Top 10 similar words or synonyms for ანწლის

კონებად    0.910659

ბუჩქბალახები    0.907260

თავაკისებრ    0.907254

ჭინჭრის    0.907168

cinerea    0.905813

კურკიანა    0.905355

გორგლები    0.903757

კენწრულ    0.902697

ფესვთანურ    0.901440

anarhychas    0.901034

Top 30 analogous words or synonyms for ანწლის

Article Example
შარლ ოგიუსტენ კულონი კულონმა შეისწავლა დამუხტული სხეულების ურთიერთქმედება რაოდენობრივად. მან გამოიყენა გრეხითი სასწორი. გრეხითი სასწორი შედგებოდა დრეკადი მავთულისაგან, რომელზეც დამაგრებული იყო მინის ღერო. ღეროს ერთ ბოლოზე დაამაგრა ანწლის ბურთულა, მეორეზე — საპირწონე. კიდევ ერთი ანწლის ბურთულა უძრავად მოათავსა სასწორის სახურავზე. როდესაც ორ ბურთულას მიანიჭა ერთსახელიანი მუხტები, მათ ერთმანეთი განიზიდეს. მავთული შემობრუნდა გარკვეული კუთხით. ამ კუთხის მიხედვით განსაზღვრა ბურთულებს შორის ურთიერთქმედების ძალა. ცდების შედეგად დაადგინა კანონი, რომელსაც კულონის კანონი უწოდეს და რომელიც საოცრად ჰგავს მსოფლიო მიზიდულობის კანონს. დამუხტული სხეულების დამუხტვის ხარისხის დასახასიათებლად შემოიღეს ახალი ფიზიკური სიდიდე ელექტრული მუხტი და აღნიშნეს q ასოთი. შემდგომში მუხტის საზომ ერთეულს კულონი უწოდეს. კულონის კანონი ასე გამოითქმის: ვაკუუმში ორ წერტილოვან მუხტს შორის მოქმედი ძალა პირდაპირპროპორციულია მუხტების მოდულთა ნამრავლისა და უკუპროპორციულია მათ შორის მანძილის კვადრატისა.
ჩვეულებრივი კულუმბურები ჩვეულებრივი კულუმბურები () — ფრინველი მთიულასებრთა ოჯახისა. საშუალო ზომის ფრინველია. მათი სხეულის სიგრძე 18 სმ აღწევს. გვხვდება შერეულ და ფოთლოვან ტყეებში, კორომებში, ბაღებში, პარკებსა და სხვა. იკვებება ალუბლისა და შოთხვის კენკრით, აგრეთვე ცირცელისა და ანწლის თესლითა და სხვ. აქვთ ღრმა ჯამისებრი ბუდე, რომელთა კედლები და ძირი ნაგებია ფხვიერი მასალით. დიამეტრი — 200-220 მმ. ჩვეულებრივი კულუმბურები ფართოდ არიან გავრცელებული ევროპაში, აღმოსავლეთ აზიასა და ჩრდილოეთ აფრიკაში. გვხვდება კავკასიაშიც (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი).
აკვანი აკვანი (მეგრ. არკვანი, სვან. აკავანი) — ჩვილის საწოლი. ძველთაგან გავრცელებული ევროპა-აზიის ზოგიერთ ხალხებში. აკვანი არის სარწევი ან საქანებელი. სარწევს საგოგავები აქვს, საქანებელი კი თოკებზეა ჩამოკიდებული. აკვნის პრიმიტიული სახეობაა ე.წ. "ხოჭიჭი" — საგებლიანი ფიცარი. ნამდვილ აკვანში ჩაწვენამდე ჩვილს ხოჭიჭში აკრავდნენ, ზოგჯერ კი ზანდურის (პურეულის) ღეროებში ახვევდნენ და არტახებით ძნასავით კრავდნენ. ამგვარ საწოლს ფირცხი ერქვა. საქართველოში გავრცელებული ჩვეულებრივი სარწევი აკვნის მოწყობილობაში შედის ნალი, საბანი, მუხლთბალიში, საფერხები, სამხრეულები, საბეწურები, არტახები და სხვა. ლეიბში სათანადო ადგილზე ამოჭრილ ჰიგიენურ ნახვრეტში უყრიან შიბაქს ან აფენენ ბუერის, ანწლის, ღოლოს სუფთა ფოთლებს.
ანწლი ანწლი (Sambucus), ყვავილოვან მცენარეთა გვარი ცხრატყავისებრთა ოჯახისა. ბუჩქები ან მცირე ზომის ხეებია, იშვიათად კი მრავალწლოვანი ბალახები. ანწლის ფოთლები ფრთისებრია, მოპირისპირედ განლაგებული, ყვავილები ხუთწევრიანი, აქტინომორფული, ფარის ან ქოლგის მსგავსად შეკრებილი. ნაყოფი წვნიანი, შავი ან წითლი კენკრაა. გავრცელებულია ორივე ნახევარსფეროს ზომიერ და სუბტროპიკულ ზონებში (გარდა ცენტრალურ და სამხრეთ აფრიკისა). ცნობილია 40 სახეობა. მათ შორის საქართველოში 2 - დიდგულა (Sambucus nigra) და საკუთრივ ანწლი (Sambucus ebulus), რომელიც მყრალი ბალახოვანი მცენარეა. აქვს სწორი 0,5-1,5 მ სიმაღლის დაღარული ღერო, საგველასებრ ყვავილედებად შეკრებილი ყვავილები, მრგვალი შავი ნაყოფი. იზრდება ტყის სარტყელში - ფოთლოვან ტყეებში. ტყის პირებზე და სხვა ადგილებში, ზოგჯერ ქმნის რაყას. ყვავილი შეიცავს ეთეროვან ზეთს; ნაყენს მედიცინაში იყენებენ.
გვარი (ბიოლოგია) გვარი (Genus) — ძირითადი ტაქსონომიური კატეგორია, რომელიც აერთიანებს ფილოგენეზურად ახლომდგომ სახეობებს. მაგალითად ფიჭვის გვარი (Pinus) აერთიანებს ფიჭვის ყველა სახეობას; კატის გვარი (Felis) — გარეული კატის სხვადასხვა სახეობას. ბოტანიკური და ზოოლოგიური ნომენკლატურით ყოველი გვარი ერთი სიტყვით (არსებითი სახელით) აღინიშნება. მაგალითად, Pinus — ფიჭვი, Felis — კატა. ჩვეულებრივ, გვარში გაერთიანებულია მრავალი ან რამდენიმე სახეობა. მაგრამ არის ისეთი გვარებიც, რომლებშიც მხოლოდ თითო სახეობაა (გინკგო — Ginkgo biloba, იხვნისკარტა — Ornithorhynchus anatinus), მათ მონოტიპური გვარი ეწოდებათ. მახლობელი გვარები ქმნიან ოჯახს. მაგალითად ძახველისა (Viburnum) და ანწლის (Sambucus) გვარები გაერთიანებულია ცხრატყავასებრთა (Caprifoliaceae) ოჯახში, ძაღლისა (Canis) და მელის (Vulpes) გვარები — ძაღლისებრთა ოჯახში. ზოგჯერ გვარში გამოყოფენ ქვეგვარებს; გვარსა და ოჯახს შორის კი შუალედ კატეგორიას — ქვეოჯახსა და ტრიბას. მაგალითად, ქერისა და ხორბლის გვარები შედის ქერისებრთა ტრიბაში, ხოლო ონდატრისა და წყლის მემინდვრიას გვარები ქმნიან მემინდვრიების ქვეოჯახს.