Top 10 similar words or synonyms for აფელიუმი

პერიჰელიუმი    0.910509

ალბედო    0.895366

ჰიპოტენუზის    0.867129

აე    0.862367

მამლისა    0.858254

გრადუს    0.850024

დახრა    0.845327

რიგისაა    0.842305

ეფსილიონ    0.841370

პარალელოგრამის    0.840997

Top 30 analogous words or synonyms for აფელიუმი

Article Example
აპოცენტრი და პერიცენტრი მზის სისტემის პლანეტების ორბიტაზე პერიცენტრსა და აპოცენტრს უწოდებენ შესაბამისად პერიჰელიუმსა და აფელიუმს (პერიჰელიუმი და აფელიუმი; ბერძნ. ‘ήλιος "ჰელიოს" — მზე).
2060 ქირონი 2060 ქირონი (2060 Chiron, 95P/Chiron) — პირველი აღმოჩენილი ასტეროიდი კენტავრების ჯგუფისა. აგრეთვე კატალოგიზირებულია, როგორც კომეტა (). ქირონის პერიჰელიუმი მდებარეობს სატურნის ორბიტის შიგნით, აფელიუმი — ურანის ორბიტასთან ახლოს.
მზის სისტემა კომეტები მზის სისტემის პატარა სხეულებია. მათი ტიპური ზომა რამდენიმე კილომეტრია, რომლებიც უმეტესად გაჯერებულია აქროლადი ყინულებით. მათ მეტად ექსცენტრიული ორბიტა აქვს — ძირითდად, მათი პერიჰელიუმი შიდა პლანეტის ორბიტებს კვეთს ხოლმე, ხოლო აფელიუმი პლუტონის ორბიტის გაღმა შეიძლება იყოს. როდესაც კომეტა შიდა მზის სისტემაში იჭრება, მზესთან მიახლოება იწვევს მისი ზედაპირის სუბლიმაციასა და იონიზაციას, რის შედეგადაც ის გარსს წარმოქმნის: გაზისა და მტვრის გრძელი კუდი, რომელიც ხშირად შეუიარაღებელი თვალითაცაა შესამჩნევი.
აფსიდები აფსიდები (ბერძნ. hapsis, idos - თაღი, კამარა) — ერთი ციური სხეულის გარშემო მეორის მოძრაობის ორბიტის ის წერტილები, რომელთა გავლისასაც ამ სხეულებს შორის მანძილები უმცირესი ან უდიდესია. კონკრეტულ შემთხვევებში ორბიტების აფსიდებს საკუთარი სახელები აქვს. დედამიწის გარშემო მოძრავი სხეულის აფსიდებს პერიგეუმი და აპოგეუმი ეწოდება. მზის გარშემო მოძრავი სხეულისას - პერიჰელიუმი და აფელიუმი. ვარსკვლავის გარშემო - პერიასტრი და აპოასტრი. მთვარის გარშემო მოძრავი სხეულის აფსიდები იქნება პერისელენიუმი და აპოსელენიუმი.
ერისი მზიდან უშორესი მანძილი (აფელიუმი) არის 14 600 000 000 კმ (97,56 ასტრონომიული ერთეული), მზესთან უახლოესი მანძილი (პერიფელიუმი) 5 650 000 000 კმ. (37,77 ა. ე.) საშუალო მანძილი არის 10 120 000 000 კმ (67,67 ა. ე.). ექსცენტრისიტეტი (ორბიტის გაწელილობის კოეფიციენტი) არის: 0,44177. ერისის დიამეტრი სავარაუდოდ 2400 კმ -ია.
მზის სისტემა ერისი (მზიდან საშუალოდ დაშორებულია 68 ასტრონომიული ერთეულით) მიმოფანტული დისკოს უდიდესი ობიექტია, რომელმაც მეცნიერებს შორის კამათი გამოიწვია, თუ რატომ არ არის იგი პლანეტად აღიარებული, რადგანაც ის პლუტონზე 25%-ით მასიურია, ხოლო დიამეტრი თითქმის თანაბარი აქვთ. ის ყველა ცნობილ ჯუჯა პლანეტაზე მასიურია. ერისს ბუნებრივი თანამგზავრი, სახელად დისნომია ჰყავს. პლუტონის მსგავსად, ერისის ორბიტაც მეტად ექსცენტრიულია, რომლის პერიჰელიუმი 38,2 ა.ე (უხეშად რომ ვთქვათ, პლუტონის დაშორება მზიდან), ხოლო აფელიუმი 97,6 ა.ე-ს უტოლდება. ის მკვეთრადაა დახრილი ეკლიპტიკის მიმართ.
მზის სისტემა კეპლერის პლანეტარული მოძრაობის კანონები ობიქტების მოძრაობას აღწერს მზის გარშემო. ამ კანონების თანახმად, თითოეული ობიექტი ელიფსურად მოძრაობს მზის გარშემო, ერთი ცენტრის გარშემო. ობიექტები, რომლებიც მზესთან უფრო ახლოს მდებარეობს (მათ შედარებით მცირე დიდი ნახევარღერძები აქვს) უფრო სწრაფად მოძრაობს, რადგან მზის გრავიტაცია მათზე უფრო დიდ გავლენას ახდენს (რადგან ახლოსაა). ელიფსურ ორბიტაზე სხეულის დაშორება მზიდან წლის განმავლობაში იცვლება. სხეულის უახლოეს წერტილს მზემდე ეწოდება პერიჰელიუმი, ხოლო უშორესს აფელიუმი. პლანეტების ორბიტები თითქმის წრიულია, მაგრამ ბევრი კომეტა, ასტეროიდი და კოიპერის სარტყლის ობიექტი ძალზე ელიფსურ ორბიტებზე მოძრაობს. მზის სისტემაში სხეულების პოზიციების წინასწარმეტყველება შესაძლებელია რიცხობრივი მოდელების გამოყენებით.
პლუტონი პლუტონი (უმცროსი პლანეტის სახელწოდება: 134340 პლუტონი) — უდიდესი ობიექტი კოიპერის სარტყელში, მეათე ყველაზე მასიური სხეული, რომელიც მზის გარშემო ბრუნავს, და მეორე ყველაზე მასიური ჯუჯა პლანეტა ერისის შემდეგ. კოიპერის სარტყლის სხვა ობიექტების მსგავსად პლუტონიც ძირითადად ქვისა და ყინულისაგან შედგება და შედარებით პატარაა: დაახლოებით მთვარის მასის 1/6 და მოცულობის 1/3. მისი ორბიტა ექსცენტრიული და ძალზე დახრილია. პლუტონი მზიდან 30-დან (პერიჰელიუმი) 49 (აფელიუმი) ასტრონომიულ ერთეულამდეა დაშორებული. აქედან გამომდინარე, პლუტონი პერიოდულად მზეს უფრო უახლოვდება, ვიდრე ნეპტუნი, მაგრამ ორბიტალური რეზონანსი ნეპტუნთან იცავს სხეულებს შეჯახებისაგან. 2014 წელს ის მზიდან 32,6 ასტრონომიული ერთეულით იყო დაშორებული. მზიდან წამოსულ სინათლეს 5,5 საათი სჭირდება პლუტონამდე მისაღწევად, როდესაც ის საშუალო მანძილზეა (39,4 ა.ე.).
მზის სისტემა მიმოფანტული დისკო კოიპერის სარტყელს ნაწილობრივ ფარავს, მაგრამ ბევრად უფრო შორს, საზღვრებს იქითაც ვრცელდება. მიჩნეულია, რომ ეს რეგიონი მოკლეპერიოდიანი კომეტების წყაროა. მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ მიმოფანტული დისკოს ობიექტები ნეპტუნის ადრეული მიგრაციის გრავიტაციის გავლენის ხარჯზე მერყევ ორბიტებზე გადაეწყო. მიმოფანტული დისკოს ობიექტების (მდო-ები) უმეტესობას პერიჰელიუმი კოიპერის სარტყლის შიგნითაც აქვს, ხოლო აფელიუმი მზიდან 150 ასტრონომიულ ერთეულამდე შეიძლება ჰქონდეს. მდო-ების ორბიტა ეკლიპტიკის მიმართ ძალიან დახრილია, ხშირად კი მის მიმართ თითქმის პერპენდიკულარულებია. ზოგი ასტრონომი მიიჩნევს, რომ მიმოფანტული დისკო მხოლოდ კოიპერის სარტყლის სხვა რეგიონია და მასში არსებულ ობიექტებს მოიხსენიებენ, როგორც „მიმოფანტული კოიპერის სარტყლის ობიექტები“. ზოგ ასტრონომს კი მიაჩნია, რომ „კენტავრები“ „შიდა მიმოფანტული კოიპერის სარტყლის ობიექტებია“..
მზის სისტემა 90377 სედნა (მზიდან საშუალოდ დაშორებულია 525,86 ასტრონომიული ერთეულით) დიდი, მოწითალო ობიექტია, რომელსაც მეტად ელიფსური ორბიტა აქვს. პერიჰელიუმში სედნა მზიდან 76 ა. ე.-თია დაშორებული, ხოლო აფელიუმში — 928 ა. ე. მისი ორბიტალური პერიოდი 12 050 წელიწადი გრძელდება! მაიკ ბრაუნი, რომელმაც ეს ობიექტი 2003 წელს აღმოაჩნია, ამტკიცებს, რომ სედნა შეუძლებელია მიმოფანტული დისკოს ან კოიპერის სარტყლის ნაწილი იყოს, რადგან მისი პერიჰელიუმი ზედმეტად შორსაა, რომ ობიექტი ნეპტუნის მიგრაციის გავლენის ქვეშ მოხვედრილიყო. ბრაუნი და სხვა ასტრონომები მიიჩნევენ, რომ სედნა პირველი ობიექტია მთლიანად ახალ დასახლებაში, რომელშიც შესაძლებელია შედიოდეს კიდევ ერთი ობიექტი, სახელად 2000CR. ამ უკანასკნელის აფელიუმი 45 ა. ე. არის, ხოლო პერიჰელიუმი — 415 ა. ე. ის მზის გარშემო ერთ სრულ ბრუნს 3 420 წელს ანდომებს. ბრაუნმა ამ დასახლებას „შიდა ურტის ნისლეული“ უწოდა, რადგან ის შესაძლებელია იმავე პროცესებით ფორმირდა, თუმცა ის ბევრად ახლოსაა მზესთან. სედნა შესაძლებელია ჯუჯა პლანეტა იყოს, თუმცა მისი ზუსტი ფორმის დადგენაზე მეცნიერები ახლაც მუშაობენ. მეორე აშკარად განცალკევებული ობიექტი, რომლის პერიჰელიუმი უფრო შორსაა ვიდრე სედნასი (81 ა.ე.) არის 2012 წელს აღმოჩენილი "2012 VP". მისი აფელიუმი მხოლოდ ნახევარია სედნასი - დაახლოებით 400-500 ა.ე.