Top 10 similar words or synonyms for აჩეჰი

ბანდარ    0.892370

ოვ    0.891174

მომბასა    0.884575

ჯაკარტა    0.882828

პემბა    0.880591

ლანგედოკი    0.876634

ჩესკე    0.875995

ჰუნედოარა    0.875502

ლაგოსი    0.873994

ნამპულა    0.873196

Top 30 analogous words or synonyms for აჩეჰი

Article Example
აჩეჰი მიჩნეულია, რომ ინდონეზიაში ისლამის გავრცელება აჩეჰიდან დაიწყო, ამავე დროს ის მთლიან სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ისლამის გავრცელების ერთ–ერთი უმნიშნელოვანესი ნაწილი იყო. XVII საუკუნის დასაწყისში აჩეჰის სასულთნო ყველაზე ძლევამოსილი და მდიდარი სახელმწიფო იყო მალაკის სრუტის რეგიონში. აჩეჰი დიდ წინააღმდეგობას უწევდა რეგიონში მოსულ კოლონისტებს, მათ შორის ჰოლანდიელებს. მდიდარია ბუნებრივი რესურსებით, მათ შორის ნავთობითა და გაზით. ზოგიერთი გამოთვლებით, აჩეჰის გაზის რეზერვები უდიდესია მსოფლიოში. სხვა დანარჩენ ინდონეზიასთან შედარებით, რელიგიურად კონსერვატორულია.
აჩეჰი აჩეჰი () — სპეციალური რეგიონი ინდონეზიაში, კუნძულ სუმატრის ჩრდილოეთ ნაწილში. მდებარეობს ინდოეთის კუთვნილ ანდამანისა და ნიკობარის კუნძულების სიახლოვეს, რომლებისგანაც ანდამანის ზღვა ჰყოფს. აჩეჰის პროვინციაში ინდონეზიის მასშტაბით ყველაზე მეტი მუსლიმი ცხოვრობს, რომლებიც შარიათის კანონებით ცხოვრობენ.
აჩეჰი 1970 წელს, ინდონეზიის ცენტრალური მთავრობის ნებართვით ამერიკულმა კომპანიებმა დაიწყეს აჩეჰის ბუნებრივი რესურსების მოპოვება. შემოსავლის უსამართლო განაწილებამ ადგილობრივ მოსახლეობასა და ცენტრალურ მთავრობას შორის, დარ ალ-ისლამის (მსოფლიოს დაყოფა მუსლიმანურ რეგიონებად) ინდონეზიაში წარმომადგენელი ჰასან დი ტირო დაარწმუნა აჩეჰის დამოუკიდებლობის აუცილებლობაშ. მან აჩეჰის დამოუკიდებლობა გამოაცხადა 1976 წელს.
ბანდა-აჩეჰი ბანდა-აჩეჰი () — ქალაქი ინდონეზიაში, აჩეჰის პროვინციის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი. მდებარეობს კუნძულ სუმატრაზე, ინდონეზიის უკიდურეს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. ქალაქის ფართობია 61,36 კმ². 2010 წლის აღწერის მიხედვით მისი მოსახლეობა შეადგენს 219 070 ადამიანს.
ოსმალეთის იმპერიის ისტორია სულეიმანის დროს გრძელდებოდა ოსმალეთის საზღვაო ფლოტის გაძლიერება, რომელიც უკვე პრეტენზიას აცხადებდა ხმელთაშუა ზღვასა და ინდოეთის ოკეანეზე გაბატონებაზე. 1522 წელს ხუთთვიანი ალყის შემდეგ ფლოტმა აიღო კუნძული როდოსი. 1529 წელს დაპყრობილ იქნა ალჟირი, 1534 წელს — ტუნისი. ორივე მათგანი ოსმალებმა ესპანეთის იმპერიის დამარცხების შედეგად დაიკავეს. ვენეციის ლაშქრობის წარუმატებლად დასრულების შემდეგ, კაპუდან-ფაშა ხაირ ალ-დინ ბარბაროსამ ვენეციის გავლენის ქვეშ მყოფი უამრავი კუნძული დაიპყრო. სწორედ ამიტომ, 1538 წელს გაერთიანებულ ქრისტიანულ ძალებს ჰქონდათ მცდელობა, განედევნათ ოსმალთა ფლოტი ხმელთაშუა ზღვიდან, მაგრამ პრევეზის ბრძოლა მათთვის აბსოლუტური მარცხით დასრულდა. ოსმალეთისა და საფრანგეთის ფლოტმა 1543 წელს აიღო ნიცა, 1552 წელს პონზას ბრძოლაში დაამარცხეს გენუას ფლოტი. 1551 წელს ფლოტმა დაიკავა ტრიპოლი, 1553 წელს — კორსიკა, ხოლო 1558 წელს — ესპანეთის შემადგენლობაში მყოფი ბალეარის კუნძულები. 1560 წელს გაერთიანებულ ქრისტიანულ ძალებს კიდევ ერთი მცდელობა ჰქონდა ფლოტის დამარცხებისა, მაგრამ ჯერბას ბრძოლაშიც სასტიკად დამარცხდნენ. ინდოეთის ოკეანეში წარმოებული კამპანიის შედეგად, ოსმალეთის ფლოტმა პორტუგალიას წაართვა აჩეჰი, მასკატი და ადენი. იმპერიის ფლოტს 1565 წელს მალტის აღების მცდელობაც ჰქონდა. წარმატების შემთხვევაში, ოსმალები უფრო განიმტკიცებდნენ პოზიციებს ხმელთაშუა ზღვაზე, რაც დიდი დარტყმა იქნებოდა ქრისტიანული ძალებისთვის. თუმცა, ეს ალყა წარუმატებლად დასრულდა.
ფილიპე II (ესპანეთი) ვინაიდან ფილიპეს მამა კარლოსი ოსმალთა სულთნის სულეიმან I-ის მოსისხლე მტერი იყო, სულეიმანი ფილიპესაც ასე აღიქვამდა. ფილიპემ სპეციალურად ოსმალების დასამარცხებლად და ევროპული  მიწებიდან გასადევნად შეიქმნა საღვთო ლიგა რომელშიც გაერთიანებულნი იყვნენ : ესპანეთი, ვენეცია, რომის პაპი, მალტა, გენუა, ტოსკანა, სავოია, ურბინო და პარმა.  1560 წელს საღვთო ლიგასა და ოსმალეთს შორის მოხდა ჯერბას ბრძოლა რომელშიც ოსმალებმა გაიმარჯვეს. ინდოეთის ოკეანეში წარმოებული კამპანიის შედეგად, ოსმალეთის ფლოტმა პორტუგალიას წაართვა აჩეჰი, მასკატი და ადენი. ოსმალეთის იმპერიის ფლოტს 1565 წელს მალტის აღების მცდელობაც ჰქონდა. წარმატების შემთხვევაში, ოსმალები უფრო განიმტკიცებდნენ პოზიციებს ხმელთაშუა ზღვაზე, რაც დიდი დარტყმა იქნებოდა ქრისტიანული ძალებისთვის. თუმცა, ეს ალყა წარუმატებლად დასრულდა. 1566 წელს გარდაიცვალა სულთან სულეიმანი, ტახტზე კი მისი ვაჟი სელიმ II ადის. იმპერიას, ფაქტობრივად, დიდი ვეზირი სოკოლუ მეჰმედ-ფაშა განაგებდა. სწორედ მან აწარმოა მოლაპარაკებები ჰაბსბურგებთან. 1568 წელს დადებული ადრიანოპოლის ხელშეკრულების შედეგად, დასრულდა 1566 წელს სიგეტვარის ბრძოლით დაწყებული ომი. ზავის მიხედვით, საღვთო რომის იმპერიას დაეკისრა 30,000 დუკატის ხარკის სახით გადახდა. ვინაიდან საღვთო რომის იმპერიას ფილიპეს და და სიძე მართავდნენ, ფილიპეს არ მოეწონა დის მმართველობის შერყევა და ამიტომაც ახალი საბრძოლო გეგმის დასახვა დაიწყეს. მალევე ოსმალეთის იმპერიის ხელში გადავიდა მოლდოვეთი და ვლახეთი. 1569 წელს ასტრახანში მოწყობილი ლაშქრობა, უშედეგოდ დასრულდა. 1570 წელს სელიმმა დაიწყო ომი ვენეციასთან კვიპროსის დასაპყრობად. 1571 წლის 7 ოქტომბერს ლეპანტოდან 60 კმ-ის დაშორებით. ოსმალთა ფლოტმა შეუტია მოკავშირეთა ფლოტს; მაგრამ გალერების ფრონტის წინ წაწეულმა ვენეციის ექვსმა გალეასმა არტილერიული ცეცხლით დაარღვია ოსმალთა ფლოტის (არტილერია არ გააჩნდათ) საბრძოლო წყობა. მაშინ ოსმალეთის გალერები მოწინააღმდეგის პირველი ხაზის გალერების აბორდაჟზე გადავიდნენ. ხომალდებზე ორივე მხრიდან იყო 25-25 ათასი კაცი (მეზღვაურთა გარდა). გაიმარჯვეს გაერთიანებული ფლოტის ჯარისკაცებმა. ოსმალეთის ფლოტი განადგურდა, მათ დაკარგეს 224 ხომალდი, ხოლო მოკავშირეებმა – 15 გალერა. ამ ბრძოლაში დამარცხების მიუხედავად ოსმალებმა ააგეს ახალი ფლოტი და ომი წარმატებით დაამთავრეს. 1573 წლის საზავო ხელშეკრულებით ვენეციამ ოსმალეთს კ. კვიპროსი დაუთმო. თუმცა ესპანეთსა და ოსმალეთს შორის ურთიერთობა მხოლოდ დიპლომატიით გამოსწორდა. ფილიპეს ამ დროს ფლანდრიაში გაუმწვავდა ურთიერთობები, ამასთან დაინახა,რომ ოსმალებმა სპარსეთთან ომი დაიწყო და ევროპისთვის აღარ ეცალა, ამიტომაც ფილიპემ და სელიმმა სამშვიდობო ხელშეკრულება დადეს.