Top 10 similar words or synonyms for აპოკრიფული

სასწაულებზე    0.887570

ქებაჲ    0.885504

ფსალმუნნი    0.884931

წერეთლისეული    0.881288

ნეკრესელის    0.874008

ნიურემბერგის    0.872621

ერატო    0.870845

ეგზეგეტიკური    0.870694

მეტაფრასული    0.869680

აბდულმესიანი    0.869045

Top 30 analogous words or synonyms for აპოკრიფული

Article Example
ტბეთის მრავალთავი შინაარსობრივად ხელნაწერი ჰომილეტიკური, აგიოგრაფიული, ეგზეგეტიკური და აპოკრიფული 74 თხზულების ადრეული, პალესტინური ტექსტების თარგმანს წარმოადგენს.
მარიამის სახარება „მარიამ მაგდალინელის სახარება“ — აპოკრიფული სახარება კოპტურ ენაზე, ნაპოვნია კაიროში 1896 წელს გერმანელი მკვლევარი კარლ რაინდჰარტის მიერ, მაგრამ პირველად გამოქვეყნებული იყო 1955 წელს.
Patrologia Latina გამოცემაში არის სერიოზული ხარვეზები. ქრონოლოგიური პრინციპი არ არის სრულად დაცული, ზოგიერთი ავტორის შრომები განთავსებულია ერთდროულად რამდენიმე ტომში, ჩართული ასევე აშკარად აპოკრიფული თხზულებები.
ქამიტები ერთ-ერთი ქრისტიანული აპოკრიფული წიგნის, იუბილეების წიგნის მიხედვით, ქამისა და მისი შთამომავლობის დასახლების თავდაპირველი ადგილი მდებარეობდა გიგონას გაღმა, სამხრეთით, ედემის ბაღისგან მარჯვნივ და იქიდან სამხრეთისაკენ.
ბიბლიის აპოგრიფები ახ. წ. 397 წელს კართაგენის კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ებრაულ წერილებს უნდა დამატებოდა შვიდი აპოკრიფული წიგნი, „ესთერის“ და „დანიელის“ კანონიკურ წიგნებს კი დამატებითი მონაკვეთები დართვოდა. თუმცა რომის კათოლიკურმა ეკლესიამ მხოლოდ 1546 წელს, ტრიენტის საეკლესიო კრებაზე აღიარა ისინი ბიბლიის კანონის ნაწილად.
ექვთიმე მთაწმიდელი ექვთიმე მთაწმიდელმა შეადგინა ნუსხა იმ წიგნებისა, რომლებიც საბერძნეთში აპოკრიფულად იყო მიჩნეული, ამ ნუსხით ის აფრთხილებდა ქართველებს, თავი შეეკავებინათ აპოკრიფული წიგნების კითხვისაგან. მიუხედავად ამისა, ექვთიმე მთაწმიდელმა თავად თარგმნა რამდენიმე აპოკრიფული საკითხავი და თვალსაჩინო წვლილი შეიტანა ამ დარგის განვითარებაშიც. ექვთიმე მთაწმიდელის მიერ ბერძნულიდან თარგმნილი კანონიკური სამართლეებრივი ძეგლები - VI მსოფლიო საეკლესიო კრების კანონები და ე. წ. მცირე სჯულისკანონი დედნის მხოლოდ თარგმანი კი არ არის, არამედ "მთარგმნელის მიერ გადაკეთებული და განმარტებებით შემკული რედაქცია" (ივანე ჯავახიშვილი). ექვთიმე მთაწმიდლის ეს შრომა შეფარდებული იყო ქართულ სინამდვილესთან. მან გავლენა მოახდინა შუა საუკუნის საქართველოში სამართლის განვითარებაზე.
მარგალიტი (კრებული) „მარგალიტი“, დაახლოებით XVI საუკუნის ქართული აპოკრიფული კრებული. შეიცავს ე. წ. „სასულიერო სწავლანს“, რომლებიც გამოკრებილია ძირითადად იოანე ოქროპირის ამავე სახელწოდების კრებულისა და ბიბლიური წიგნებისაგან. „მარგალიტის“ უძველესი ნუსხა (ხელნაწერი — A 1736) XVI საუკუნით თარიღდება, დანარჩენი ხელნაწერები XVIII-XIX საუკუნეებისაა. მასში კითხვა-მიგების სახით გადმოცემულია მოთხრობები ძველი და ახალი აღთქმიდან, წმ. მამათა სწავლანი ქრისტიანული მორალისა და ეთიკის საკითხებზე; განმარტებულია ბიბლიისცალკეული ადგილები და სხვა.
3 ეზრა 3 ეზრა — აპოკრიფული წიგნის სახელწოდებაა ბიბლიის ქართულენოვან ვარიანტში. სწავლულთა ნაწილი ნაშრომს ლათინურ ეზდრად მოიხსენიებს, თანამედროვე სწავლულთა უმეტესობა კი - 4 ეზრას უწოდებს მას (ზოგჯერ პირობითად 3 ნაწილად ყოფენ, 5-4-6 ეზრა, მათგან 5 და 6 გვიან ქრისტიანულ დამატებებად განიხილება), რათა ერთურთში არ იქნას არეული "ეზდრა" და "ეზრა".
ატენის სიონი სამხრეთი აფსიდი იყოფა ოთხ რეგისტრად. ზედა რეგისტრში გამოსახულია მთავარანგელოზი და აპოკრიფული სცენები ღვთისმშობლის ცხოვრებიდან; კონქის აღმოსავლეთ ნაწილში — ძღვენის უარყოფა, ყვედრება იოაკიმესგან ანასი, ანას ხარება, იოაკიმეს ხარება. მეორე რეგისტრში — შეხვედრა ოქროს კარიბჭესთან, ღვთისმშობლის შობა, ღვთისმშობლის შვიდი ნაბიჯი, ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება; მესამეში — ხარება, მარიამის და ელისაბედის შეხვედრა, ღვთისმშობლის წყლით მხილება, იოსების სიზმარი; მეოთხეში — შობა და ღვთისმშობლის მიძინება.
ბიბლიის აპოგრიფები მიუხედავად იმისა, რომ ღვთისგან შთაგონებულ წიგნებს არ მიეკუთვნება, ისტორიული თვალსაზრისით საინტერესო ინფორმაციას გვაწვდის წიგნი „პირველი მაკაბელთა“. იგი მოგვითხრობს, თუ როგორ იბრძოდნენ იუდეველები თავისუფლებისთვის ძვ. წ. II საუკუნეში მაკაბელთა მეთაურობით, რომლებიც სამღვდელო შტოს წარმომადგენლები იყვნენ. სხვა აპოკრიფული წიგნები სავსეა მითებით, ცრურწმენებითა და შეცდომებით. იესო ქრისტეს და ქრისტიანულ-ბერძნული წერილების დამწერებს არასოდეს უხსენიებიათ ეს წიგნები და არ მოუყვანიათ ციტატები ამ წიგნებიდან.