Top 10 similar words or synonyms for არაცნობიერის

დასწავლის    0.850389

ომნიპოტენციის    0.840651

შეგრძნებების    0.838366

თვითგამოხატვის    0.832093

მატერიალიზმი    0.832046

ბოზე    0.826197

კოგნიტურ    0.823309

ფენოტიპის    0.822903

აბსტრაქციის    0.818838

კონსტრუქტების    0.818783

Top 30 analogous words or synonyms for არაცნობიერის

Article Example
კარლ გუსტავ იუნგი იუნგსა და ფროიდს შორის წარმოქმნილი უთანხმოების მთავარი მიზეზი მათ მიერ არაცნობიერის ურთიერთგანსხვავებული ხედვა იყო. იუნგი ფროიდისეულ თეორიას არაცნობიერზე არასრულად და ზედმეტად ნეგატიურად თვლიდა. იუნგის აზრით, ფროიდი მიიჩნევდა, რომ არაცნობიერი მხოლოდ ჩახშული ემოციებისა და სურვილების საწყობი იყო. იუნგი ეთანხმებოდა არაცნობიერის ფროიდისეულ მოდელს და მას „პიროვნული არაცნობიერი“ უწოდა, თუმცა ის ვარაუდობდა, რომ არსებობდა მეორე, გაცილებით უფრო ღრმა ფორმა არაცნობიერის, რომელიც პიროვნული არაცნობიერის (ქვეცნობიერის) ქვემოთ იყო განლაგებული. იუნგმა მას კოლექტიურ არაცნობიერი უწოდა, სადაც მისი აზრით, არქეტიპები „ბინადრობდნენ“. მართალია, ფროიდი ეთანხმებოდა ფსიქიკაში კოლექტიური არაცნობიერის არსებობას, თუმცა ის მას მხოლოდ მთლიანი ფსიქიკის დანამატად მიიჩნევდა.
ჟაკ ლაკანი ლაკანის თანახმად „მე“ ვერასდროს დაიკავებს არაცნობიერის ადგილს და ვერც ვერასდროს შეძლებს მის მართვას, ვინაიდან „მე“ მხოლოდ და მხოლოდ ილუზიაა, თვით არაცნობიერის წარმოსახვის ნაყოფია. ლაკანისეული ფსიქოანალიზის მიხედვით, არაცნობიერი ყველაფრის საფუძველია.
კარლ გუსტავ იუნგი იუნგი მიიჩნევდა, რომ ადამიანის ფსიქიკური მთლიანობის შესანარჩუნებლად აუცილებელი იყო ინდივიდუალიზაციის პროცესი, ცნობიერისა და არაცნობიერის ურთიერთშეთანხმებული მოქმედება და ამასთან მათი ავტონომიის შენარჩუნება.
ფსიქოლოგია დამოუკიდებელ მეცნიერებად ჩამოყალიბებიდან მოყოლებული დღემდე ფსიქოლოგია წარმოადგენს არსებითად განსხვავებული თვალსაზრისების პაექრობის ასპარეზს. საყოველთაოდ მისაღები, ერთიანი ფსიქოლოგიური სისტემა ჯერ კიდევ არ არსებობს. დღესდღეობით ფსიქოლოგია ეყრდნობა ცნობიერების, არაცნობიერის, ქცევისა და პიროვნების კატეგორიებს.
კულტურა ეს ტერმინი სამეცნიერო ლიტერატურაში შემოიტანა ფსიქიატრმა, ანალიტიკური ფსიქოლოგიის სკოლის ფუძნემდებელმა კარლ გუსტავ იუნგმა. იუნგი განასხვავებდა “ინდივიდუალურ არაცნობიერს” “კოლექტიური არაცნობიერისაგან”, რომელიც კაცობრიობის მეხსიერებას წარმოადგენს, საერთოა ყველა ადამიანისათვის, გადაეცემა მემკვიდრეობით და ინდივიდუალური ფსიქიკის საფუძველია. კოლექტიური არაცნობიერი წარმოადგენს შეხედულებათა და ტიპურ რეაქციათა სისტემას, რომლებიც შეუმჩნევლად განსაზღვრავენ ადამიანის ცხოვრებას. თანდაყოლილი პროგრამებისა და უნივერსალური ნიმუშების გავლენის ქვეშ ექცევა არა მხოლოდ ელემენტარული ქცევითი რეაქციები, არამედ ასევე აღქმა, აზროვნება და წარმოსახვა. სწორედ ამ ნიმუშებს ეწოდა “კოლექტიური არაცნობიერის არქეტიპები”.
კარენ ჰორნი ჰორნი ფუნდამენტურად მიიჩნევდა ფროიდის შრომებს ფსიქიკური დეტერმინიზმის, არაცნობიერის, ირაციონალური მოტივების შესახებ. ისევე როგორც ფროიდი, კარენ ჰორნიც ბავშვობაში განცდილ მოვლენებს უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა. თუმცა, მისი აზრით, ოიდიპოსის კომპლექსი გამოწვეულია არა შვილსა და მშობელს შორის გაჩენილი სექსუალურ-აგრესიული კონფლიქტით, არამედ შფოთვით, რომელიც ჩნდება ბავშვისა და მშობლის ურთიერთობის დარღვევისას (მაგ.: დასჯისას, გადაჭარბებული ზრუნვისას, უარყოფისას). ჰორნის აზრით, აგრესია თანდაყოლილი კი არ არის, არამედ ის საკუთარი უსაფრთხოების დაცვის საშუალებას წარმოადგენს.
სიურრეალიზმი სიურრეალისტების მიზანია იმ ჭეშმარიტი ცხოვრების გამოხატვა, რომელიც არც რეალობაში, არც იდეალობაში, არამედ არაცნობიერში მდებარეობს. ამიტომ წინ სწორედ ამ არაცნობერის წინ წამოწევაა საჭირო. ამისათვის უნდა მოვხსნათ ძიების პროცესში გონების, ლოგიკისა თუ მორალის მხრივ ყოველგვარი კონტროლი. ამის საშუალებას კი ე.წ. ავტომატური წერა იძლევა. ესაა უკონტროლო სულიერი მდგომარეობის, შემთხვევით წარმოქმნილი ხატებისა და სიტყვების ჩაწერა. ხშირად მიმართავენ სიზმრებს, მითიურ ელემენტებს, შეშლილობას, იუმორსა და ირონიას, რაც არაცნობიერის შეცნობაში ეხმარება ადამიანს.
კარლ გუსტავ იუნგი 1912 წელს იუნგმა გამოაქვეყნა თავისი წიგნი "„არაცნობიერის ფსიქოლოგია“", რამაც ფროიდთან განხეთქილება გამოიწვია. მათ მიმოწერებში ნათლად იკვეთებოდა, რომ ფროიდი არ ეთანხმებოდა იუნგის წამოყენებულ იდეებს. თავის ავტობიოგრაფიულ ნაშრომში ("Memories, Dreams, Reflections") ფროიდის ამ დამოკიდებულებას იუნგი „ხმამაღლა გაჟღერებულ საყვედურს“ უწოდებს. იგი ყველამ მიატოვა მისი ორი კოლეგის გარდა. იუნგი თავის წიგნს შემდეგნაირად ახასიათებს: „... ნაწილობრივ წარმატებული მცდელობა, რათა შეიქმნას უფრო ფართო სივრცე სამედიცინო ფსიქოლოგიისთვის და ადამიანის მთლანი ფსიქიკის ფენომენი ხედვის არეში მოექცეს“ (წიგნი მოგვიანებით შესწორდა და 1922 წელს "„სიმბოლოების ტრანსფორმაციის“" სახელით გამოიცა).
კარლ გუსტავ იუნგი 1937 წლის დეკემბერში, იუნგმა კვლავ დატოვა ციურიხი და ინდოეთში გაემგზავრა. ინდოეთში მან პირველად იგრძნო „უცხო კულტურის პირდაპირი გავლენა“. აფრიკაში ენობრივი ბარიერის გამო მისი ურთიერთობა ადგილობრივ მოსახლეობასთან მეტწილად შეზღუდული იყო. ინდოეთში კი ამ მხრივ უფრო ფართო შესაძლებლობები ჰქონდა. ინდუისტურმა ფილოსოფიამ მთავარი როლი ითამაშა მის ფსიქოლოგიაში სიმბოლიზმისა და არაცნობიერის გაგებაში. თუმცა, იუნგმა თავი აარიდა ინდიელ ფილოსოფოსთან, რამანა მაჰარშისთან შეხვედრას. ის მიიჩნევდა, რომ რამანა საკუთარ თვითობაში გაცნობიერებული პიროვნება იყო და აღიარებდა, რომ არ ესმოდა მაჰარშის თვითრეალიზაციის და მისი ქმედებების. ის ასევე აღიარებდა, რომ ფსიქოლოგია არ იყო კომპეტენტური აღმოსავლური თვითშემეცნების ამოსაცნობად. ამ მოგზაურობის დროს იუნგი სერიოზულად დაავადდა დელირიუმით და ორი კვირა იმყოფებოდა საავადმყოფოში. 1938 წლიდან მისი მოგზაურობები ევროპით შემოფარგლებოდა.
ედუარდ ჰარტმანი კარლ რობერტ ედუარდ ფონ ჰარტმანი (გერმ. Karl Robert Eduard von Hartmann) (დ. 23 თებერვალი, 1842, ბერლინი ― გ. 5 ივნისი, 1906, გროსლიხტერფელდე), გერმანელი ფილოსოფოს-იდეალისტი, ირაციონალისტი. მთავარ შრომაში "არაცნობიერის ფილოსოფია" (1869) ამტკიცებს, რომ პირველადია არაცნობიერი სულიერი საწყისი, რომელიც მთელი სინამდვილის ერთიანობას განსაზღვრავს, ხოლო სამყაროში მიმდინარე აღმავლითი პროცესები განსაზღვრულია არაცნობიერი საწყისით, ნებით. ამ თვალსაზრისის საფუძველზე უარყოფილია მატერიალიზმი და დიალექტიკა. ა. შოპენჰაუერის პესიმიზმის გავლენით ჰარტმანი ეთიკაში უარყოფდა ბედნიერების როგორც მიწიერ, ისე რელიგიურ გაგებას, აგრეთვე ბედნიერების, სიკეთის განხორციელებისაგან მიმართულ სოციალურ პროცესს. ევოლუციის საბოლოო შედეგი, მისი აზრით, სამყაროს აუცილებელი მოსპობაა, რადგან, როდესაც არაცნობიერი ამაღლდება ცნობიერების დროზე და თავისი შექმნილის შემეცნებას დაიწყება, მას შეაფასებს როგორც უმიზნო, უგონოსა და მოსპობის ღირსს.