Top 10 similar words or synonyms for ანტონიუსისათვის

დიომედე    0.872411

მოხსნაზე    0.872033

ერაზმი    0.870146

უნგოლიანტი    0.867087

ფლოტისაგან    0.864148

მძაფრმა    0.858353

გადააფიქრებინა    0.857720

tuna    0.855055

thargamosids    0.854833

crawl    0.853644

Top 30 analogous words or synonyms for ანტონიუსისათვის

Article Example
ოქტავიანე ავგუსტუსი ანტონიუსისა და ოქტავიანეს დაპირისპირებამ აიძულა სენატორთა დიდი ნაწილი, ისევე, როგორც იმ წლის ორივე კონსული, დაეტოვებინათ რომი და ანტონიუსთან გაქცეულიყვნენ, თუმცა, ძვ. წ. 32 წლის შემოდგომაზე ოქტავიანემ ანტონიუსისაგან გამოქცეული ორი პიროვნება მიიღო: მუნაციუს პლანკუსი და მარკუს ტიტიუსი, რომლებმაც ის ინფორმაცია მიაწოდეს, რაც მას ანტონიუსისათვის მანამდე წაყენებული ყველა ბრალდების სიმართლეში სენატის დასარწმუნებლად სჭირდებოდა.
მარკუს ემილიუს ლეპიდუსი (ტრიუმვირი) კეისრის, პომპეუსისა და კრასუსის მიერ შექმნილი პირველი ტრიუმვირატისაგან განსხვავებით, მეორე ტრიუმვირატი სამართლებრივად იყო ჩამოყალიბებული. ფაქტობრივად, იგი ჩამოშორდა კონსულებსა და სენატს და რესპუბლიკის აღსასრულის მაცნედ იქცა. ტრიუმვირატის სამართლებრივი არსებობის ვადა ხუთი წლით განისაზღვრა. დასაწყისში, ლეპიდუსს დაუმტკიცდა ესპანეთის ორივე პროვინციასა და ნარბონის გალიის ფლობა, თუმცა, იგი, აგრეთვე, დაეთანხმა, რომ ოქტავიანესა და ანტონიუსისათვის გადაეცა თავისი შვიდი ლეგიონი, რათა მათ ბრუტუსისა და კასიუსის წინააღმდეგ ლაშქრობა გაეგრძელებინათ, რომლებიც რომის ტერიტორიის აღმოსავლეთ ნაწილს აკონტროლებდნენ. დამარცხების შემთხვევაში, ლეპიდუსის ტერიტორიები მათი უკან დასახევი პოზიციები უნდა გამხდარიყო. ლეპიდუსი, აგრეთვე, გახდა კონსული და დაუმტკიცდა პონტიფექს მაქსიმუსის სტატუსიც. ანტონიუსისა და ოქტავიანეს არყოფნის პერიოდში, მას რომის კონტროლიც საკუთარ თავზე უნდა აეღო.
ოქტავიანე ავგუსტუსი მიწების კონფისკაციის გამო, ანტონიუსის ცოლის, ფულვიას მეთაურობით, სენატორები ოქტავიანეს მიმართ მტრულად განეწყვნენ. ანტიკური პერიოდის ისტორიკოსის, დიონ კასიუსის მიხედვით, ფულვია იმ დროის რომის ყველაზე ძლევამოსილი ქალი იყო. მისსავე თანახმად, როდესაც ძვ. წ. 41 წელს პუბლიუს სერვილიუს ვატია ისავრიკუსი და ლუციუს ანტონიუსი იყვნენ კონსულები, რეალურ ძალაუფლებას ფულვია ფლობდა. რამდენადაც იგი ოქტავიანეს სიდედრი და ანტონიუსის ცოლი იყო, სენატი მისი მხარდაჭერის გარეშე ნაბიჯს არ დგამდა. იმის შიშით, რომ ოქტავიანეს მიერ მიწის ბოძებას შეეძლო კეისრის ვეტერანები მისი ერთგულები გაეხადა და ანტონიუსისათვის დაეშორებინა, ფულვია გამუდმებით მოგზაურობდა ახალ დასახლებებში თავის შვილებთან ერთად, რათა ვეტერანებისათვის შეეხსენებინა, რომ ისინი ანტონიუსთან ვალში იყვნენ. იგი იმასაც შეეცადა, რომ ანტონიუსის რომში დაბრუნებამდე მიწების განაწილება შეეჩერებინა, რათა პოლიტიკური ქულების დაწერის საშუალება ამ უკანასკნელს მისცემოდა. ანტონიუსის ძმის, ძვ. წ. 41 წლის კონსულის, ლუციუს ანტონიუსის დახმარებით, მან სენატი ოქტავიანეს მიწის პოლიტიკის წინააღმდეგ წააქეზა.
მარკუს ანტონიუსი მიწების კონფისკაციის გამო, ანტონიუსის ცოლის, ფულვიას მეთაურობით, სენატორები ოქტავიანეს მიმართ მტრულად განეწყვნენ. ანტიკური პერიოდის ისტორიკოსის, დიონ კასიუსის მიხედვით, ფულვია იმ დროის რომის ყველაზე ძლევამოსილი ქალი იყო. მისსავე თანახმად, როდესაც ძვ. წ. 41 წელს პუბლიუს სერვილიუს ვატია ისავრიკუსი და ლუციუს ანტონიუსი იყვნენ კონსულები, რეალურ ძალაუფლებას ფულვია ფლობდა. რამდენადაც იგი ოქტავიანეს სიდედრი და ანტონიუსის ცოლი იყო, სენატი მისი მხარდაჭერის გარეშე ნაბიჯს არ დგამდა. იმის შიშით, რომ ოქტავიანეს მიერ მიწის ბოძებას შეეძლო კეისრის ვეტერანები მისი ერთგულები გაეხადა და ანტონიუსისათვის დაეშორებინა, ფულვია გამუდმებით მოგზაურობდა ახალ დასახლებებში თავის შვილებთან ერთად, რათა ვეტერანებისათვის შეეხსენებინა, რომ ისინი ანტონიუსთან ვალში იყვნენ. იგი იმასაც შეეცადა, რომ ანტონიუსის რომში დაბრუნებამდე მიწების განაწილება შეეჩერებინა, რათა პოლიტიკური ქულების დაწერის საშუალება ამ უკანასკნელს მისცემოდა. ანტონიუსის ძმის, ძვ. წ. 41 წლის კონსულის, ლუციუს ანტონიუსის დახმარებით, მან სენატი ოქტავიანეს მიწის პოლიტიკის წინააღმდეგ წააქეზა.
ოქტავიანე ავგუსტუსი სექსტუსთან მიღწეული მშვიდობა ხანმოკლე აღმოჩნდა. მასა და ტრიუმვირატს შორის დადებული შეთანხმების რღვევა მაშინ დაიწყო, როდესაც ძვ. წ. 38 წლისათვის მან, შეთანხმების თანახმად, საბერძნეთზე კონტროლი მოითხოვა, ანტონიუსი პართიის კამპანიის დასაფინანსებლად პროვინციის გადასახადის მოთხოვნით გამოვიდა. პომპეუსმა უარი განაცხადა. ამასობაში, სექსტუსს უღალატა თავისმა ადმირალმა, მენასმა, რომელმაც ერთგულება ოქტავიანეს გამოუცხადა და მას კორსიკა, სარდინია, პომპეუსის სამი ლეგიონი და საზღვაო ძალები გადასცა. პომპეუსთან მარტო დასაპირისპირებლად, ოქტავიანე რესურსების ნაკლებობას განიცდიდა, ამიტომაც მიღწეულ იქნა შეთანხმება მეორე ტრიუმვირატის არსებობის კიდევ ხუთი წლის პერიოდით გახანგრძლივებისათვის, რომელიც ძვ. წ. 37 წლიდან აითვლებოდა. ამ ქმედებებმა სექსტუსის მიერ იტალიის ბლოკადის განსაახლებლად შექმნა პირობები, რამაც ოქტავიანეს თავიდან აარიდა ანტონიუსისათვის პართიის კამპანიისათვის დაპირებული ჯარის გაგზავნა. ამ ახალმა გადავადებამ ოქტავიანესა და ანტონიუსს შორის უთანხმოება ჩამოაგდო და ოქტავია აიძულა ძმასა და ქმარს შორის შუამავლის როლი ეკისრა. ტარენტუმის ზავით, ანტონიუსმა ოქტავიანეს დიდძალი საზღვაო არმია გადასცა, ოქტავიანემ კი მას პართიაზე თავდასასხმელად ახალი ლეგიონებით უზრუნველყოფის პირობა მისცა. შეთანხმების განსამტკიცებლად, ანტონიუსის უფროსი ვაჟი, მაშინ მხოლოდ 6 წლის მარკუს ანტონიუს ანტილუსი ოქტავიანეს ერთადერთ ქალიშვილზე, იულიაზე დაინიშნა, რომელიც მაშინ ჯერ კიდევ ჩვილი იყო. შეთანხმების გაფორმების შემდეგ, ანტონიუსი აღმოსავლეთში დაბრუნდა და ოქტავიანე იტალიაში დატოვა.