Top 10 similar words or synonyms for ბენღაზი

კასთამონუ    0.905932

ჰაიდარაბადი    0.902928

მეშჰედი    0.901039

ტრშებოვა    0.900301

ორლიცი    0.897287

კაისერი    0.894716

ნამპულა    0.893971

მისრათა    0.890081

ბოდრუმი    0.889317

ჩანქირი    0.887749

Top 30 analogous words or synonyms for ბენღაზი

Article Example
ბენღაზი ლიბიის მონარქიის დროს ბენღაზის საერთო დედაქალაქის სტატუსი ჰქონდა. ქალაქში დღემდე ფუნქციონირებს ისეთი ინსტიტუციები და ორგანიზაციები, რომლებიც როგორც წესი დედაქალაქის პრეროგატივაა. ეს ყოველივე ბენღაზისა და ტრიპოლის შორის მუდმივ მეტოქეობას წარმოშობს, რაც უფრო დიდ მასშტაბებშიც, მთლიან ორ რეგიონზე ვრცელდება (კირენაიკა და ტრიპოლიტანია). მთლიანი რაიონის მოსახლეობა 1995 წლის აღწერით 500 120 ადამიანი იყო, 2006 წელს კი 670 797.
ბენღაზი 2011 წლის 15 თებერვალს, ქალაქში მუამარ კადაფის რეჟიმის წინააღმდეგ მიმართული აჯანყება დაიწყო. 21 თებერვალს ბენღაზი კადაფის მოწინააღმდეგეებმა აიღეს, რომლებმაც რამდენიმე დღის შემდეგ ეროვნული გარდამავალი საბჭო ჩამოაყალიბეს. 19 მარტს, სწორედ ბენღაზიში მოხდა ლიბიის სამოქალაქო ომის გადამწყვეტი მომენტი, როდესაც ლიბიის არმიამ ქალაქზე შეტევისას გადამწყვეტი გამარჯვება მოიპოვა აჯანყებულებზე, მაგრამ ისინი უკან დახია ადგილობრივთა წინააღმდეგობამ და საფრანგეთის საჰაერო ძალების ჩარევამ, რომელიც გაეროს უშიშროების საბჭოს 1973 წლის რეზოლუციის თანახმად მოქმედებდა, რაც მოქალაქეების დაცვას ითვალისწინებს.
ბენღაზი თანამედროვე ბენღაზი ძველბერძნულ ქალაქ ბერენიკის სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს, რომელიც ძვ. წ. 525 წელს კირენის მეფის ძმამ დააარსა. ახალ ქალაქს შემდეგში "ჰესპერიდიები" ეწოდა. მას შემდეგ რაც ბენღაზი რომაული ქალაქი გახდა, მისი 600 წლიანი აყვავების ხანა დაიწყო. ძვ. წ. III საუკუნიდან იგი კირენაიკის მთავარი ცენტრი ხდება, მაგრამ ახ. წ. 642-643 წლებში არაბთა მიერ დაპყრიბის შემდეგ იგი დასუსტდა და თანდათან დიდებულ ნანგრევებში ჩაფლულ პატარა სოფლად იქცა.
ბენღაზი 1911 წელს ბენღაზი იტალიელებმა აიღეს. კირენაიკის ადგილობრივმა მოსახლეობამ ომარ მუხთარის ხელმძღვანელობით მათ წინააღმდეგ პარტიზანული ომის გაჩაღება სცადეს, მაგრამ წარუმატებლად. იტალიელთა საპასუხო ქმედება აჯანყებული ტომების მიმართ სადამსჯელო ქმდებებში გამოიხატა. მეორე მსოფლიო ომში მძიმედ დაზიანებული ბენღაზი მალე კვლავ აღდგა, რისი დამსახურებაც ლიბიაში აღმოჩენილი ნავთობი იყო.
ბენღაზი ბენღაზი () — ლიბიის მეორე უდიდესი ქალაქი, კირენაიკის რეგიონისა და ყოფილი ეროვნული გარდამავალი საბჭოს დროებითი დედაქალაქი. მისი მეტროპოლიურ არეალს ლიბიის ერთ-ერთი რაიონის სტატუსი აქვს. ბენღაზი საპორტო ქალაქია, გაშენებულია ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე. ქალაქში მდებარეობს 23 ივლისის ტბა.
ბენღაზი 1200-იანი წლებიდან დასახლებამ მნიშვნელოვანი როლის თამაში დაიწყო გენუელ ვაჭრებსა და ქვეყნის შიდა რეგიონების ტომებს შორის გაჩაღებულ მზარდ ვაჭრობაში. 1578 წელს ბენღაზი თურქებმა აიღეს და მისი მართვა ტრიპოლიდან დაიწყეს. 1835-1911 წლებში იგი ოსმალეთის იმპერიის პირდაპირი კონტროლის ქვეშ იყო. ამ დროისათვის ბენღაზი იმპერიის ყველაზე გაუბედურებული პროვინცია იყო. მას არ გააჩნდა მოპირკეთებული გზები, ტელეგრაფი, სანაპირო კი იმდენად იყო დანალექებისგან დაბინძურებული, რომ გემის მიდგომაც შეუძლებელი იყო. 1858 და 1874 წელს მოსახლეობა შავი ჭირის ეპიდემიამ გაანადგურა.
ლიბიის ცენტრალური ბანკი სათავო ოფისი მდებარეობს ტრიპოლიში, თუმცა კომერციული ბანკებისთვის მომსახურების გაუმჯობესებისთვის მას აქვს სამი ფილიალი შემდეგ ქალაქებში: სურთი, საბჰა, ბენღაზი.
ბენღაზის რაიონი ბენღაზის რაიონი () — ერთ-ერთი ადმინისტრაციული ერთეული ლიბიის 22 პირველი დონის ადმინისტრაციული დანაყოფიდან. დედაქალაქია ბენღაზი. მოსახლეობა 683 849 ადამიანი. მდებარეობს ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, კირენაიკის რეგიონში, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე.
ბერენიკა II ძვ. წ. 221 წელს მეუღლის სიკვდილის შემდეგ ბერენიკა II მოკლეს თავისი ვაჟის პტოლემე IV-ის დაქირავებულმა ხალხმა, რომელსაც ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა. ბერენიკას საპატივსაცემოდ ერთ–ერთ ქალაქს დაერქვა მისი სახელი (ახლანდელი ბენღაზი). ასევე ასტეროიდს „653 ბერენიკა“, რომელიც 1907 წელს აღმოაჩინეს.
სიდრის ყურე სიდრის ყურე, დიდი სირთი — ყურე ხმელთაშუა ზღვაში, ლიბიის ნაპირთან. ხმელეთში შეჭრილია 115 კმ-ზე. სიგანე შესასვლელთან 465 კმ, სიღრმე 1374 მ-მდე. მოქცევა ნახევარდღეღამურია, სიმაღლე 0,4 მ. ყურის ნაპირზეა ნავსადგურები: ბენღაზი, მარსა-ელ-ბურეიკა, ელ-სიდერი.