Top 10 similar words or synonyms for არდაშირ

შაბურ    0.885316

სეფი    0.852503

ხლოდვიგ    0.852003

ანასტასიოს    0.850263

დრუკ    0.845517

ჰორმიზდ    0.844786

ვალენტინიანუს    0.844069

სმბატ    0.842164

ფარნავაზ    0.837751

ხოსროვ    0.837163

Top 30 analogous words or synonyms for არდაშირ

Article Example
არდაშირ I არდაშირ I (; დ. დაახლოებით 180 — გ. 22 სექტემბერი, 239, სხვა ცნობებით 241) — სასანიანთა სახელმწიფოს ფუძემდებელი და მისი პირველი შაჰინშაჰი 226-241 წლებში, მისი პაპა - ანაჰიტას ტაძრის ქურუმი იყო. არდაშირ I ემსახურებოდა პარტელთა მეფე არტაბან V-ს (209-224) , შემდეგ ფარსის წარჩინებულთა და ქურუმთა მხარდაჭერით აუჯანყდა მას, 224 წლის 28 აპრილს მოიპოვა გამარჯვება და ბოლო მოუღო არშაკიდთა პართულ დინასტიას.
არდაშირ I არდაშირ I-მა 226 წელს დააარსა სასანიანთა სახელმწიფო და მიიღო შაჰინშაჰის (მეფეთმეფის) ტიტული. შემოიმტკიცა არშაკიდთა იმპერიის თითქმის ყველა სამფლობელო, რომელთაც შემდეგ მიუმატა ხორასანი, სისტანი, მიდია, სომხეთის ნაწილი და სხვა. ომები გადაიხადა რომთან სომხეთისა და მესოპოტამიისათვის. ცდილობდა აღედგინა აქემენიდთა ტრადიციები როგორც რელიგიურ, ისე კულტურულ-სახელმწიფოებრივ სფეროში.
შაბურ I შაბურ I ( დ. 215 — ნიშაბური, მაისი, 270 ) — სასანიდთა დინასტიის მე-2 შაჰინშაჰი 241—270 წლებში, სასანიანთა დინასტიისა და იმპერიის დამფუძნებლის, არდაშირ I-ის ვაჟი.
არტაბან V არტაბან V — პართიის მეფე არშაკიდების დინასტიიდან. არტაბან V სამეფო ტახტზე ვოლოგეზ V-ის შემდეგ ავიდა, მისი მმართველობა დაიწყო 216 წელს და დასრულდა 224, მის შემდეგ კი ტახტზე არდაშირ I ავიდა.
ქერმანი ქერმანი დაარსდა თავდაცვის მიზნით, არდაშირ I-ის მმართველობის პერიოდში III საუკუნეში. 642 წელს ქერმენის სიახლოვეს მოხდა ბრძოლა, რის შემდეგაც ეს ტერიტორია მუსლიმანთა მმართველობის ქვეშე მოექცა. მერვე საუკუნისთვის უკვე ქერმანში საკმაოდ განვითარებული იყო ვაჭრობა. მეათე საუკუნისთვის ქალაქ ქერმანს ბუიდების დინასტია განაგებდა.
ჰორმიზდ I კირილ თუმანოვის ცნობით, ჰორმიზდი მამამისის მმართველობის პერიოდში, სომხეთის გამგებლად იყო დანიშნული. მცირე ცნობები მოიპოვება მისი მეფობის შესახებ. სპარსელი ისტორიკოსების გადმოცემით, ის მამისა და ბაბუის მსგავსად, (შაბურ I და არდაშირ I) გამოირჩეოდა სამართლიანობით. მისი მმართველობის დროს დაარსდა რამდენიმე ქალაქი, რომლებიც თავდაპირველად ჰორმიზდის სახელს ატარებდა. ჰორმიზდმა 271 წელს წარმატებით ილაშქრა სოგდიანაში, საიდანაც დაბრუნებული ქტესიფონში გარდაიცვალა. მის შემდეგ ტახტი დაიკავა მისმა უმცროსმა ძმამ, ბაჰრამ I-მა.
იბერიის სამეფო იბერიის მეფე ამაზასპი წარწერის მიხედვით იმპერიის ერთ-ერთი უმაღლესი დიდებულია. წარწერაში სამეფო დიდებულები სამ კატეგორიადა დაყოფილი: 1. ისინი, ვინც ძალაუფლება მიიღო სასანიანთა დინასტიის ფუძემდებლის არდაშირ I-ის მამის – პაპაკის დროს, 2. ვინც ძალაუფლება მიიღო არდაშირ I-ის დროს და 3. ისინი ვინც ძალაუფლება მიიღო შაპურ I-ის დროს. სწორედ ამ უკანასკნელთა შორის იხსენიება “"ამაზასპი, მეფე იბერიისა"” (პართულ-ფალაურ ტექსტში: "Xmzasp Vyršn" (სტრ. 28); სასანურ-ფალაურში: "amčspy vl rvcan" (სტრ. 30-31); ბერძნულში (სტრ. 60): "Αμαςασπου τoς βασίλεύς τoς Ίβεριας"). ამასთან მეფე ამაზასპს ასახელებს მეოთხედ, ადიაბენის მეფის არდაშირის, კირმანის მეფის არდაშირისა და დედოფალ დენაკეს შემდეგ. ყველაფერი ეს, იმაზე მიუთითებს, რომ ამაზასპის სახით საქმე გვაქვს არა იარაღის ძალით დამორჩილებულ მმართველთან, არამედ ირანის მბრძანებლის ერთ-ერთ ყველაზე უფრო გავლენიან მოკავშირესთან.
ასფაგური ასფაგური — „ქართლის ცხოვრების“ მიხედვით — ქართლის (იბერიის) XXIII მერე, ხოლო „მოქცევაჲ ქართლისაჲს“ მიხედვით — XXV მეფე. ფარნავაზიანთა დინასტიის უკანასკნელი წარმომადგენელი, მირდატ მეფის ძე. ციხე-ქალაქ უჯარმის ამშენებელი. უნდა იყოს სპარსეთის პირველი სასანიანი მეფის არდაშირ I-ის (226—241) თანამედროვე. სომეხთა მეფესთან ერთად ებრძოდა სპარსელებს და დაამარცხა ისინი; მაგრამ მისი მეფობის ბოლოს სპარსელებმა დაიპყრეს სომხეთი და ქართლში შემოიჭრნენ. ასფაგური ოსეთში გადავიდა დამხმარე ლაშქრის მოსაყვანად, მაგრამ იქ გარდაიცვალა. ასფაგურ I-ს ჰყავდა ქალიშვილი აბეშურა რომელიც დაქორწინდა უფლისწულ მირიანზე რომელიც მომავლში ცნობილი გახდა როგორც მეფე მირიან III.
დიოკლეტიანე 294 წელს სასანიანების სპარსეთის სამეფო ტახტზე ნარსე, შაბურ I-ის ვაჟი ავიდა. მან მოკლა ბაჰრამ III, ახალგაზრდა კაცი, რომელიც ტახტზე ბაჰრამ II-ის გარდაცვალებისთანავე, 293 წელს დასვეს. 294 წლის დასაწყისში ნარსემ დიოკლეტიანეს ტრადიციული საჩუქრები გაუგზავნა, ამ უკანასკნელმა კი ელჩების გაცვლით უპასუხა. სპარსეთში ნარსე საჯარო მონუმენტებიდან თავისი უშუალო წინამორბედების ყოველგვარ კვალს შლიდა და ცდილობდა საკუთარი თავი გაეიგივებინა მეომარ მეფეებთან, არდაშირ I-სა (ზეობდა 226-41 წწ.) და შაბურ I-თან (ზეობდა 241-272 წწ.), რომელმაც ანტიოქია აიღო და იმპერატორი ვალერიანე (ზეობდა 253–260 წწ.) ცოცხლად გაატყავა თავისი საომარი ტაძრის მოსართავად.
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კოლექცია აღმოსავლურ ხელნაწერთა ფონდის ხელნაწერები სამი ლიტერით აღინიშნება. K კოლექცია XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე თბილისში მცხოვრები ჯაშიდ არდაშირ აფშარ მაჯდ ოს-სალტანეს პირად კოლექციას აღნიშნავს. L კოლექცია, რომელიც მზარდია, ადგილობრივია და მოიცავს საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, დაღესტნიდან და საქართველოს მოსაზღვრე თურქეთის რეგიონებიდან შემოსულ ხელნაწერებს. ამავე ლიტერით აღინიშნება ის ხელნაწერები, რომელთა შეძენა ხდება კერძო პირებისაგან. AC ანუ შუააზიური კოლექცია მოიცავს დავით ჩხენკელისა და გიორგი წერეთლის მიერ სამარყანდში, ბუხარასა და შუა აზიის სხვა კულტურულ ცენტრებში მოგზაურობის დროს შეგროვილ ხელნაწერებს, რომლებიც 1935 წელს გადაეცა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმს, დღეს კი ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრშია დაცული.