Top 10 similar words or synonyms for აფროდიტემ

ანტიოპე    0.885230

იაკობს    0.883921

ევედრება    0.881540

თინგოლმა    0.878327

მორჩილებით    0.877862

არაგორნს    0.877801

გორგონა    0.877343

თესევსს    0.877299

მახეში    0.877046

თევდოსიმ    0.875889

Top 30 analogous words or synonyms for აფროდიტემ

Article Example
კოსმეტიკა კოსმეტიკის სამშობლოდ ზოგიერთი მეცნიერი ძველ ეგვიპტეს, ზოგიც ძველ საბერძნეთს მიიჩნევს. ამ უკანასკნელის მხარდამჭერნი ამტკიცებენ, რომ კოსმეტიკა გამოიგონა ძველი ბერძნების სილამაზისა და სიყვარულის ქალღმერთმა, აფროდიტემ. არსებობს ლეგენდა, რომლის თანახმად, აფროტიდემ შექმნა – ვარდი, რათა მისი ფურცლებისგან მომზადებული აბაზანები მიეღო.
თეტიდა პელინის მთებში კენტავრ ქირონის გამოქვაბულში იყო ქორწილი, სადაც ბრწყინვალე საჩუქრებით მოვიდა ყველა ოლიმპიელი ღმერთი. პტოლემეოს გეფესტიონის მიხედვით, ზევსმა თეტიდას აჩუქა ფრთები, გეფესტოსმა პელევსს ხმალი, აფროდიტემ — ფიალა ეროტის გამოსახულებით, ჰერამ — კაცის ტანსაცმელი (Χλαμύς), ათენამ — სალამური.
არგონავტები პაგასის სანაპიროდან არგონავტებმა დაიწყეს მათი ხანგძლივი გზა და კუნძულ ლემნოსზე გადაწყვიტეს გაჩერება. მათ ჩამოსვლამდე კუნძულზე საშინელი ამბები დატრიალდა. აფროდიტემ დასაჯა ლემნოსელი ქალები და მათ ისეთი უსიამოვნო სუნი აუვიდათ, რომ მათმა ქმრებმა თრაკიიდან შემოსული ქალებით გადწყვიტეს მათი შეცვლა. ლემნოსელმა ქალებმა ერთ ღამეში ამოწყვიტეს კუნძულზე მყოფი ყველა მამაკაცი. მხოლოდ დედოფალ ჰიფსიპილემ დაინდო თავისი მამა თოასი და დამალვით გადაარჩინა სიკვდილს.
ეროსი (მითოლოგია) ეროსი () — ბერძნული მითოლოგიის ერთ-ერთი უძველესი ღვთაება. იგი სამყაროს საწყისად მიაჩნდათ. ითვლებოდა ბუნების სტიქიური, შემოქმედებითი ძალების ღვთაებად. ეროსის მშობლებად ქაოსი და ურანოსი (ზოგჯერ ქაოსი და გეა) ითვლებოდა. მოგვიანებით ეროსი არესის და აფროდიტეს ვაჟად მიიჩნიეს. გვიანდელი მითების თანახმად ახლადშობილი ეროსი კინაღამ მოკლა ზევსმა, მაგრამ აფროდიტემ იხსნა იგი და უღრან, დაბურულ ტყეში გადამალა, სადაც მას ძუ ლომი ზრდიდა.
პანდორას ყუთი პრომეთეზე განრისხებულმა ზევსმა უბრძანა ჰეფესტოს, შეემქნა ქალი პანდორა, როგორც კაცობრიობის სასჯელი. ჰეფესტომ მიწისა და წყლისგან შექმნა არსება,რომელსაც ქალღმერთის გარეგნობა და ადამიანის ხმა ჰქონდა, ქალღმერთმა აფროდიტემ პანდორას სინარნარე და მომხიბვლელობა დაანათლა; ჰერმესმა – ეშმაკობა და ვერაგობა; ათენა პალადამ კი ხელსაქმე ასწავლა. პრომეთე გრძნობდა რა მოახლოებულ საშიშროებას, გააფრთხილა თავისი ძმა ეპიმეთევსი, არ მიეღო საჩუქარი ზევსისგან. მიუხედავად პრომეთეს გაფრთხილებისა, ეპიმეთევსმა ცოლად შეირთო პანდორა. ზევსმა საჩუქრად მისცა პანდორას დახურული ყუთი და გააფრხილა, რომ არ გაეხსნა, მაგრამ ვინაიდან ღმერთებმა პანდორას ცნობისმოყვარეობაც დაანათლეს, მან ძალაუნებურად გახსნა ყუთი.
არგონავტები ჰერამ ზეციური ღმერთები დაარწმუნა, რომ არგონავტებს დახმარებოდნენ. თეტისმა ქალღმერთის დავალებით, სხვებისაგან შეუმჩნევლად გააფრთხილა პელევსი, რომ აიას სასწრაფოდ გასცლოდა. არგონავტებიც ასე მოიქცნენ, გზა განაგრძეს და მიადგნენ კუნძულს, სადაც სირინოზები ცხოვრობდნენ. ისინი თავიანთი ჯადოსნური ხმით აჯადოებდნენ და ღუპავდნენ ყველა მეზღვაურს. ახლაც წამოიწყეს სიმღერა, მაგრამ მხოლოდ ბუტე მოაჯადოვეს, რომელიც ზღვაში გადაეშვა. აფროდიტემ შეიბრალა გმირი, ზღვიდან აიტაცა და იქვე ლილიბეას კონცხზე დაასახლა. დანარჩენი არგონავტები კი ორფევსმა გადაარჩინა, რომელმაც თავისი სიმღერით ჩაახშო სირინოზების ხმა.
განხეთქილების ვაშლი განხეთქილების ვაშლი — მითური ოქროს ვაშლი ზედწარწერით „უმშვენიერესს“. განხეთქილების ქალღმერთმა ერიდამ შეაგდო პელევსისა და თეტიდას ქორწილში, განრისხებულმა იმით, რომ თვითონ არ დაპატიჟეს. ქორწილში იმყოფებოდნენ ქალღმერთნი: ჰერა, ათენა, აფროდიტე. მათ შორის ერთ-ერთს უნდა რგებოდა ოქროს ვაშლი. დავის გადასაწყვეტად ტროის მეფისწულს პარისს(ალექსანდროსს) მიმართეს. აფროდიტემ მსაჯული დაიმარტოვა და აღუთქვა: ულამაზეს ქალს შეგრთავ თუ ვაშლს მე მარგებო, რითაც დაისაკუთრა კიდეც ვაშლი და უმშვენიერესის ტიტულიც. სამაგიეროდ პარისს დაეხმარა მენელაოსის მეუღლე მშვენიერი ელენე ტროაში წაეყვანა, რაც დიდი განხეთქილების მიზეზი გახდა. ამას მოჰყვა ტროას ომი, რაც
ბუტე (არგონავტი) ბუტე — ათენელი, არგონავტი, ტელეონტის ძე. როდესაც უკუქცეული არგონავტები სირინოზების კუნძულს მიუახლოვდნენ, სიმღერით მოხიბლულმა ბუტემ ზღვაში გადახტომა მოასწრო, მაგრამ აფროდიტემ ის დახრჩობას გადაარჩინა, იტალიაში ჩაიყვანა და ლილიბეის კონცხზე დასვა, მისი სილამაზით მოიხიბლა და შეიყვარა კიდეც. ამ სიყვარულის ნაყოფი იყო გმირი ერიქსი. როგორც აფროდიტეს შვილს, პოეტები მას ენეასის ძმას ეძახდნენ, თუმცა ენეასი ქალღმერთს ანქიზესგან ჰყავდა. ზოგი მხოლოდ სიცილიის მეფედ თვლის. უფრო სარწმუნოა, რომ სიცილიელი ბუტე – იგივე ათენელი არგონავტია, იქაური ბერძნების მიერ თავისებურად წარმოდგენილი.
მედეა (მითოლოგია) კოლხეთს ჩასული იასონი აიეტის სასახლეში მივიდა. ჰერას და ათენას თხოვნით, აფროდიტემ დაიყოლია საკუთარი შვილი ეროსი, რომ მედეა სიყვარულის ისრით დაეჭრა. ამის შემდეგ მედეა იასონს ჰეკატეს ტაძარში იბარებს და აძლევს ჯადოსნურ მალამოს, რომლის შემწეობითაც იასონი უძლეველი გმირი ხდება და ასრულებს აიეტის უმძიმეს დავალებებს. იასონი და მისი მხლებელნი ამის შემდეგაც დაიღუპებოდნენ, რომ მედეას არ გაეფრთხილებინა, არ მოენუსხა დრაკონი და არ დახმარებოდა საწმისის გატანაში, ვიდრე აიეტი ჯარებს შეყრიდა. მედეა მტკიცე პირობით თან მიჰყვება იასონს და არ იზიარებს მის სარეცელს, ვიდრე ფაეკთა მეფის ალკინოეს მოთხოვნით ეს აუცილებელი არ ხდება, რათა მდევრებს მისი მამასთან დაბრუნებისთვის იურიდიული და მორალური საფუძველი აღარ ჰქონოდათ. გზაში მედეას დახმარებით იასონი კლავს აიეტის შვილს აფსირტეს, მდევართა წინამძღოლს. ამრიგად, ეს გრძნეული ქალი შეუპოვარია და რკინის ნებისყოფით მოქმედებს. მისი სამშობლოდან წასვლა და სხვა სამართლიანი თუ უსამართლო საქმეები ღრმად მოტივირებულია დაუძლეველი სიყვარულითა და ოჯახის ერთგულებით. გზაში მედეას ჯადო კლავს სპილენძის ბუმბერაზ ტალოსს (კრეტაზე): გემიდან შელოცვით აძინებს, გადაჩეხავს.
პანდორა პანდორა, პანდორე („ყველასაგან დასაჩუქრებული“) — მაცდური ციური ქალი, პირველი დედაკაცი. მიწისა და წყლისგან შექმნა ჰეფესტომ, თითქოს ათენაც ეხმარებოდა. მერე ყველა ღმერთმა თავისი წილი საჩუქარი უბოძა (ხმა, სილამაზე, მომხიბლაობა), რათა პრომეთეს ძმა ეპიმეთე მოეხიბლა და კაცთა მოდგმის დამღუპველი „საჩუქრებით“ სავსე პანდორას ყუთი ჩამოეტანა დედამიწაზე, — პრომეთეს მოტანილი ცეცხლისათვის სამაგიეროს მისაგებად. „ყოვლისმიმცემი“ პანდორა მიწასთანაც იყო გაიგივებული. მისი პითოსი კი შეცვალეს ყუთით. აფროდიტემ, პეითომ და ქარიტებმა ციური მიმზიდველობა უბოძეს, ჰერმესმა — მზაკვრობის, ცბიერებისა და ლამაზი მეტყველების უნარი, ჰორებმა ყვავილებით შეამკეს, ათენამ სამოსი მოუქსოვა, ზევსმა კი მისცა ჭურჭელი (პითოსი), რომელშიაც იყო ყველა მიწიერი უბედურება, ჭირი და კაეშანი. შურისმგებელი ზევსის ასეთი საჩუქრებით მიადგა გონებამოუქნელ ეპიმეთეს, რომელმაც ბრძენი ძმის პრომეთეს გაფრთხილებას ყური არ ათხოვა, ქალი მიიღო, შეირთო, შემდეგ ცნობისმოყვარე პანდორამ ყუთს თავი ახადა და ყველა უბედურება წამსვე ამოფრინდა, მთელს ქვეყნიერებაზე გაიფანტა. შეშინებულმა ქალმა ყუთს თავი დაახურა და შიგ ჩარჩა მხოლოდ იმედი, ცარიელი იმედი, ყველა საზრუნავის სამაგიერო, რაც ყველაზე დიდხანს ცოცხლობს.