Top 10 similar words or synonyms for აუწყეს

სამისნომ    0.858668

აღუთქვეს    0.857075

უხაროდა    0.854750

აცნობეს    0.853845

არწმუნებენ    0.852299

შეატყობინეს    0.847319

გაჰყოლოდნენ    0.847240

განუმარტა    0.845113

უყვებოდა    0.845067

გებულობს    0.843811

Top 30 analogous words or synonyms for აუწყეს

Article Example
არგონავტები „არგო“ პელოპონესს მიუახლოვდა, მაგრამ ძლიერი ქარიშხლის გამო ლიბიის ზღვით სირტისის უბეში აღმოჩნდნენ, საიდანაც გემები უკან ვერ ბრუნდებოდნენ. სასოწარკვეთილებაში ჩაგდებული მინიელები ლიბიის მფარველმა ღმერთებმა შეიწყალეს და იასონს აუწყეს:
ეგრისის დიდი ომი უკიდურესად შეჭირვებულმა ეგრისელებმა მეფე გუბაზ II-ს ისევ სპარსეთის ქვეშევრდომობის მიღება ურჩიეს. მანაც, ბიზანტიელთაგან ფარულად, შაჰთან ელჩები გაგზავნა და ეგრისში მოიწვია. ელჩებმა სპარსეთის მბრძანებელს ეგრისელთა უკმაყოფილების მიზეზები აუწყეს:
წარწერების ტაძარი 2016 წლის ივლისში, მექსიკის ანთროპოლოგიისა და ისტორიის ეროვნული ინსტიტუტის არქეოლოგებმა საზოგადოებას აუწყეს, რომ ამერიკის ყველაზე დიდ სამარხ მონუმენტზე, შენობის შიგნით, მიწისქვეშა წყლის სადინარი სისტემა აღმოაჩინეს, რომელიც მეფე პაკალის სამარხის ქვეშ მდებარეობდა. წყლის ტუნელები გაედინება როგორც უშუალოდ სამარხის, ისე მთელი პირამიდის ქვეშ.
წმინდა ნინო მაშინ დედოფალმა უბრძანა თავის მსახურებს, რომ მასთან მოეყვანათ ნინო. მივიდნენ მსახურები და ნახეს მაყვლოვანში მლოცველი წმ. ნინო, რომელსაც დედოფლის ბრძანება აუწყეს. წმინდანმა უარი თქვა სასახლეში წასვლაზე და დააბარა მსახურებს, რომ თუ მოვიდოდა დედოფალი მის სამყოფელში, მაშინ ის მას განკურნავდა ქრისტეს ძალით.
ცხრა ყრმა კოლაელი შვილების სიჯიუტით განრისხებული მშობლები მთავართან მივიდნენ და ყოველივე აუწყეს. მთავარმა მათ უთხრა: „შვილნი თქუენნი არიან, ჴელმწიფებაჲ გაქუს, უყავთ, რაჲცა გნებავს“. წარმართებმა მთავრისგან ბავშვების ქვით ჩაქოლვის ნებართვა ითხოვეს, მდინარის სათავესთან, იქ, სადაც ყრმებმა ნათელიღეს, დიდი ორმო ამოთხარეს და ბავშვები შიგ ჩაყარეს. „ჩუენ ქრისტეანენი ვართ და მისთჳსცა მოვსწყდებით და მოვკუდებით, რომლისა მიმართ ნათელ-ვიღეთ“, - ეს იყო ყრმათა უკანასკნელი სიტყვები. უსჯულო მშობლებმა პირველებმა აიღეს ქვები, შემდეგ თავმოყრილმა ბრბომაც მიჰბაძა მათ და მალე ორმო ქვებით ამოავსეს. წარმართებმა სიკვდილის პირას მიიყვანეს სოფლის ხუცესიც, გაძარცვეს და ნაძარცვი თვითონ დაინაწილეს.
ცხრა ყრმა კოლაელი ყრმებმა სიხარულით აღუთქვეს ქრისტიანებს, რომ მოინათლებოდნენ. კოლაელი ქრისტიანები სოფლის მღვდელთან მივიდნენ და აუწყეს ყრმათა სურვილი. იგი არ შეუშინდა წარმართთაგან მოსალოდნელ რისხვას და ზამთრის სუსხიან ღამეს ბავშვები მდინარეზე წაიყვანა მოსანათლად. ხუცესმა გაყინულ მდინარეში ჩაიყვანა ბავშვები და ნათელსცა მათ. ნათლობის დროს მოხდა სასწაული: წყალი გათბა და ყრმებმა ნათლის ანგელოზები იხილეს. ანგელოზთაგან განმტკიცებულმა ბავშვებმა აღარ ისურვეს წარმართ მშობლებთან დაბრუნება და ქრისტიანებთან დარჩნენ. მალე მშობლებმა გაიგეს შვილების ნათლისღების ამბავი, ძალით გამოიყვანეს ისინი ეკლესიიდან და ცემა-ტყეპითა და ლანძღვა-გინებით მიიყვანეს სახლში.
თესევსი თესევსს ეს იდეა არ მოეწონა, მაგრამ მეტი გზა არ ჰქონდა. ისინი მიწისქვეშა საუფლოსკენ მიმავალ გზას დაადგნენ. ჰადესი მათ თავის სასახლეში მიეგებათ. მეგობრებმა მოსვლის მიზეზი აუწყეს. მათ გასაკვირვად ჰადესი არც შერხეულა და მათ ტახტზე ჩამოჯდომა სთხოვა. დასხდნენ თუ არა, ისინი მივიწყების ტახტს მიეჯაჭვნენ. მათ ასე გაატარეს ოთხი წელი, სანამ ჰერაკლე არ მოევლინათ მხსნელად. ის აქ ცერბერის გასატაცებლად იყო მოსული. თესევსმა და პეირითოემ მას განთავისუფლება სთხოვეს. ჰერაკლემ თესევსი ტახტს ააგლიჯა, მაგრამ პეირითოეს გამოხსნა, რომ დააპირა მიწა შეიძრა. ამან ააღებინა ხელი განძრახვაზე. მკრეხელობისთვის დაისაჯა დიდი ლაპითი.
სერაპიონ საკვირველთმოქმედი ერთხელ ღირსი სერაპიონი მონასტრის ძმებთან ერთად ქალაქში წავიდა საქმეზე. წინ მიმავალ მსახურებს, რომლებსაც საღმრთო მსახურებისათვის საჭირო ნივთები მიჰქონდათ, ავაზაკები შემოხვდნენ და გაძარცვეს. ისინი უკან გაიქცნენ და, შეწუხებულებმა, წინამძღვარს აუწყეს ყოველი. „დიდია ღმერთი, არ დავანებებ არაწმიდა წარმართებს სიწმიდეების მიტაცებას“, - თქვა წმინდა სერაპიონმა, მოიმარჯვა კვერთხი და მარტო გაედევნა მძარცველებს. ავაზაკებმა როგორც კი დაინახეს სერაპიონი, სახედარი ტვირთით იქვა დატოვეს და თვითონ კლდე-ღრეში მიიმალენენ. შემდგომ ავაზაკებს უთქვამთ: „ვინ იყო ის მონაზონი, რომელიც ჩვენ გამოგვიდგა, რადგან ვნახეთ ცეცხლი, რომელიც მისი კვერთხიდან გამოდიოდაო“.
სტეფანე ახალი იმპერატორმა ლეონ ისავრიელმა (717-741) წმინდა ხატებისა და მათი თაყვანისმცემლების დევნა დაიწყო. მისი მხარდაჭერით იმპერიაში ხატმბრძოლთა მწვალებლობის მომხრეები აღზევდნენ. ამაქვეყნის ძლიერთაგან დევნილი მართლმადიდებლობა მხოლოდ დედაქალაქისგან მოშორებით, მონასტრებში, განკრძალულ სენაკებში და თავისი ახოვანი და ერთგული მიმდევრების გულებში იყო დაცული. მომძლავრებული უსჯულოებით სულდამძიმებულმა წმინდა სტეფანეს მართლმორწმუნე მშობლებმა დატოვეს კონსტანტინოპოლი და ბითვინიაში გადასახლდნენ, თექვსმეტი წლის ძე კი წმინდა ავქსენტის მთაზე განმარტოებით მოღვაწე ნეტარ იოანეს მიაბარეს მორჩილად. სტეფანემ მოიკვეთა საკუთარი ნება, თავის სულზე ზრუნვა მთლიანად მადლმოსილ მოძღვარს მიანდო და თხუთმეტი წლის მანძილზე გულმოდგინედ სწავლობდა მისგან ბერმონაზვნურ ცხოვრებას. წმიდანს აქვე აუწყეს, რომ მამა გარდაეცვალა, დედა და დები კი მონაზვნებად შედგნენ.
ევთალია ქალწული წმინდა ევთალია ქალწული (გ. 257) - მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 2 მარტი, ახალი სტილით - 15 მარტი. წმინდანი დედასთან და ძმასთან ერთად ცხოვრობდა სიცილიის ქალაქ ლეონტინში. ევთალიას წარმართი დედა დიდხანს ავადმყოფობდა. ერთხელ მას ძილში წმიდა მოწამენი ალფიოსი, ფილადელფოსი და კვიპრიანე (ხს.23 მაისს) გამოეცხადდნენ და აუწყეს, რომ განიკურნებოდა, თუ ქრისტეს ირწმუნებდა. მართლაც შვილთან ერთად ნათლისღების შემდეგ ავადმყოფი განიკურნა. ევთალიას ძმა, წარმართი სირმინი, დისა და დედის მოქცევამ სასტიკად განარისხა. დედა გაექცა შვილის რისხვას, წმიდა ევთალიამ მის წინაშე მხნედ აღიარა ქრისტე და მოწამეობრივად აღესრულა. ის ჯერ სასტიკად სცემეს, შემდეგ კი თავი მოჰკვეთეს.