Top 10 similar words or synonyms for ბანს

გამყოფს    0.815177

დადაბლებას    0.812771

თიმინს    0.794288

ძელებს    0.788561

ბოლოებს    0.781393

კორპუსებს    0.779336

აფრიან    0.775934

ბილიკებს    0.775344

ლილვს    0.771489

განსხვავებაც    0.768986

Top 30 analogous words or synonyms for ბანს

Your secret weapon. Online courses as low as $11.99

Article Example
ზარი (სიმღერა) ზარი — სამგლოვიარო გუნდური სიმღერა-ტირილი. დაკრძალვის დღეს ჯერ ოჯახში და შემდეგ სასაფლაოზე ცალ-ცალკე ასრულებდნენ ქალები და მამაკაცები. გუნდის ერთ-ერთი წევრი იწყებდა უსიტყვო მოთქმას, ხოლო სხვები ბანს აყოლებდნენ. შორეული სოფლებიდან მოსულ ნათესავებს მოზარეთა საკუთარი გუნდი მოჰყავდათ, თან მოჰქონდათ დიდი კელაპტარი ან სიცოცხლის ხის სიმბოლო. ზარი ყველაზე სრულად სვანეთის ეთნოგრაფიის ყოფამ შემოინახა. სვანური ზარი სამხმიანი სიმღერაა და ორ გუნდად სრულდება. ძველი ქართული წერილობითი წყაროებით დასტურდება ზარით გლოვა. საქართველოს ზოგ კუთხეში მას ბანს ან ზრუნს უწოდებენ.
ბარიტონი (ხმა) ბარიტონი ( — მძიმე, დაბალი და ტონი) — მამაკაცის ხმა, საშუალო ბანსა და ტენორს შორის. განასხვავებენ ლირიკულ (ჟღერადობით უახლოვდება დრამატულ ტენორს) და უფრო ვაჟკაცურ, ძლიერ, დრამატულ (დაბალ რეგისტრებში უახლოვდება ბანს) ბარიტონებს. ბარიტონის დიაპაზონი დიდი ოქტავის ლადან პირველი ოქტავის ლამდეა.
ჯენე ჯენე — სუბსაჰარული აფრიკის ერთ-ერთი უძველესი ქალაქია. მდებარეობს ნიგერის შიდა დელტის სამხრეთ ნაწილში, მდინარე ნიგერსა და მდინარე ბანს შორის, 398 კმ-ით ჩრდილო-აღმოსავლეთით ბამაკოდან და 76 კმ-ით სამხრეთ-დასავლეთით ქალაქ მოპტიდან. ქალაქს უკავია დაახლოებით 70 ჰა ტერიტორიის ფართობი, რომელიც წვიმების სეზონის დროს კუნძულად გადაიქცევა.
ეპარსეს კუნძულები ეს კუნძულები უკვე კლასიფიცირდება, როგორც ნაკრძალი. ამ კლასიფიცირებას არ მიეკუთვნება ბასას-და-ინდია, რადგანაც აქ არის მეტეოროლოგიური სადგურები, რომლებიც ავტომატიზირებულია. ტრომელენის კუნძულზე მდებარეობს სპეციალური სადგური, საიდანაც ციკლონის მოახლოების შემთხვევაში გაფრთხილება ეგზავნება მადაგასკარს, რეუნიონს და მავრიკს. თითოეულ კუნძულს, ბასას-და-ინდიასა და ბანს-დუ-გეისერის გარდა აქვს 1000 მეტრიანი თვითმფრინავის დასაჯდომი მოედანი. ეპარსეს კუნძულებზე დავა მიმდინარეობს რამდენიმე სახელმწიფოს შორის.
კასპის მთავარანგელოზის ეკლესია ეკლესიაზე სამხრეთიდან მიშენებულია ოთხსართულიანი კოშკი (9,9 X 3,35 მ), რომელიც უფრო მცირე ზომის ქვებითაა ნაგები, ვიდრე ეკლესია. კოშკის პირველი სართული ეკლესიის სამლოცველოს წარმოადგენს. შესასვლელი სამხრეთიდანაა, მეორე სართულის დონეზე. ნახევარწრიულ აფსიდში ორი თაღოვანი სარკმელია, აღმოსავლეთის სარკმელი ვიწროა, დასავლეთისა - უფრო ფართო. სართული გადახურულია საბჯენ თაღებზე დაყრდნობილი კამარით. კოშკის ზედა სართულები საცხოვრებელი და სათავდაცვო დანიშნულებისაა. მეორე და მესამე სართულის კედლებში სათოფურები, ფართო ოთხკუთხა სარკმლები და ორ-ორი ბუხარია. მეოთხე სართული, რომელიც გაერთიანებული იყო ეკლესიაზე დაშენებულ სათავსთან, წარმოადგენდა გახსნილ საბრძოლო ბანს.
ჯანდიერების კოშკი შენობის კოშკურა ნაწილის მესამე სართულ სანახევროდაა შემორჩენილი. სართულის დასავლეთ კედელში სამი, ხოლო სამხრეთ კედელში ერთი დაბალი ნიშია. ყველა ნიშში თითო შეწყვილებულ სათოფურია. ჩრდილოეთ კედლის ღერძზე ნახევარწრიული ბუხარია, რომლის ორივე მხარეს თითო სათოფურია. სამხრეთ კედლის აღმოსავლეთ კიდეში კიბის უჯრედში შესასვლელია, რომელიც მოზრდილი ნაწილის IV სართულზე ადის. შენობის მოზრდილი ნაწილის მეოთხე სართული ყრუკედლებიან ღია ბანს წარმოადგენდა. შემორჩენილია კედლების მცირე ნაწილები. გარედან ორივე ნაწილი ერთ მთლიან აბრისშია მოქცეული. ამ ტიპს სხვა ნაგებობების მსგავსად შენობის ორნაწილედობა გარედან ასახულობაშიც იყო გამოვლენილი და მისი ორსაფეხურიანი სილუეტი ციხე-სიმაგრისათვის დამახასიათებელი ქონგურებით იყო დაგვირგვინებული.
კვეტერა შიდა ციხის ტერიტორიაზე შემორჩენილია დარბაზული ეკლესია, გუმბათოვანი ეკლესია, სასახლე, დამხმარე ნაგებობათა და წყალსაცავის ნაშთები. შიდა ციხეს ორი შესასვლელი აქვს — ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან. ამ უკანასკნელით იგი ქვედა ციხეს უკავშირდება. შიდა ციხის აღმოსავლეთის ორივე კუთხეში ჩართულია დიდი მრგვალი კოშკები. ორივე კოშკის კედელი ეზოს მხარეს სწორია და მთელი ტანით გალავნის გარეთ არის გასული. ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში მდგარი (სასიგნალო?) კოშკი მასიურია (დიამეტრ 7 მ, სიმაღლე 16, 6 მ), აქვს მოსწორებული თავი, რომელზედაც გალავნის კედელში მოწყობილი ღია კიბე ადის. სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში ჩართულია სამსართულიანი კოშკი (დიამეტრი 5,3 მ, სიმაღლე 12,2 მ). კოშკის პირველ და მეორე სართულებს შესავლელი ცალ-ცალკე აქვს ეზოდან. ორივე შესასვლელი თაღოვანია. მესამე სართული გადაუხურავ, მაღალი კედლით შემოზღუდულ ბანს წარმოადგენს. კოშკის სართულშუა გადახურვა ხის კოჭებზე ყოფილა მოწყობილი (შემორჩნილია კოჭების საყრდენი ბუდეები). მეორე სართულის გადახურვის კოჭები კი, ბანის კედლის დავიწროებით მიღებულ საფეხურს ეყრდნობოდნენ.
სვეტიცხოველი სვეტიცხოვლის ტაძარს გარს აკრავს კვადრატული ფორმის გალავანი (121,6 მ; X 110,5 მ). იგი აგებულია 1787 წელს ერეკლე II-ის ბრძანებით, რასაც ადასტურებს სამხრეთის შესასვლელის თავზე ამოკვეთილი წარწერა: ამავე წარწერიდან ირკვევა, რომ სვეტიცხოველს ადრეც ჰქონია გალავანი, რომლის ფრაგმენტები ჩართულია თანამედროვე გალავნის ჩრდილოეთის კედელში. გალავნის ძველი ნაწილი ნაგებია თლილი ქვით, ადგილ ადგილ თლილი ქვაცაა გამოყენებული.ერეკლესდროინდელი ნაგებობები კი ძირითადად რიყის ქვითაა ნაშენი. ქონგურებზე და სალოდეებზე გამოყენებულია აგურიც. გალავანი ორიარუსიანია: ქვედა ნაწილი მთლიანად ყრუა, ზედას გასდევს საბრძოლო ბილიკი, კედელში განლაგებულია სათოფეები და სალოდეები. გალავანში ჩართულია ექვსი ცილინდრული და ორი ოთხკუთხა კოშკი. კოშკები ორ-სამ სართულიანია, ბოლო სართულები კი ბანს წარმოადგენს. გალავნის სამხრეთ კედელში გაჭრილია ჭიშკარი. გარდა ამისა, სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებში ერთმანეთის პირისპირ კიდევ ორი ვიწრო კარია. გალავნის დასავლეთ მხარეს კედელში ჩართულია XI საუკუნის კარიბჭე, სამრეკლო და სხვადასხვა დროს მიშენებული საცხოვრებელი და სამეურნეო დანიშნულების ნაგებობები.
ურბნისი (ქარელის მუნიციპალიტეტი) სოციალ-ეკონომიკური და იდეოლოგიური ცვლილებები დაეტყო დაკრძალვისა და ნივთიერი კულტურის წარმოების წესს. გაიმარჯავა ქრისტიანულმა რიტუალმა. მიცვალებულებს კრძალავდენენ ქრისტიანული წესით (გულაღმა, გაშოტილად). თანდათან გაქრა ნივთების ჩატანების ტრადიცია და VI საუკუნიდან გვაქვს სრულიად უინვენტარო სამარხები. დაქვეითდა კერამიკული ნაწარმის ხარისხი. V-VI საუკუნეების მიჯნაზე ურბნისმა კიდევ ერთი ნგრევა-აწიოკება განიცადა. გათხრების დროს აღმოჩნდა დანგრეული შენობები, დალეწილი ჭურჭელი დაგადაბუგული კარ-მიდამოები. მიუხედავად იმ დიდი ცვლილებებისა, რომელიც ურბნისის ცხოვრებაში ჩანს, IV-VIII საუკუნეში ქალაქის ეკონომიური და კულტურული დონე კვლავ მაღალი იყო. დამადასტურებელია ურბნისის ბაზილიკა, რომელშიც შემონახულია V საუკუნის ქართული წარწერა. გათხრებით დადასტურდა კიდევ 2 ამავდროული დაქარაგმებული მოკლე წარწერა ერთი დოქზე და ერთიც დოქის პირზე (სე, ქჭე). VI-VII სს. მიჯნაზე ქალაქი შემოზღუდეს განიერი ალიზის გალავნით, რომელშიც ყოველ 50 მეტრში კოშკი იყო ჩაშენებული. ყველაზე მნიშვნელოვანი იყო სამხრეთ-დასავლეთის კუთხის კოშკი, რომლის გეგმაში 6 ოთახი გაირჩევა. მათი განლაგება გარკვევით გააზრებულია. შუა ღერძზე მცირე ტალანი და გრძელი დარბაზია, სხვა ოთახები სიმეტრიულადაა განლაგებული. გადახურვა ბრტყელი იყო. ბანს საბრძოლო ფუნქცია ჰქონდა. ასეთ თავდაცვით ნაგებობებს საკმაოდ ძლიერი და მრავალრიცხოვანი გარნიზონი დასჭირდებოდა.