Top 10 similar words or synonyms for ბუაჩიძის

შანშიაშვილი    0.908810

ჭინჭრაქა    0.908696

მუნჯები    0.907672

გლახის    0.905766

არაგვისპირელის    0.899459

ვანოს    0.899328

დუტუ    0.898510

ცირა    0.897520

მაგდანა    0.896604

შანშიაშვილის    0.894179

Top 30 analogous words or synonyms for ბუაჩიძის

Article Example
საქართველოს ეროვნული არქივი ლიტერატურისა და ხელოვნების არქივი 1970 წელს შეიქმნა, რასაც გამოეხმაურნენ ქართული კულტურის გამოჩენილი მოღვაწეები, რომელთაც არქივს უსასყიდლოდ გადასცეს საოჯახო ფონდები. სწორედ ასე შეიქმნა ერეკლე ჯაბადარის, ზურაბ ანჯაფარიძის, ლეილა აბაშიძის, კიტა ბუაჩიძის, ლევან გოთუას, ანზორ ერქომაიშვილის, მედეა კახიძის, მიხეილ ქვლივიძის, ვაჟა აზარაშვილის, ბესარიონ ჟღენტის, აკაკი ხორავას, აკაკი შანიძის, რევაზ ჯაფარიძისა და სხვათა პირადი ფონდები.
სალომე ყანჩელი 1956 წლიდან სალომე ყანჩელი კვლავ რუსთაველის სახელობის თეატრშია, ამჯერად სიცოცხლის ბოლომდე. აქ ახალი ძალით გაიელვა მისმა ხალასმა ნიჭმა, მაღალმა სცენურმა ოსტატობამ, სინატიფემ და ქალურმა მშვენებამ. მსახიობმა დიდი ოსტატობით განასახიერა მკვეთრად განსხვავებული სცენური სახეები: ივლიტე — კ. ბუაჩიძის „ამბავი სიყვარულისა“, მზეთუნახავი — გ. ნახუცრიშვილის „ჭინჭრაქა“, ბაბალე — მ. ელიოზიშვილის „ბებერი მეზურნეები“, ხანუმა — ა. ცაგარელის „ხანუმა“, ბერნარდა — ფ. გარსიას ლორკას „ბერნარდა ალბას სახლი“, ნ. წულეისკირის „თუთარჩელა“ და სხვა.
მარჯანიშვილის თეატრი პოლიკარპე კაკაბაძის "კოლმეურნის ქორწინება" (დადგა შალვა ღამბაშიძემ) გვირისტინე – სესილია თაყაიშვილი, ლომკაცა – გრიგოლ კოსტავა, ირინე – ანეტა დონჟანელი, ხახული – აკაკი კვანტალიანი და ხარიტონი გიორგი შავგულიძე; ლავრენტი არდაზიანის "სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი" (გასცენიურებული ვახტანგ ტაბლიაშვილის მიერ, მისივე დადგმით); ალექსანდრე დიუმას „მარგარიტა გოტიე“ ვერიკო ანჯაფარიძის შესრულებით (დამდგმელი რეჟისორი ბორის გამრეკელი), კიტა ბუაჩიძის სიცოცხლით სავსე კომედია "მკაცრი ქალიშვილები" (დამდგმელი რეჟისორი ბორის გამრეკელი), „ეზოში ავი ძაღლია“ (დამდგმელი რეჟისორი გოგი თოდაძე), რომელი ერთი ჩამოვთვალოთ.
მედეა ჯაფარიძე კოტე მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე მან შექმნა არაერთი უბრწყინვალესი სახე, რომელიც ოქროს ასოებით ჩაიწერა ქართული თეატრის უმდიდრეს ისტორიაში. მათგან აღსანიშნავია: ნინა (მიხაილ ლერმონტოვის „მასკარადი“), ჯულიეტა, ბეატრიჩე, ლედი ანა (უილიამ შექსპირის „რომეო და ჯულიეტა“, „ჭირვეული ცოლის მორჯულება“, „რიჩარდ III“), ჭრიჭინა (მ .ბარათაშვილის „მარინე“), გულსუნდა (ვაჟა-ფშაველას „მოკვეთილი“), მარტა (კასონას „ხეები ზეზეულად ხმებიან“), ვარვარა კარპოვნა (კიტა ბუაჩიძის „ეზოში ავი ძაღლია“), გულქანი (პ. კაკაბაძის „კახაბერის ხმალი“), იოკასტე (სოფოკლეს „ოიდიპოს მეფე“), დედა (ლაშა თაბუკაშვილის „ძველი ვალსი“) და სხვა.
ნოდარ ჩხეიძე (მსახიობი) მსახიობის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია გიქო (გ. სუნდუკიანის „პეპო“), ჩინჩახოვი (კ. ბუაჩიძის „ეზოში ავი ძაღლია“), ფილიპო (კ. გოლდონის „საპატარძლო აფიშით“), ვახტანგ ობელიანი (ს. შანშიაშვილის „კრწანისის გმირები“), კურჩაევი, ნეზნამოვი (ა. ოსტროვსკის „ზოგჯერ ბრძენიც შეცდება“, „უდანაშაულო დამნაშავენი“), ჰამლეტი, ედგარი, როდრიგო (უ. შექსპირის „ჰამლეტი“, „მეფე ლირი“, „ოტელო“), ფრანც მოორი (ფ. შილერის „ყაჩაღები“), ცრუ დიმიტრი (ა. პუშკინის ბორის გოდუნოვი), ტირეზია (სოფოკლეს „ოიდიპოს მეფე“) და სხვები. მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენაზე წარმატებით სარგებლობდა მის მიერ დადგმული ვაჟა-ფშაველას „სათაგური“.
თბილისის მოზარდ მაყურებელთა ქართული თეატრი XX საუკუნის 30-იანი წლების თეატრის ცხოვრებას სათავეში ედგნენ ა. თაყაიშვილი და ბ. გამრეკელი. მათ ეკუთვნოდათ თითქმის ყველა დადგმა: შალვა დადიანის ,ბოთე და კუსპარა,” კ. ბუაჩიძის და ს. მთვარაძის ,აურიე რგოლი,” დანიელ ჭონქაძის ,სურამის ციხე,” ო. თუმანიანის ,გიქორი,” მიხეილ ჯავახიშვილის ,არსენა მარაბდელი,” გიორგი ნახუცრიშვილისა და ბ. გამრეკელის ,ნაცარქექია,” გიორგი ნახუცრიშვილის ,პატარა მეომრები,” აკაკი წერეთლის ,პატარა კახი,” ნიკო ლომოურის ,ქაჯანა” და სხვა. 40-იან წლებში დაიდგა უილამ შექსპირის ,რომეო და ჯულიეტა” და ,ჭირვეულის მორჯულება,” ა. ოსტროვსკის ,შემოსავლიანი ადგილი,” ფრიდრიჰ შილერის ,ვილჰელმ ტელი.”
იოსებ ბუაჩიძე იოსებ ბუაჩიძის ავტორობითა და თანაავტორობით გამოიცა საინჟინრო გეოლოგიასა და ჰიდროგეოლოგიაში 7 მონოგრაფია, მათ შორის ერთი – ინგლისურ ენაზე. გამოქვეყნებული აქვს მრავალი მეცნიერული შრომა, ბევრი მათგანი — აშშ-ს, იტალიის, რუსეთის, უკრაინის, იაპონიის, ინგლისის, გერმანიისა და სხვა ქვეყნების პოპულარულ სამეცნიერო ჟურნალებში. იოსებ ბუაჩიძეს შედგენილი აქვს 200-ზე მეტი დიდი პრაქტიკული მნიშვნელობის მქონე საინჟინრო-გეოლოგიური და ჰიდროგეოლოგიური დასკვნა ქვეყნის სხვადასხვა ტიპის ნაგებობათა მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და მდგრადობის უზრუნველყოფის შენარჩუნების მიზნით.
თენგიზ ბუაჩიძე 1950 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1961-1965 წლებში იყო საქართველოს სსრ კულტურის მინისტრი , 1973-1976 წლებში - საქართველოს მწერალთა კავშირის პირველი მდივანი, 1976 წლიდან - ი. ჭავჭავაძის სახელობის თბილისის უცხო ენათა სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის რექტორი. ბუაჩიძის გამოკვლევები, მოთხრობები და თარგმანები იბეჭდება 1946 წლიდან. მას ეკუთვნის გამოკვლევები ქართული, რუსული, უკრაინული, ბელორუსული ლიტერატურის, ხალხთა ლიტერატურული ურთიერთობების, ლიტერატურისა და თარგმანის თეორიის სფეროდან, პუბლიკაციები და კრიტიკული წერილები, ნაშრომები ქართველი რომანტიკოსების, ი. ჭავჭვაძის, გ. ტაბიძის და სხვების შესახებ. მოთხრობათა კრებულში "მოლოდინი" (1966) გვიხატავს ადამიანების მორალურ სახეს მეორე მსოფლიო ომის დროს. თარგმნა "ამბავი იგორის ლაშქრობისა" (1970), "გარდასულ წელთა ამბავი" (1973) და ძველი რუსული ლიტერატურის სხვა ძეგლები.
მიხეილ თუმანიშვილი თუმანიშვილის დადგმები გამოირჩევა მკაფიო თეატრალური ფორმით, ემოციურობით, ლაკონიზმით, დახვეწილი გემოვნებით, მაღალი პროფესიული კულტურით. რუსთაველის თეატრში დადგმული სპექტაკლებიდან აღსანიშნავია: ი. ფუჩიკის „ადამიანებო, იყავით ფხიზლად!“ (1951), ჯ. ფლეჩერის „ესპანელი მღვდელი“ (1954), კ. ბუაჩიძის „ამბავი სიყვარულისა“ (1958), გ. ნახუცრიშვილის „ჭინჭრაქა“ (1963), ჟ. ანუის „ანტიგონე“ (1968), ო. იოსელიანის „სანამ ურემი გადაბრუნდება“ (1969), ა. ჩხაიძის „ხიდი“ (1970) და სხვა. თეატრალურ ინსტიტუტში დადგმული სპექტაკლისათვის „ახალგაზრდა გვარდიის სახელით“ (ა. ფადეევის მიხედვით, 1975) მიენიჭა საქართველოს ლენინური კომკავშირის პრემია (1976). თუმანიშვილმა თავისი შემოქმედებითი გამოცდილება განაზოგადა წიგნში „სანამ რეპეტიცია დაიწყება“ (თბ., 1977) და რიგ საჟურნალო ნარკვევებში.
რამაზ ჩხიკვაძე როლები: ლეანდრო (ჯ. ფლეჩერის „ესპანელი მღვდელი“), ვეფხია გაბიდაური (კ. ბუაჩიძის „ამბავი სიზვარულისა“), ქოსა მრჩეველი (გ. ნახუცრიშვილის „ჭინჭრაქა“), მაქჰითი (ბ. ბრეხტის „სამგროშიანი ოპერა“), თედო (მ ელიოზიშვილის „ბებერი მეზურნეები“), ფადინარი (ე. ლაბიშის „ჩალის ქუდი“), აკოფა (ა. ცაგარელის „ხანუმა“), კირილე მიმინოშვილი (დ. კლდიაშვილის „სამანიშვილის დედინაცვალი“), შოშია (ნ. დუმბაძის „საბრალდებო დასკვნა“) და სხვა. ახალი ეტაპია ჩხიკვაძის შემოქმედებაში რეჟისორ რ. სტურუას დადგმებში მონაწილეობა (ყვარყვარე, პ. კაკაბაძის „ყვარყვარე“, აზდაკი, ბ. ბრეხტის „კავკასიური ცარცის წრე“, „რიჩარდ მესამე“, შექსპირის „რიჩარდ მესამე“, მოხუცი რეჟისორი რ. სტურუას, ლ. ფოფხაძისა და ა. ვარსიმაშვილის „ვარიაციები თანამედროვე თემაზე“ და სხვა). რამაზ ჩხიკვაძის ბოლო როლი შედგა ა. სტრინდბერგის „სიკვდილის როკვაში“ (რეჟისორი: ავთო ვარსიმაშვილი) ამ სპექტაკლით გაიხსნა თბილისში ახალი თეატრი „თეატრალური სარდაფი“. ამ წარმოდგენებში მხატვრულ ხერხად გამოყენებულია ყოფითისა და პათეტიკის, რეალურისა და პირობითის დაპირისპირება, მოვლენების მოულოდნელი პერიფრაზირება, მეტაფორული აზროვნება, რასაც მსახიობი აღწერს განსჯისა (ფსიქოლოგიური განცდის საპირისპიროდ) და სრულყოფილი აქტიორული ხელოვნების მეშვეობით. ჩხიკვაძე გარდასახვასთან ერთად სცენაზე გვიჩვენებს თავის დამოკიდებულებას გმირისადმი. ჟესტიკულაციით, პოზითა და მეტყველების მანერით იგი ზუსტ ასოციაციურ მინიშნებას აღწევს. ამ როლებმა ჩხიკვაძეს მსოფლიო აღიარება მოუპოვა.