Top 10 similar words or synonyms for არაარაბი

ჩვეულებანი    0.784177

ჰომოსექსუალები    0.770065

პირველნი    0.766114

ჩუქჩებს    0.765935

პოლითეისტურ    0.762319

თვითგამოხატვა    0.754043

ინტერნალიზებული    0.753183

ფრეგატები    0.752527

მექელი    0.750668

პატრიციების    0.749518

Top 30 analogous words or synonyms for არაარაბი

Your secret weapon. Online courses as low as $11.99

Article Example
არაბთა სახალიფო ომაიანთა სახალიფოში უგულებელყფდნენ დაპყრობილი ხალხების უფლებებს. დაუშვებელი იყო მავალების (არაარაბი მუსლიმების) უფლებებით არაბებთან გათანასწორება. არაბი მუსლიმანებისაგან განსხვავებით მავალები იხდიდნენ ხარაჯას, ხოლო ე. წ. 700 წლის კანონით - ჯიზიასაც. რადგან არაარაბები გამუსლიმანების შემთხვევაშიც უფლებრივად არაბებს ვერ უთანასწორდებოდნენ, ამის შედეგად შეფერხდა ისლამის გავრცელება და გაიზარდა დაპყრობილი ქვეყნების მმართველი ფენების უკმაყოფილება, რომლებიც ომაიანებმა თავიანთ სოციალურ დასაყრდენად ვერ გადააქციეს.
ეთიოპია ეთიოპიაში ისლამი აღმოცენდა ამ რელიგიის დაარსებასთან ერთად 615 წელს, როდესაც მუსლიმების ჯგუფი, რომელიც შედგებოდა წინასწარმეტყველი მაჰმადის მოსწავლეებისაგან, თავს იცავდა დევნისაგან მექაში. მოსწავლეები შემდგომში გადავიდნენ ეთიოპიაში, თანამედროვე ერიტრეის გავლით, რომელიც მაშინ ექვემდებარებოდა ქრისტიანი იმპერატორის — აშამა იბნ აბჯარის ხელისუფლებას. ამას გარდა, მაჰმადის მიმდევრების ყველაზე დიდი არაარაბი ეთნიკური ჯგუფი არსებობდა ეთიოპიაში.
ისლამი ამ კანონს მრავალი წამყვანი მუსლიმი ღვთისმეტყველი დაუპირისპირდა, მათ შორის იმამი აბუ ჰანიფა ნუ'მან იბნ საბითი, რომელსაც მიეწერება ფრაზა: "ახალგამუსლიმებული თურქი ისეთივე მუსლიმია, როგორც ჰიჯაზელი არაბი." ამ მიდგომებმა დააჩქარა ომაიანთა კრახი. აბუ მუსლიმ ალ–ხურასანიმ შეკრიბა ომაიანთა მმართველობით უკმაყოფილო სოციალური ფენები, არაარაბი მუსლიმები და წამოიწყო აჯანყება მათ წინააღმდეგ სახალიფოს აღმოსავლეთ ნაწილში, ხორასანში. 750 წელს ეს აჯანყება წარმატებით დასრულდა. ომაიანთა ხალიფა, მარვან II (მურვან ყრუ) გაქცევისას მოკლეს, ხოლო ომაიანთა გვარის გადარჩენილმა წევრმა, 'აბდუ რ–რაჰმან იბნ მუ'ავიამ იბერიის ნახევარკუნძულს შეაფარა თავი.
არაბთა სახალიფო აბასიანთა სახალიფოს პოლიტიკურ ასპარეზზე ირანელი და შუააზიელი ფეოდალები დაწინაურდნენ. ახალ ბაზაზე იქნა გამოყენებული სასანიანთა ირანის ტრადიციები: პოლიტიკური ინსტიტუტები, ადმინისტრაციულ-ფინანსური სტრუქტურა, მრავალრიცხოვანი უწყება-დაწესებულებები. აბასიანთა გამარჯვების შედეგებმა გამოხატულება რელიგიის სფეროშიც პოვა. წაიშალა ზღვარი არაბ და არაარაბ მუსლიმანებს შორის. არაარაბი ფეოდალები ხალისით იღებდნენ ისლამს, რადგან ისლამი ფეოდალური საზოგადოების იდეოლოგიად იქცა და კლასობრივი ბატონობის იარაღად იქცა. შეიცვალა ექსპლუატაციის ფორმები. ხარკისა და ნადავლის ნაცვლად, ახლა ასეთად მიწაზე დაწესებული გადასახადი (ხარაჯა) იქცა, რომლის აკრეფა ხდებოდა როგორც ნატურით, ასევე ფულით. ხარაჯის გარკვეული ნაწილი ამიერკავკასიის ქვეყნებიდან შედიოდა, რაც ასახულია აბასიანთა ხანის საგადასახადო სიებში.
ომაიანთა სახალიფო ომაიანთა სახალიფოში მიწები ითვლებოდა სახელმწიფო საკუთრებად. მიწაზე დაწესებული იყო ორი გადასახადი: უშრი (მეათედი) მუსლიმანთა მიწაზე და ხარაჯა არამუსლიმანთა მიწებზე. სახალიფოს ძირითად მოსახლეობას გლეხები შეადგენდნენ, რომლებიც სახელწიფო მიწებს იჯარით ამუშავებდნენ. სახელმწიფოს ცენტრალიზაციის მიზნით VII საუკუნის ბოლოს ხალიფა აბდ ალ-მალიქ იბნ მარვანის დროს ჩატარდა რეფორმები, რომელთა შედეგად მოწესრიგდა საფოსტო კავშირი სახალიფოს დაშორებულ მხარეებთან, სახელმწიფო ენად არაბული გამოცხადდა, ადმინისტრაციული დაწესებულებებიდან განიდევნა სპარსული და ბერძნული ენები. სასანური და ბიზანტიური მონეტები შეიცვალა ოქროს დინარებით და ვერცხლის დირჰემებით, რამაც ხელი შეუწყო სავაჭრო ურთიერთობების გაძლიერებას მთელი სახალიფოს მასშტაბით. ომაიანებმა გაადიდეს საგადასახადო განაკვეთები დაპყრობილ ქვეყნებში, რასაც გლეხობამ მიწების მიტოვებითა და ქალაქებში გაქცევით უპასუხა. ხაზინის შემოსავლის შენარჩუნების მიზნით გლეხებს იძულებით აბრუნდებდნენ. ამის გარდა, დაპყრობილ ქვეყნებში ჩასახლებულ არაბთა ზედაფენის მიერ არამუსლიმ მიწათმფლობელთა მიწების მითვისებამ შეამცირა სახარაჯო მიწების რაოდენობა. მეორე მხრივ, დაპყრობილი მოსახლეობის გამუსლიმანებას მოსდევდა არამუსლიმან ქვეშევრდომებზე (ზიმიები) დაწესებული სულადი გადასახადის – ჯიზიის გადამხდელთა რიცხვის შემცირება. ამ ტენდენციების აღსაკვეთად 700 წელს გამოცემული კანონის შესაბამისად გამუსლიმანებული არაარაბი (მავალი) არ გათავისუფლდებოდა ჯიზიისაგან, ხოლო არამუსლიმთა მიწებს დაპატრონებული არაბები კვლავ გადაიხდიდნენ ხარაჯას და არა უშრს. იმის გამო, რომ არაარაბები, გამუსლიმანების მიუხედავად, უფლებრივად ვერ გაუთანაბრდნენ არაბებს, ისლამის გავრცელება დაპყრობილ ქვეყნებში შეფერხდა. ასეთ პოლიტიკას მოჰყვა დაპყრობილი ქვეყნების ექსპლუატატორული კლასების უკმაყოფილების ზრდა, რომლებიც ომაიანებმა ვერ გადააქციეს თავიანთ სოციალურ დასაყრდენად. VIII საუკუნიდან გაძლიერდა ანტიფეოდალური ბრძოლა, რაც შიიტობისა და ხარიჯიტობის ლოზუნგებით მიმდინარეობდა. დაძაბული ვითარების გასანელებლად ხალიფა უმარ II (717-720 წწ.) იძულებული გახდა არაარაბი მუსლიმანები არაბებთან გაეთანაბრებინა, მაგრამ მისმა მემკვიდრეებმა მალე აღადგინეს 700 წლის კანონი.