Top 10 similar words or synonyms for ბანტუზე

გრადუსებს    0.845314

ორბიტალებს    0.834327

დიალექტებს    0.829310

ტაიმებს    0.823938

კონფესიებს    0.823035

ინტერვალს    0.815131

დროებს    0.804250

სამყაროებს    0.802191

სუფსასა    0.800863

გრძედებს    0.794846

Top 30 analogous words or synonyms for ბანტუზე

Article Example
მოზამბიკი თავიდან მოზამბიკის ტერიტორიაზე სახლობდნენ ბუშმენების და ჰოტენტოტების ტომები, რომლებიც დაკავებულები იყვნენ ნადირობით და შემგროვებლობით. ახალი წელთაღრიცხვის I-V საუკუნეებში ჩრდილოეთიდან და დასავლეთიდან გადმოსახლდა ბანტუზე მოლაპარაკე ხალხი. მათ შექმნეს სასოფლო-სამეურნეო თემები, რომელიც დაფუძნებული იყო საქონლის მომრავლებაზე და მათ მოვლა-შენახვაზე. მათ თან მოიტანეს რკინის გამოდნობის ტექნოლოგია და სამჭედლო საქმიანობა.
ჰუტუ მიიჩნევა, რომ ჰუტუ მიგრირდა დასავლეთი აფრიკიდან დიდი ტბების ტერიტორიაზე ბანტუს ექსპანსიის პერიოდში. სხვა და სხვა თეორიებია, რომლებიც ცდილობენ ახსნან ფიზიკური სხვაობის მიზეზი ჰუტუსა და მათ მეზობელ ასევე ბანტუზე მოსაუბრე ტუტსებს შორის. ერთი თეორია, რომელიც ძირითადად ზეპირსიტყვიერებას ეყრდნობა ამბობს, რომ ტუტსების წინაპრები იყვენენ კავკასიური რასის წარმომადგენლები, რომლებიც დიდი ტბების რეგიონში ჩრდილოეთი აფრიკიდან მოვიდნენ.
ოვიმბუნდუ ოვიმბუნდუ არის ბანტუზე მოსაუბრე ხალხი, რომლებიც ცხოვრობენ ცენტრალურ ანგოლაში, და როგორც ცნობილია ძალიან მდიდარი მუსიკალური კულტურა. მარტინ ულრიჩის დისკში არის 700 - ზე მეტი ჩანაწერი, რომელიც მან ჩაწერა, როდესაც ის მასწავლებლად მუშაობდა ამ რეგიონში. 70 წლებში კოლონიალური ცხოვრების შემდეგ, სადაც ქალები პასუხს აგებდნენ სოფლის მეურნეობაზე, ხოლო კაცები ვაჭრობაზე, ომზე, ფოლადზე მუშაობაზე, ბევრი რამ შეიცვალა. ქრისტიანულმა სარწმუნოებამ გადაუსწრო ძველ რწმენებს, ასევე პორტუგალიის ადმინისტრაციამ გააუქმა ოვიმბუნდუს ზოგიერთი ტრადიცია. ოვიმბუნდუს კაცებმა დაიწყეს ყავის პლანტაციაზე მუშაობა; ტრადიციული სასოფლო სამეურნეო პრაქტიკები აღარ იყო მათთვის საკმარისი და საჭირო გახდა არეალის გაფართოება.
უგანდა სუაჰილი არის აღმოსავლეთ და ცენტრალური აფრიკის აღმოსავლეთ ნაწილში ფართოდ გამოყენებული ენა, რის გამოც უგანდის მეორე ოფიციალურ ენად არის გამოცხადებული (2005 წელი), თუმცა სუაჰილის ერთ-ერთ ოფიციალურ ენად გამოცხადებას პოლიტიკურ ნაბიჯად აღიქვამენ. ამასთან ეს ენა არ არის პოპულარული ბანტუზე მოლაპარაკეთა შორის, რომლებიც მჭიდროდ არიან დასახლებული ქვეყნის სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთში, თუმცა სუაჰილი მნიშვნელოვანი ენაა ქვეყნის ჩრდილოეთით. ეს ენა ასევე ფართოდ გამოიყენება პოლიციასა და შეიარაღებულ ძალებშიც, რაც შეიძლება მივიჩნიოთ შედეგად იმისა, რომ მაშინ როდესაც უგანდა იყო კოლონია, შეიარაღებულ ძალებში უმეტესად ჩრდილოელები მსახურობდნენ. დროთა განმავლობაში სუაჰილი პოლიტიკურ იარაღად იქცა. მაგალითად იდი ამინმა, რომელიც ჩრდილოეთიდან იყო, სუაჰილი ნაციონალურ ენად გამოაცხადა.
უგანდა ქვეყანა მდებარეობს აღმოსავლეთ აფრიკის პლატოზე, აფრიკის დიდი ტბების რეგიონში, 1100 მ-ზე ზღვის დონიდან ცალკეული მთის მწვერვალებით (დასავლეთით კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის საზღვართან რუვენზორის მასივი, სიმაღლე 5109 მეტრი და აღმოსავლეთში კენიის საზღვართან ელგონის მთა, სიმაღლე 4321 მეტრი) და ჩრდილოეთით სუდანის პლატოზე. მიუხედავად ამისა ქვეყნის სამხრეთით მიწები ნაკლებად მშრალია. უგანდის ცენტრალურ ნაწილში არის ტბა კიოგა, რომელიც გარშემორტყმულია ჭაობიანი ტერიტორიებით. როგორც ვიცით, მსოფლიოში სიგრძით უდიდესი მდინარე ნილოსი, წარმოქმნილია თეთრი და ცისფერი ნილოსის შეერთებით, ისინი ერთდებიან ხართუმთან. სწორედ უგანდაში, ტბა ვიქტორიასთან იღებს სათავეს ნილოსი. ვიქტორიას ნილოსი მიდის ტბა კიოგამდე, აქედან კი ჩაედინება ალბერტის ტბაში. ალბერტის ნილოსი კი მიედინება სუდანისაკენ, სადაც ალბერტის ნილოსი, იგივე თეთრი ნილოსი უერთდება ცისფერ ნილოსს. ტბა კიოგა სამხრეთით წარმოადგენს გამყოფს ბანტუზე მოსაუბრეთ შორის, ხოლო ჩრდილოეთით ის წარმოადგენს გამყოფს ცენტრალურ სუდანურ ენასა და ნილოტურს შორის (უგანდური ლანგო). უგანდაში, განსაკუთრებით კი რაიონებში, სხვადასხვა ენაზე მოსაუბრე ხალხი ცხოვრობს.