Top 10 similar words or synonyms for ბერბატოვი

ალბერტინი    0.895022

lineups    0.888832

გალიარდო    0.884115

იონკი    0.881127

ჟაირზინიო    0.880932

დუდეკი    0.880624

უნსალი    0.878133

ბალოტელი    0.877544

ბირჰოფი    0.876529

ბრუნუ    0.875997

Top 30 analogous words or synonyms for ბერბატოვი

Article Example
დიმიტარ ბერბატოვი ბერბატოვმა ახალგაზრდული კარიერა დაიწყო მშობლიური ქალაქის გუნდში, „ბლაგოევგრადის პირინში“, სადაც მან გაიტანა 77 გოლი (სარეზერვო გუნდში) 92 მატჩში.
დიმიტარ ბერბატოვი ბერბატოვი შეუერთდა მისი მამის ყოფილ კლუბს, ცსკა სოფიას, საფეხბურთო სკაუტის და მენეჯერის, დიმიტარ პენევის დახმარებით 1998 წელს. მან პირველი პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა კლუბთან და დებიუტი ჰქონდა 1998-99 წლების სეზონში, 18 წლის ასაკში. მან ცსკა-ს შემადგენლობაში მოიგო ბულგარეთის თასი. მისი საევროთასო მატჩი შედგა 1999 წლის სეტქმბერში, სადაც 2-0 დამარცხდა ცსკა „ნიუკასლ იუნაიტედთან“; იმ სეზონში მან გაითქვა სახელი, გაიტანა 14 გოლი 27 მატჩში ბულგარეთის ჩემპიონატში. 2009 წლის ივნისში ბერბატოვმა მიაშურა იტალიის სერია A-ს კლუბ „ლეჩეს“, მაგრამ ვერ გაიარა სამედიცინო შემოწმება და ტრანსფერი ჩაიშალა ბოლო მომენტში.
დიმიტარ ბერბატოვი დიმიტარ ივანოვ ბერბატოვი (, დ. 30 იანვარი, 1981) — ბულგარელი ფეხბურთელი, „მანჩესტერ იუნაიტედის“ თავდამსხმელი. 2006-2010 წლებში იყო ბულგარეთის ნაკრების კაპიტანი. არის ბულგარეთის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი. ბულგარეთის წლის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული აქვს მოგებული შვიდჯერ, რაც რეკორდული მაჩვენებელია ხრისტო სტოიჩკოვის შემდეგ.
დიმიტარ ბერბატოვი ბერბატოვის დებიუტი „მანჩესტერში“ შედგა 27 წლის ასაკში „ლივერპულის“ წინააღმდეგ, სადაც კარლოს ტევესის გოლმა ვერ უშველა გუნდს და დამარცხდნენ 1-2. „მანჩესტერის“ მაისურით პირველი დუბლი მიითვალა „ოლბორგის“ წინააღმდეგ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩში, 2008 წლის 30 სექტემბერს, რომელიც „მანჩესტერმა“ მოიგო, ანგარიშით 3-0. პირველი გოლი ინგლისის ჩემპიონატში გაიტანა „ვესტ ბრომვიჩის“ წინააღმდეგ გამართულ მატჩში, რომელიც დასრულდა 4-0, მანჩესტერის სასარგებლოდ. ალექს ფერგიუსონმა ის დაიცვა 2008-09 წლების სეზონის ინგლისის თასის ნახევარფინალში „ევერტონთან“ გაცუდებული პენალტის შემდეგ კრიტიკისგან, სადაც „მანჩესტერ იუნეიტედი“ დამარცხდა პენალტების სერიაში. მალე, ბერბატოვმა კლუბის მაისურით მეხუთე გოლი გაიტანა მისი ყოფილი კლუბის, „ტოტენჰემ ჰოტსპურის“ კარში, სადაც მანჩესტერი პირველ ტაიმში მარცხდებოდა, ანგარიშით 0-2, მეორე ტაიმში კი შემოაბრუნა მატჩის ბედი და მოიგო 5-2. 2009 წლის 16 მაისს მოიგო პრემიერლიგა და გახდა პირველი ბულგარელი ფეხბურთელი, რომელმაც მოიგო ეს ტიტული. ბერბატოვმა მისი მესამე გოლი გაიტანა ინგლისის სუპერთასზე „ლონდონის ჩელსისთან“ 92-ე წუთზე 3-1 მოგებულ მატჩში. რვა დღის შემდეგ მან სეზონის პირველი საპრემიერლიგო გოლი გაიტანა „ნიუკასლ იუნაიტედის“ კარში, მისმა გუნდმა კი მოიგო 3-0. პირველი ჰეთ-თრიქი შეასრულა 2009 წლის 16 სექტემბერს, ლივერპულთან 3-2 მოგებულ საშინაო თამაშში. მეორე გოლი გახდა პრემიერლიგის "სეზონის გოლის" კანდიდატი. ეს იყო „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელისთვის პირველი ჰეთ-თრიქი „ლივერპულთან“ 1964 წლის შემდეგ. 2010 წლის 11 ნოემბერს შედგა მისი მე-100 მატჩი „მანჩესტერის“ შემადგენლობაში „მანჩესტერ სიტის“ წინააღმდეგ (0-0). თექვსმეტი დღის შემდეგ ბერბატოვმა დაამყარა ინდივიდუალური რეკორდი — გაიტანა ხუთი გოლი „ბლექბერნ როვერსის“ წინააღმდეგ გამართულ მატჩში, რომელიც დასრულდა 7-1, „მანჩესტერის“ სასარგებლოდ. ის იყო პირველი არაინგლისელი, რომელმაც გაიტანა ხუთი გოლი ერთ მატჩში (ინგლისელთაგან მსგავსი შედეგის მიღწევა მოახერხეს ენდრიუ კოულმა, ალან შირერმა და ჯერმენ დეფომ). 2010 წლის 20 დეკემბერს მეშვიდედ დაასახელეს ბულგარეთის წლის საუკეთესო ფეხბურთელად.
დიმიტარ ბერბატოვი ბერბატოვის დებიუტი ბულგარეთის ნაკრებში შედგა 1999 წლის 17 ნოემბერს, 18 წლის ასაკში. ის შეცვლაზე შემოვიდა ამხანაგურ მატჩში საბერძნეთის ნაკრებთან ალექსანდარ ალექსანდროვის ნაცვლად, რომელიც დასრულდა 1-0, საბერძნეთის ნაკრების სასარგებლოდ. პირველი გოლი ნაკრების მაისურით გაიტანა 2000 წლის 12 თებერვალს ჩილეს ნაკრების წინააღმდეგ გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში, რომელიც მოიგო ბულგარეთის ნაკრებმა 3-2. ბერბატოვი თამაშობდა ნაკრების შემადგენლობაში 2004 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე, სადაც ბულგარეთი ჯგუფური ეტაპიდანვე დაემშვიდობა გათამაშებას. 2009 წლის ოქტომბერში საქართველოს ნაკრებთან 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში, სადაც ბულგარეთმა გაიმარჯვა 6-2, ბერბატოვმა შეასრულა ჰეთ-თრიკი, რის შემდეგაც მან 46 გოლი დააგროვა ნაკრების შემადგენლობაში. მალტის ნაკრებთან სტუმრად 4-0 მოგებულ მატჩში მან დუბლი მიითვალა და 48 გოლით დაამყარა რეკორდი, გახდა ბულგარეთის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი. ბერბატოვი ეროვნული ნაკრების კაპიტანი იყო 2006 წლიდან 2010 წლის მაისამდე, როდესაც მან განაცხადა ნაკრებიდან წასვლის თაობაზე. ნაკრების მაისურით ითამაშა 77 მატჩი და გაიტანა 48 გოლი.