალში კი სპურსი დაუპირისპირდა კლივლენდ კავალიერსს, სადაც შეძლო 4-0 გაემარჯვებინა, რითაც მეოთხე ტიტული მოიპოვეს უკანასკნელ 9 წლის განმავლობაში. დანკანმა ეს ჩემპიონობა აღიარა, როგორც „საუკეთესო ჩემპიონობა ამ ოთხ ჩემპიონობის შორის“. თუმცა მას ამჯერად არ შეხვდა NBA-ის ფინალის MVP-ის ჯილდო. ჯილდო გადაეცა ტონი პარკერს, რომელიც ფინალში დომინირებდა და საშუალო 24.5 ქულა მოაგროვა 57% ზუსტი სროლით. ტონი პარკერი გახდა პირველი ევროპელი მოთამაშე, რომელმაც ფინალის MVP-ის ჯილდო მოიგო.
საფეხბურთო კლუბ ჩელსის ისტორია 2010-11 სეზონისთვის მზადება ჩელსიმ ზაფხულის დადგომისთანავე დაიწყო. კლუბმა სახელფასო ფონდის შეკვეცის მიზნით შემადგენლობის შეთხელება გადაწყვიტა და კონტრაქტი შეუწყვიტა რამდენიმე ასაკოვან ფეხბურთელს, მათ შორის მოხვდნენ მიხაელ ბალაკი, დეკუ, ჯულიანო ბელეტი. ბევრისთვის მოულოდნელად ჩელსიმ აგრეთვე გაუშვა ჯო კოული და რიკარდო კარვალიო, ეს უკანასკნელი ჟოზე მაურინიოს რეალში ჩაირიცხა რვა მილიონ ევროდ. ექვს მილიონ ფუნტად ლივერპულიდან იოსი ბენაიუნი და თვრამეტ მილიონად ბენფიკადან ბრაზილიელი ახალგაზრდა ნახევარმცველი რამირესი შეიძინა კლუბმა. პრემიერლიგაში სტარტი მოქმედ ჩემპიონებს ფანტასტიკური ჰქონდათ. ექვს შეხვედრაში ექვსი გამარჯვებით ანჩელოტის გუნდი გათამაშებას დამაჯერებლად ლიდერობდა და ბევრმა სპეციალისტმა ნაადრევად ჩათვალა ჩელსი გამარჯვებულად. გუნდის პრობლემები და გარკვეული სისუსტეები შემოდგომაზე გამოჩნდა. მეშვიდე ტურში სტუმრად რობერტო მანჩინის მანჩესტერ სიტისთან არისტოკრატებმა სეზონის პირველი მარცხი იგემეს. შეხვედრაში ერთადერთი გოლი არგენტინელმა გოლეადორმა კარლოს ტევესმა გაიტანა რამირესის უხეში შეცდომის შემდეგ. გათამაშებას ნეომბრამდე ლიდერობდა გუნდი. სეზონის ამ უმძიმეს მონაკვეთში კლუბი კრიზისულ მდგომარეობაში აღმოჩნდა და რვა ტურის მანძილზე ვერ მოახერა გამარჯვების მოპოვება, მათ შორის იყო წაგებული შეხვედრები არსენალთან, ბირმინგემთან და აგრეთვე საკუთარ კედლებში სანდერლენდთან. იანვარში კლუბმა ისარგებლა სატრანსფერო ფანჯრის გახსნით და სეზონის გადასარჩენად შემადგენლობა გააძლიერა. ბრიტანული ფეხბურთისათვის სარეკორდო ორმოცდაათ მილიონ ფუნტ სტერლინგად ლივერპულიდან ესპანელი ფერნანდო ტორესი გადმოვიდა. ჩელსიმ ასევე შეიძინა ბენფიკას ახალგაზრდა ბრაზილიელი მცველი დავიდ ლუისი ოცდახუთ მილიონ ფუნტად. მიუხედავად ამ ტრანსფერებისა გუნდს სეზონის შემოტრიალება არ ეწერა. გაჩნდა ახალი პრობლემა კარლო ანელოტის წინაშე. სასტარტო შემადგენლობაში დიდიე დროგბას და ფერნანდო ტორესს ერთად თამაში უჭირდათ. მდგომარეობა დაამძიმა ესპანელი ახალწვეულის სუსტმა ფორმამ, ერთ დროს მრისხანე ფორვარდი ვერაფრით ვერ ახერხებდა ჩელსის მაისურით გოლის გატანას. აშკარა იყო რომ ამ სარეკორდო ტრანსფერმა ვერ გაამართალა და პირიქით კლუბს პრობლემები დაუმატა. სეზონის მსვლელობისას ჩელსი მეხუთე პოზიციაზეც დაეშვა ცხრილში. გაჩნდა რეალური საშიშროება რომ გუნდი ჩემპიონთა ლიგაში გამსვლელ ოთხეულშიც ვერ მოხვდებოდა. თუმცა გაზაფხულზე ჩელსიმ შეძლო მდგომარეობის ოდნავ გაუმჯობესება და გათამაშებაში მეორე ადგილამდე შეძლო აწევა. კარლო ანჩელოტის ბედი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედ ფინალში მანჩესტერ იუნაიტედთან გამოვარდნის შემდეგ გაირკვა. აბრამოვიჩმა იტალიელ სპეციალისტს სეზონის ბოლომდე აცადა და ბოლო ტურში ევერტონთან სტუმრად ჩამტარებული შეხვედრისთანავე კლუბიდან დაითხოვა.
ჩელსი (საფეხბურთო კლუბი) 2003 წლის ივნისში „ჩელსი“ რუსმა მილიარდერმა ოლიგარქმა, რომან აბრამოვიჩმა იყიდა £140 მილიონად. ეს იყო იმ დროისათვის ინგლისურ ფეხბურთში უდიდესი გარიგება. £100 მილიონზე მეტი დახარჯა ახალმა მფლობელმა პირველივე სეზონში ტრანსფერებში, თუმცა რანიერი უძლური აღმოჩნდა ტიტულის მოპოვებაში და იტალიელი 2004 წელს პერსპექტიული ჟოზე მოურინიოთი ჩაანაცვლეს. პორტუგალიელის მეცადინეობით „ჩელსი“ გახდა მეხუთე ინგლისური კლუბი, რომელმაც ზედიზედ შეძლო პრემიერლიგის მოგება 2004-05 და 2005-06 სეზონებში. გარდა ამისა მოურინიომ გუნდს მოაგებინა ასოციაციის თასი 2007 წელს და ლიგის თასები 2005 და 2007 წლებში. მოურინიომ „ჩელსი“ პრემიერლიგის ერთ-ერთ დომინანტ კლუბად აქცია. 2007 წლის სექტემბერში მაურინიოს ადგილას აბრამოვიჩმა ავრაამ გრანტი დანიშნა, რომელმაც „ჩელსის“ ისტორიაში პირველად გუნდის ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაყვანა შეძლო. შეხვედრა გუნდმა პენალტების სერიაში დათმო „მანჩესტერ იუნაიტედთან“. 2008 წლის ზაფხულში „ჩელსის“ მთავარ მწვრთნელად ბრაზილიელი ლუის ფელიპე სკოლარი იქნა მიწვეული. სკოლარიმ მხოლოდ 7 თვე გაატარა ლონდონში და მიუღებელი შედეგებისათვის გაათავისუფლეს. აბრამოვიჩმა დროებით გუნდი რუსეთის ნაკრების მოქმედ მწვრთნელს, გუს ჰიდინკს ჩააბარა. 2008-09 წლების სეზონში „ჩელსიმ“ დრამატულად დათმო ბრძოლა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „ბარსელონასთან“, მოიგო ასოციაციის თასი. ფინალში, „ევერტონის“ 2-1 დამარცხებიდან ორ დღეში „ჩელსიმ“ მთავარ მწვრთნელად „მილანის“ ყოფილი დამრიგებელი კარლო ანჩელოტი დანიშნა. პირველივე სეზონში იტალიელმა მწვრთნელმა გუნდს პრემიერლიგა და ასოციაციის თასი მოაგებინა. 1963 წლის შემდეგ „ჩელსი“ გახდა პირველი კლუბი, რომელმაც 100 ზე მეტი გოლის გატანა შეძლო ჩემპიონატში. 2011 წლის 22 მაისს ჩელსიმ „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ჩემპიონთა ლიგაზე გამოვარდნის და უტიტულო სეზონის შემდეგ კარლო ანჩელოტი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა. იტალიელის ნაცვლად აბრამოვიჩმა ახალგაზრდა პორტუგალიელი მწვრთნელი ანდრე ვილაშ-ბოაში დანიშნა. არასახარბიელო რეზულტატის ჩვენების გამო პორტუგალიელ მწვრთნელსაც მოუწია თანამდებობის დატოვება. იგი დროებით ჩაანაცვლა აპენინელმა მწვრთნელმა რობერტო დი მატეომ, რომლის ხელმძღვანელობაც კლუბისთვის ერთობ წარმატებული გამოდგა. კლუბმა მისი თავკაცობით მოიგო ასოციაციის თასი და გახდა 2011-2012 წლების სეზონის უეფას ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული. 2012-2013 წლების სეზონში, პრემიერლიგაში არადამაჯერებელი სტარტის და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ვერგადალახვის გამო რობერტო დი მატეო კლუბის ხელმძღვანელობამ დაითხოვა. მის მაგივრად კლუბის მწვრთნელის პოსტი დროებით დაიკავა ესპანელმა დამრიგებელმა რაფაელ ბენიტესმა, რომელმაც კლუბს მოაგებინა 2012-2013 წლების სეზონის ევროპის ლიგის თასი. 2013 წლის ზაფხულში „ჩელსიში“ სამუშაოდ დაბრუნდა ჟოზე მოურინიო. 2013-14 წლების სეზონი კლუბისთვის მეტნაკლებად წარმატებული აღმოჩნდა; ჩელსი სეზონის ბოლომდე ინარჩუნებდა პრემიერლიგის მოგების შანსს, ჩემპიონთა ლიგაზე კი ნახევარფინალამდე მიაღწია.
საფეხბურთო კლუბ ჩელსის ისტორია კარლო ანჩელოტიმ პირველივე ოფიციალური შეხვედრა ტიტულით დააგვირგვინა. სეზონის სტარტზე კომუნითი შილდზის შეხვედრაში მანჩესტერ იუნაიტედის წინააღმდეგ, ძირითადი დროის 2-2 დასრულების შემდეგ გუნდმა პენალტების სერიაში შეძლო გამარჯვების მოპოვება. პრემიერლიგის პირველი ორი ტური უმძიმესი გამოდგა ანჩელოტისათვის. ორივე მეტოქესთან ჰალთან და სანდერლენდთან ჩელსიმ გაუშვა პირველი გოლი და მეორე ტაიმებში მთელი შეტევითი პოტენციალის გამოყენების ხარჯზე მოახერხა მაქსიმალური რაოდენობის ქულების აღება. ანჩელოტის მიერ დანერგილმა ე.წ. დაიმონდმა გარკვეული სირთულეები გააჩინა. რიგ ფებურთელებს ადაპტაცია დასჭირდათ და ჩელსი ამის გამო ძალზედ მძიმედ და ქაოტურად გამოიყურებოდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ფრენკ ლამპარდის ამოვარდნა ჩვეული ფორმიდან. ჩელსის მერვე ნომერი ინერტული იყო და გოლების გატანა უჭირდა. მიუხედავად ამისა ჩელსიმ უდანაკარგო სტარტი აიღო და ზედიზედ 6 შეხვედრაში შეძლო გამარჯვების მოპოვება. პირველი მარცხი ანჩელოტის გუნდმა მეშვიდე ტურში უიგანთან იგემა. ძნელად თუ ივარაუდებდა ვინმე ამ შეხვედრაში ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერის მიერ ქულების დაკარგვას მაგრამ უიგანმა მედგარი წინააღმდეგობა გაუწია ლონდონელებს. დროგბამ წინ გასულ მასპინძლებს ანგარიში გაუთანაბრა და ჩელსის მატჩის სადავეების აღება შეეძლო, მაგრამ პეტრ ჩეხის შეცდომამ, რაც გუნდს მის გაძევებად და თერთმეტმეტრიანად დაუჯდა, ჩელსის პირველი მარცხი აგემა და ჩემპიონატში ინტრიგა გააღვივა. ორ ტურში კიდევ ერთი მარცხი განიცადა გუნდმა ასტონ ვილასთან, თუმცა ლიდერობა შეინარჩუნა რამდენადაც პრემიერლიგაში მდევრებმა არსენალმა და მანჩესტერ იუნაიტედმა თავის მხრივ ქულები დაკარგეს. აღნიშვნას იმსახურებს ჩელსის მიერ ე.წ. დიდი ოთხეულის გუნდებთან ნაჩვენები შედეგები. ლივერპული და მანჩესტერი სტემფორდ ბრიჯზე მშრალი ანგარიშებით დაამარცხა ანჩელოტის გუნდმა 2-0, 1-0. ლონდონის არსენალს ასევე მშრალად, ოღონდ ამჯერად გასვლაზე მოუგეს 3-0 და ხმამაღლა განაცხადეს ჩემპიონობაზე არისტოკრატებმა. დეკემბერში, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში მაიკლ ესიენმა ტრავმა მიიღო და გუნდს მთელი სეზონით გამოაკლდა. განელი საყრდენის არ ყოფნა გუნდს მყისიერად დაეტყო. ოთხ ტურში ჩელსიმ მხოლოდ ერთი შეხვედრის მოგება შეძლო, გათამაშების აუტსაიდერ პორტსმუტთან უმძიმეს შეხვედრაში ლამპარდის მიერ მატჩის მიწურულს გატანილი პენალტით ჩელსიმ სამი ქულა ჩაიწერა, დანარჩენ სამ თამაშში სამი ფრე იქნა ნაჩვენები. გუნდს აშკარა პრობლემები ჰქონდა, 2009 წელი უმძიმესად დასრულდა ჩელსისთვის. ახალი წლიდან მდგომარეობა გამოსწორდა, სანდერლენდის 7-2 განადგურების შემდეგ გუნდმა საკუთარი ძალები ირწმუნდა და მომდევნო შეხვედრებში მნიშვნელოვანი ქულები აიღო. თებერვალში კიდევ ერთხელ დაამარცხა ანჩელოტიმ არსენ ვენგერის არსენალი, ამჯერად უკვე სტემფორდ ბრიჯზე 2-0. ეშლი კოულიშ და ჯონ ტერის პირად ცხოვრებაში მომხდარმა სკანდალურმა მოვლენებმა გუნდის შედეგებზეც იმოქმედა გავლენა. მანჩესტერ სიტისთან ჩელსიმ მტკივნეული მარცხი განიცადა საკუთარ კედლებში 2-4, ეს იყო ანჩელოტის თავკაცობით გუნდის პირველი მარცხი სტემფორდ ბრიჯზე. 2 ტურში ბლექბერნთან სტუმრად დაკარგული ორი ქულის შემდეგ, ჩელსიმ სატურნირო ცხრილის პირველი პოზიცია მანჩესტერ იუნაიტედს დაუთმო. სეზონი კოლაფსის წინაშე დადგა. ჩემპიონთა ლიგაში ჯგუფის ადვილად მოგების შემდეგ მერვედფინალში კენჭისყრამ გუნდს ჟოზე მაურინიოს მილანის ინტერნაციონალე დაუპირისპირა. ემოციური შეხვედრა ჰქონდათ ფეხბურთელებს ყოფილ მწვრთნელთან. ექსპერტების პროგნოზებით ჩელსის არ უნდა გასჭირვებოდა იტალიური ბარიერის დაძლევა, მაგრამ მაურინიომ შეძლო ინტერის გაყვანა შემდეგ ეტაპზე. სან სიროზე შეხვედრა მასპინძლებმა 2-1 მოიგეს, ხოლო განმეორებით შეხვედრაში ჩელსიმ ვერ მოახერხა მილანელთა დაცვის გარღვევა და სამუელ ეტო'ოს გოლით მეორე თამაშიც წააგო მეტოქესთან. რომან აბრამოვიჩი უკმაყოფილო იყო გუნდის მიერ ნაჩვენები შედეგებით და საგანგებო შეხვედრა გამართა კობჰემის ბაზაზე. პრესაში გაჩნდა ინფორმაციები რომ ანჩელოტის ლონდონური კარიერაც დგებოდა საფრთხის ქვეშ. ინტერთან მარცხის შემდეგ იტალიელმა მწვრთნელმა ფეხბურთელები გადამწყვეტი ბრძოლებისთვის განაწყო და გუნდს ტრადიციული სიმშვიდით მანჩესტერის დამარცხებისკენ მოუწოდა. ცვლიელებები მოხდა ძირითად შემადგენლობაში. ანჩელოტიმ დეკუ და ჯო კოული ჩასვა სასტარტო თერთმეტეულში. მიუხედავად იმისა რომ ორივე მათგანს ფაქტობრივად ჩაგდებული სეზონი ჰქონდათ გუნდის ნახევარდაცვის მნიშვნელოვანი გარდაქმნა მოახერხეს, რაც უპირველეს ყოვლისა შედეგებზე აისახა. მანჩესტერ იუნაიტედთან გადამწყვეტი თამაშის წინ ჩელსიმ პორტსმუთის და ასტონვილას განადგურება შეძლო, საერთო ანგარიშით 12-1. ოლდ ტრაფორდზე გასამართი შეხვედრის წინ არისტოკრატებს შესანიშნავი განწყობა ჰქონდათ. განსაკუთრებით იმ ფონზე როდესაც იუნაიტედს ჩემპიონთა ლიგაში მიუნხენის ბაიერნთან ურთულესი დაპირისპირება ჰქონდა და პირველ შეხვედრაში მარცხის გარდა სეზონის უდავო ლიდერი და საუკეთესო ბომბარდირი დაკარგეს. რუნის გარეშე, საკუთარი პუბლიკის წინაშე მანჩესტერს ძალიან გაუჭირდა ერთ ფრონტზე გადართული ლონდონელების წინააღმდეგ თამაში. ჩელსიმ მეტოქეს პირველივე წამებიდან მაღალი ტემპი, გაშლილი თამაში და მთელს მოედანზე პრესინგი დაუპირისპირა. ანგარიში პირველ ტაიმში ჯო კოულმა ულამაზესი გოლით გახსნა. მეორე ტაიმში ცვლილებაზე შესულმა დიდიე დროგბამ უპირატესობა ორამდე გაზარდა. მასპინძლებმა მხოლოდ ანგარიშის გაქვითვა მოახერხეს ფედერიკო მაკედას საპასუხო გოლით. შეხვედრა სკანდალურად დასრულდა. რამდენიმე ეპიზოდში ჩელსის კარში თერთმეტმეტრიანი არ დანიშნა მსაჯმა, რამაც მასპინძელთა რისხვა გამოიწვია. ჩელსიმ სასიცოცხლო მნშივნელობის სამი ქულა აიღო და ჩემპიონატის ლიდერობა დაიბრუნა. დარჩენილ ტურებში აღსანიშნავი ტოტენჰემთან პირწმინდათ წაგებული შეხვედრა იყო. მომდევნო ტურში ჩელსიმ პასუხად სტოკ სიტი გააცამტვერა 7-0. სეზონში მესამედ შეძლო კარლოს გუნდმა ერთ შეხვედრაში მეტოქის კარის შვიდგზის დალაშქვრა. უკანასკნელი ინტრიგა ლივერპულთან ენფილდზე გასამართ შეხვედრაში რჩებოდა. სერ ალექს ფერგიუსონმა თამაშის წინ ლივერპულის ფეხბურთელებს მოუწოდა პატივი ეცათ კლუბის წარსულისთვის და არ მიერთმიათ ჩელსისთვის საჩუქრად სამი ქულა. ენფილდზე ჩელსის მოტივირებული ლივერპული დახვდა. საბედნიეროდ ლივერპული წასაგებად და მანჩესტერისთვის სარეკორდი მეცხრამეტე ტიტულის მოგებაში ხელის შეშლით იყო მოტივირებული. სტივენ ჯერარდის მიერ პეპე რეინაზე გაკეთებული სარისკო გადაცემა დიდიე დროგბამ ჩაჭრა და ჩელსი წინ გაიყვანა. მეორე ტაიმში ფრენკ ლამპარდმა ჩელსის უპირატესობა სოლიდური გახადა და ბოლო ტურის წინ ლონდონელებს საკუთარ კედლებში უიგანის დამარცხება ყოფნიდათ ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად. კარლო ანჩელოტის კრებულმა უიგანისგან ქვა ქვაზე არ დატოვა, ულამაზეს სტილში, მაყურებლისათვის დაუვიწყარ, ნამდვილ საჩემპიონო თამაშში გაიფორმა ჩემპიონობა ათკაცა მეტოქის 8-0 დამარცხებით. დიდიე დროგბამ ჰეტ ტრიკის შესრულება შეძლო და ბომბარდირთა დავაში უეინ რუნის გადაასწრო. ჩელსიმ სეზონში 103 გოლის გატანა მოახერხა რაც პრემიერლიგის ახალი რეკორდი იყო. გარდა ამისა კიდევ ერთი ახალი რეკორდი დამყარდა. გუნდს პრემიერლიგის ისტორიაში საუკეთესო ბურთების შეფარდება ჰქონდა +71. ანჩელოტიმ დიდი ოთხეულის წევრებთან მანჩესტერთან, ლივერპულთან და არსენალთან ექვსივე შეხვედრა მოიგო, რაც აქამდე მიუღწეველი იყო ყველასთვის. იტალიელმა სპეციალისტმა პირველივე სეზონში მოაგებინა ტიტული ჩელსის. იგი გახდა პირველი იტალიელი მწვრთნელი რომელმაც ამ ტიტულს გაუსინჯა გემო. ტრიუმფალური სვლა უემბლიზე ასოციაციის თასის ფინალში, დიდიე დროგბას გოლის წყალობით პორტსმუთის 1-0 დამარცხებით დასრულდა. ჩელსი ელიტარული ინგლისურ კლუბების სიაში შევიდა დუბლის შესრულებით. ჩემპიონთა ლიგიდან ნაადრევად გამოვარდნის მიუხედავად ხელმძღვანელობამ სეზონი დადებითად შეაფასა მწვრთნელისთვის და იმედი გამოთქვა რომ ანჩელოტის მოსვლით ახალი ერა იყო დაწყებული გუნდში. ერა რომელიც დიდ ხანს გაგრძელდებოდა და გუნდს არაერთ დიდ გამარჯვებასთან მიიყვანდა.