Top 10 similar words or synonyms for ბაშკადიკლარის

ჯუთა    0.826161

კლიმოვა    0.820263

ჩხუბა    0.819517

ეილაუს    0.819433

თინიბექნი    0.817437

ოფშკვითის    0.816745

ხორიელი    0.811504

ნუკრიანი    0.811210

დვანი    0.810573

გოროდოკი    0.809030

Top 30 analogous words or synonyms for ბაშკადიკლარის

Article Example
ბაშკადიკლარის ბრძოლა ბაშკადიკლარის (ბაშგედიქლერის) ბრძოლა - რუსეთისა და ოსმალეთის ჯარების ბრძოლა 1853 წლის 19 ნოემბერს (1 დეკემბერს). სოფელ ბაშგედიქლერთან (ქ. ყარსიდან 35 კმ-ზე) ყირიმის ომის (1853-1856 წწ.) დროს. ყარსისაკენ უკანდახეულმა სერასკერ ახმედ-ფაშას არმიამ (36 ათ. კაცი, 46 ქვემეხი) სცადა შეეჩერებინა რუსეთის მოიერიშე არმია (სარდალი, გენერალი ვასილ ბებუთოვი, 10 ათასამდე კაცი, 32 ქვემეხი). ოსმალების ძლიერი წინააღმდეგობის მიუხედავად, რუსეთის არმიამ გაანადგურა მოწინააღმდეგის მარჯვენა ფრთა და უკუაქცია ოსმალეთის არმია. დაიღუპა 6 ათასი თურქი და დაახლოებით 1,5 ათასი რუსეთის არმიის ჯარისკაცი. ბაშკადიკლარის ბრძოლაში მონაწილეობდნენ ქართველი გენერალ-მაიორები: ი. ჭავჭავაძე, ივანე ბაგრატიონ-მუხრანსკი და ილია ორბელიანი (პოეტ გრიგოლ ორბელიანის ძმა), რომელიც ბრძოლაში მძიმედ დაიჭრა.
ილია ორბელიანი 1851-1853 წლებში იყო ქართველ გრენადერთა პოლკის მეთაური. ყირიმის ომის (1853-1856) დროს ამიერკავკასიის ფრონტზე იბრძოდა. განსაკუთრებით გამოიჩინა თავი ბაინდურისა და ბაშკადიკლარის ბრძოლებში (ბაშკადიკლართან სასიკვდილოდ დაიჭრა).
ვასილ ბებუთოვი აღიზარდა პეტერბურგის I კადეტთა კორპუსში. 1809-1811 წლებში მსახურობდა საქართველოს მთავარმართებელთან. მონაწილეობდა 1812 სამამულო ომში. 1817 წელს თან ახლდა ა. ერმოლოვს სპარსეთში ელჩობისას. 1825 წელს იმერეთის მმართველად დანიშნეს. 1828 გენერალ ი. პასკევიჩთან ერთად მონაწილეობდა ახალციხის აღებაში, რის შემდეგ ახალციხის მმართველად დაინიშნა. 1843 წელს გენერალ-ლეიტენანტის ჩინით სარდლობდა დაღესტნის ჯარებს. 1847-1853 წლებში ამიერკავკასიის მხარის მთავარი სამმართველოს უფროსი და თავმჯდომარე იყო. 1853-1856 წლებში მონაწილეობდა ყირიმის ომში. მისი მეთაურობით რუსეთის ჯარებმა ბრწყინვალე გამარჯვებები მოიპოვეს ოსმალებზე ბაშკადიკლარის (1853 წლის 19 ნოემბერი) და ქურუქ-დარის (1854 წლის 24 ივლისი) ბრწოლებში. 1857 წელს ბებუთოვი სამსახურიდან გადადგა.
ივანე ამილახვარი 1850-იდან მსახურობდა ჩრდილოეთ კავკასიაში ნიჟეგოროდის დრაგუნთა პოლკში. 1853-იდან იბრძოდა შამილის წინააღმდეგ. ყირიმის ომის (1853-1856) დროს — კავკასიის ფრონტზე ოსმალეთის წინააღმდეგ მონაწილეობდა სოფ. ბაინდურის, ბაშკადიკლარის და ყარსის ბრძოლებში. 1873 მიიღო გენერალ-მაიორის ჩინი. ამილახვარმა განსაკუთრებით გამოიჩინა თავი რუსეთ-ოსმალეთის ომში (1877-1878). მისმა ცხენოსანმა დივიზიამ აიღო ბაიაზეთი, დიადინი, ალაშკერტი, ჰასან-კალე, არზრუმი და სხვა. 1883 წელს ამილახვარმა მიიღო გენერალ-ლეიტენანტის ჩინი, ხოლო 1901 გენერალ-ადიუტანტის საპატიო წოდება. 1893-იდან იყო კავკასიის საარმიო კორპუსის მეთაური. გამოქვეყნებული აქვს დღიურები და მოგონებები (ჟურნალ „Кавказский сборник“, 1908-1909, т.26-29. ავტორიზებული თარგმანი ქართულიდან). ეს მონათხრობი შეიცავს საინტერესო ცნობებს ეპოქისა და იმ ბრძოლების ირგვლივ, რომლებშიც ამილახვარს მიუღია მონაწილეობა. მასში უხვადაა საგულისხმო მასალა ამილახვარის თანამებრძოლების — გრიგოლ, ზაქარია, ილია ორბელიანების, კ.მამაცაშვილის, მალაქია გურიელის და სხვათა, აგრეთვე შამილის შესახებ. ამილახვარი დაჯილდოებული იყო ოქროს ხმლით „მამაცობისათვის“ და მრგვალი საბრძოლო ორდენითა და მედლით.
მამია გურიელი 1851 წელს მამიას მამა, დავით გურიელი მალთაყვაში მასპინძოლბდა კავკასიის მეფისნაცვალ ვორონცოვს, რომელსაც შეჰპირდა, რომ მის შვილს, მამიას, თბილისში სამხედრო სამსახურში გაუშვებდა. დავითი ასეც მოიქცა 1853 წელს. იმავე წლის 1 ნოემბერს დაიწყო ყირიმის ომი. მამია გურიელი განწესებულ იქნა გრენადერთა პოლკში უნტერ-ოფიცრად. მონაწილეობა მიიღო რამდენიმე ბრძოლაში. გრენადერის პოლკი შეადგენდა ალექსანდრეპოლის რაზმის ნაწილს. მამია მონაწილეობას იღებდა ბაშკადიკლარის ბრძოლაში, სადაც თავადმა ვასილ ბებუთოვმა 19 ნოემბერს 9 ათასი კაცით დაამარცხა 37 ათასიანი ჯარი და დაიმორჩილა ოსმალოთა მთელი ბანაკი 24 ზარბაზნით. მამია გურიელი ამ ბრძოლაში ივანე მუხრანბატონის ხელქვეით ჯარში იმყოფებოდა. 1854 წლის 24 ივნისს მამია იღებდა მონაწილეობას კიურუკ-დარას ბრძოლაში, სადაც ალექსანდრეპოლის რაზმმა, რომელშიაც 20 ათასი კაცი იყო, იმავე ბებუთოვის თაოსნობით დაამარცხა ოსმალთა 60 ათასიანი კორპუსი. 1855 წლის მაისიდან სექტემბრამდე მამია გურიელი იმყოფებოდა ყარსის გარშემო დაბანაკებულ ჯარში, მაგრამ ყარსის აღებას ვერ მოესწრო, რადგანაც 17 სექტემბერს ის დაჭრეს მარჯვენა ფეხში და სამი თვე საავადმყოფოში გაატარა.