Top 10 similar words or synonyms for ანგარება

სიძვა    0.874661

berghahn    0.873716

არაშის    0.870314

bleuclair    0.869880

შიშითა    0.864821

მოიხსენიებდით    0.863471

kem    0.861528

თვითგამოხატვა    0.859184

დიამანტინის    0.858877

მემამულეებთან    0.858430

Top 30 analogous words or synonyms for ანგარება

Article Example
შადიმან ბარათაშვილი „ამრიგად, შადიმანი გარევით გარეულია ლუარსაბის გამგზავრებაში შაჰის კარზე, მაგრამ სულაც არ ჩანს, თითქოს პირადი გამორჩენა თუ ანგარება ამოქმედებდეს...
პასტორალი (ფილმი) თბილისელი მუსიკოსები სამეგრელოში სოფელში ჩადიან ზაფხულის გასატარებლად. ფილმში სოფლის ცხოვრებაა ასახული. სიტყვა პასტორალი სოფლის იდილიურ ცხოვრებას ნიშნავს. ფილმში კი ნაჩვენებია სოფლის მცხოვრებთა მეშჩანური ცხოვრება, ანგარება, ბრაკონიერობა, კორუფცია და ა.შ.
შვიდი მომაკვდინებელი ცოდვა შვიდი სულიერად მომაკვდინებელი ცოდვა — რიგი არასასურველი მანკებისა, რომელსაც ადრეული ქრისტიანული პერიოდიდან იყენებენ ხალხის გასანათლებლად და ქრისტიანებისათვის სწორი ცხოვრების გზის საჩვენებლად. ეს შვიდი ცოდვა კი შემდეგია: მრისხანება, ანგარება, უქნარობა, ამპარტავნება, სიძვა, ნაყროვანება და შური.
სებასტიან ბრანტი სებასტიან ბრანტი (; დ. 1458, სტრასბურგი — გ. 10 მაისი, 1521, სტრასბურგი) — გერმანელი მწერალი, ჰუმანისტი. ავტორია მრავალი მეცნიერული პუბლიცისტური და პოეტური ნაწარმოებისა. განსაკუთრებით პოპულარული იყო ბრანტის გალექსილი სატირულ-ეპიკური, დიდაქტიკური ნაწამოები „სულელების გემი“ (1494). მასში მხილებულია რაინდების ძალადობა, სამღვდელოების მომხვეჭელობა, დაგმობილია „ადამიანური სისულელის“ ნაირგვარი გამოვლენა: ეგოიზმი, ანგარება, ლოთობა, გაიძვერობა და სხვა. თხზულება ითარგმნა მრავალ ენაზე. მან ხელი შეუწყო სატირული ლიტერატურის, კერძოდ გრობიანიზმის ნაკადის განვითარებას.
კალმასობა „კალმასობა“ ანუ, როგორც თვით ავტორი უწოდებს, „ხუმარსწავლა“, ორიგინალური ჟანრის ნაწარმოებია. მეცნიერული მსჯელობანი მკითხველისათვის მოსაწყენი და ძნელად ასათვისებელი რომ არ ყოფილიყო, ავტორმა თხრობის თავშესაქცევი მანერა აირჩია. არქაული მწიგნობრული ენით გამართულ მეცნიერულ ნაწილს მსუბუქი და ხატოვანი, ზომიერად მოხმობილი დიალექტიზმებით გაცხოველებული, დიალოგებით უხვად გაჯერებული თხრობითი ნაწილი ენაცვლება. სიუჟეტურ ღერძს ჰქმნის ორი მთავარი პერსონაჟი — იონა ხელაშვილი და მისი მხლებელი გლეხი ზურაბა ღამბარაშვილი. მათი ფათერაკებით აღსავსე მოგზაურობის ფონზე გაშლილია მეცნიერული მსჯელობანი; წარმოჩენილია საქართველოს იმდროინდელი ვითარება, დაუზოგავად არის მხილებული საზოგადოების მაღალი ფენების ზნეობრივი დაკნინება, სახელმწიფო მოხელეების ანგარება და უმეცრება, სამღვდელოების ფარისევლობა. ღრმა პატრიოტული და ჰუმანისტური ტენდეციით გამსჭვალულ თხზულებაში ქვეყნის დამღუპველ გარემოებად მიჩნეულია საყოველთაო უმეცრება, რაც ნიადაგს უქმნის ყოველგვარი ჯურის ბოროტებას.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა ოქროს კონოტაციები მზის კულტს უკავშირდება, რის გამოც ოქრომჭედლების უბანი – მარადიული სიმდიდრისა და კეთილდღეობის სივრცული სიმბოლო – ოქროს კონოტაციებთან ერთად მზის სიმხურვალის, სიკაშკაშის, სინათლის, სითბოს ასოციაციებსაც აღმოაცენებს. ოქრომჭედლების უბანი ვანის ერთ-ერთი ღირშესანიშნავი ადგილია. ოქრო და ფული, ზოგადად, ანგარებასთან, სიხარბესთანაა დაკავშირებული («ნახეთ, თუ ოქრო რასა იქმს, კვერთხი ეშმაკთა ძირისა!»), ვანში კი მას სრულიად საწინააღმდეგო დანიშნულება აქვს. ამ უბანში გავლილ კაცს სახელოსნოებიდან გამოსული იმდენი მტვერი ეყრება, რომ ოქროს კაცად იქცევა და ვანელი ოქრომჭედლები კმაყოფილებით უცქერენ, როცა გაოცებული მისჩერებია სარკეში იგი საკუთარ გამოსახულებას. ე.ი. ეს სიმდიდრე ყველასია და, ამავე დროს, საკუთრივ არავისი. სიმდიდრით მონიჭებულ ბედნიერებას ყველა ვანელი ერთნაირად განიცდის. აქაურთა გრძნობაში სიხარბე და ანგარება ჯერ არ შერეულა.
გიორგი ერისთავი ერისთავის პირველი კომედია, დრამატული პოემა "შეშლილი" (1839) ეხება პოეტის დანიშნულებას, გადმოსცემს მის ხვედრს თანამედროვე საზოგადოებაში, მაღალი წრის ზნეობრივ დაკნინებას და განათლებული ახალგაზრდობის უნაყოფო მისწრაფებებს. ერისთავმა-დრამატურგმა, თანადროულობის პირუთვნელმა მემატიანემ, გვიჩვენა საქართველოში სავაჭრო კაპიტალის განვითარებით გამოწვეული ფეოდალურნატურალური მეურნეობის რღვევის ბუნებრივი შედეგი - დაცემის გზაზე დამდგარი თავადაზნაურობის სრული უნიათობა, გონებრივი სიღატაკე და ზნეობრივი გადაგვარება. ერისთავის კომედიებში დახატული ძველი თაობის წარმომადგენლები ამაოდ ებღაუჭებიან წარსულ დიდებას (ამირინდო და ონოფრე - "დავა", 1840; ანდუყაფარ, პავლე დიდებულიძეები - "გაყრა", 1849), რუსეთში სწავლამიღბული ახალი თაობა კი სრულიად მოუმზადებელია პტაქრიკული საქმიანობისათვის. ეს აზალგაზრდები უსუსური მეოცნებენი არიან და ადვილად თმობენ თავიანთ მრწამსს (ბეგლარი და მიხეილი - "დავა", ივანე დიდებულიძე - "გაყრა"). ერისთავმა წარმოაჩინა ბატონყმური წყობილების მანკიერებანი, ქართულ სინამდვილეში პირველად ასახა სავაჭრო კაპიტალის წარმომადგენლები, მათი სიძუნწე, მომხვეჭელობა და მექრთამეობა (მიკირტუმ ტრდატოვი - "გაყრა", კარაპეტ დაბაღოვი - "ძუნწი", 1850), მეფის რუსეთის ბიუროკრატიული აპარატის მოხელეთა ანგარება და ბიწიერება (სარქის კუმუხტოვი - "დავა", რამაზი - "გაყრა"). ერისთავის პიესების ცხოვრებისეულმა სიმართლემ, სოციალურ-პოლიტიკურ სიმახვილემ და აქტუალობამ სრულიად ახალი ეტაპი შექმნა ქართულ ლიტერატურაში. ერისთავის სკოლას ეკუთვნიან ცნობილი დრამატურგები: ზ. ანტონოვი, გ. დვანაძე, გ. ჯაფარიძე და სხვები.
იოანე ბატონიშვილი მამას, მეფე გიორგი მეთორმეტეს, იოანემ 1799 წარუდგინა მოხსენება ქართლ-კახეთში, მისი აზრით, აუცილებლად გასატარებელი რეფორმების შესახებ.იოანე ბატონიშვილის პროექტის მიხედვით, სხვა საკითხების მოგვარებასთან ერთად, თბილისში, გორსა და თელავში უნდა გახსნილიყო სასწავლებლები. გიორგი XII-ის გარდაცვალების შემდეგ იოანე ბატონიშვილი რუსეთში გადასახლდა. პოლიტიკურ ასპარეზს მოკლებულმა, დიდი გულმოდგინებით განაგრძო სამწიგნობრო-საგანმანათლებლო მოღვაწეობა, რომ ამით მაინც მოეტანა სარგებლობა თავისი ქვეყნისათვის. მისი მთავარი ნაწარმოების ენციკლოპედიური ხასიათის თხზულება „კალმასობა“ (1813—1828), რომელშიც გამოვლინდა იოანე ბატონიშვილის მრავალმხრივი განათლება, ცხოვრებისეული გამოცდილება და მხატვრული ნიჭი. თხზულება საკმაო სისრულით ასახავს საქართველოში მეცნიერული ცოდნის დონეს XVIII—XIX სუკუნეების მიჯნაზე. აქ წარმოდგენილია ცნობები საბუნებისმეტყველო და ჰუმანირატულ მეცნიერებათა თითქმის ყველა დარგიდან. ზოგ შემთხვევაში მასალა თარგმნილია რუსული და უცხოური წყაროებიდან, უმეტესად კი ავტორი თავის დაკვირვებებს გვთავაზობს. განსაკუთრებით ფასეულია ცნობები საქართველოს ისტორიის, ქართული ენისა და ლიტერატურის საკითხებზე, მათ შორის აღსანიშნავია „მცირე უწყება ქართველთა მწერალთათვის“, რომელიც წარმოადგენს X—XVIII საუკუნეების ქართველ მწერალთა თავისებურ ლექსიკონს. „კალმასობა“ ანუ, როგორც თვით ავტორი უწოდებს, „ხუმარსწავლა“, ორიგინალური ჟანრის ნაწარმოებია. მეცნიერული მსჯელობანი მკითხველისათვის მოსაწყენი და ძნელად ასათვისებელი რომ არ ყოფილიყო, ავტორმა თხრობის თავშესაქცევი მანერა აირჩია. არქაული-მწიგნობრული ენით გამართულ მეცნიერულ ნაწილს მსუბუქი და ხატოვანი, ზომიერად მოხმობილი დიალექტიზმებით გაცხოველებული, დიალოგებით უხვად გაჯერებული თხრობითი ნაწილი ენაცვლება. სიუჟეტურ ღერძს ჰქმნის ორი მთავარი პერსონაჟი — იონა ხელაშვილი და მისი მხლებელი გლეხი ზურაბა ღამბარაშვილი. მათი ფათერაკებით აღსავსე მოგზაურობის ფონზე გაშლილია მეცნიერული მსჯელობანი; წარმოჩენილია საქართველოს იმდროინდელი ვითარება, დაუზოგავად არის მხილებული საზოგადოების მაღალი ფენების ზნეობრივი დაკნინება, სახელმწიფო მოხელეების ანგარება და უმეცრება, სამღვდელოების ფარისევლობა. ღრმა პატრიოტული და ჰუმანისტური ტენდეციით გამსჭვალულ თხზულებაში ქვეყნის დამღუპველ გარემოებად მიჩნეულია საყოველთაო უმეცრება, რაც ნიადაგს უქმნის ყოველგვარი ჯურის ბოროტებას. „კალმასობა“ არსებითად რეალისტური შემოქმედებითი მეთოდით გამართული ნაწარმოებია, რომელიც ძველი ქართული მწერლობის უკანასკნელ და ახალი ქართული ლიტერატურის პირველ თვალსაჩინო ძეგლად შეიძლება მივიჩნიოთ. ხელნაწერები აღმოაჩინა დიმიტრი ბაქრაძემ 1861 წელს, ტექსტი შემოკლებით გამოიცა 1862 წელს.