Top 10 similar words or synonyms for ბიზანტიურ

სპარსულ    0.814645

აღმოსავლურ    0.804779

შუასაუკუნეების    0.787267

ეგვიპტურ    0.786351

ანტიკურ    0.785421

არამეულ    0.784010

ადრინდელ    0.783319

ძეგლებში    0.774701

ბერძნულ    0.774277

ასურულ    0.763821

Top 30 analogous words or synonyms for ბიზანტიურ

Article Example
ბიზანტიურ-ბულგარული ომები ბიზანტიურ-ბულგარული ომები — კონფლიქტების სერია ბიზანტიის იმპერიასა და ბულგარელებს შორის. დაპირისპირება V საუკუნეში ბალკანეთში ბულგარების გამოჩენის თანავე დაიწყო და 680 წლიდან ბულგარეთის იმპერიის სამხრეთით გაფართოვებასთან ერთად გამწვავდა. ბრძოლები მიმდინარეობდა გარდამავალი უპირატესობებით. ყველაზე მნიშვნელოვან გამარჯვებებს ბულგარელებმა კრუმის ხელმძღვანელობით მიაღწიეს. 814 წელს კრუმის გარდაცვალების შემდეგ მისმა შვილმა ომურტაგმა ბიზანტიასთან ოცდაათწლიანი სამშვიდობო ზავი დადო. 893 წელს სიმეონ I-მა ბიზანტიელებთან ბრძოლაში ასევე მიაღწია მნიშვნელოვან გამარჯვებებს, თუმცა მაინც ვერ შეძლო აღმოსავლეთის უდიდესი იმპერიის შექმნა.
ბიზანტიურ-ბულგარული ომები 971 წელს ბიზანტიის იმპერატორმა იოანე I ციმისკემ შეძლო დასუსტებული ბულგარეთის იმპერიის უმეტესი ნაწილის დაპყრობა, ასევე ხელში ჩაიგდო ბულგარეთის იმპერატორი ბორის II და დედაქალაქი პრესლავი. ბიზანტიამ ბულგარეთის საბოლოო დაპყრობა 1018 წელს ბასილი II-ს მმართველობის დროს, 1014 წელს ლიუჩთან ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ შეძლო. შემდეგ წლებში ბულგარეთში ბიზანტიელთა წინააღმდეგ რამდენიმე წარუმატებელი აჯანყება მოხდა. 1185 წელს პეტერ IV-მ და ივან ასენ I-მა წამოიწყეს აჯანყება. შიდა პრობლემების მქონე ბიზანტიამ ვეღარ შეძლო აჯანყების ჩხშობა, რაც გახდა ბულგარეთის მეორე იმპერიის დასაბამი.
ბიზანტიურ-ბულგარული ომები მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობა 1204 წელს კონსტანტინოპოლის დაპყრობით დასრულდა. ბულგარეთის იმპერატორმა კალოიანმა სცადა ახლად შექმნილ ლათინთა იმპერიასთან მეგობრული ურთიერთობის დამყარება, მაგრამ ჯვაროსნებმა ბულგარელებთან ყველანაირ ალიანსზე უარი თქვეს. ლათინთა იმპერიის დაცემის შემდეგ ბიზანტიამ შეძლო მოძლიერება და ბულგარეთში მიმდინარე სამოქალაქო ომის ფონზე თრაკიის ნაწილი დაიპყრო, თუმცა ბულგარეთის იმპერატორმა თეოდორ სტანისლავმა შეძლო თრაკიის მიწების უკან დაბრუნება. ბულგარეთის და ბიზანტიის ურთიერთობებში დაძაბულობა გაგრძელდა მანამ სანამ ოსმანებმა 1393 წელს ჯერ ბულგარეთის დედაქალაქი ველიკო-ტირნოვო ხოლო შემდეგ 1453 წელს კონსტანტინოპოლი დაიპყრეს.
ბიზანტიურ-არაბული ომები (780-1180) ბიზანტიურ-არაბული ომები — სამხედრო კონფლიქტი ერთის მხრივ, ბიზანტიასა და მის მოკავშირეებს და მეორეს მხრივ, აბასიანებსა და ფატიმიანებს შორის. მიმდინარეობდა აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის რეგიონში 780-1180 წლებში. ხანგრძლივი და მერყევი სასაზღვრო ომების შემდეგ, X საუკუნის ბოლოსა და XI საუკუნის დასაწყისში ბიზანტიელთა მნიშვნელოვანმა გამარჯვებებმა, სამ იმპერატორს, კერძოდ ნიკიფორე II-ს, იოანე I ციმისკეს და ბასილი II ბულგართმმუსვრელს საშუალება მისცა დაებრუნებინა VII საუკუნეში არაბთა მიერ წართმეული ტერიტორიები.
ბიზანტიურ-არაბული ომები (780-1180) ამის მიუხედავად არაბები მაინც დარჩნენ ბიზანტიელების მთავარ მოწინააღმდეგედ და დაახლოებით 970 წლისთვის ფატიმიანებმა შეძლეს კვლავ აღზევება. ბიზანტიამ დაიკავა პალესტინის დიდი ტერიტორია, მაგრამ ვერ აიღო ქალაქი იერუსალიმი. ბიზანტიელთა მცდელობებს, რათა შეეჩერებინათ არაბთა მიერ სიცილიის ნელი, მაგრამ წარმატებული დაპყრობა შედეგი არ გამოუღია. სირიამ, როგორც ბიზანტიის პროვინციამ საბოლოოდ შეწყვიტა არსებობა 1084 წელს, როდესაც თურქ-სელჩუკებმა დაიპყრეს ანტიოქია. ქალაქი ჯვაროსნებმა 1097 წელს იაღეს.