Top 10 similar words or synonyms for ბუნებრივსა

ფორებს    0.865256

ცვეთას    0.864688

ლითონებსა    0.862274

ქრომოსომებს    0.858702

უმცროსებს    0.854425

ფიქლებს    0.853650

სარძევეები    0.850945

სხვაობას    0.849435

ტემპერატურასა    0.846374

ჯვარსა    0.845645

Top 30 analogous words or synonyms for ბუნებრივსა

Article Example
ზღვის ფიზიკა ბირთვული ჰიდროფიზიკა შეისწავლის ოკეანის წყლის ბუნებრივსა და ხელოვნურ რადიოაქტიურობას და მის ცვალებადობას. თანამედროვე ზღვის ფიზიკის აქტუალური ამოცანაა წყალში დაბალი სიხშირის ელექტრომაგნიტური შეშფოთებათა და სხვა საკითხების შესწავლა.
ბუნება ხშირად ანსხვავებენ ერთმანეთისგან "ბუნებრივსა" და "ხელოვნურს", თუმცა რამდენად მართებული მათი განცალკევება ხშირი დებატების საგანია. ერთ-ერთი შეხედულებით ყველაფერს გონებრივს ანცალკევებენ ნატურალური სამყაროსგან; მეორე მოსაზრებით ბუნებრივს უნდა გამოეყოს არა მარტო გონებრივი, არამედ ასევე ჰუმანური (ადამიანური) და მათი ზემოქმედება. ორივე შემთხვევაში საზღვარი ნატურალურსა და ხელოვნურს შორის რთული გასავლელია (იხ. გონება-სხეულის პრობლემა.) ზოგიერთი ადამიანი მიიჩნევს, რომ პრობლემისგან თავის არიდება შეიძლება იმის დაშვებით, რომ ყველაფერი ბუნებრივია, თუმცა ეს "ხელოვნურის" კონცეფციის განსაზღვრებას არ აადვილებს. ნებისმიერ შემთხვევაში, გაურკვევლობა ნატურალურსა და ხელოვნურ ნამოქმედარს შორის არსებული ზღვარზე ოდითგანვე ხელოვნების, ლიტერატურისა და ფილოსოფიის აღმაფრენის წყარო ყოფილა.
ასფალტი ასფალტი ( – მთის ფისი) — რუხი ფერის ფისისებური მასა, რომლითაც გზების, ქუჩების, მოედნების ზედაპირს ფარავენ. განასხვავებენ ბუნებრივსა და ხელოვნურ ასფალტს. ბუნებრივი ასფალტი ნავთობისაგან წარმოიქმნება. მსუბუქი ფრაქციების აორთქლებისა და ჰიპერგენეზისის ზეგავლენით მძიმე ფრაქციების დაჟანგვის შედეგად ნავთობი ჯერ სქელ, ძალიან ბლანტ მალთად იქცევა, მერე კი — მყარ, ადვილდნობად ასფალტად. შემდგომი ცვლილებებისას წამროიქმნება ასფალტიტი. ზოგჯერ ასფალტის დიდი „ნავთობის ტბები“ ზედაპირზე ქმნის მეტნაკლებად სქელ ქერქს (მაგ., ასფალტის ტბა კუნძულ ტრინიდადზე). ასფალტი დიდი რაოდენობითაა იმ ნავთობიან ქანებში, რომლებიც განლაგებულია დედამიწის ზედაპირის ახლოს ან ზედაპირზე გამოდის. ასფალტი ქვის, დოლომიტისა და სხვა ქანებში ავსებს ბზარებსა და ღრუებს. საქართველოში ცნობილია ნატანების, ელდარისა და შირაქის ასფალტის საბადოები, გაგრის ასფალტოვანი ქანები და სხვ. საზღვარგარეთ მნიშვნელოვანი საბადოებია: ვენესუელაში, საფრანგეთში, იორდანიაში, კანადაში, ისრაელში.
ცელულოზა ცელულოზა (ფრ. cellulose ლათ. cellula-დან «უჯრედი, უჯრედისი») — უჯრედისი [С6Н7О2(OH)3]n, პოლისაქარიდი; მცენარეული უჯრედის გარსის ძირითადი შემადგენელი ნაწილი, რომელიც სიმტკიცესა და ელასტიკურობას სძენს მცენარის ქსოვილებს. ცელულოზა ყველაზე უფრო გავრცელებული ბიოპოლიმერია. მაგ: ბამბის თესლის ბოჭკოებში 95-98% ცელულოზაა, ლაფნის მცენარეების ღეროებში 60-90 %, მერქანში — 40 %, მწვანე ფოთლებში, ბალახში — 10-25%. ცელულოზა აღმოჩენილია აგრეთვე ზოგიერთ უმდაბლეს უხერხემლო ცხოველში. ორგანიზმის ნივთიერებათა ცვლაში ცელულოზა თითქმის არ მონაწილეობს. ცელულოზა თეთრი ბოჭკოვანი მასალაა (40-50 მმ-დე სიგრძის), სიმკვრივე 1520-1540 კგ|მ³, წყალსა და ორგანულ გამხსნელებში არ იხსნება. ცელულოზის მაკრომოლეკულა D-გლუკოზის რგოლებისგანაა შემდგარი. ცელულოზის ნაწარმები (მაგ: აცეტილცელულოზა, ნიტროცელულოზა და სხვ.) მნიშვნელოვანი ტექნიკური პროდუქტებია. ცელულოზისგან ამზადებენ ქაღალდს, აფსკებს (ცელოფნის პარკებს), პლასტმასებსა და ლაქებს. ცელულოზის ბუნებრივსა და ხელოვნურ ბოჭკოებს ფართოდ იყენებენ საფეიქრო მრეწველობაში.
Nokia Lumia 1320 Nokia Lumia 1320 — კომპანია Nokia-ს მიერ წარმოებული ფაბლეტური სმარტფონი. მუშაობს ოპერაციულ სისტემა Windows Phone 8-ზე. მის შესახებ ინფორმაცია 2013 წლის 22 ოქტომბერს გახდა ცნობილი, ხოლო 2014 წლის პირველ კვარტალში მოწყობილობამ დღის სინათლე იხილა და აზიის ბაზარზე გამოჩნდა. მოწყობილობა აღჭურვილია 6 დუიმიანი ClearBlack IPS LCD ეკრანით, რაც მას Nokia Lumia 1520-თან ერთად უდიდესი ეკრანის მქონე Windows Phone-ად აქცევს. მიუხედავად დიდ ეკრანისა მისი გარჩევადობა არც ისე შთამბეჭდავია 1280 х 720-ზე. ეკრანი ხასიათდება მაღალი კონტრასტულობითა და ხედვის მაღალი კუთხით. ფერების საწყის გარჩევადობად არჩეულია ბუნებრივსა და მკვეთრს შორის გარდამავალი ტონალობა. ფერთა აღქმა ძალიან ახლოსაა sRGB სტანდარტთან, რაც საერთო ჯამში იდეალურთან მიახლოებული გამოსახულებას იძლევა. Lumia 1320-ში გამოიყენება წინა თაობის 2-ბირთვიანი პროცესორი Snapdragon S4 Adreno 305-ის ამაჩქარებლით და გააჩნია 1გბ ოპერატიული მეხსიერება. დაკომპლექტებულია კომუნიკაციის სტანდარტული ნაკრებით: 8გბ-იანი შიდა მეხსიერება (ბარათებით მისი გაზრდის შესაძლებლობით), Wi-Fi b/g/n, Bluetooth 4.0, GPS, NFC მოდული, LTE-ს მხარდაჭერა ყველა მოდიფიკაციის მიერ. Lumia 1320 აღჭურვილია ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოცულობის 3400 mAh-იანი ელემენტით რაც აპარატის ხანგრძლივ მუშაობას უზრუნველყოფს. სმარტფონს ასევე აქვს 5 მეგაპიქსელიანი ძირითადი კამერა რომელსაც გააჩნია LED ფლეში და Full HD ვიდეოს გადაღების შესაძლებლობა.
რელიგია პრეისტორიულ ხანაში ჩვენს საზოგადოებაში მოვლენებს ბუნებრივად და ზებუნებრივად ვყოფთ, მაგრამ ყველა ენაში არ არსებობს ასეთი ზუსტი განსხვავება, მეტიც უფრო მეტად საქმეს ის ართულებს რომ ზებუნებრივის განმარტება ყველა ენაში სრულიად განსხვავებულია.მოსაზრებები იმის შესახებ თუ რა არის და რა არ არის ზებუნებრივი დრო და დრო შეიძლება ერთი საზოგადოების შიგნითაც შეცვალოს. იუდეველთა და ქრისტინთა ტრადიციებში წყალდიდობები, მიწისძვრები ,ვულკანების ამოფრქვევები, კომეტები და ეპიდებიები ერთ დროს ზებუნებრივი ძალების ადამიანების საქმეებში ჩარევად ითვლებოდა. გარკვეული დროის შემდეგ ცნობილი გახდა რომ ეს უბრალოდ ბუნებრივი მოვლენებია თუმცა დღემდე არსებობენ ადამიანთა ჯგუფები რომელებიც მიიჩნევენ რომ ეს ზებუნებრივი ძლების დამსახურებაა სწორედ ამიტომ შეუძლებელია მკვეთრი ხაზის გავლება ბუნებრივსა და ზებუნებრივს შორის. ბევრ კულტურაში რელიგია ფესვგადგმულია ყოველდღიურ ცხოვრებაში ამიტომ შეუძლებელია განვაცალკევოთ პოლიტიკური და რელიგიური სამყარო. ეს რა თქმა უნდა ფესვებს პირველყოფილი საზოგადოებებიდან იღებს როდესაც რელიგიამ უკვე თვალსაჩინოდ მოიკიდა ფეხი. ჩვენ შეგვიძლია დავასაბუთოთ პრეისტორიულ პერიოდში რელიგიის არსებობა დაასევე შეგვიძლია ვიმსჯელოთ ისტორიულ პერიოდში რელიგიის უნივერსალობაზე. ამრიგად გასაგებია რატომ გახდა რელიგიის თემა კვლევის საგანი . ძვ. წ. V საუკუნეში ჰეროდოტემ 50- მდე საზოგადეობის რელიგიური შეხედულებების საკმაოდ ობიექტური სედარება გააკეთა. ჰეროდოტედან დაწყებული 2500 წლის განმავლობაში მეცნიერები, თეოლოგები, ისტორიკოსები და ფილოსოფოსები ყოველ წამს ფიქრობენ რელიგიის თემაზე. ზოგი საკუთარი რელიგიური აღმსარებლობის უპირატესობას ადასტურებს, ზოგი დასცინის ასეთ წარმოდგენებს და ძირითადი ნაწილი მაინც სკეპტიკურდაა განწყობილი ყველა რელიგიის მიმართ. ერთ-ერთი მტკიცებით რელიგია ეს ანთროპოლოგების კვლევის საგანი არ არის , თუმცა ანთროპოლოგებს აინტერესებთ თუ რატომ ხვდება რელიგიის არსი უკლებლივ ყველა საზოგადოებაში. უმრავლესი მათგანი მიიჩნევს რომ რელიგიები იქმნება ადამიანის უნივერსალური საჭიროებებისა და მდგომარეობების თანახმად.
რელიგიის ანთროპოლოგია ეს განმარტება გახდა კრიტიკის მსხვერპლი სპეციალისტების მხრიდან, იქიდან გამომდინარე, რომ ის არ უხდებოდა საველე გამოკვლევებს, თუმცა აღიარეს შეიძლება გამოსადეგი იყოს თეორიულ დისკუსიებში. ძირითადი სირთულე რელიგიის ყოვლისმმცველი და ზუსტი განმარტების პოვნისთვის მდგომარეობს იმაში, რომ რელიგია წარმოადგენს არა კონკრეტულ რამეს, არამედ თეორიულ აბსტრაქციას. რელიგიის სხვა  განსაზღვრეები, რომლებიც მოდიან ემილ დიურკგეიმის შემდგომ, დააფორმულირეს XX საუკუნეში და ისინი დაფუძნებულია „ბუნებრივისა“ და „ზებუნებრივის “ გაგებებისა და  ურთიერთდაპირისპირებაზე. ეს ალტერნატიული განსაზღვრებები არ აღმოჩნდა გრიცის განსაზღვრებაზე უფრო მეტად მისაღებად, ვინაიდან და რადგანაც, ზოგიერთ შემთხვევაში რთულია იპოვო ზღვარი ბუნებრივსა და ზებუნებრივს შორის. ზუსტად ამიტომ მოცემული განმიჯნვა შეიძლება საკმაოდ შეიცვალოს კონკრეტულ საზოგადოებაში გავრცელებული პირადი შეხედულებების მიხედვით. რელიგიის მეორე ამოუხსნელი პრობლემა დაკავშირებულია იმ როლთან, რომელსაც თამაშობს რელიგიური რწმენა. თუ ქრისტიანობაში რწმენის გაგება იკავებს ცენტრალურ ადგილს, სრულიად განსხვავებული სურათი გვაქვს სხვა რელიგიებში. მეცნიერებს შორის მიმდინარეობს ხანგრძლივი დისკუსია იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად მისაღებია დასკვნები რელიგიურ რწმენებთან დაკავშირებით , რომლებსაც აკეთებენ ისინი, ვისაც არ სწამთ. თუმცა რელიგიის ფსიქოლოგიის და სოციოლოგების უმეტესობა, ხშირ შემთხვევაში იმ რელიგიის მიმდევრები არიან, რომელსაც თვითონვე იკვლევენ, ხოლო რელიგიის ანთროპოლოგების წარმოუდგენლად დიდი რაოდენობა კი სკეპტიკი, მატერიალისტი და რედუკციონისტია. ასეა თუ ისე, რელიგიის ანთროპოლოგების რაღაც ნაწილი, რომლებიც იკვლევენ ახალ რელიგიურ მოძრაობებს, ხშირ შემთხვევაში თვითონ არიან ამ მოძრაობების წევრები. XX  საუკუნეში ანთროპოლოგიაში ხშირად გამოყენებადი გადხა საველე გამოკვლევები და ჩართული დაკვირვების მეთოდი. ამან გამოიწვია ის, რომ ანთროპოლოგებმა დაიწყეს უფრე მეტი ყურადღების მიპყრობა ხშირი კითხვების შესწავლაზე და ნაკლები ფართო განზოგადებებზე. თანამედროვე გამოკვლევები მეტწილად ეხება კონკრეტულ რწმენებს კონკრეტულ ადგილებში და ნაკლებად აბსტრაქტულ სპეკულაციებსა და კითხვებს, რომლებიც დაკავშირებულია თვითონ რელიგიასთან.