Top 30 analogous words or synonyms for ბაქტერიოფაგების

Article Example
ბაქტერიოფაგები ბაქტერიოფაგების გამოყენების ერთ-ერთი სფერო ანტიბაქტერიული თერაპიაა, რომელიც ანტიბიოტიკების მიღების ალტერნატივაა. ფაგოთერაპია ალტერნატიულ მედიცინას მიეკუთვნება. ფაგოთერაპიის კლინიკური გამოყენება ხდებოდა ყოფილ საბჭოთა კავშირში, უპირატესად საბჭოთა არმიის ჯარისკაცებზე და ინტერნატებში მცხოვრებ ბავშვებზე, თუმცა კლინიკური მონაცემების შესახებ ლიტერატურა ძალიან მწირია. ბაქტერიოფაგები გამოიყენება სტრეპტოკოკური, სტაფილოკოკური, დიზენტერიული ინფექციების სამკურნალოდ. ბაქტერიოფაგის პრეპარატი შეიძლება იყოს: 1. მონოკომპონენტური ანუ ერთი ბაქტერიის მიმართ აქტიური ან 2. პოლივალენტური - რამდენიმე ბაქტერიის მიმართ აქტიური. პოლივალენტური პრეპარატებია: პიობაქტერიოფაგი, ინტესტიფაგი, სესფაგი და სხვა. ბაქტერიოფაგების დასახელებული პრეპარატების ფორმულები შემუშავდა ელიავას ინსტიტუტში, თბილისში., რომელიც ბაქტერიოფაგების გამოკვლევის პიონერია.
ბაქტერიოფაგები ბაქტერიოფაგების კულტურებზე ექსპერიმენტებმა საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე მოლეკულური ბიოლოგიის განვითარებას. ბაქტერიოფაგი კარგი საექსპერიმენტო მასალაა გენეტიკური და იმუნოლოგიური კვლევებისათვის. განსაკუთრებით აღსანიშნავია გენების სტრუქტურის, მუტაციის მოლეკულური მექანიზმების, მუტაგენური ფაქტორების ზეგავლენის ხარისხისა და სიხშირის განსაზღვრის, გენეტიკური კოდის გაშიფვრის, გენური ტრანსმისიის შემსწავლელი ექსპერიმენტები.
თეიმურაზ ჭანიშვილი დაამთავრა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტი 1946 წ. მოღვაწეობდა ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტში, გენეტიკოსთა და სელექციონერთა საზოგადოებაში და სხვ. 1970 წ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩამოაყალიბა მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის კათედრა, რომელსაც 1976 წლამდე ხელმძღვანელობდა. სწავლობდა პათოგენური და პირობით პათოგენური ბაქტერიების, ბაქტერიოფაგების ბიოლოგიას, გენეტიკას, მოლეკულურ ორგანიზაციას; შექმნა ზოგიერთი ბაქტერიოფაგის სამკურნალო და სადიაგნოსტიკო პრეპარატი.
გიორგი ელიავა 1923 წელს გიორგი ელიავას ინიციატივით დაარსდა თბილისის ბაქტერიოლოგიური ინსტიტუტი, რომლის დირექტორიც თვითონ იყო. 1927 წლიდან განაგებდა თსუ-ს ჰიგიენის, ხოლო 1929 წლიდან - მიკრობიოლოგიის კათედრებს. 1934 წელს მისი თაოსნობით გაიხსნა შავი ჭირის საწინააღმდეგო სადგური. 1936 წელს დააარსა ბაქტერიოფაგის საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, რომლის პირველი დირექტორიც თავად იყო. ინსტიტუტის საქმიანობის ძირითად სფეროს ბაქტერიოფაგების კვლევა და ფაგოთერაპია წარმოადგენდა.
სალვადორ ედუარდ ლურია სალვადორ ედუარდ ლურია (; დ. 13 აგვისტო, 1912, ტურინი, იტალია — გ. 6 თებერვალი, 1991) — ამერიკელი მიკრობიოლოგი, აშშ-ის მეცნიერების ეროვნული აკადემიის წევრი (1959), მიკროორგანიზმების გენეტიკის ერთ-ერთი ფუძემდებელი. ჰქონდა ნაშრომები ვირუსოლოგიის დარგში. აღწერა ბაქტერიოფაგების აგებულება. ბაქტერიებისა და ვირუსების გენეტიკაში ნაშრომებისათვის 1969 წელს, ალფრედ ჰერშისთან და მაქს დელბრუკთან ერთად მიენიჭა ნობელის პრემია.
ბაქტერიოფაგები ბაქტერიოფაგების უმრავლესობა მორფოლოგიურად ჰგავს სპერმატოზოიდს ან თავკომბალას. მისი ძირითადი შემადგენელი ნაწილია კაფსიდი. ფაგის კაფსიდი ცილოვანი (პროტეინული) გარსითაა დაფარული და მის შიგნით მოთავსებულია გენეტიკური მასალა დნმ-ის ან რნმ-ის სახით. ფაგის კაფსიდი სიმეტრიული სტრუქტურაა და უმრავლეს შემთხვევაში მრავალწახნაგა იკოსაედრს წარმოადგენს. შესწავლილი ფაგების 95 % კუდისებრი სტრუქტურა აქვს, რომელიც აგებულია კუმშვადი ან არაკუმშვადი ცილებისაგან. კუდი ბოლოვდება ბაზალური მემბრანით, რომელზეც გამოზრდილია წვრილი ფიბრიები. ფიბრიები სამიზნე ბაქტერიული უჯრედის კედელზე მიმაგრების და ადჰეზიის ორგანოა. ფაგების დანარჩენი 5% სხვადასხვა ფორმისაა: ძაფისებრი, ლიმონის ფორმის ან პლეომორფული. პროტეინული გარსის გარდა ზოგიერთ სახეობას ლიპიდების შემცველი შალითა აქვს. ასეთი ფაგები განსაკუთრებით მგრძნობიარეა ქლოროფორმისა და ლიპიდების დამშლელი სხვა აგენტებისადმი.
დეზოქსირიბონუკლეინის მჟავა დროთა განმავლობაში დამტკიცდა, რომ სწორედ დნმ, და არა ცილები, როგორც ძველად ითვლებოდა, იყო გენეტიკური ინფორმაციის მატარებელი. ერთ-ერთი უპირველესი გადამწყვეტი მტკიცებულებები მოიტანა ოსვალდ ევერის, კოლინ მაკ-ლეოდისა და მაკლინ მაკ-კარტის ექსპერიმენტებმა (1944 წელი) ბაქტერიების ტრანსფორმაციებზე. მათ მოახერხეს იმის დამტკიცება, რომ ეგრეთ წოდებულ ტრანსფორმაციაზე (უვნებელი კულტურის მიერ მასში დაავადების გამომწვევი მკვდარი ბაქტერიების დამატების შედეგად დაავადების გამომწვევი თვისებების შეძენა) პასუხისმგებელია პნევმოკოკებიდან გამოყოფილი დნმ. ამერიკელი მეცნიერების, ალფრედ ჰერშისა და მართა ჩეიზის მიერ (ჰერში — ჩეიზის ექსპერიმენტი, 1952 წელი) რადიოაქტიური იზოტოპებით მონიშნულ ცილებსა და ბაქტერიოფაგების დნმ-ზე ჩატარებულმა ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ინფიცირებულ უჯრედს გადაეცემა ფაგის მხოლოდ ნუკლეინის მჟავა, ხოლო ფაგის ახალი თაობა შეიცავს ისეთივე ცილებსა და ნუკლეინის მჟავას, როგორსაც საწყისი ფაგი.