Top 10 similar words or synonyms for ბოტსვანა

ზამბია    0.929578

ნამიბია    0.925238

ბრუნეი    0.925181

უგანდა    0.920485

კენია    0.918216

ლიბერია    0.916627

მავრიტანია    0.915752

მალავი    0.914603

სენეგალი    0.914270

კამერუნი    0.914116

Top 30 analogous words or synonyms for ბოტსვანა

Article Example
ბოტსვანა ბოტსვანა () — ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფო სამხრეთ აფრიკაში. დედაქალაქი გაბორონე. ქვეყანას ჩრდილოეთიდან და დასავლეთიდან — ნამიბია, სამხრეთიდან — სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, ხოლო აღმოსავლეთიდან — ზამბია და ზიმბაბვე ესაზღვრება. ქვეყნის ტერიტორიის 70 % უკავია კალაჰარის უდაბნოს.
ბოტსვანა ბოტსვანის ყველაზე დიდი მდინარეა ოკავანგო. ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში მდებარეობს მისი ქვედა დინება და ვრცელი შიდამატერიკული დელტა ფართობით დაახლოებით 16 ათასი კმ² (ადიდების დროს — 22 ათას კმ²-მდე). ოკავანგოს დელტა მდიდარია ტბებით, რომელთაგან ყველაზე დიდია მლაშე ტბა ნგამი. დელტებიდან არსებობს შრობადი მდინარე ბოტეტის (ბოტლეტლე) არარეგულარული ჩამონადენი ცკაუს მლაშე ტბის გავლით მსოფლიოში ერთ-ერთ მსხვილ, გაუდინარ, მლაშობ ნიადაგიან ქვაბულ — მაკგადიკგადში (ფართობი დაახლოებით 40 ათასი კმ²). ყველაზე უფრო წვიმიან წლებში ოკავანგოს დელტიდან ასევე არსებობს ჩამონადენი მდინარე ზამბეზიში.
ბოტსვანა ქვეყნის დიდი ნაწილი მდებარეობს სუბტროპიკული კლიმატის სარტყელში, მკაფიოდ გამოხატული კონტინენტური კლიმატის სახით. იანვარში ტემპერატურის საშუალო მაქსიმუმი შეადგენს 33 °C-ს, ივლისში 22 °C-ს, იანვრის საშუალო მინიმუმი 18 °C-ს და ივლისის 5 °C-ს. იანვრის საშუალო ტემპერატურა მერყეობს 22 °C-დან 27 °C-მდე, ივლისის — 14 °C-დან 16 °C-მდე, ტემპერატურის სადღეღამისო ამპლიტუდა აღწევს 22 °C-ს, ზამთარში (ივნისიდან სექტემბრის ჩათვლით) ზოგჯერ იცის სუსხიც. ბევრ რაიონებში ყველაზე უფრო ცხელი თვეა ოქტომბერი, ხოლო წვიმიანი სეზონის დასაწყისში, რომელიც რაიონების უმრავლესობაში დგება ნოემბერ-მარტში, საშუალო ტემპერატურა ეცემა 1,5 - 2 °C-ით.
ბოტსვანა ყველაზე უფრო მდიდარია ოკავანგოს დელტის ცხოველთა სამყარო, სადაც ბინადრობენ ბეჰემოთები, სიტატუნგის და წითურა ლიჩის ანტილოპები, ჩვეულებრივი წყლის თხები, აფრიკული ძერები, აფრიკული თევზის ზარნაშოები, ბოლოკარკაზები, ფლამინგოები, ყარყატები, ივეოსები, ყანჩების რამდენიმე სახეობა, იხვები, ჯუჯა ბატები, ნიანგები. მთლიანად მდინარის დელტაში დაფიქსირებულია ფრინველთა 500 სახეობა, თევზების 89 სახეობა, ძუძუმწოვრების 128 სახეობა, ქვეწარმავლების და ამფიბიების 150 სახეობა.
ბოტსვანა თავის მხრივ ოლქები იყოფიან 28 სუბოლქებად..
ბოტსვანა ქვეყნის ოფიციალური ენებია ინგლისური (52 921 ადამიანი) და ტსვანა (1 484 598 ადამიანი). მოსახლეობა ასევე ლაპარაკობს სხვა ენებზეც, რომელთაგან ყველაზე უფრო გავრცელებულია:
ბოტსვანა ქვეყნის მთელი ტერიტორიის მხოლოდ 0,7 % უკავია სახნავ მიწებს. სოფლის მეურნეობის ძირითადი პრობლემებია მისი წარმოების ტრადიციული მეთოდები და ხშირი გვალვები. სასოფლო-სამეურნეო მიწების ძირითადი ნაწილი მდებარეობს ქვეყნის აღმოსავლეთში. ძირითადი მოსაყვანი მარცვლეული კულტურებია სორგო, სიმინდი და ფეტვი, ასევე მცირე მოცულობით მოჰყავთ ვინია (ლობიოს ერთ-ერთი სახეობა), პარკოსნები და სხვა კულტურები. 2007 წელს წარმოებული იქნა 33 000 ტონა სორგო და 12 000 ტონა სიმინდი, მაგრამ სორგოს და მარცვლეულის წარმოება უზრუნველყოფს მოთხოვნების მხოლოდ 10 %-ს. 2001 წელს ბოტსვანამ მოახდინა 174 198 ტონა მარცვლეულის იმპორტი საერთო ღირებულებით დაახლოებით 53 მილიონი აშშ დოლარი. მარცვლეულის ძირითადი იმპორტი შემოდის ზიმბაბვედან და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან. ქვეყანაში მოქმედებს მთელი რიგი სამთავრობო პროგრამები, რომლებიც მიმართულია ფერმერების მეურნეობების დასახმარებლად. ტარდება კვლევები სოფლის მეურნეობის სამუშაოების ჩატარებისას ნიადაგისათვის ზიანის მიუყენებლად, მარცვლეულის მოსავლიანობის ასამაღლებლად.
ბოტსვანა მეცხოველეობა ასევე ეკონომიკის მნიშვნელოვანი სექტორია — ხორცის პროდუქცია, რომლის დიდი ნაწილი იყიდება სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში და დასავლეთ ევროპაში, ექსპორტის ერთ-ერთი მთავარი დარგია.
ბოტსვანა 2000 წელს ტურიზმიდან შემოსავლებმა შეადგინა 313 მილიონი აშშ დოლარი, 2006 წელს — 537 მილიონი აშშ დოლარი. ტურისტებს შორის ყველაზე უფრო პოპულარულია ქვეყნის ეროვნული პარკები და ნაკრძალები, კალაჰარის უდაბნო, ცოდილოს ბორცვები. 1999 წლის მდგომარეობით ქვეყანაში იყო 2100 სასტუმროს ნომერი 3720 საწოლით. 1999 წელს ბოტსვანას ესტუმრა 843 314 ტურისტი, რომელთაგან 720 000 ჩამოვიდა აფრიკის სხვა ქვეყნებიდან. 2003 წელს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა შეაფასა ერთი დღის ყოფნის ხარჯი გაბორონეში 129 აშშ დოლარად, კასანეში — 125 აშშ დოლარად, სხვა რეგიონებში — 50 აშშ დოლარად.
ბოტსვანა 2007 წლის შეფასებით მოზრდილი მოსახლეობის 23,9 %-ს (15—49 ასაკი) აქვს აივ-ინფექცია, ყოველწლიურად შიდსისაგან კვდება 26 ათასი ადამიანი (2001 წელი), მისი გავრცელების დონის მიხედვით ბოტსვანას უკავია მეორე ადგილი მსოფლიოში სვაზილენდის შემდეგ. შიდსთან ერთად ქვეყანაში ძირითადი დაავადებებია მალარია და ტუბერკულოზი, 1999 წელს დაფიქსირებული იყო ტუბერკულოზის 702 შემთხვევა 100 ათას მოსახლეზე, 2000 წელს 5 წლამდე ასაკის ბავშვების 17 % დაავადებული იყო მალარიით.